ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დაკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა,“ – აცხადებს საგამოძიებო. უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის …

ბათუმში სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელის – „ზოდის“ ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, აეროპორტის გზატკ. #20-ში სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “ზოდი“ გაიხსნა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, აბაზანის აქსესუარების, ასევე ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის ფილიალის გახსნა. ეს რეგიონში ჩვენი პირველი ფილიალია და მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდეთ …

9 წლის ბავშვზე ძალადობის მუხლით დედა დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს დედა, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე იძალადა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ  ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, 9 წლის ბავშვზე დედამ ფიზიკურად იძალადა, შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. დაკავებულ ქალს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. „არასრულწლოვანი …

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვაზე აკადემიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 23 ათასი ლარია. რას გეგმავს საზღვაო აკადემია – ტენდერის მიხედვით მიმწოდებელს ევალება: [checklist] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N53-ში მდებარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბალანსზე რიცხული ორსართულიანი შენობის [საერთო ფართობი …

ჯიპები ბათუმის ტროტუარებზე [ფოტო]

ეს ორი ჯიპი დღეს, 6 ივლისს, „ბათუმელებმა“ სხვადასხვა ქუჩაზე გადაიღო. ორივე ტროტუარზე დგას, სახეზეა პარკირების წესის დარღვევა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას – 200 ლარის ოდენობით.

ახალგახსნილი კაფე ყოველდღე ერთ ღარიბ ოჯახს უგზავნის სადილს

„შენი ალბომი“  – ასე ჰქვია რამდენიმე დღის წინ გახსნილ კაფეს ბაღდათში, რომელიც ერთადერთი ადგილია ამ რაიონში ახალგაზრდებისთვის შესაფერისი, მსუბუქი, ღია, თავისუფალი გარემოთი – ხელმისაწვდომი ფასებით და ახალგაზრდებისგან შემდგარი ბენდის ცოცხალი მუსიკით. კაფეს მეპატრონეებმა გახსნის დღიდანვე გადაწყვიტეს ყოველდღე დაემზადებინათ და გაეგზავნათ სადილი ერთი ოჯახისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. კაფეს მეპატრონე, თეონა გოგსაძე ამბობს, რომ ეს იქნება …

ახალი შეზღუდვები ისრაელში – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს. „კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა. დაიხურა სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები. რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს,“ – აღნიშნულია …

ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ – მიმართვა აჭარის განათლების სამინისტროს

ავტორი: ლევან გელიაშვილი [ერედელი],  პროექტის – Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ის დამფუძნებელი _____________________ დღეიდან ვწყვეტ თანამშრომლობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან რადგან მათი მხრიდან საქმის, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ დამოკიდებულება გახდა სრულიად აუტანელი, არასერიოზული და არაკომპეტენტური. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა პანდემიის დროს გამოვლენილი …

კომუნიკაციების კომისია და „ოცნება“ ცდილობენ „ბათუმელების“ დისკრედიტაციას – მედიაკოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ „გაზეთ ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პლატფორმაზე – „მედიაკრიტიკაზე“ გამოქვეყნებულ სტატიასა და „ბათუმელების“ ჟურნალისტზე, ჯაბა ანანიძეზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებას ფეისბუქზე. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ. „2020 წლის 5 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის …

მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისთვის 1 მილიონი დაიხარჯება 

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრი აშენდება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 56 ათას 600 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 6 ივლისს, გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვეში, სამინისტროს მიერ წარდგენილი სამუშაოების შესრულების ფინანსური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 26 …

მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი ცალკე მოათავსეს, 2 იმავე მიზეზით არ დაუშვეს გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან სამი აბიტურიენტი მოხსნეს. ორი დაგვიანების გამო, ერთს კი ტელეფონი აღმოაჩნდა. „გამოცდის ბოლოს დაფიქსირდა ერთი ასეთი შემთხვევა“, – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი განთავსდა ცალკე გამოყოფილ სივრცეში, თუმცა ორი აბიტურიენტი, იმავე მიზეზით, არ დაუშვეს გამოცდაზე. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, „არ დაიშვა ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების …

პროგრესის საზაფხულო სკოლაში მიღება დაიწყო 

საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” იწყებს ახალ სასწავლო ონლაინპროექტს – “საზაფხულო სკოლა”! ▸ სასწავლო მოდულები ჩატარდება ონლაინპლატფორმების გამოყენებით; ▸ სკოლა გაგრძელდება 27 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით; ▸ გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ; ▸ გაკვეთილის ხანგრძლივობა – 90 წუთი; ▸ კურსზე მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 8-10. რა ისწავლება საზაფხულო სკოლაში  ▸ English SpeakUp ▸ Sprich Deutsch ▸ ქართული (as a Foreign Language) …

„არ შეიძლება ბავშვს ყოველდღე სოსისი მისცე“ – ბავშვების უფლებები კარანტინში

დღეს, 6 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა საკარანტინო სივრცეებში არასრულწლოვნების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩიქოვანის განცხადებით, ბავშვების კარანტინში განთავსება „ყოველი შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ხდება“. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი, სხვა კონკრეტული გარემოებები და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეს შემთხვევა …

სვანეთში ხანძარია – ჩაქრობას ქარი, სიცხე და რელიეფი ართულებს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს ქარი, სიცხე და რელიეფი ართულებს. 112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.  ________ ფოტო: …

“მაგრამ ეს გამოჩნდება, ქალბატონო ევა,”- დავა მოსამართლეების ფარულად შერჩევაზე

“ფარული კენჭისყრა ტარდება იმისთვის, რომ რაღაც დაიფაროს… ეს ფარულობა იძლევა შესაძლებლობას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ შეთანხმებით,”- მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს. ომბუდსმენი მოითხოვს არაკონსტიტუციურად მიიჩნიონ ის სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ დადგენილი წესი …

