„ოცნება“ კიდევ ერთხელ დაესხა თავს მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღების შემდეგ

დღეს, 10 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა მზია ამაღლობელისათვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას. „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმის შესახებ ფაქტების დამახინჯებით. „მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება“ – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 120 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 246 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 339 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 33 547 …

თბილისში დააკავეს 71 წლის ექიმი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 71 წლის ექიმი, პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი. საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, მისმა შვილმა, კოტე ჩახუნაშვილმა, ფეისბუქზე დაწერა, რომ მამამისთან პოლიცია იყო შესული, რის შემდეგაც გიორგი ჩახუნაშვილის სახლთან ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები მივიდნენ – ბინის კარი მათ დაკეტილი დახვდათ. დაახლოებით 30 წუთში ადგილზე პოლიციის მობილიზება დაიწყო და ჟურნალისტებსა და …

ვისთან ერთად აპირებს „ლელო“ ბრძოლის გაგრძელებას? – ინტერვიუ ბადრი ჯაფარიძესთან

„საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, არის საღ აზრთან ბრძოლა,“ – გვითხრა ბადრი ჯაფარიძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მას ვკითხეთ, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, ამჯერად რა სტრატეგიით აპირებს „ლელო“ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას. ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს და ვადამდელ არჩევნებს თუ ჩანიშნავს „ოცნება“, ამ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ერთობას …

რას შეცვლის ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ

როგორ აპირებს 8 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება მუშაობას მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ? „ბათუმელები“ ესაუბრა რვიანში შემავალი რამდენიმე პარტიის ლიდერს და მათ ჰკითხა, როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ბრძოლას ახლა, ცალ-ცალკე თუ ვიხილავთ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებს? პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ რვიანი ერთადერთი ამოცანით შეიქმნა – „ბოიკოტის პროცესში შესაძლებელი …

ალექსანდრე გოგოლაძეს სიმსივნე აქვს, ამის მიუხედავად, პატიმრობაში დატოვეს – ადვოკატი

64 წლის ალექსანდრე გოგოლაძე 6 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმ დღეს კიდევ 12 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ პროკურატურა სისხლის სამართლის ორი მუხლით ედავება – სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდება, ჯგუფური ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება. ალექსანდრე გოგოლაძე და სხვა პირებიც, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ალექსანდრე გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. მას …

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადასცემენ

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად დასახელდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. „შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული …

„განზრახვაც კი არ მქონია ძალადობისო, შეშფოთდა, როცა ბრალი წაუკითხეს“ – ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი

„როდესაც ბრალი წაუკითხეს, შეშფოთდა – განზრახვაც კი არ მქონია მაგის, რასაც კითხულობთ, არანაირად ჩემი მიზანი ეგ არ იყო, არანაირი ძალადობა მე არ განმიხორციელებიაო,“ – ადვოკატი ნინო ლომინაძე ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის შესახებ გვიყვება, რომელსაც დღეს, 9 ოქტომბერს დილით გამომძიებელმა ბრალდების შესახებ დადგენილება წაუკითხა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში. „ემოციურად ძალიან რთული იყო ამ ბრალის გაცნობა ბატონი …

„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილით ეხმიანება N8 პენიტენციური დაწესებულების, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობას. რეზო კიკნაძე, სინდისის სხვა პატიმრებთან ერთად, გლდანის ციხეში იხდის სასჯელს და შესაბამისად, პირადად იცნობდა ციხის უფროსს. „რა უცნაური ყოფილა, როცა ადამიანი რამდენიმე თვის წინ გყავს ნანახი და იგებ, რომ ცოცხალი აღარაა. არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი …

ბორჯომში, „პლატოზე“, 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსს შეუწყვეტენ და გაყიდიან

ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას. „განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების …

ზურაბ ჭავჭანიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – რა ბრალი წარუდგინეს დაკავებულებს

დღეს, 9 ოქტომბერს, „ოცნების“ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გუშინ, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 13 ადამიანს. შს სამინისტროს გამოძიების ვერსიით: „ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-6 ბალამდე შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ჭექა-ქუხილი. იქროლებს დასავლეთის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 119 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 241 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 325 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 534 …

მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სუს-ის უფროსის ნათლიმამა და გორული ვისკის საქმე

რა ვიცით „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებულთა საქმეებზე? – „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში თავი მოუყარა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტებს, რომელთაც თავად „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები იძიებენ. 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე გახდა პირველი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო ორგანოებმა დააპატიმრეს. რას …

რას აპირებს გახარიას პარტია? – „გვირჩევნია არ ვიჩქაროთ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“

„ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე უკვე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ,“ – გვითხრა გიორგი შარაშიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა. მასთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ინტერვიუ ჩავწერეთ. „ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე: როგორ და …

ექიმი გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო

ექიმი ნათია ხარატი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს. ექიმის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის „ფეისბუქსტატუსებს უკავშირდება“. ექიმი ნათია ხარატი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან „პირად საუბრებში“ ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას. …

დააკავეს ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე

ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი. „ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს. მან გვითხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული. ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. იგი …

რუსეთში დააკავეს კულინარიის ისტორიკოსი არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით

რუსული კულინარიის ისტორიკოსზე, პაველ სიუტკინზე სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს და მას რუსეთის არმიის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად. 60 წლის ისტორიკოსის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი მის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები გახდა. მედიის ცნობით, იგი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სიუტკინმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა შეტყობინებები, რომლებიც „ფსიქოლოგიური და ლინგვისტური კვლევის თანახმად, შეიცავდა განზრახ ცრუ …

არქეოლოგებმა თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი იპოვეს

„არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არდანუჩში მდებარე გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს თაღოვანი საფლავი – სავარაუდოდ, ეს არის დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის, აშოტ I-ის (აშოტ დიდი, კურაპალატი) სამარხი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ფორმირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა,“ – წერს თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology. Anatolian Archaeology-ის ცნობით, …

ბათუმში უსახლკაროებმა მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფო შენობა დატოვეს

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ძველი შენობა დატოვეს მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან. მოქალაქეების თქმით, ისინი პოლიციის მოწოდებას დაემორჩილნენ, რადგან 4 დღეა ხელისუფლებიდან ყურადღება არავინ მიაქცია. შენობაში, სადაც 5 ოქტომბრის დილას 20-მდე უსახლკარო შეიჭრა, არაა საცხოვრებელი პირობები: შუქი და წყალი. ამ მოქალაქეებს მეტაქსას ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს …

დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს პირადი მასალის გავრცელებით ემუქრებოდა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე 7 ოქტომბერს ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „ინსტაგრამის“ მეშვეობით სხვადასხვა პირთან მიმოწერებს აწარმოებდა და მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა, ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით …

რუსეთში საიდუმლოდ რჩება მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტი ქმრის საფლავის მდებარეობა

რუსეთში ასაიდუმლოებენ  სომეხი წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმრის, ტიგრან კეოსაიანის საფლავის მდებარეობას. ამის შესახებ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში იწერება. რუსული პროპაგანდისტული არხის, RT-ის რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი 9-თვიანი კომის შემდეგ, 26 სექტემბერს გარდაიცვალა. მედიაში გავრცელდა მისი სამოქალაქო პანაშვიდის ამსახველი კადრები, რომელიც მოსკოვში, სომხურ ეკლესიაში შედგა, თუმცა არც ერთი კადრი …

თურქეთში ცნობილი მსახიობები და მომღერლები დააკავეს

დღეს, 8 ოქტომბერს, სტამბოლში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს თურქულ შოუბიზნესში ცნობილი 19 პირი. თურქულ შოუბიზნესში ცნობილი პირების დაკავება უკავშირდება ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულის ბიუროს მიერ დაწყებულ გამოძიებას. ისინი საკუთარ სახლებში დააკავეს. ჟანდარმერიაში გამოკითხვისა და შემოწმების მიზნით გადაყვანილ პირებს შორის არიან ცნობილი მსახიობი და მომღერალი დემეთ ევგარი, ბირჯე აქალაი და კუბილაი …

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, დავით გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა თანამდებობება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საკანში სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 118 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 240 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 324 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 33 519 …

„4 ოქტომბერს ვნახე, კობახიძის მასწავლებლები როგორ მიდიოდნენ რუსთაველის აქციაზე“ – სიმონ ჯანაშია

„ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც იტყვის, რომ სუსტის მიმართ თანაგრძნობა არ მაქვს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია. განათლების ექსპერტი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი. ის „ბათუმელებთან“ აფასებს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იქნება „ნული თანაგრძნობა“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც რუსთაველის გამზირზე 300 დღეზე მეტია ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ბატონო სიმონ, რას ამბობს ამით ირაკლი კობახიძე, …

„კადაფიც ამბობდა, რომ თანაგრძნობა არ უნდა გქონდეს“ – ინტერვიუ

„ირაკლი კობახიძის ეს განცხადება არის მცდელობა, საზოგადოების აბსოლუტური დეჰუმანიზება მოხდეს, სადაც აგენტები არ იმსახურებენ არანაირ თანაგრძნობას. მეორე მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ აი, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არაფერზე გავჩერდებით,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია. გოტა ჭანტურიას ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ვესაუბრეთ: „ნულოვანი თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები“ – განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა პროევროპულ აქციებზე საუბრის …

ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა

შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“.  …

„ზიზღისკენ მოუწოდებენ მხარდამჭერებს“ – ექიმი კობახიძის „ნულოვან თანაგრძნობაზე“

„ირაკლი კობახიძეს სურს, რომ აქციებზე აღარ გამოუცხადონ სოლიდარობა, მაგალითად, ადამიანებს, როცა მათ ასისხლიანებენ და ეს ხდებოდა რამდენიმე თვის წინ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვიღაც შველას ითხოვს, ეს ყველაფერი უნდა დავაიგნოროთ და ვიღაცას რომ ლოყა აეწვა თურმე ერთი პატარა სილის გაწვნით, ამაზე შევადგინოთ კრიმინალური საქმე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი ნათია ხარატი, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი …

„პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა“ – ინტერვიუ

„2019 წლიდან ქუჩაში ვდგავარ. ნამახვანჰესის აქციების თანამონაწილეც ვარ და ყველა იმ პროტესტის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად ვარ რუსთაველზე და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არც ვუყურებ ამ პროცესს“- ამბობს 33 წლის ბექა ხალიბეგაშვილი. სამართალმცოდნე ბექა ხალიბეგაშვილს „ბათუმელები“  ახალი ოპოზიციური ძალების გაჩენის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე ესაუბრა. ბექა, საზოგადოების დაკვეთა, გაჩნდეს ახალი ოპოზიცია, ახალგაზრდების ჩართულობით, დაფუძნებული …

ხულო-გოდერძის გზა დილის 6 საათამდე ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ბათუმელებმა“ დეპარტამენტში დააზუსტა, ამ გზის 94-ე კილომეტრი ხულოში, რიყეთის თემში მდებარეობს. აქ ლითონის მილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა …

203%-ით გაიზარდა რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი ბოლო სამ წელში

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გასულ, 2024 წელს, ხელფასის სახით 96 238 ლარი მიიღო. ანუ თვეში – 8019 ლარი. შესაბამისად, კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი გასულ წელს იყო თვეში 10 434 ლარი. რამდენია წელს რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი? – ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის: ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ბიუროს ბიუჯეტი ატვირთული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ვერც ბიუროს …

„რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად“ – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც ამჟამად ციხეშია ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, წერილით ეხმიანება 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ ნიკა მელიას წერილს, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „სალამი ყველას! ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან …

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის საქართველომ €306,6 მილიონი ისესხა – როდის დაიწყება მშენებლობა

„აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა ამ გზის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც, სადაც წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდა. სასესხო შეთანხმებას კი, რომელიც ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი …

“0 თანაგრძნობა – მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს” | ალექს ჩიღვინაძის მოსაზრება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ნულოვანი თამაგრძნობა“ დააანონსა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. კობახიძის განცხადებას ეხმაურება დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე. მის მოსაზრებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. „0 თანაგრძნობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. არ გამორიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, 10-15 კაცი შეიძლება იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა …

„საჭმელს ვერ შემოიტანთ, მხოლოდ წყალიო“ – მე-3 დღეა უსახლკაროები ძველ შენობაში რჩებიან

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე უსახლკაროები მიტოვებულ, ძველ და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში რჩებიან. „საჭმლის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ, მხოლოდ წყალიო, ასე გვითხრეს პოლიციელებმა, უკვე მესამე დღეა აქ ვართ… გაუსაძლისი სიტუაციაა, ნაგვის სუნია, არც საპირფარეშოა, შუქიც არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთი იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროა და 5 ოქტომბრის დილას მეტაქსას …

Exit mobile version