მთავარი,სიახლეები

აჭარაში სუს-ის მიერ დაკავებულებს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაზე წარუდგინეს

15.10.2025
აჭარაში სუს-ის მიერ დაკავებულებს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაზე წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ აჭარაში დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ „შესაძლო კავშირში მყოფი პირები“ არიან და „საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას“. ასევე, სუს-ის გამოძიების თანახმად, ჩხრეკის შედეგად  ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.

პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე, პროკურატურის ცნობით, გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტოზე: კადრი სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: