მთავარი,სიახლეები

„მზიას სიის“ მხარდაჭერის თხოვნით ქართველი ემიგრანტები ევროპარლამენტს მიმართავენ

22.09.2025
„მზიას სიის“ მხარდაჭერის თხოვნით ქართველი ემიგრანტები ევროპარლამენტს მიმართავენ

„მზიას სიის“ მხარდაჭერის წინადადებით ქართველმა ემიგრანტებმა ევროპარლამენტარებს მიმართეს.

„მზიას სიაში“ მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ „მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, წამებასა და მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ცრუ ჩვენებების მიცემასა და უსამართლო განაჩენების გამოტანაში,“ – აღნიშნულია ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი ჯგუფის „პლატფორმა 2025“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროპარლამენტარებისადმი მიმართვას ხელს აწერს ქართველი ემიგრანტების 31 ჯგუფი და ორგანიზაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, კანადიდან, შვეიცარიიდან, ისლანდიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნორვეგიიდან, მოლდოვადან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან.

ქართველი ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ სწორედ „მზიას სია” უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევებზე, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მიმართული სასანქციო პაკეტის, ასევე რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ დასავლეთის მიზანმიმართული რეაგირების ინსტრუმენტის სახელი.

ამ თემაზე:

ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: