დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძირითადი საბრძოლო ტანკების მწყობრიდან გამოსვლის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის არმია სათანადოდ და ადეკვატურად ვერ იყენებს ტანკების დინამიკური დაცვის სისტემას (ERA). „სწორად გამოყენების შემთხვევაში, დინამიკური ჯავშანი ამცირებს ჭურვის ეფექტიანობას ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ის ტანკს მოხვდება,“ – წერს უწყება 18 აგვისტოს რელიზში და მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ თავისი …
Category Archives: მთავარი
4 წლის ვლადიკი ყოველდღე უყვება ბათუმელ მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია
ბათუმში, ხმაურიან ეზოში, ბავშვებთან თამაშისას 4 წლის უკრაინელი ბიჭი – ვლადიკი, ყოველდღე უყვება მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია. უკრაინულად იწყებს საუბარს. რუსულად მოგვიყვები? – ვეკითხებით არა – გვპასუხობს ბიჭი და გვიყვება, რომ მოვიდნენ „ორკები“ და თავს დაესხნენ უკრაინას. „გავრბოდით, გავრბოდით და ისინი თავს გვესხმოდნენ. უკრაინაში ახლა ომია, იქ ყველას კლავენ. ჩვენები რომ გაიმარჯვებენ, ომი მერე დამთავრდება“, …
Continue reading “4 წლის ვლადიკი ყოველდღე უყვება ბათუმელ მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია”
რამდენად რეალურია ატომური სადგურის აფეთქება და რა საფრთხეა საქართველოსთვის? – ინტერვიუ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი „რადიაციული ინციდენტი“ საფრთხე იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის, თურქეთისა და უფრო მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვისაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ის რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში დაიკავა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. რამდენად რეალურია ატომური ობიექტის აფეთქება და რა საფრთხე ელის საქართველოს? „ბათუმელების“ კითხვებს ანდრონიკაშვილის სახელობის …
საქონელს ნადირი რომ არ შეხვდეს, სულ თან დაჰყვები – რა გამოცდილებას აგროვებს მოზარდი მთაში
ხულოს მთა ლოდიძირში ორ ბოძზე გაბმულ დაგრეხილ თოკთან, შედარებით ვაკე ადგილზე, ახალგაზრდები ფრენბურთის სათამაშოდ იკრიბებიან. ლოდიძირში ხულოს რამდენიმე სოფლის მოიალაღეები ცხოვრობენ ზაფხულობით. შეკრებილი ახალგაზრდებიც სხვადასხვა სოფლიდან, სხვადასხვა ასაკის არიან. თბილი ჰუდი, ჟაკეტი აცვია ყველას, ცივა. ის დროა, როცა საძოვარზე გარეკილი პირუტყვი სახლებში ბრუნდება, მემთეურები კი მათ დასაბინავებლად პატარ-პატარა ქოხებიდან, ხის რამდენიმესაფეხურიანი კიბის თავში, ხელში ვედროებით …
ბათუმის აკვარიუმი – ტურისტული ობიექტი, რომელსაც ათწლეულებია არავინ არემონტებს
პლასტიკატის ფირფიტები ჭერში, რომელთა ნაწილიც დეფორმირებულია, ჰალოგენის ნათურების სუსტი განათება, ფარდები თოკებზე და გასული საუკუნის 60-იანი წლების ფილებით შემოსაზღვრული ძველი შუშის აკვარიუმები – დაახლოებით ასე გამოიყურება ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმის ინტერიერი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად მიიჩნევა. ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წელს გაიხსნა. მას შემდეგ შენობაში არც აკვარიუმის ფორმის და არც ინტერიერის განახლების მხრივ, მნიშვნელოვანი …
Continue reading “ბათუმის აკვარიუმი – ტურისტული ობიექტი, რომელსაც ათწლეულებია არავინ არემონტებს”
დღეს ბათუმში ტროტუარზე დგომისთვის 112 მძღოლი დაჯარიმდა
დღეს, 17 აგვისტოს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 378 მძღოლი დაჯარიმეს. მათგან ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა 112 მძღოლი, 11 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის, 20 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 14 – ნიშანში დგომისთვის, 5 – ველობილიკზე პარკირებისთვის და 216 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმას პარტნიორებთან შეთანხმება არ გვიკრძალავს – რეზნიკოვი
უკრაინამ აიღო ვალდებულება, არ გამოიყენოს დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე. არ არსებობს რაიმე პირობა პარტნიორებისგან, რომ უკრაინას არ შეუძლია ამ შეიარაღების გამოყენება ოკუპირებულ ყირიმში – განმარტავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ჟურნალისტმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, აქვს თუ არა უკრაინას ისეთი შეიარაღება, რომელსაც სამიზნეების განადგურება ყირიმშიც შეუძლია და არის თუ არა რაიმე შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ამგვარი …
ბათუმის მერია 4.9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სამრეწველო ზონაში
ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიის საიჯარო წესით გასხვისებას გეგმავს. ნაკვეთი ოთხ საკადასტრო ერთეულადაა დაყოფილი [49 651 კვ. მეტრი]. სავარაუდოდ მერია ოთხივე ნაკვეთს ერთ ლოტად გაასხვისებს, რადგან საკრებულოსთვის გადაგზავნილ დოკუმენტებში ოთხივე ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური ერთობლივად არის განსაზღვრული და ჯამში 300 000 ლარია. შესაძლოა, ეს ფასი აუქციონის პირობებში გაიზარდოს. გასასხვისებელ ფართობთან …
