„ესე იგი, პროტესტის უფლება გვერთმევა… რა ვუთხრა ამ ხალხს, არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და კარები დახურეთ, ფანჯარაც მიიხურეთ, რადგან კანონი ისეთია გამოსული, შეიძლება, გარეთ რომ გამოიხედო, ამაზეც პასუხი მოგთხოვონ,“ – ამბობს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თქვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიზღუდა პროტესტის გამოხატვა, …
Category Archives: მთავარი
ხელისუფლებამ მზია ამაღლობელზე სტრასბურგის სასამართლოს დამატებითი ვადა სთხოვა პასუხისთვის
საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, თუმცა ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და პასუხისთვის ახალ ვადად 30 ოქტომბერი განისაზღვრა. ამავე დროს 28 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამავე თემაზე: რა კითხვები …
შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის
შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს და ერთ ცალში მაქსიმუმ 58 ლარის გადახდას აპირებს. ხელბორკილების შესყიდვაზე შსს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია. შესასყიდი ხელბორკილების ტექნიკური მახასიათებლები: 100% უჟანგავი ფოლადი; ორმაგი ჩაკეტვის სისტემით; 2 საკეტი; საკეტის ჩაკეტვის პოზიცია – არანაკლებ 20 კბილანა; წონა – არანაკლებ 340 გრამი; მაჯის ღიობი …
Continue reading “შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის”
„ნებისმიერს შეუძლია მე-12 კლასი საზღვარგარეთ დახუროს“ – რეფორმა, რომელიც უცხოეთში განათლებას ზღუდავს
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა. ეს რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ სკოლებში სწავლა გახდება 11-წლიანი, უმაღლეს სასწავლებლებში კი შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა. რატომ არის დაანონსებული რეფორმა რეალურად იზოლაციისკენ მიმართული და არა პროგრესული? კობახიძის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა განათლების სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ექსპერტი, განათლების სპეციალისტი. მათი შეფასებით, ამ ცვლილებებით ქართული განათლების სისტემა …
„რატომ ააწიოკეთ ოჯახი, რატომ დაადეთ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი“ – დაკავებულის ახლობელი
დღეს, 17 ოქტომბერს, ოზურგეთში სიმონ მახარაძე ნათესავის სახლში დააკავეს. მისი დაკავების შესახებ საზოგადოებას მისმა ბიძაშვილმა დავით მახარაძემ აცნობა. მან ვიდეო გაავრცელა ფეისბუქზე, სადაც სიმონ მახარაძის დაკავების დეტალებზე საუბრობს. „ვინც ხელისუფლებისკენ ხართ და ამართლებთ ამ სისაძაგლეს, ახლა იმ ხალხს მოგმართავთ. ვთქვათ, სიმონ მახარაძე დამნაშავეა და ვთქვათ, 4 ოქტომბერს რაღაც დააშავა და თქვენი სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიები ავრცელებთ …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის 21 საათიდან 18 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 128 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 266 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 394 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 33 748 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ოქტომბერი”
„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ“ – ჯანაშია პარტიების გაუქმებაზე
„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს და ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „ოცნების“ ლიდერების განცხადებით, არა მარტო აკრძალავენ მათთვის მიუღებელ პარტიებს, არამედ საქმიანობას აუკრძალავენ ყველა იმ პირს, ვინც „ოცნების“ აზრით, „სრულ თანხვედრაში იყო“ რომელიმე აკრძალული პარტიის მიზანთან. რაზე მეტყველებს საქართველოში ოპოზიციის დაანონსებული აკრძალვა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელსა და განათლების …
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – კობახიძე განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა. დღეს, 16 ოქტომბერს, კობახიძემ განაცხადა, რომ რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას ასე ხედავენ: „გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისათვის გარდამავალი ეტაპი …
„ადამიანი დროშას სად აფრიალებს, ეზოში თუ გარეთ, ეს დანაშაული ვერ იქნება” – მაია მწარიაშვილი
4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ორგანიზატორადაა მიჩნეული, 41 დაკავებული კი სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა ბრალდებული. ადვოკატი მაია მწარიაშვილი “ტვ პირველთან” საუბრობს იმაზე, თუ რა ჩანს 4 ოქტომბრის მოვლენების ამსახველ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში და რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს ამ კადრებიდან მაყურებელმა. მაია მწარიაშვილი თბილისის ყოფილი პროკურორი და თბილისის საქალაქო …
სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა
„ოცნების“ მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც. სუს-ში ხელფასები და წოდებრივი სარგოები ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ, 2025 წლის ივლისში დაადგინეს. ივლისის დადგენილებით, მაგალითად, სუს-ის ადმინისტრაციის [დეპარტამენტის] უფროსის თანამდებობრივი სარგო იყო 9 590 ლარი, ოქტომბრის დადგენილებით კი – 10 550 …
„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასო მოხსნილია, საგადასახადო შეთანხმების საკითხი გაურკვეველი
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, შპს „გაზეთ ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. ინკასო ორგანიზაციის ანგარიშებზე წვდომას თითქმის 3 თვის განმავლობაში გვიზღუდავდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ორგანიზაციის ფუნქციონირებას. მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ინკასოს შესახებ, „ბათუმელები/ნეტგაზეთს“ მკითხველმა შეუგროვა 120 ათას ლარამდე თანხა, შესაბამისად, მალევე სრულად დაიფარა დავალიანების ძირი თანხა – 47 ათასი …
ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა
ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის. ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია. ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც ჩაწერა. 15 ოქტომბერს, დილით, „ოცნების“ პრემიერმა …
Continue reading “ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა”
მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია. 16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული ხმის მიცემის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპარლამენტი აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში არიან: ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან; ჟურნალისტები და ჰუმანიტარული …
Continue reading “მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია”
რუსთაველის ქუჩა 2 მონაკვეთში 3 თვით ჩაიკეტება – ქვაფენილის აყრა გაგრძელდება
ბათუმის მერიის განცხადებით, 2025 წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც: №1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, …
Continue reading “რუსთაველის ქუჩა 2 მონაკვეთში 3 თვით ჩაიკეტება – ქვაფენილის აყრა გაგრძელდება”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 127 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 261 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 384 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 33 713 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ოქტომბერი”
„ნუ გადაიწურავთ იმედს“ – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე აქვეყნებს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილს, რომელიც 8 ოქტომბრით თარიღდება. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ წერილის ტექსტს. „სალამი, მეგობრებო! 💓 დღეს 8 რიცხვია. ეს დღეებია, ვფიქრობ, რით გაგამხნეოთ. მართალია, 4-ის ამბებით საზოგადოების 70-80% სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩით, თუმცა ესეც გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს. არ …
Continue reading “„ნუ გადაიწურავთ იმედს“ – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან”
რას ნიშნავს სტრასბურგში საქმის მოგება, როცა ომის დაწყებას „ოცნება“ ისევ სააკაშვილს აბრალებს – ინტერვიუ
სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა და თქვა: „ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ …
რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება
საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურის გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატება დაასახელა BMG – სთან საუბარში პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ. ეკონომისტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, მაგრამ ამაზე საქსტატი დუმდა, ხოლო ახლა პურის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ფასის ზრდის საკითხი საჯარო გახადა. „პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად …
Continue reading “რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება”
„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს
დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ლუკა კურტანიძეს, „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის 29 ივლისს შეუფარდა. ლუკა კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 2025 წლის 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, …
Continue reading “„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს”
„მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება“ – ჟურნალისტი სულხან მესხიძე
ჟურნალისტი, ადგილობრივი ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და დირექტორი სულხან მესხიძე ფეისბუქზე წერს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, თუმცა აღარ აპირებს შსს-ს მიმართოს. „სოციალურ ქსელში მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება, სადაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებიც უხეშად მოიხსენიეს. შეტყობინების სქრინშოთს შეგნებულად არ ვავრცელებ, რადგან ის სავსეა უცენზურო გამოთქმებით, პირადი შეურაცხყოფითა და აშკარა …
„საქართველო არის ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად“ – სოციოლოგი
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო უკვე იმ ფაზაში იმყოფება, როცა ავტორიტარიზმის გამყარება კანონმდებლობით ხდება. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის ტექსტს: „საქართველო უკვე შესულია ისეთ ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად, ანუ კანონების მეშვეობით. ის კანონები, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო წლებში მიიღო (მაგ., აგენტების შესახებ კანონი) ან რომლის მიღებასაც ახლა აპირებს (მაგ., ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონი) …
აჭარაში სუს-ის მიერ დაკავებულებს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაზე წარუდგინეს
პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ აჭარაში დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ „შესაძლო კავშირში მყოფი პირები“ არიან და „საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას“. ასევე, სუს-ის გამოძიების თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. პროკურატურამ …
ბათუმში ორი თვით იზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩის მონაკვეთში – მერია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში. მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში დროებით შეიცვლება №11 სამარშრუტო ხაზის სქემა: წერეთლის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სოხუმის ქუჩა – შაფათავას ქუჩა – შავშეთის ქუჩა. უკუმიმართულებით გადაადგილება უცვლელად შენარჩუნდება. …
Continue reading “ბათუმში ორი თვით იზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩის მონაკვეთში – მერია”
„ოცნების“ ინიციატივა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ „ოცნების“ ინიციატივა – ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ორგანიზაციის მიერ დღეს, 15 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „2025 წლის 13 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაიწყო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის (მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება), …
ბათუმში მეორე დღეა ზღვაში მაშველები კაცს ეძებენ
დღეს, 15 ოქტომბერს, უკვე მეორე დღეა, რაც ბათუმის სანაპიროზე მაშველები ზღვაში ეძებენ კაცს, რომელიც გუშინ ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება. კაცი ზღვაში 14 ოქტომბერს გაუჩინარდა. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. _______________________ მოამზადა ლიზი გათენაძემ.
„მზია ნამდვილი ევროპელია, როგორც ბევრი ქართველი, რომელიც ქუჩიდან იბრძვის” – ხატია ჯინჯიხაძე
14 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით – „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5-მა ევროპარლამენტარმა უმასპინძლა: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, ხატია ჯინჯიხაძემ ევროპარლამენტში ისაუბრა საქართველოში მედიის მდგომარეობისა და მზია ამაღლობელის შესახებ: „მზია ამაღლობელს ვიცნობ ბევრი წელია, მაგრამ დღეს მე მინდა ვისაუბრო მასზე, არა …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 126 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 259 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 347 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 671 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ოქტომბერი”
„პენსიონერების დაპატიმრებაცაა?“ – გამოკითხვა ბათუმში ქუჩის გადაკეტვის გამო დაპატიმრებაზე
რატომ დგას მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი საბავშვო ბაღის ეზოში? – რას ამბობენ მერიაში
ბათუმში, 37-ე ბაღის ეზოში, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი დგას. ელექტროხაზები პირდაპირ ბავშვების სათამაშო მოედანზე გადადის. ელექტრობოძს სანახევროდ აქვს შემოხვეული დამცავი ბადე, უკანა ნაწილი კი ღიაა და წყლით სავსე. საბავშვო ბაღში 280 აღსაზრდელია. საბავშვო ბაღი 2024 წლის ოქტომბერში გახსნეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტის მიხედვით, შენობა-ნაგებობა, ასევე საცხოვრებელი სახლი, სადენიდან მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით მაინც უნდა იყოს განთავსებული, …
ციხე გზის გადაკეტისთვის – ვის შეეხება “ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება
„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონმდებლობას, რომელიც მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას უზღუდავს. იურისტების შეფასებით, მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ კი გეგმავს ეს უფლება შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს. დაგეგმილი ცვლილებებით პროტესტის გამოხატვისას გზის გადაკეტვა ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო …
თუ ახალი პოლიტიკური ძალები ვერ გამოჩნდება მალე, ეს შეიძლება დიდხანს ვეღარ მოხერხდეს – ინტერვიუ
„ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, დღევანდელი რეჟიმისთვის, არის არა უბრალოდ სუსტი, არამედ უუნარო ცვლილებებისთვის. ეს არ მომხდარა ერთ დღესა და არც ერთ წელში. სამწუხაროდ, ივანიშვილის მზაკვრული გეგმა, რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, დაესუსტებინა და გაეხადა უუნარო, ასე თუ ისე, აღსრულდა,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი. მას ოპოზიციაზე ვესაუბრეთ: დაპირისპირების პარალელურად არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციონერმა …
რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა
ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი …
„ნუ დახვალთ ლუარსაბის და დარეჯანის ყოველდღიურობაზე“ – ისტორიის პედაგოგი კოლეგებს
„მირჩევნია, ილიასავით მომკლან სადმე ან დამიჭირონ, ასე მაინც ვიქნები მართალი ჩემ სინდისთან, ვიდრე ჩამომიყალიბდეს მონური მენტალობა“ – ამბობს შალვა მინდაძე, ისტორიის მასწავლებელი. „ბათუმელებთან“ ის ეხმაურება „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სრული შეზღუდვის მცდელობას. „ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, გვიკრძალავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ეს მარტო პოლიტიკას კი არა, ზოგადად, ხალხის ღირსებას ეხება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ …
Continue reading “„ნუ დახვალთ ლუარსაბის და დარეჯანის ყოველდღიურობაზე“ – ისტორიის პედაგოგი კოლეგებს”
ბათუმის სანაპიროზე მაშველები ზღვაში კაცს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმში, ზღვაში მაშველები ეძებენ კაცს, რომელიც ზღვაში შევიდა და არ გამოსულა. შემთხვევა დღეს, 14 ოქტომბერს მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავებიც. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია“ – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა
დღეს, 14 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კონფერენცია – „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას“. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ვიდეომიმართვით: „დღეს მსურს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მზია ამაღლობელზე – ქალზე, რომელიც იმ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დღეს საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მზია …
Continue reading “„მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია“ – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა”