ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, „ჯიპის“ და „მერსედესის“ ტიპის ავტომანქანების შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომებს აღენიშნებოდათ დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანება მიიღო სამმა პირმა, მათგან ერთი, თავის ტრავმით გადაყვანილია კლინიკაში. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.
Category Archives: მთავარი
როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი? – აქცია სარფში [ფოტო, ვიდეო]
დღეს, პირველ ივლისს, სარფის საბაჟოსთან დილიდანვე შეიკრიბნენ ქალები, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც თურქეთში სამსახური კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით თურქეთთან ჩაკეტილი საზღვრის შედეგად დაკარგეს. როდის გაიხსნება თურქეთთან საზღვარი? როგორ ვარჩინო ოჯახი? – ეს ის კითხვებია, რომელიც ამ ქალებს, და, ასევე, საქართველოს იმ ათასობით მოქალაქეს აწუხებს, რომლებიც ყოველდღიურ ან სეზონურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული თურქეთში. ოთხი თვეა მათ შემოსავალი …
Continue reading “როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი? – აქცია სარფში [ფოტო, ვიდეო]”
80 წლის ქალი, რომელიც თურქეთში მუშაობდა – დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა
აიშე შაინიძე 80 წლისაა. ის დღეს სარფის საბაჟოსთან თურქეთში დასაქმებული ქალების აქციას შეუერთდა. შინ შვილიშვილი დატოვა და დემონსტრანტებთან ერთად სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას ითხოვდა. ყოველდღიური სამუშაო თურქეთში მისი შემოსვლის ერთადერთი წყარო იყო პანდემიამდე, პენსიასთან ერთად. სამთვე-ნახევარია ვეღარ მუშაობს და მისი ერთადერთი შემოსავალი ახლა პენსიაა, რითაც ოჯახი უნდა არჩინოს. ვერც მთავრობის მიერ პანდემიისას გასაცემი ერთჯერადი, 300-ლარიანი …
Continue reading “80 წლის ქალი, რომელიც თურქეთში მუშაობდა – დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა”
ქობულეთში მაღალჩინოსანი პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობაზე
საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ირაკლი შაქარიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევას. ირაკლი შაქარიშვილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ცოლი ადანაშაულებს. პოლიციელის ცოლთან ინტერვიუ „მთავარმა“ გაავრცელა, სადაც ქალი ამბობდა, რომ ძალადობის გამო ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა და მას პოლიციელი ქმარი ნათესავების სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ირაკლი …
Continue reading “ქობულეთში მაღალჩინოსანი პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობაზე”
დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე
გართულდა თუ გამარტივდა სქემა? რა არის აუცილებელი მოთხოვნა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის ახალი სქემის მიხედვით და ვინ წყვეტს, ეკუთვნის პედაგოგს ახალი სტატუსი თუ არა. რა ელოდებათ პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს. ბატონო ბერიკა, განმარტეთ, რა არის სიახლე პედაგოგებისთვის ახალ სქემაში? ფუნდამენტური ცვლილებაა ის, რომ …
ინციდენტი სასამართლოში – წულუკიძის ძმა დარბაზიდან გააძევეს
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულისგან ერთნაირად უარყოფითი პასუხი მიიღო, როცა თითოეულ მათგანს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? დღეს, პირველ ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძის, ელდარ ანთაძისა და ვაჟა კონცელიძის საქმის განხილვა დაიწყო. მათ ხულიგნობას ედავება გამოძიება. ვაჟა კონცელიძე წინასწარ პატიმრობაში არ არის. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში …
Continue reading “ინციდენტი სასამართლოში – წულუკიძის ძმა დარბაზიდან გააძევეს”
სასწრაფოსა და ოჯახის ექიმების ხელფასი დღეიდან 100 ლარით გაიზარდა – მინისტრი
პირველი ივლისიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ხელფასი ასი ლარით გაეზრდებათ – ამის შესახებ დღეს, პირველ ივლისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი და ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი და დიდი სურვილი მაქვს, სამომავლოდაც მხოლოდ სურვილით არ შემოვიფარგლოთ,“ – განაცხადა …
Continue reading “სასწრაფოსა და ოჯახის ექიმების ხელფასი დღეიდან 100 ლარით გაიზარდა – მინისტრი”
165 626 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად
პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 104 547-მა თვითდასაქმებულმა, სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 …
Continue reading “165 626 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად”
15 ხმით აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცეს, ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა
აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა, სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა. მაჟორიტარული ოლქების საზღვრები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, …
Continue reading “15 ხმით აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცეს, ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა”
პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული ქორწინების რისკის ზრდა – UNFPA-ს 2020 წლის ანგარიში
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით. სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და …
დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 3 ახალ შემთხვევას შორის 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი მანამდე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია. სულ საქართველოში კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 795 გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო …
Continue reading “დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა”
აქცია სარფში საზღვრის გახსნის მოთხოვნით [LIVE]
დღეს, პირველ ივლისს, სარფში აქცია მიმდინარეობს თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. აქციაში ის ადამიანები, ძირითადად ქალები, მონაწილეობენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ. საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან. ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე …
Continue reading “აქცია სარფში საზღვრის გახსნის მოთხოვნით [LIVE]”
„პროკურატურაში დამიბარეს“ – სპორტსმენი, რომელიც „ზონდერჯგუფის“ შექმნაზე საუბრობდა
სპორტსმენი ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ ის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იგი ბოლო დღეებში აცხადებდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად, საიდუმლოდ ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა. „…პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა გამომკითხონ. თქვეს, რომ ეს უკავშირდება მედიაში ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვუთხარი, რომ დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ …
Continue reading “„პროკურატურაში დამიბარეს“ – სპორტსმენი, რომელიც „ზონდერჯგუფის“ შექმნაზე საუბრობდა”
თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს
აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის …
Continue reading “თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს”
საკრებულოს პასიური წევრი „ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა
„საკრებულოში მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი ხელისუფლებას,“ – ასე ახსნა თემურ კახიძემ თავისი სიჩუმე ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში. ის 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრია და ბოლოს ბათუმის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. დღეს, პირველ ივლისს, თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბრიფინგზე …
Continue reading “საკრებულოს პასიური წევრი „ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა”
COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმკურნალებენ. კოვიდინფიცირებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსი ორი დღის წინ, 29 ივნისს დაუდგინეს, დღეს „მედალაფადან“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. კლინიკა „მედლაფას“ აჭარა-გურიის რეგიონული ხელმძღვანელი ლევან ანთაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ „მედალფა“ ჩვეულ რეჟიმში აპირებს დაბრუნებას. „ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენც ჩვეულ რეჟიმში გვინდოდა დაბრუნება. დაფინანსების თემებიც არის. ერთი თვე …
Continue reading “COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ”
დარღვევები საწვავის სტანდარტში – გარემოს ზედამხედველობა კანონის გამკაცრებას აპირებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მასშტაბით, 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს. „დიზელის საწვავის 43 ერთეულ სინჯზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმას, ხოლო ერთ ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც. საავტომობილო ბენზინის …
ბათუმი პლაზასთან ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 30 ივნისს, ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, ბათუმი პლაზასთან „ოპელის“ ტიპის ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მანამდე შეძლო, სანამ ცეცხლი ავტომანქანას მთლიანად მოედებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოპელის ტიპის ავტომანქანას ხანძარი ძრავის განყოფილებაში გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში გარევაჭრობის გადასახადი აღარ გაიზრდება – გაუქმებული დადგენილება
ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით, დღეს ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება, რომელიც ბათუმში გარევაჭრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ. 2020 წლის თებერვალში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე განმარტავდა, რომ დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო, რაც ქალაქში პრობლემებს ქმნიდა. კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად …
Continue reading “ბათუმში გარევაჭრობის გადასახადი აღარ გაიზრდება – გაუქმებული დადგენილება”
როდის დაფარავს იპოთეკური სესხების 4 %-ს სახელმწიფო – ახალი პროგრამა
იპოთეკურ სესხებს დაახლოებით 4 პროცენტი, სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ჩამოაკლდება. მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია, თუმცა კომერციულ ბანკებთან ჯერ კონტრაქტები არ გაფორმებულა. სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირობაა ისიც, რომ საცხოვრებელი ბინა დეველოპერული კომპანიისგან უნდა შეისყიდო. „ბათუმელები“ დღეს, 30 ივნისს რამდენიმე კომერციულ ბანკს დაუკავშირდა. ბანკებში გვითხრეს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როდიდან ისარგებლებენ …
Continue reading “როდის დაფარავს იპოთეკური სესხების 4 %-ს სახელმწიფო – ახალი პროგრამა”
როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ უცხოეთში თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ, ასობით მოქალაქე აცხადებს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს. არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა „ბათუმელებს“ – ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებაში დახმარებას ითხოვენ და აქვთ სხვა კითხვებიც, რომლებიც კომპენსაციის მიღებას უკავშირდება. „ბათუმელებმა“ მოქალაქეებისგან ორი დღის განმავლობაში შემოსული ყველა კითხვა დაუსვა დასაქმების ხელშეწყობის …
Continue reading “როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე “
ბათუმის მერია „ეშმაკის ბორბალს“ 383 000 ლარად ასხვისებს – აუქციონი
პანდემიის პირობების მიუხედავად, ბათუმის მერია შეეცდება ბულვარში არსებული ატრაქციონი, „ეშმაკის ბორბალი“ და მასთან არსებულ 1419 კვ.მ. ტერიტორია ელექტრონული აუქციონით გაასხვისოს. ყოფილ მოიჯარეს, შპს „პანორამა 2018“-ს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. ამ ქონებით სარგებლობის წლიური საიჯარო ფასი 383 000 ლარი იქნება. ქონების აუქციონის წესით გასხვისებას დღეს ბათუმის საკრებულოში მხარი დაუჭირეს, თუმცა გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა პანდემიის პირობებში ეს …
Continue reading “ბათუმის მერია „ეშმაკის ბორბალს“ 383 000 ლარად ასხვისებს – აუქციონი”
ბათუმის მწვანე კუნძულები – გასეირნება სკვერებსა და პარკებში [ვიდეო]
„ჩვენ ბეტონის ქალაქში ვცხოვრობთ, ნახევარზე მეტი ბეტონის ქალაქია“ – გვეუბნება ბათუმის პატარა სკვერში, ძელსკამზე ჩამომჯდარი ბათუმელი, ქეთო ყაჩნაველი. პატარა სკვერი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, მშვიდად დასვენების და სულის მოთქმის საშუალებაა. 20 წელია აქ დავდივარ ყოველდღეო, – ამბობს ქეთო. ქეთოს გაუმართლა, რომ სკვერთან ახლოს ცხოვრობს. ბევრ ბათუმელს უახლოეს სკვერთან ან პარკთან მისასვლელად საკმაოდ …
Continue reading “ბათუმის მწვანე კუნძულები – გასეირნება სკვერებსა და პარკებში [ვიდეო]”
როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი – ახალი სქემა დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რის მიხედვითაც, მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება არა „პრაქტიკოსი“, არამედ „უფროსი“ მასწავლებელი, შედარებით მაღალი სტატუსია „მენტორი“. როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით? მასწავლებელს სტატუსი – „უფროსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილ …
Continue reading “როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი – ახალი სქემა დამტკიცდა”
თანაცხოვრებაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის კაცს ბათუმში 7 წელი მიუსაჯეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვ.ვ.-ს. მას ხელვაჩაურის პროკურატურა ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, შემთხვევა 2019 წლის 4 დეკემბერს მოხდა. „ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ. სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1,9 მილიონი შემოსავალი უკანონოდ მოპოვებული ხრეშით – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინერტული მასალის რეალიზაცია, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეშის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, მათ გამგებლობაში არსებული, აჭარის …
Continue reading “1,9 მილიონი შემოსავალი უკანონოდ მოპოვებული ხრეშით – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა”
ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს
მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში სეზონურად სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობას ეწევიან, ბათუმის ბულვარი ხელშეკრულებებს 2020 წლის ნოემბრამდე გაუგრძელებს. ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით მათ ამ სეზონზე მუშაობის გაგრძელებისთვის ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა ინდმეწარმე და თვითდასაქმებულია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 15 ივნისს, …
Continue reading “ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს”
სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი
აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს. „ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. …
მაჟორიტარები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო -1
საქართველოს კონსტიტუციური კანონით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 29 ივნისს დაამტკიცა, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. შესაბამისად, აქამდე 75 მაჟორიტარული ოლქისა, იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 2020 წლის 29 ივნისისთვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად. [toggle title=”ყველა ოლქის საზღვრები შეგიძლიათ იხილოთ …
„ოცნება“ ბათუმში წინასაარჩევნოდ მისამართს იცვლის
ინვენტარის გადატანის პროცესი დაწყებულია, „ქართული ოცნება“ ბათუმში ოფისს იცვლის. პარტია მემედ აბაშიძის #45-ში, სამსართულიან შენობაში გადადის [„პროკრედიტ ბანკის“ ბათუმის ყოფილ სათავო ოფისში]. ამ დრომდე სახელისუფლებო პარტიას ოფისი ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში ჰქონდა. ეს ოფისი სრულად იხურება, თუ პარტია ამ მისამართზეც გაარძელებს მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მანველიძემ დაზუსტებით არც …
Continue reading “„ოცნება“ ბათუმში წინასაარჩევნოდ მისამართს იცვლის”
აბა, ცხენებით ვიაროთ? – სეკვესტრი ხელვაჩაურის ბიუჯეტში და ახალი პიკაპები 200 ათასად
“წლების განმავლობაში, შევარდნაძის მერე არ გაგვიგია სიტყვა სეკვესტრი, ახლა არის ეს თქვენს ბიუჯეტში,” – მიმართა ხელვაჩაურის მერს საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს, 30 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტის შემცირებაზე იმსჯელა. პანდემიის მიზეზით ხელვაჩაურის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი ლარით მცირდება. ამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს სულ 18 მილიონი ლარია. ხელვაჩაურის მერის თქმით, შემცირება ძირითადად ეხება იმ …
ღამით იწვიმებს – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივნისის 21 საათიდან 1-ლი ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი მაღალ მთაში …
Continue reading “ღამით იწვიმებს – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
,,ევროპული საქართველო” პარტიის ახალ წევრებს აჭარაში ხვალ წარადგენს
ბათუმში, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის ოფისში გიგი უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. უგულავამ რეგიონში პარტიის მიერ ახალი კანდიდატების წარდგენაზე, მთავრობის მიერ სიძულვილის ენის შესახებ საუბრის მოტივებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე, ოპოზიცია აჭარის რეგიონში, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაციაზე თუ თანხმდება და მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთისთვის კონკურენტების დაყენებას აპირებს თუ არა, გიგი უგულავამ თქვა, რომ რეგიონებში ოპოზიციას კანდიდატებზე შეჯერების …
Continue reading “,,ევროპული საქართველო” პარტიის ახალ წევრებს აჭარაში ხვალ წარადგენს”
გიდების აქცია ბათუმში [ფოტო, ვიდეო]
დღეს, 30 ივნისს, ბათუმში, „პიაცაზე“ გიდები შეიკრიბნენ. ბათუმელი გიდები შეურთდნენ აქციას სახელწოდებით – „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“. დღეს აქცია ამავე სახელწოდებით მიმდინარეობს თბილისსა და ქუთაისში. ფლეშმობ აქცია „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“ ბუდაპეშტში დაიგეგმა და მას შეუერთდა ევროპის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, საქართველოს ქალაქებიც. პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან
მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს – აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 30 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, კომპენსაციას მიიღებს 900 ფერმერი და ამისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გაიცემა კომპენსაცია. ივნისის შუა რიცხვებში აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და …
Continue reading “მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ”
ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს
ბათუმში, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება თუ არა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, გიგი უგულავამ თქვა, რომ შესაძლოა იყოს: „ის [ ტარიელ ნაკაიძე] ღირსეული ადამიანია, სწორი და კარგი რეპუტაციით, ჯანსაღი ღირებულებებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მხოლოდ გამიხარდება, თუ ჩვენი თანამშრომლობა …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს”