„შეაჩერე სადავო ნორმები“- საია საკონსტიტუციოს მიმართავს გრანტების კანონთან დაკავშირებით

საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილოს გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელები და შეაჩეროს სადავო მუხლები. ამასთან დაკავშირებით საიამ დღეს, პირველ ოქტომბერს, განცხადება გაავრცელა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ,,გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა. საია ასაჩივრებს „გრანტების შესახებ“ კანონის მე-61 მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას წინააღმდეგ მიმდინარე …

აჭარაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველო შეიქმნა

აჭარაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა. სამმართველოს უფროსად გიორგი ცოცხალაშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა – ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. შს სამინისტროს ცნობით, ახალი სამმართველოს ძირითადი ფუნქცია ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„მუხანათური ღალატი“, „აგენტები“, „გარე მტრები“ – რაზე წერს ივანიშვილი

დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. ამავე დროს ივანიშვილი წერს, რომ „ფეხი არ უნდა დაგვიცდეს“ და წერს გუნდში „ღალატზეც“: „კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 111 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 223 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 294 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 33 324 ერთეული …

„ხალხი აპროტესტებს, მაგრამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს პოლიტიკურმა ძალამ“ – ინტერვიუ

„რამდენი ზღაპარიც არ უნდა მოგვიყვეს ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტებმა, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ და ყველაზე წინ ვართ ევროპაში, ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვართ,“ – ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის დაკვირვებით, ადამიანები საქართველოში კარგად აცნობიერებენ საფრთხეს, რომლის წინაშეც ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაყენა, მაგრამ კრიტიკულად მძიმეა ვითარება პოლიტიკური ორგანიზების კუთხით. „იმისათვის, რომ პროტესტი გამოხატო, არ არის საკმარისი, უბრალოდ რაღაც გაწუხებდეს, …

მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდო ჟანა ხაჩატურიანს გადაეცა

„მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი. „ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს რეგიონს, სამცხე-ჯავახეთს, ჩემს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას. მე ვალდებული ვარ, ვიდგე ჩემი ქვეყნის სამსახურში“- განაცხადა გამარჯვებულმა პედაგოგმა. გამარჯვებულ პედაგოგს 15 000 ლარი გადაეცემა …

„ქართველ ხალხს გენოციდისკენ მიაქანებს „ოცნების“ მთავრობა“ – ემიგრანტი საფრანგეთიდან

მარი კაიშაური რვა წელია საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი თქმით, თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ის დაკარგავს ბევრ სიკეთეს, „პირველ რიგში კი, ჯანდაცვის უფლებას“. „ბათუმელები“ მარის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებზე ესაუბრა. „ცივილურ სამყაროს მოვწყდებით სამუდამოდ. გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს ჯანდაცვის სფეროში, რადგან ვიზალიბერალიზაციამ ასეულობით ქართველს მისცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყვნენ საფრანგეთში და …

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთში „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი გაანადგურეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი და კიდევ ორი ​​ოკუპანტი გაანადგურეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. „2025 წლის 27 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობის კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერით ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე – სტავროპოლის ოლქის ტამბუკანის დასახლებასთან ახლოს, სამი „როსგვარდიელი“ იქნა ლიკვიდირებული“ …

„გელა ხასაია გალელი ბიჭია, ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერია ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ – ნიკა გვარამია

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ციხიდან ეხმიანება ნიკა გვარამია, „ახალის“ ლიდერი. პოსტი მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოში. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს და ბოლოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნეს. …

დედ-მამა და ორი ბავშვი დაიღუპა უკრაინაში, სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

30 სექტემბერს, ღამით, უკრაინაში, სუმის ოლქში მდებარე სოფელ ჩერნეჩჩინაში საცხოვრებელ სახლზე რუსული დრონის დარტყმის შედეგად ორი ზრდასრული და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით. „ამ ღამეს მტერმა სოფელ ჩერნეჩჩინაში მდებარე საცხოვრებელი შენობა სადესანტო დრონით დაბომბა. სახლში ცხოვრობდა დაქორწინებული წყვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვით. სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო თავის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან 1-ელი ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 11 – 16 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 110 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 222 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 291 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 311 ერთეული …

„მზია იქცა სიმამაცის ხმად“ – მზია ამაღლობელის ადვოკატის სიტყვა ევროსაბჭოში

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, რომელმაც ორ წელიწადზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ. მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ჰაველის პრემიის ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. მზია …

