გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 21 საათიდან 22 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 18– 23 გრადუსი სითბო
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა ღამით 4-5 ბალი, დღისით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23-24 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
———–






