ვინ დააკავეს ბათუმიდან 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისთვის

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან ორი ადამიანია დაკავებული. მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. მეორე დაკავებული სულხან ფაღავაა, რომელიც 4 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ. როგორც „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს „ბათუმელებთან“, სულხან ფაღავა კუდის ყოფილი თანამშრომელია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები უპოვეს, რომელიც ფაღავას სახელზე იყო რეგისტრირებული. თუმცა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 117 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 238 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 319 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 33 493 …

რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს პროტესტი? – „ოცნების მიზანია დუღილის ტემპერატურის დაწევა“

„ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი მე,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე. მას 4 ოქტომბრის პროტესტზე ვესაუბრეთ: როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა? რა იცვლება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში? დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ უმთავრესია, პოლიტიკოსებმა საკუთარი ეგოები გვერდით გადადონ. „მეტი გამბედაობაა საჭირო“, – დასძენს ის. „ბათუმელებმა“ დავით …

გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა თქვენი ნივთების დაყადაღება? – იურისტის განმარტება

გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში, აღმასრულებელს შეუძლია თუ არა საცხოვრებელ ადგილას მოვიდეს და ნივთები დააყადაღოს? ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტმს, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ფეისბუქზე ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ იურისტის განმარტებას: „შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების და განხილვის პროცედურები ამოწურულია და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაწყებულია აღსრულება. სახლს, რომელიც თქვენს სახელზე არაა რეგისტრირებული, ვერავინ შეეხება (მაგალითად, …

რა თქვა არჩევნებზე არ მისვლით ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა – შეფასება

„არჩევნების მოგება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არჩევნებში მიზანმიმართულად არ მონაწილეობს, ლეგიტიმაციას კი არ გძენს – გაკლებს“, – ასე აფასებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს. რა გაკვეთილი უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით და რა გვაჩვენა კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ბოიკოტმა? – ვკითხეთ იაგო კაჭკაჭიშვილს. ბატონო იაგო, რა …

ვინ იქნებიან ბათუმში საკრებულოს წევრები „ოცნების“ არჩევნების შემდეგ

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 10 მაჟორიტარული ოლქიდან ათივე „ოცნებამ“ მოიგო. პროპორციული სიით კი საკრებულოში 15 წევრი შევა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ოცნება“ პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში 12 წევრს შეიყვანს, პარტიები: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ თითო წევრის შეყვანას შეძლებენ. საკრებულო 25-წევრიანი იქნება. შესაძლოა ეს მონაცემები მცირედ შეიცვალოს, მას შემდეგ, როცა საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება. გარდა ამისა, …

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან

საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი. „2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის …

1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს

1 წლის და 2 თვის მარიამ წიკლაურს გულის მანკი აქვს და ოპერაცია სჭირდება. მარიამის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს და როგორც დედა, თამარ ჭეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ოპერაცია თურქეთში, კლინიკა „მემორიალშია“ დაგეგმილი პირველ დეკემბერს. „როცა დაიბადა, სუნთქვა უჭირდა, საავადმყოფოებში ვიყავით დღე და ღამე. წავიყვანეთ თურქეთშიც. პირველ ვიზიტზე თურქეთში რომ ვიყავით, გვითხრეს, რომ ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ რაღაც პერიოდი …

კარასინი „ოცნების“ პოლიტიკას აქებს – „საქართველო გაიზარდა, ფეხზე დადგა“

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემასთან, Lenta.ru-სთან საუბრისას თქვა, რომ „საქართველო გაიზარდა“. კარასინი გამოეხმაურა 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და პროტესტი საქართველოში მაიდანს შეადარა: „საქართველოში მაიდანის გამეორების მცდელობები, მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა, სრულიად ჩავარდა. მაიდანის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ბარდება და ამას …

„რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ და სულიერ გადაშენებამდე“

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროევროპული, მშვიდობიანი აქციების მხარდამჭერია, ფეისბუქზე ღია წერილს აქვეყნებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის წერილს: „ღია წერილი კულტურულ კაცობრიობას, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს. ჩემი სამშობლო – …

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა. „გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს. აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს …

უფასო სკრინინგი ბათუმში შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის

10 – 11 ოქტომბერს ორგანიზაცია„შშმ ქალთა ალიანსი“, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, კლინიკა „მედფემთან“ თანამშრომლობით, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს შშმ ქალებს, შშმ გოგონებს და შშმ პირთა დედებს. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, ადრეული დიაგნოსტიკა და ქალთა გაძლიერება. დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული  უფასო სკრინინგი შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის. …

საქართველოში ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იწყება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იწყება ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა. სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ამასთან, „აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება. ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით“ – წერს სააგენტო. ანუ, უკვე გაცემული …

„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა” – ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება – განცხადებას ავრცელებს ნორვეგიის საელჩო საქართველოში. „საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. OSCE/ODIHR-ს არ მიეცა საშუალება დაჰკვირვებოდა ადგილობრივ არჩევნებს, მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ,“ – ნათქვამია …

რას ედავება პროკურატურა პაატა ბურჭულაძეს და კიდევ 4 ბრალდებულს

დღეს, 6 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ნადირაძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად]; 225-ე მუხლის პირველი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 116 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 235 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 313 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 33 464 …

თბილისში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1991 წელს დაბადებული მ.გ. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – იუწყება შსს. …

ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მაშინ როცა საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დაშავდნენ ჟურნალისტები. ამასთან დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას …

დუგინი საქართველოზე: ახლა უკიდურესად გვჭირდება წარმატების ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, კვლავ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და “მტრებისთვის” მდგომარეობის სასწრაფოდ გაუარესებას მოითხოვს: “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჩვენ, ბოლო დროს ყველაფერი უკეთესად გვაქვს და არა უარესად. და ამას არც მას და არც ჩვენ არ გვაპატიებენ. დროა ვიღაცისთვის საქმეები გაუარესდეს და თანაც ოპერატიულად. ძალიან რომ გაუარესდეს. მტრებისთვის, ბუნებრივია“, – წერს ის საკუთარ …

გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა საერთო ამომრჩევლების 27,2-მა პროცენტმა მისცა – არჩევნების შედეგები აჭარაში

ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, ანუ 42 876 ხმა მიიღო. იგივე ცესკოს მონაცემებით კი, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა, საერთო, ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 27,2-მა პროცენტმა მისცა. ისევე როგორც ბათუმის მერის შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და კანდიდატების მიერ …

დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი

შსს-ს ინფორმაციით 4 ოქტომბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციისას დაშავდნენ სამართალდამცველები. დღეს, 5 ოქტომბერს, დაშავებული სამართალდამცავის შესახებ კომენტარი გააკეთა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა. ექიმის თქმით,  კლინიკაში შეყვანილ ერთ პოლიციელს ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა აქვს. „გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფიით პაციენტთან გამოვლინდა ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა, თუმცა დღეს დილით ჩაუტარდა განმეორებითი ტომოგრაფია სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. რაიმე …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის 21 საათიდან 6 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 13 …

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები დააკავეს, ბრალი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 115 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 230 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 299 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 446 ერთეული …

ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა

ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116 ამომრჩეველმა. არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 3 მილიონ 513 818 ამომრჩეველი. საქართველოს ისტორიაში ეს არჩევნები ყველაზე დაბალი აქტივობით არის გამორჩეული და იმითაც, რომ საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 4 ოქტომბერს, დილის 10 საათისთვის 7.85% იყო, …

4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ცესკოში მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა. აქ არ არის ასახული იმ საჩივრების რაოდენობის შესახებ, რომლებიც საარჩევნო  უბნებიდან საოლქო კომისიებში შევიდა. თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი საჩივარი არც საოლქო კომისიებში იქნება დარეგისტრირებული, რადგან 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ფაქტობრივად დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა. არჩევნებს არ აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი ავტორიტეტული …

ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების დაკავებას აანონსებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობაზე, სავარაუდოდ, „30-ზე ბევრად მეტ ადამიანს“ დააკავებენ სისხლის სამართლის წესით. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს გააკეთა, თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. „როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. რეალურად დღეს დაინახეს, რომ რვა საათი …

დემოკრატიას ვერ გააჩუმებ, მოლდოვა თქვენს გვერდითაა – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში მრავალათასიან საპროტესტო აქციას პლატფორმა X-ზე ეხმიანება: „ჩემი ფიქრები ქართველ ხალხთანაა, რომელიც თავისუფლებისა და საკუთარი ევროპული მომავლისთვის იბრძვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა“ – წერს მაია სანდუ. დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო მიმდინარეობს, „ქართული ოცნება“ კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ზეიმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ოცნების“ …

შსს აცხადებს, რომ დღეს აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული

დღეს, 4 ოქტომბერს, ღამით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. „რამდენიმე პირია დაკავებული,“ – აცხადებს „ოცნების“ შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და არ აკონკრეტებს, რამდენი პირია დაკავებული, ასევე – რა სამართლებრივი საფუძვლით. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის შესაბამისად უკვე დაწყებულია. „თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის …

„ოცნების“ არჩევნებში „ოცნება“ იმარჯვებს – წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ცინცაძე, რომელიც ამავდროულად მერის მოვალეობას ასრულებს, პირველივე ტურში 80,55 პროცენტით იმარჯვებს. 10,493 % აქვს გოჩა გუგუნავას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ბათუმის მერობის კანდიდატს. ცესკოს ინფორმაციით ბათუმის ოთხმოცდაათი საარჩევნო უბნიდან 88 უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით დიდი უპირატესობით იგებენ მუნიციპალიტეტების „ოცნების“ მერობის კანდიდატებიც. მაგალითად  ქობულეთის მერობის …

„რეჟიმს ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი. ამის მიზეზი მარტივია: ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის. ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის. გავარღვევთ და ყველა …

„საბოლოოდ გავსწორდით წელში“ – ბიძინა ივანიშვილი

დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 80% დაუწერა. ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმართა. პარალელურად რუსთაველზე გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია. „აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ …

„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება – „ეს არის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია“

ოპოზიციური პარტიები: „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. „ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს. აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების …

სალომე ზურაბიშვილი – „ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული“

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროვოკაციას უწოდებს თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან რომელიმე ადმინისტრაციული შენობის დაკავების მცდელობას. „არანაირი სადღაც შევარდნა, გამოვარდნა, რაც ახლა ტარდება, არ შეიძლება რომ არსებობდეს, თუ ეს არ არის პროვოკაცია. მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, არაფერში არავინ არ მკითხა, გამოვედი სასახლიდან, რამეთუ ლეგიტიმურ პრეზიდენტს არ სჭირდება შენობა, მას სჭირდება ხალხის ლეგიტიმაცია,“ – …

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 4 ოქტომბერს საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, …

პაატა ბურჭულაძე – „დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ“

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაახლოებით 19:00 საათისთვის ხალხის დიდი რაოდენობა პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მოარღვიეს რკინის ჯებირები და შეეცადნენ სასახლეში შეღწევას, პრეზიდენტის სასახლეში მყოფმა სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ათონელის სასახლესთან მისვლამდე პაატა ბურჭულაძემ მიმართა ხალხს და სამოქმედო გეგმა გააჟღერა: „ისეთ დღეში …

Exit mobile version