- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 126 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 259 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 23 347 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 33 671 ერთეული [+43]
- MLRS – 1 520 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 227 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 70 021 ერთეული [+389]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 859 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 64 329 ერთეული [+141]
- სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 667 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 90 281 უპილოტო საფრენი აპარატი
- 632 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 25 518 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 600 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 30 478 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 44 011 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