რატომ ესხმის თავს „ოცნება“ გერმანიის ელჩს – ინტერვიუ

„ფიშერის განცხადებები გულზე ხვდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გრძნობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ამ სიტუაციაში და ამ დაპირისპირებაში არ ვართ მიტოვებული „ქართული ოცნების“ ამარა და რომ ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე და ისტორიული, ტრადიციული მეგობარი გერმანიის სახით,“ – ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას …

„დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას“ – გერმანიის ელჩი ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშზე

პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ, 28 სექტემბერს, „ქართულ-გერმანული მეგობრობის“ მარშში მონაწილეობდნენ. მსვლელობა პეტერ ფიშერის მხარდასაჭერად გაიმართა. „დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა – ჩემ მიმართ. მადლობა უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და  დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში …

„რუსეთს სურს ნატოს სიმტკიცის გამოცდა. საჭიროა მკაფიო პასუხი“ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო პროვოკაციები არის არა დამთხვევების სერია, არამედ საერთო სქემის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის და, ზოგადად, ნატოს ქვეყნების მზადყოფნის შემოწმებას – განაცხადა 29 სექტემბერს, ვარშავაში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „რუსეთს სურს ჩვენი სიმტკიცის გამოცდა და შფოთვის დათესვა. …

„სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტო“ – მზია ამაღლობელის წერილი ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელს, პაციფისტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, …

„თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის“ – ზურაბიშვილი მაია სანდუს ულოცავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომლის პროევროპულმა პარტიამ არჩევნებზე, წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 50.14% მიიღო. „ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. პროევროპული საქართველო თქვენ გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ურყევია“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 109 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 218 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 23 290 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 33 284 …

„არ გვაქვს საკვები, წყალი, გზა, გაზი, დატბორილია სახლები“ – მოსახლეობა ლაგოდეხში შველას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა. როგორც ადგილობრივმა მოსახლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფლებში – უზუნთალაში, კაბალსა და განჯალოში. ფერი აღაჯანოვა სოფელ უზანთალაში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ წყალმა სახლებში შეაღწია, რის შედეგადაც მოსახლეობას ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტები გაუფუჭდა. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სასმელი წყლისთვის ჭას იყენებს. ფერის თქმით, ადიდებული წყალი ჩავიდა ჭებშიც, …

„არა, მოღალატე მთავრობას!“- დღეს თბილისში კურიერების საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, სპორტის სასახლიდან კურიერების საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. „მოვიდეთ საქართველოს დროშებით, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი დროშა პარტიულზე მეტია! ბათუმში რამდენიმე კურიერი „ქართულ ოცნებას“ აქტივისტად ემსახურა, მაგრამ ათასები შეურაცხყოფილნი დარჩნენ. ჩვენ ვიდექით ნამოხვანში, მაღაროელებთან, ევოლუშენის გაფიცულებთან და გამოსახლებულებთან, დღესაც ვიბრძვით! ჩვენი პასუხია – არა მოღალატე მთავრობას!“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. მათივე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 108 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 211 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 23 290 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 231 …

ვინ აანონსებს „ზედმეტი ახალგაზრდების“ ემიგრაციაში გაშვებას და რამდენად გამოუვათ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ „ზედმეტი ახალგაზრდები“ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ. „საქართველო ქართველების გარეშე“ – ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა. ასრულდება თუ არა რუსული ოცნება საქართველოში? -– „ბათუმელები“ ამ თემაზე „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს აზა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც შათირიშვილის პროპაგანდას ასე გამოეხმაურა ფეისბუქში – „შენი შვილები გაუშვი ემიგრაციაში!“ აზა,  რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა …

საქართველოში 50 მლნ-ის ღირებულების ჰეროინის შემოტანის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში 50 მილიონის  ღირებულების ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი, 200კგ ჰეროინი ამოვიღეთ. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო თევზის საკვებით, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კგ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 107 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 204 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 288 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 186 ერთეული …

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების საჩივარი 

„მედიამბუდსმენის“ განცხადებით, 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მედიაომბუდსმენს“ წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება რუსული კანონის საქმეზე.  „მედიამბუსდმენი“ წერს, რომ საქმე – „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის  ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების …

„უკრაიანას მოკავშირეების კარგი ქსელი აქვს რუსეთში, ამას ბოლო თავდასხმები აჩვენებს“ – ინტერვიუ

„რესურსი აღარ აქვს რუსეთს, რომ მასიური შეტევა განახორციელოს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინელებს უკვე მოკავშირეები ჰყავს რუსეთში. ამას აჩვენებს უკრაინელების ბოლოდროინდელი თავდასხმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და ეს ძალიან საინტერესო საყურებელიაო, დასძენს პოლკოვნიკი. „უკრაინა საკმაოდ კრეატიულია თავის შეტევაში და რუსეთის ენერგომატარებლებს საკმაოდ ზუსტად ურტყამს. უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში ბევრი დარტყმა განახორციელეს უკვე. ეს, …

შსს-ს 45,5 ტონა შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეუძლია იყიდოს 5 თვეში – დაიხარჯება 1 მილიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომდევნო 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულის შეძენის უფლება ექნება. აქედან 43,5 ტონა – შოკოლადი გულსართით – ბატონის ტიპის, 1,1 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [სამარხვო], 0,7 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [არასამარხვო] და 188 კილოგრამი – კარამელის კანფეტი[სხვადასხვა]. ტკბილეულის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შსს სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისგან შეისყიდის ტკბილეულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 …

„ქმნიან დაკვირვების ილუზიას“ – 4 ოქტომბრის არჩევნები სანდო დამკვირვებლის გარეშე

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში, ფაქტობრივად, გამოცდილი და დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება. ცესკოს მონაცემების მიხედვით, არჩევნებს საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია დააკვირდება, თუმცა როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს „ბათუმელებთან“, ამ სქემას საერთაშორისო დონეზე კარგად იცნობენ, როგორც „ყალბ დაკვირვებას“. „ყველა არჩევნებზე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირდებიან ხოლმე სადამკვირვებლო ორგანიზაციებად. ამ …

დევნილი ვარ, ბინაც კი არ მოუციათ, ახლა ბებია-ბაბუის სახლიდან მაცივარს და სკამებს მიყიდიან – აქტივისტი

დღეს, 26 სექტემბერს, სახლში, სადაც „დროას“ წევრი, ნათია ლეთოდიანი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა და განუცხადა, რომ 5000-ლარიანი გადაუხდელი ჯარიმის გამო, მისი ნივთების დაყადაღებას აპირებენ. „ბათუმელები“ ამ თემაზე ნათია ლეთოდიანს ესაუბრა. „ჩემი ბებია-ბაბუის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში დაგვადგა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი და გვითხრა, რომ უნდა დაიწყონ ნივთების დაყადაღება, რადგან არ გადავიხადე …

კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი მოკვდა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სიმონიანმა გაავრცელა. „დღეს ღამით ტიგრანი წავიდა შემოქმედთან“, – დაწერა მან Telegram-ზე. ტიგრან კეოსაიანი ცხრა თვე კომაში იმყოფებოდა. რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი კეოსაიანი, აქტიურად მუშაობდა რუსეთის ტელეკომპანიებში სხვადასხვა პროექტზე. „მედუზას“ ცნობით, 2022 წელს კეოსაიანი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს „რუსულ მედიაში ანტიუკრაინული პროპაგანდის …

ბათუმში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიისას. თვითმხილველი, რომელიც გამოცემა “აჭარა თაიმსს” ესაუბრა, ჰყვება, რომ მოძრავი ავტომობილი ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ 6 ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ტროტუარზე მდგარი ერთი პირი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო დახმარების სამსახურმა იგი კლინიკაში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე …

ბათუმში, აეროპორტის უბანში ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიანიჭეს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აეროპორტის უბანში მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე გზის მონაკვეთს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრის, მასწავლებლის, მიხეილ შარაშიძის სახელი მიანიჭეს. გარდა ამისა, შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხი ქუჩად ჩამოყალიბდა და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭა. შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებისა და სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს მოქალაქეებმა მიმართეს. „ვინაიდან …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 სექტემბრის 21 საათიდან 27 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

პოლონეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან, ხოლო უკვე ქვეყანაში მყოფებს ურჩევს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ განცხადება მინსკში პოლონეთის საელჩომ გაავრცელა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგიონში მზარდი დაძაბულობის, მიმდინარე ომის და ბელარუსში პოლონეთის მოქალაქეების თვითნებური დაპატიმრებების გამო. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბელარუსის რესპუბლიკაში დარჩენილ პოლონელ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ …

Exit mobile version