წელს 29 სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს მაღალმთიან აჭარაში

2025-2026 სასწავლო წელს, მაღალმთიანი აჭარის 29 საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს. „ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტების მიხედვით გაარკვია, რომელ სოფლებში აღარ ჰყავთ პირველკლასელები. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 10 საჯარო სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. ასევე, 15 სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელები შუახევში, ქედაში კი წელს 4 სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. სოფლების ჩამონათვალი, სადაც წელს სკოლაში პირველკლასელები არ ჰყავთ ასე გამოიყურება: …

შსს 241 ათას ევროს იხდის 15 ძაღლში, ისინი ადამიანის სუნსა და ნარკოტიკის ძებნაზე არიან გაწვრთნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 241 ათას 272 ევროდ ამერიკული კომპანიისგან გეგმავს ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე 5 და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი 10 ძაღლის, ასევე მათი აღჭურვილობის შეძენას. ამ თანხაში შედის ასევე ამავე კომპანიის მიერ შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის კინოლოგის 10-დღიანი სასწავლო კურსის ჩატარება. ძაღლებს და შესაბამის მომსახურებას შსს ტენდერის გარეშე შეისყიდის. ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად …

უსახლკარო დედები ბათუმის მერიასთან: „მას აძლევენ ბინებს, ვინც მათი მხარდამჭერია“

ბათუმის მერიის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ დღეს, 22 სექტემბერს უსახლკარო დედები. მათი შვილები შშმ პირები არიან. წლებია უსახლკარო ადამიანებს „ქართული ოცნების“ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. ამ დრომდე ბათუმის მერიას ან მთავრობას არ შეუმუშავებია პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებდა ისეთ მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… მათ დიდ ნაწილს …

რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე ავტომანქანებისთვის მოძრაობა ცალმხრივი გახდება – დადგენილების პროექტზე საკრებულომ 26 სექტემბერს უნდა იმსჯელოს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. …

„მზიას სიის“ მხარდაჭერის თხოვნით ქართველი ემიგრანტები ევროპარლამენტს მიმართავენ

„მზიას სიის“ მხარდაჭერის წინადადებით ქართველმა ემიგრანტებმა ევროპარლამენტარებს მიმართეს. „მზიას სიაში“ მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ „მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, წამებასა და მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ცრუ ჩვენებების მიცემასა და უსამართლო განაჩენების გამოტანაში,“ – აღნიშნულია ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი ჯგუფის „პლატფორმა 2025“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში …

„მზია ამ წინააღმდეგობის ხერხემალია, რეჟიმი უნდა გადატყდეს“ – ქართველი ემიგრანტი ნიდერლანდებიდან

„ჩემთვის მზია ამაღლობელი არის ბრძოლის, ამ წინააღმდეგობის ხერხემალი. ეს ხერხემალი არ უნდა გატყდეს – რეჟიმი უნდა გადატყდეს,“ – ამბობს მაია ადუაშვილი. ის უკვე 30 წელია ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ  მძიმე ეტაპების დროს ყოველთვის სამშობლოს უბრუნდება. მაია ადუაშვილი ახლაც თბილისშია, დღესაც რუსთაველზე აპირებს გასვლას. აღარ სურს, დაუბრუნდეს ევროპას, ვიდრე ბრძოლას არ მოიგებს! „1988 წელს გავხდი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 102 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 194 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 282 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 999 ერთეული …

ბსუ პირველკურსელებს 150-ნაჭრიან ტორტზე რესტორანში ეპატიჟება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბსუ-ს პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიების მომსახურების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 18 850 ლარია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება ბათუმში, ბსუ-ს მიერ შერჩეულ დროსა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ადგილას უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, კერძოდ: „1500 ადამიანზე გათვლილი სივრცის უზრუნველყოფა; სარესტორნო სივრცე; მდებარეობა სანაპიროს პირველი ან მეორე ზოლი; აუცილებელია სივრცეს გააჩნდეს მოქმედი სამზარეულო და …

„ჩემი რამდენიმე მოსწავლე ამ ქვეყანამ გადაარჩინა ლეიკემიას, ახლაც აქ მკურნალობენ“ –  ემიგრანტი ავსტრიიდან

34 წლის სალომე სალაძე ავსტრიაში ცხოვრობს, ამჟამად ვენის უნივერსიტეტში მუშაობს. 9 წლის წინ აქ უკეთესი განათლების მისაღებად ჩამოვიდა. სალომე სალაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა, როცა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს ძირითადად ტურისტულ მიმოსვლაში შეაფერხებს საქართველოს მოქალაქეებს. სალომე წლებია ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში საქმიანობს და ავსტრიაში სხვადასხვა მიზეზით ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ხშირი შეხება …

„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები

„უშუქოდ ვართ ორი დღე, ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია წყალმა… ადიდებულმა მდინარემ მანქანაც წაიღო, გზებიც დააზიანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები დალი კახიძე. დალი კახიძე მდინარე მაჭახელას კალაპოტთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში „რიბერა“ მუშაობდა. ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ამ კალაპატთან ახლოს მდებარე კოტეჯები, ასევე რესტორნები …

„ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება, რაღად გვინდა ეს მშენებლობები?“ – ზღვის ბიოლოგი

  „ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა,“ – ამბობს ზღვის ბიოლოგი, ეკოლოგი არჩილ გუჩმანიძე. მან სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა შტორმის დროს ზღვის სიმღვრივე, მაჩვენებელი კატასტროფულიაო, გვიყვება ბიოლოგი და განმარტავს, რომ ეს შემთხვევა აჩვენებს, როგორ ვანადგურებთ მდინარეებს და ზღვის ეკოსისტემას. „პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მდინარეები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ისინი ისტორიულად ასრულებდნენ …

ბათუმში ბინების ყალბი გირავნობით თაღლითურად ნახევარ მილიონამდე ლარი მიითვისეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ ბათუმში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ბათუმში თაღლითური სქემით თითქმის ნახევარი მილიონი ლარი იშოვეს. „დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ …

ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს – 21 სექტემბერია

ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს. „კოჭებამდე თოვლია, იალაღებზე უფრო დიდი თოვლი იქნება… აქამდე არავის ახსოვს აქ თოვა სექტემბერში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ გუნდაძე, რომელიც კურორტ „გოდერძზე“ ცხოვრობს. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახების ნაწილი ისევ იალაღებზე არიან, თუმცა გზებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შუქი აღარ მიეწოდება კურორტ „ბეშუმს“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 21 საათიდან 22 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 18– 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

ბათუმის დიდი ნაწილი ისევ უწყლოდაა დარჩენილი – რას ამბობენ „ბათუმის წყალში“?

ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ უწყლობა „სტიქიურად მოსულ უხვ ნალექს“ უკავშირდება. მუნიციპალურ კომპანიაში „ბათუმის წყალი“ გვითხრეს, რომ წყლის მიწოდება საღამოს 6 საათიდან აღდგება. „წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს: გოგებაშვილის, ო. ჭილაძის, ე. ნინოშვილის, საბაჟოს შესახვევი, ქუთაისის, ზ. გამსახურდიას, ხულოს, გენ. მაზნიაშვილის, კ. გამსახურდიას, ს. ჟღენტის, ნ. დუმბაძის, კ. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 101 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 193 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 281 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 952 …

არანაირ ფულს, ქონებას და შრომას აზრი არ აქვს, თუ ამათ შერჩებათ ეს ქვეყანა – ბათუმის აქციების მონაწილე

თითქმის ყოველ საღამოს ჯემალ კახიძე ადლიის დასახლებიდან ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლომდე, რამდენიმე კილომეტრიან გზას ველოსიპედით გადის, თან აქვს საქართველოს დროშა ან ტრანსპარანტი გზავნილით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ის ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, მისი ბრძოლის მთავარი მოტივაციაა ქვეყანა რუსეთის გზას არ დაადგეს. ჯემალი მეზღვაური, ინჟინერ მექანიკოსია. როცა დამსაქმებელმა დაურეკა, ბევრი არ უფიქრია, უარი უთხრა – ახლა …

„არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ“ – მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილს

„ნურც იმას გაითვალისწინებთ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ მაქვს“  

„ფოკუსი ბრიუსელიდან სომხეთისკენ ინაცვლებს“ – ინტერვიუ

„სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობებში ფულის შემოდინება ფაქტობრივად შეწყდება. ეს შეიძლება შეეხოს ასევე სამხედრო თვალსაზრისით შესყიდვებს ან ფულის მიმოქცევას ისეთ არეებში, რომლებიც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, პირობითად, ჯანდაცვის მიმართულებას,“ – ამბობს პოლიტიკის მკვლევარი ნინო სამხარაძე, მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტის შესახებ ვკითხეთ, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა. რა იცვლება ამით აშშ-საქართველოს ურთიერთობებში? პოლიტიკის ანალიტიკოსს …

ბათუმში დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება – გაიმართება დისკუსიები და კინოჩვენებებიც

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი შეიქმნა, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და  კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარების განვითარება. ეს საქმე რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა წამოიწყო – ისინი მოხალისეობრივ საფუძველზე სთავაზობენ ახალგაზრდებს ამ კურსის გავლას. სასწავლო კურსის საკითხებია: დემოკრატია და საქართველო; ადამიანის უფლებები და მისი პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში; მედიის ბრძოლა არსებობისთვის; საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა. სასწავლო კურსის …

რუსეთმა 1,1 მილიონი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 100 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 192 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 280 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 927 …

„სამშობლოს ცვლიან ძალაუფლებაზე და ეს არის ღალატი“- ემიგრანტი ბელგიიდან

ეკატერინე კერესელიძე 27 წელია ევროპაში, კერძოდ, ბელგიაში ცხოვრობს. ის საქართველოდან 1998 წელს წავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. „ბათუმელებთან“ ეკატერინე კერესელიძე საუბრობს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და იმ მითებზე, რითაც „ოცნების“ პროპაგანდა ხალხის მოტყუებას ცდილობს. „90-იანი წლების ბავშვი ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად მახსოვს, რა პერიოდები გამოიარა საქართველომ. უშუქობა, უწყლობა იყო თბილისში და, ზოგადად, საქართველოში. ბელგიაში …

„რუსეთმა ნატოს პირი მოუსინჯა, მიიღო მუშტი ცხვირში“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„რუსეთმა თავის თავს შეუქმნა საკმაოდ ჩიხური სიტუაცია: ომობს, ომობს და შედეგს ვერ აღწევს. არ არსებობს ნათელი ხედვა, როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა შედეგს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. ლაშა ბერიძის დაკვირვებით, ორივე მხარე იფიტება, თუმცა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა უკრაინას აქვს: რუსეთისგან განსხვავებით მოკავშირეები ჰყავს და მეორე: უკვე თავად ქმნის …

როგორ ქალებს ებრძვის „ოცნება“ რუსთაველზე

„ქალი არ არის არც ერთი, რაღაც სხვა ჯიშია“, „სად ხედავთ აქ ქალებს?“, „30 აკაცუკი მოვიდა საარჩევნო შტაბთან“ – ამ სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქართველი ქალები, რომლებიც მის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ. შტაბიდან გამოვარდნილმა „ოცნების“ მხარდამჭერმა კაცებმა ჯერ შუა თითი აჩვენეს პროტესტში მყოფ ქალებს, შემდეგ გენიტალიებზე მოიკიდეს ხელები, ბოლოს კი ქალებს ფიზიკურადაც …

თუ ბორკილებს დასჯის გამო ადებს პოლიცია დაკავებულს, ეს არაადამიანური მოპყრობაა – ინტერვიუ

„როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იოსებ ედიშერაშვილი. იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსია და ბორკილების დადების პრაქტიკაზე ვესაუბრეთ: ხომ არ ჩანს „ოცნების“ პოლიციის განზრახვა, სასტიკად და დამამცირებლად მოექცეს განსაკუთრებით პროევროპულ პროტესტთან დაკავშირებულ ადამიანებს? მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კალაძის ბანერზე …

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 19 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 099 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150] ტანკი – 11 191 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 278 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 896 ერთეული [+17] MLRS – 1 492 ერთეული …

ივანიშვილი ნელ-ნელა ყულფს უჭერს ღარიბაშვილის მთავრობას – ინტერვიუ

„ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონად მყოფი ეს ადამიანები იქცევიან მის, ასე ვთქვათ, ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია. ივანიშვილმა იცის, რომ ძალიან მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს …

„ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, ჯანმრთელობის მიუხედავად“ – ადვოკატი

„ციხე არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება გამოსწორდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და როდესაც ადამიანს აქვს გაუსაძლისი ტკივილი და უჭირს გადაადგილება, უჭირს საკუთარი თავის მოვლა და საკვების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ტანჯვა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება“- ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე უკანონო პატიმრობაში მყოფ …

ცარიელი სკამი ზვიად რატიანისთვის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს, საქართველოში პირველად, გამოჩნდება ცარიელი სკამი მწერლისთვის, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას. წელს ეს სკამი ზვიად რატიანის იქნება, პოეტისა და მთარგმნელის, რომელიც ახლა სინდისის პატიმარია. ლიტერატურული ფესტივალი ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე განმარტავს, რომ ეს PEN International-ის [საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მწერლებს] ტრადიციაა: „1980-ან წლებში PEN International-მა დააფუძნა „ცარიელი სკამის“ …

„კანონის დარღვევას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება?“ – სალომე ზურაბიშვილი ჩიმაევზე

„წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს UFC-ის ჩემპიონი,  წარმოშობით ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი. ამ კადრების მიხედვით ის საქართველოში ავტომანქანით გადაჭარბებული სისწრაფით გადაადგილდება. UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში რამდენიმე დღის …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 სექტემბრის 21 საათიდან 19 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლებელია გაძლიერდეს 20-25 მეტრი წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20– 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

„საკანი 38 ანუ პატარა რუსთაველი“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში დეტალურად აღწერს ციხის საკანს, რომელშიც ამჟამად იმყოფება ის. რეზო კიკნაძის წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს. „მოდი, ცოტა ხნით შეგაჭყიტებთ აბა ჩემს საკანში, მერე თვალები დახუჭეთ და თავადვე წარმოიდგინეთ როგორია. მე „პატარა რუსთაველი“ დავარქვი აქაურობას. შესვლისთანავე კარების თავზე დაინახავთ მზიას ფოტოს მისივე ლეგენდარული სიტყვებით …

ბევრი დანაშაული დაუგროვდათ და უნდათ თავი შეაფარონ ავტორიტარიზმს – მასწავლებელი „ოცნებაზე“

„მასწავლებელი არ უნდა იყოს არც ნეიტრალური და არც კონფორმისტი, როცა საქმე თავისუფლებას და სამართლიანობას ეხება“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა. „არ მაქვს იმის უფლება, რომ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ერთი ადამიანის პოზიციიდან ვიფიქრო, რადგანაც ვარ მასწავლებელი და ვალდებულიც ვარ, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 098 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930] ტანკი – 11 191 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 277 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 879 ერთეული [+33] MLRS – 1 491 ერთეული [+1] …

ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის …

ანწუხელიძის ქუჩის ნაცვლად მოსკოვის ქუჩა – კიდევ რას ვიგებთ დავით რაზმაძის დეკლარაციიდან

2025 წლის აგვისტოში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რუს მშვიდობისმყოფელებზე“ ნათქვამი მალევე უარყო. ცილი დამწამეს, არ მითქვამსო – განაცხადა, თუმცა მისი ოჯახის წევრების „რუსულ კავშირებს“ და ამ კავშირებით „დიდი ფულის კეთების“ შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო გასაგები გახდება, რატომ „წამოსცდა“ ომგამოვლილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიმართ საკუთარი განწყობის შესახებ. დავით რაზმაძე ცოტა ხნის …

Exit mobile version