ნეტგაზეთი • RU

აჭარის ჭიდაობის ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს აკრიტიკებს

 

 

 

აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ, სპორტულ ცენტრ „ბასკოში“ ბრიფინგი გამართა. ფედერაციის წარმომადგენლებმა, მწვრთნელებმა და ვეტერანმა სპოტსმენებმა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენა გააპროტესტეს. დეპარტამენტის სიაში აჭარის ჭიდაობის ფედერაცია ვერ მოხვდა.


ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ანზორ ლაზიშვილმა ბრიფინგზე შემდეგი განახადა:


„დასახელდა ათი საუკეთესო სპორტსმენი. აქედან შვიდი ჩვენია – ბაჩუკი ბოლქვაძე  მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის, მეორე ადგილის მფლობელი; ვლადიმერ გეგეშიძე – ევროპის მეორე ადგილის პრიზიორი; გიორგი ედიშერაშვილი – ევროპის ჩემპიონი დიდებში; გურამ ფერსელაძე, ირაკლი შავაძე, შოთა ფარტენაძე – მესამე ადილის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის; რამაზ ზოიძე ევროპის და მსოფლიო პრიზიორი ჭაბუკებში. დასახელდა ათი საუკეთესო მწვრთნელი, რომელთა შორის ასევე შვიდი ჩვენიდანაა. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს საუკეთეს ფედერაცია? რით იხელმძღვანელა კომისიამ, საერთოდ გამორჩათ თუ რა მოხდა არ ვიცი“.



ჭიდაობის ფედერაციის პროტესტს ის განაპირობებს, რომ 2013 წელს აჭარის ჭიდაობის ფედერაციას 7 მსოფლიო და ევროპის პრიზიორი ჰყავს.


ვეტერანი სპორტსმენი ჯემალ არობელაძე გაუგებრობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფედრაციის სტატუსი ვერ მიიღო.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.