სკოლის დირექტორის გათავისუფლება აჭარის განათლების მინისტრს შეუძლია – ახალი უფლებები

დღეიდან, 6 ივლისიდან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დამატებითი უფლებებით ისარგებლებს. სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებები აჭარის მთავრობამ შეიტანა. ახალი ცვლილებით, აჭარის განათლების სამინისტრო: [checklist] გასცემს თანხმობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით …

ცოლის მკვლელობის ბრალდებით სურამში 34 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული …

9 წლის ბავშვზე დედისგან ძალადობისთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. „ბათუმელების“ ინფორმაცით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. “არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს,” – მოგვწერეს შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრიდან. გამოძიება დაწყებულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი ოჯახში ძალადობის მუხლით. შენიშვნა: თავდაპირველად წყაროზე დაყრდნობით  ჩვენ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის ფაქტზე …

სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები იხსნება

საქართველოში სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნება მას შემდეგ, როცა გაივლიან შესაბამის ინსპექტირებას – ამის შესახებ დღეს, 6 ივლისს, ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვება, უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხელოვნური ვენტილაციის პირობებში კი, შესაბამისი პროტოკოლი იქნება შემუშავებული. …

7-9 ივლისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო …

თვითდასაქმებულებს არასრული დოკუმენტების განახლება 15 ივლისამდე შეუძლიათ – კომპენსაცია

საქართველოში თვითდასაქმებულებს, რომლებიც 2020 წლის 1-ელ ივლისამდე 300 ლარი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთული აქვთ არასრულად ან არის დასაზუსტებელი, უფლება აქვთ, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთაგან განსხვავებით, საქართველოში თვითდასაქმებულებს ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციისას გარკვეული დოკუმენტების/ცნობების ატვირთვაც ევალებოდათ. დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს ატვირთული დოკუმენტების დაზუსტებაზე ან ახალი დოკუმენტების ატვირთვის შესახებ …

ფინკა ბანკმა „სოლიდარობის ფონდში“ 5000 ლარი გადარიცხა

„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობასა და დიაგნოსტირების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდში მობილიზებული თანხების სრული 100% ხმარდება სამედიცინო სერვისების დაფინანსებას. არსებულმა კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო კრიზისის წინაშე დააყენა. ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულმა შეზღუდვებმა ნეგატიური ფინანსური გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე, მათ შორის-საქველმოქმედო დონაციებზეც, რაც …

ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით

ინდოეთი უკვე მესამე ქვეყანაა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 697 413 შემთხვევაა დადასტურებული. ამ მონაცემებით ინდოეთმა გაუსწრო რუსეთს, სადაც დადასტურებულია Covid19-ის 686 777 შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით 19 693 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 424 433 ადამიანი. 6 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის …

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა 24 საათში – დღევანდელი მონაცემები

6 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 ადამიანი. ჯამში ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე COVID19-ის 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 830 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192.

ზღვის წყალი 27 გრადუსამდე გათბა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივლისის 21 საათიდან 7 ივლისის 21 საათამდე  აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 29 – 34 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი  ღამით: …

ბათუმში კოორონავირუსზე 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია. ამავე წყაროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 23 996 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2075 პირი. კარანტინი დატოვა 9593-მა პირმა.

ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 6 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. „ყოველი სამუშაო …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 6 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 20-25, დღისით 29-34 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 13-18, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; …

როგორ უნდა მოიქცეთ ზღვაზე – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს აქვეყნებს ზღვის სანაპირო ზოლისთვის. ამ რეკომენდაციების თანახმად პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს  განთავსებული ინფორმაცია COVID19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. დადგენილებაში ნათქვამია  რომ,  მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე თუ შესაძლებელია, პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად. პლაჟები უნდა დასუფთავდეს პერიოდულად და დასუფთავებაში მონაწილე პერსონალი …

აჭარაში 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 5 ივლისის მონაცემები

აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათგან ორს, კორონავირუსი გუშინ, 4 ივლისს  გამოუვლინდა. დღეისათვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი სულ 23 482 …

აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური ცვლილებების კანონი მიიღო

დღეს, 5 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე, კონსტიტუციური კანონის ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო  ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა. აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა. მაჟორიტარები: ბათუმი …

შურისძიების მოტივით კაცი ბათუმიდან გურიაში გაიტაცეს, დაკავებულია 5 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის  ცნობით, შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. „1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების …

ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

დღეს, 4 ივლისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ხევში გადავარდა, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

სანიტარს კორონავირუსი სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო – ტარდება ეპიდკვლევა

დღეს, 4 ივლისს, ბათუმში ერთ-ერთი ცხელების ცენტრის სანიტარს კორონავირუსი დაუდგინდა.  როგორც “ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, მედპერსონალს კორონავირუსი, სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებული პაციენტისგან გადაედო. ბოლო ერთ კვირაში აჭარაში სამი კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, სწორედ ამ სამი პაციენტიდან ერთ-ერთისგან გადაედო სანიტარს ვირუსი. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა. სანიტრის ოჯახის წევრები კარანტინში არიან …

ბათუმში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა – 4 ივლისის მონაცემები

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ორ ახალი შემთხვევა დადასტურდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული სამედიცინო დაწესებულების სანიტარია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სანიტარს კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ ჰქონია. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის იმპორტირებულია. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში ყაზახეთიდან დაბრუნდა. ორივე კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს …

ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დახმარების გაცემა გათვალისწინებულია ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე. ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა  118 518 ლარი. ბათუმში ხანძარის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი …

Exit mobile version