მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ივნისი

26.06.2022 • 1930
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 532 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 3 659 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 764 ერთეული [+0]
  • MLRS – 243 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 184 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 630 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 139 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 564 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 215 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 363 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 809 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 682 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 012 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 864 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სევეროდონეცკის მერის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა სრულად დაიკავეს სევეროდონეცკი და ქალაქში საკუთარი მეთაურიც დანიშნეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის. ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება:

[yellow_box]ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებაზე: წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები განულდება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

დაპირისპირება რუს გენერლებში იწვევს არეულობას, დალაგებულები არც აქამდე იყვნენ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: