ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ბათუმში – გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება ბათუმში მომხდარი ჯგუფურად ცემის ფაქტზე. შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის წინ მდებარე ვარდების სკვერში მოხდა 28 აგვისტოს. ჯგუფური დაპირისპირების და ცემის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს, დიდი ალბათობით თინეიჯერებს შორის მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხს წაქცეულს, ასევე, …

კიევში 23-მდე გაიზარდა რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

28 აგვისტოს კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა. ქალაქის საავადმყოფოებში 35 დაჭრილია, მათ შორის – ექვსი ბავშვი. კიევის საქალაქო სახელმწიფო სამხედრო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ 28 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად 225 საცხოვრებელი შენობა …

„რამდენიმე დღეში ჩემ განაჩენს გამოაცხადებენ“ – სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე

სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის გვერდზე, ფეისბუქზე, მისი მორიგი მიმართა გავრცელდა. რეზო კიკნაძე წერს, რომ მისი განაჩენის გამოცხადების დღე ახლოვდება. „რამდენიმე დღეში ჩემ განაჩენს გამოაცხადებენ. მისჯაზე მეტად ის მეწყინება, იმ დღეს ასი ათასობით კაცი რომ არ გამოვიდეს აქციაზე. განა ჩემი დაჭერის გამო, უსამართლობას რომ არ მოვითმენთ, იმის საჩვენებლად უნდა ვიყოთ ამდენი. ე.წ. 11-კაციანი ჯგუფის განაჩენით კი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 23– 28გრადუსი სითბო ღამით: …

ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილი კოლეგა არ დააფასა, როგორ უნდა მესაუბროს როლზე? – ტიტე კომახიძე

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ტიტე კომახიძე ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ ამ თეატრის და აჭარის კულტურის სამინისტროს ქცევაზე წერს. მსახიობის შეფასებით, კაცს, რომელსაც თეატრის მომავალი ანდეს, „სამძიმრის წერილიც კი არ დაუწერია თავისი სახელით თეატრის გვერდზე“. აჭარის კულტურის სამინისტროს კი „თავის მინისტრ-მოადგილეებით ეტყობა, არ ეცალათ – ფორტეპიანოს გაკვეთილები ჰქონდათ და ექვს ხელში „მაცადინობდნენ“. მსახიობ ტიტე კომახიძის სოციალურ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 080 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850] ტანკი – 11 143 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 191 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 32 125 ერთეული [+61] MLRS – 1 476 ერთეული [+2] …

ივანიშვილი საბოლოოდ უარს ამბობს ევროპაზე – კომენტარი ორგანიზაციების დაყადაღებაზე

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით 27 აგვისტოს დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ეს მოხდა ევროკომისიისათვის ოფიციალური ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადამდე 4 დღით ადრე. მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია განიხილავდა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს. ამის თავიდან ასარიდებლად ევროკომისიამ გასცა რვა რეკომენდაცია, რომელთა შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ უნდა …

ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ჭოროხის დელტას ტერიტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ველური სახეობების შენარჩუნებაში და რომლის დაცვაც ხელისუფლების ვალდებულებაა, თანდათან ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება. საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ ჰაბიტატებისთვის საჭირო ბუნებრივი გარემო, არამედ „გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე“ – ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიის გამო. მთავარი მიზეზი ჭოროხიდან ხრეშის ამოღებაა, რის აკრძალვაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბარია …

აბიტურიენტების 15.83%-მა მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა

2025 წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა, გამოცდები ვერ ჩააბარა, დაახლოებით 7 300-მა აბიტურიენტმა. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს აბიტურიენტებმა ცუდი შედეგები დადეს მათემატიკის გამოცდაზე. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 15.83%-მა. გამოცდაზე მიღებული მაქსიმალური ქულა მათემატიკაში, ეროვნულ გამოცდებზე არის 51, თუმცა გამსვლელი ქულა არის 11. ეს იმაზე …

უვიზოს გაუქმება მშობლებს შვილების ნახვას კიდევ უფრო გაურთულებს – ემიგრანტი პოლონეთიდან

ნინო გოჩოლეიშვილი საქართველოდან პოლონეთში წასული შრომითი მიგრანტია. ამჟამად ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს დასუფთავების მიმართულებით, ხოლო საღამოობით, როცა დრო აქვს, მუშაობს საკუთარი მანქანით – მიტანის სერვისზე. მისი ემიგრაციის ისტორია 2012 წელს იწყება – მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ევროპაში წასვლა დიდ ბიუროკრატიულ და ფინანსურ ბარიერებთან იყო დაკავშირებული. ნინოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ …

გათავისუფლება პროტესტის გამო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან – რა დაადგინა ომბუდსმენმა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს პროევროპული აქციების მონაწილე თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაუშვა. დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად დეპარტამენტმა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა. ფაქტი სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ „თამარ ლომაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სავარაუდოდ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება“. თამარ ლომაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2016 წლიდან მუშაობდა. 2023-24 …

რეჟისორსა და მსახიობს, ოთო ქათამაძეს დღეს დაკრძალავენ

42 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობს, რეჟისორსა და დრამატურგ ოთარ [ოთო] ქათამაძეს დღეს, 28 აგვისტოს დაკრძალავენ. ოთარ ქათამაძის გამოსვენება მოხდება ბათუმის დრამატული თეატრიდან, სადაც მსახიობთან გამოთხოვების ცერემონია გაიმართა. ოთო ქათამაძე 24 აგვისტოს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მსახიობი მძიმე დიაგნოზით შეიყვანეს. მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ …

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება, ადევნება, მუქარა – დაკავებულია ერთი პირი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის გავრცელების მუქარით რამდენჯერმე აიძულა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. „ბრალდებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად აკონტროლებდა …

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია

დღეს, 28 აგვისტოს, უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია – 2, 14 და 17 წლის. დაშავდა 40-მდე ადამიანი. რუსეთმა კიევზე შეტევა დღეს დაახლოებით დილის 5 საათზე განახორციელა. გამოყენებული იყო დრონები, საჰაერო და სახმელეთო რაკეტები, სულ 629 საჰაერო თავდასხმის იარაღი, რომელთაგანაც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ  589-ის განეიტრალება შეძლო. …

13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება

საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად. ვიზალიბერალიზაციის დაცვის მიზნით საქართველოს მოქალაქეები 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. „საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და რუსეთის ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები. ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც …

„ივანიშვილის მთავრობის ინტერესი განსხვავებული აზრის განადგურებაა“ – განცხადება

52 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს იმ 7 ორგანიზაციას, რომელიც გუშინ, პროკურატურის მოთხოვნით დააყადაღეს დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის. ორგანიზაციების განცხადება დღეს, 28 აგვისტოს გავრცელდა. „ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI), „დემოკრატიის მცველებს“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ (GDI), „საფარს“ და „სოციალური …

ამინდის პროგნოზი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 23– 28გრადუსი სითბო ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 079 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880] ტანკი – 11 139 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 185 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 32 064 ერთეული [+40] MLRS – 1 474 ერთეული [+2] …

„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან

„მე ვხედავ აქ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან. გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდეო საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო. უვიზო თუ გაუქმდება, …

7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო – იურისტი პროკურატურის განცხადებაზე NGO-ების დაყადაღების შესახებ

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალური პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიის“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სრულმასშტაბიან დევნას უწოდებს. თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“. ვახუშტი მენაბდის განმარტებით, დღეს გაცხადებული დევნა „არ არის არც …

„თურქეთში თვალზე ოპერაციას გაუკეთებენ“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ალექსი ახვლედიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს. დღეს, 27 აგვისტოს, ალექსი ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა 6 ივლისის შემთხვევა ჟურნალისტებთან. ახვლედიანის ვერსიით, 6 ივლისს, საღამოს 5 საათზე დაურეკა თორნიკე რიჟვაძემ და შესთავაზა მასთან სახლში, საგარეჯოში წასულიყვნენ. ახვლედიანი ამბობს, რომ ის და რიჟვაძე ახლო მეგობრები არიან და …

ბათუმის საკრებულო ვერ ისვენებს, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ 29 აგვისტო უქმე დღედ გამოაცხადა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საკრებულო მორიგ სხდომას 2025 წლის 29 აგვისტოს ჩაატარებს. 29 აგვისტო „ოცნების“ მთავრობამ უქმე დღედ ისე გამოაცხადა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. საკრებულოს კი, ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე, სხდომის ჩატარება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. დადგენილებაში, რომელსაც ხელს „ოცნების პრემიერი“ აწერს, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად განსაზღვრავს, ვის მიმართ არ გავრცელდეს ეს დადგენილება იმ შემთხვევაში, …

მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს თხრიან, გამწვანებაში ამბობენ, რომ აქ კორდს დააგებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის გამწვანების სამსახურს. „მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა …

„აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“ – პროკურატურა 7 არასამთავრობოს აყადაღებს

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს. ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გადახდას, დამცავ სათვალეების, სპეციალური აირწინაღების, პირბადეებისა თუ სხვა საშუალებების შეძენასა და დარიგებას ედავებიან. დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების …

„მოვითხოვთ რეპრესიული ნორმატიული აქტის გაუქმებას“ – არამთავრობოები

არსამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული რეპრესიული ნორმატიული აქტების გაუქმებას მოითხოვენ. განცხადება დღეს, 27 აგვისტოს გავრცელდა. „ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება.“-აცხადებენ არასამთავრობოები. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რეპრესირებული ორგანიზაციები მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 078 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 11 135 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 178 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 024 ერთეული [+45] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს – პედაგოგი

კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა ერთ კაცს ემსახუროს“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი, მასწავლებელი რუსთავიდან. „ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ესაუბრა. „გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შემიძლია ისე გავატარო, თითქოს …

ქობულეთში ზღვაში 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი ზღვაში დაიხრჩო – ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შემთხვევა დღეს, 26 აგვისტოს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.    

ლუსტრაციის კანონი შეეხება მათ, ვინც თანამშრომლობდა საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან – ინტერვიუ

პარტია „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ლუსტრაციის კანონის ინიციირებას გეგმავს. ლუსტრაციის კანონი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს. გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში სპეციალურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს, თუ ვინ მონაწილეობდა საბჭოთა რეპრესიებში და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გამტკიცებაში. შესწავლის შედეგად ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოშორდნენ. როგორ …

ქვეყანაში 3 657 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს – აღწერის წინასწარი მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2024 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს დამატებითი მონაცემები გაავრცელა, სადაც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებია გამიჯნული. საქსტატის მონაცემებით, საყოველთაო აღწერით აღრიცხული მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი, ანუ 3 მილიონ 657 ათასი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტი, ანუ 257 ათასი ადამიანი – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან

თურქეთში იზმირის პროვინციაში და ადანაში, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან. თურქული მედიის ცნობით, „სეფერიჰისარის“ კაშხლის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ხანძარი უცნობი მიზეზით გაჩნდა. ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ცნობით, დღეს, 26 აგვისტოს, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები, ათეულობით სახმელეთო ტექნიკა და 200 მეხანძრეა მობილიზებული. ამავე დროს, ტყის ხანძარია ადანას პროვინციაშიც, სადაც, ასევე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ჰაერიდან და …

მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის პრემიის ფინალისტთა მოკლე სიაშია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი,  მზია ამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება. „მზია ამაღლობელი 2000 …

უკრაინამ ყირიმზე რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებს დაარტყა

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ყირიმის ლოჯისტიკური ობიექტებზე დარტყმა განახორციელეს. „ვაგრძელებთ ოკუპანტების ლოგისტიკის განადგურებას ოკუპირებულ ყირიმში. „სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ლოჯისტიკის ობიექტები, რომელიც უზრუნველყოფენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილების ფუნქციონირებას და საბრძოლო მომარაგებას“ – წერს „ტელეგრამში“ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები. ამავე დროს, ადგილობრივი ტელეგრამის არხები იუწყებიან აფეთქებების შესახებ …

თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 26 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [14:10 სთ.] ზღვის თავზე მანევრირებს. განახლება: თვითმფრინავი მეორე მცდელობისას [დაახლოებით 14:16 სთ-ზე] დაჯდა ბათუმის აეროპორტში. ———————— თელავივი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში 10 აგვისტოს მხოლოდ მესამე მცდელობისას დაჯდა. მაშინ „ბათუმელებს“ ბათუმის აეროპორტში უთხრეს, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული ამბავი ოპერირების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 23– 28გრადუსი …

Exit mobile version