Continue reading “ბათუმის მერია 4.9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სამრეწველო ზონაში”
ჩინეთი სამხედროებს გაგზავნის რუსეთში „ვოსტოკის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად
ჩინეთის „სახალხო განმათავისუფლებელი არმიის“ ძალები გაემგზავრებიან რუსეთში და მონაწილეობას მიიღებენ საერთო სამხედრო წვრთნებში – „ვოსტოკ – 2022“. ინფორმაცია დღეს, 17 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნებს რუსეთი უმასპინძლებს და მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთის, ბელორუსის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, წვრთნებში მონაწილეობა ჩინეთსა და რუსეთს …
Continue reading “ჩინეთი სამხედროებს გაგზავნის რუსეთში „ვოსტოკის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად”
ბათუმის აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს – „ტავ ჯორჯია“
მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს. „ტავ ჯორჯიას“ მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 313 036 მგზავრს მოემსახურა, რაც 35,37 პროცენტით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. „ტავ ჯორჯია“ „TAV Airports Holding“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს უწევს ოპერირებას. კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს – „ტავ ჯორჯია“”
ხელვაჩაურის მერიამ 218 221 ლარის დავა წააგო სამ კომპანიასთან
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმწოდებლებთან სასამართლო დავები წააგო და მათ სასარგებლოდ, ჯამში, 218 221 ლარის გადახდა დაეკისრა. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, საქმეები პროკურატურამ შეისწავლოს და გამოარკვიოს, ეს შედეგი დაუდევრობამ გამოიწვია თუ კორუფციული გარიგება იყო. „ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, 200 000 ლარზე მეტი უკვე გამოყოფილია ბიუჯეტში, ეს არის კორუფცია და ეს პროკურატურამ უნდა გამოარკვიოს,“ – ამბობს ხელვაჩაურის …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიამ 218 221 ლარის დავა წააგო სამ კომპანიასთან”
პუტინთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია – გერმანიის კანცლერი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კავშირის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან „მან უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“. როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, ოლაფ შოლცი პუტინთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ გამოცემა Dagens Nyheter-ს უთხრა. შვედ ჟურნალისტებთან საუბრისას, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ „კრიზისის“ დროს კომუნიკაციის შენარჩუნება სირთულეების მიუხედავადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პუტინმა გზავნილები პირადად უნდა მიიღოს და …
Continue reading “პუტინთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია – გერმანიის კანცლერი”
ერდოღანი უკრაინაში ჩადის ომის „დიპლომატიური გზებით“ დამთავრებაზე სალაპარაკოდ
ლვოვის სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მიიღებენ მონაწილეობას, რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასრულების შესაძლებლობები განიხილება. როგორც თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი, 18 აგვისტოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა უკრაინის ქალაქ ლვოვს. „მოლაპარაკების ფარგლებში, ლიდერები ისაუბრებენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტზე. ასევე, …
Continue reading “ერდოღანი უკრაინაში ჩადის ომის „დიპლომატიური გზებით“ დამთავრებაზე სალაპარაკოდ “
რუს ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს – სხალთის ეპისკოპოსი
სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ისე ექცევიან საქართველოში, როგორც „ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს“. ეპისკოპოსმა ამ თემაზე 14 აგვისტოს ხიჭაურში იქადაგა ამბიონიდან. „სოციალურ ქსელებში მოვისმინე, ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. ნუ ახლა, რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველასი. მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული …
Continue reading “რუს ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს – სხალთის ეპისკოპოსი”
ყირიმის ხიდი უკანონო მშენებლობაა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Guardian-თან ინტერვიუში ყირიმის ხიდს „უკანონო მშენებლობას“ უწოდებს და მიანიშნებს, რომ უკრაინა მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. „ეს უკანონო მშენებლობა და მთავარი გზაა ყირიმში რუსეთის არმიის მოსამარაგებლად. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს,“ – ეუბნება ბრიტანულ გამოცემას პოდოლიაკი. პრეზიდენტის მრჩეველი The Guardian-თან კიდევ ერთხელ იმეორებს რამდენიმე დღის წინ, „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების …
Continue reading “ყირიმის ხიდი უკანონო მშენებლობაა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს – პოდოლიაკი”
ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი. …
Continue reading “ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება”
რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს ყირიმში უსაფრთხოების დარღვევით – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის სარდლობა სერიოზულად უნდა იყოს შეშფოთებული ყირიმში მომხდარი ინციდენტებით, რადგან ოკუპირებული ნახევარკუნძული მათი საომარი მიზნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია და დღემდე ის უსაფრთხო ზურგად მიიჩნეოდა. 16 აგვისტოს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილოეთში, ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. დაზიანდა ახლომდებარე სარკინიგზო ხაზი და ელექტროსადგურიც. რუსულმა მედიამ ასევე გაავრცელა …
Continue reading “რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს ყირიმში უსაფრთხოების დარღვევით – ბრიტანეთის დაზვერვა”
ყირიმზე დარტყმა არ დაარღვევს უკრაინის შეთანხმებას პარტნიორებთან, რადგან ყირიმი უკრაინაა – ISW
პუტინის გეგმები უცვლელი რჩება: მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას კიევში და კონტროლქვეშ მოაქციოს უკრაინის უდიდესი ნაწილი – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი, რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ კრემლი თავისი რეალური გეგმების შენიღბვას ცდილობს. ISW-ი წერს, რომ 15 აგვისტოს, „არმია 2022-ის“ ფორუმზე, ომზე ლაპარაკისას პუტინს არ უხსენებია უკრაინის დანარჩენი ტერიტორია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა. მან თავისი გამოსვლა …
ომში სულ ლიკვიდირებულია 44 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 886 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 4 162 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 993 ერთეული [+4] MLRS – 263 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …
Continue reading “ომში სულ ლიკვიდირებულია 44 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი”
ნუკრი ქანთარიას ხელფასი გაორმაგდა და 6000 ლარია, ის ბათუმის დრამატულ თეატრში მუშაობს
პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს. ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგა. დანიშვნის ეტაპზე „ბათუმელებს“ დრამატული თეატრიდან შეატყობინეს, რომ ნუკრი ქანთარიამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია თეატრში ოფიციალურად არ დაგვიდასტურეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დადასტურდა ინფორმაცია ახალი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის …
კიდევ 30 თვე ვალდებულების შესასრულებლად – შეღავათები ინვესტორებს
უკვე მერამდენე წელია ქობულეთში ჩამოსულ ტურისტს ზღვისპირას, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, დაუსრულებელი სამშენებლო პროცესი ხვდება. შპს „კრიტალ ბილდინგის“ პროექტი ჯერ ისევ ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაშია, ტერიტორია კი – თუნუქის სამშენებლო ღობით შემოღობილი. გაჩერებულია ე.წ. „მწვანე ქალაქის“ მშენებლობაც. ერთ შემთხვევაში კომპანიამ ნებართვების მოპოვება და მშენებლობის გარკვეულ კონდიციამდე მიყვანა შეძლო, მეორე პროექტი კი ჯერ არც დაწყებულა. თავდაპირველი შეთანხმებით …
Continue reading “კიდევ 30 თვე ვალდებულების შესასრულებლად – შეღავათები ინვესტორებს”
რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს – კვლევა
5 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპება შიმშილით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში – წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი ჟურნალ Nature food-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით. ასეთია ყველაზე უარესი სცენარი იმ პუბლიკაციის თანახმად, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, რა არაპირდაპირი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ატომურმა ომმა და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ჭვარტლმა, რომელიც ქალაქებისა …
ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს
ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს …
Continue reading “ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს”
მიწის უფასო რეგისტრაცია ახალშენში, ბობოყვათსა და დაგვაში თვის ბოლოს დაიწყება
ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში, ასევე, ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათსა და დაგვაში მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის 24 აგვისტოდან დაიწყება. რეესტრის ინფორმაციითვე, „რეესტრი შესულია და მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია აჭარის შემდეგ სოფლებში: დანდალოში, წონიარისში [ქედა], დღვანში, უჩამბაში, ჭვანაში [შუახევი], ასევე ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო …
Continue reading “მიწის უფასო რეგისტრაცია ახალშენში, ბობოყვათსა და დაგვაში თვის ბოლოს დაიწყება”
WP: კიევის აღება და ზელენსკის მოკვლა – კიდევ რას გეგმავდა პუტინი და როგორ მივიდა ევროპა ომამდე
ვლადიმერ პუტინი უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, კიევის სამ დღეში აღებას, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და „თუ საჭირო გახდებოდა“ მის მკვლელობასაც გეგმავდა – წერს The Washington Post-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში აშშ-ის, უკრაინის, ევროპისა და NATO-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. გავლენიანი ამერიკული გამოცემის ვრცელი სტატია 2021 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში შეკრებით იწყება. აშშ-ის უმაღლესი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პრეზიდენტ ჯო …
ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ
ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას გასულ წელს წარუდგინეს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად მერიიდან გასულ კვირას გადაუგზავნეს. საკრებულო გდგ-ს კონცეფციის დამტკიცებას მომდევნო სხდომაზე, 22 აგვისტოს გეგმავს. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორივე პროექტის შემთხვევაში კომპანიები ასევე …
ბათუმში ბავშვებში ნაწლავურმა ინფექციებმა იმატა, როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი, რევაზ ნაკაშიძე გვიდასტურებს, რომ ზაფხულის სიცხესთან ერთად იმატა ჰოსპიტალში მიმართვიანობამ ბავშვთა ნაწლავური ინფექციებით. მისივე თქმით, ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან თავის ასარიდებლად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები: საჭიროა გაკონტროლდეს რამდენად ხშირად იბანს ბავშვი ხელებს კერძები აუცილებლად უნდა იყოს ახალმომზადებული არ არის სასურველი მომზადებული კერძების მაცივარში შენახვა თუ ასე არ ხერხდება, მაშინ …
Continue reading “ბათუმში ბავშვებში ნაწლავურმა ინფექციებმა იმატა, როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები”
ლატვიელი დეპუტატი, რომელმაც მანდატზე უარი თქვა და უკრაინაში „ბოროტების იმპერიას“ ებრძვის
მარტის დასაწყისში ლატვიის სეიმის კანცელარიამ პარტია „კონსერვატორების“ წევრისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იურის იურაშის განცხადება მიიღო. ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა. იურაშმა პარლამენტარის მანდატი დატოვა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა. „ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, იბრძვის ჩვენი, მათ შორის ლატვიისა და ევროკავშირის თავისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია, საერთო გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ,“ – თქვა …
ვაკვირდებით ანაკლიის პორტს – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან
საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იაპონიის საელჩოს მიერ დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები – ამ და სხვა თემებზე ესაუბრა „ბათუმელები“ იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას. ინტერვიუ ჩაწერილია 23 ივლისს, ბათუმში. ბატონო ელჩი, როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას საქართველოში? მადლობა საინტერესო კითხვისთვის. საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ვარ. მე და ჩემი მეუღლე როცა ჩამოვედით, შუა „ლოქდაუნი“ …
Continue reading “ვაკვირდებით ანაკლიის პორტს – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან”
რუსეთი ეძებს მხარდაჭერას, მაგრამ ჩინეთი პრაქტიკულ დონეზე ნეიტრალურია – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთი გარკვეულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და რუსეთს პრაქტიკულად არ ეხმარება, „რასაც რუსეთი ასე ეძებს“. კულებას განცხადებით, პოლიტიკური ნარატივების დონეზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის განმარტება ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. თავად უკრაინა კი ჩინეთისგან არავითარ დახმარებას არ იღებს. „ჩინეთი ამ დროისთვის ნეიტრალური რჩება. …
Continue reading “რუსეთი ეძებს მხარდაჭერას, მაგრამ ჩინეთი პრაქტიკულ დონეზე ნეიტრალურია – კულება”
რატომ აღარ მიდიან თხილის საკრეფად თურქეთში საქართველოდან
„ქართველები თურქეთში თხილის საკრეფად აღარ ჩამოდიან“, – ამბობს ზია ბაირაქი, თურქეთში, ქალაქ უნიეში მცხოვრები. ტრადიციულად წლის ამ დროს საქართველოს ასობით მოქალაქე მიდიოდა თურქეთში თხილის საკრეფად. იმის გამო, რომ თურქული ლირა გაუფასურდა, წელს ეს ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირებულია. „რომ ვუყურებთ, წინა წელთან შედარებით წელს ქართველები ძალიან ცოტა ჩამოვიდნენ. თავიდან 200 ლირა იყო დღიური ხელფასი, მერე ერთ კვირაში …
Continue reading “რატომ აღარ მიდიან თხილის საკრეფად თურქეთში საქართველოდან”
ფინეთი 90 პროცენტით შეამცირებს ვიზების გაცემას რუსეთის მოქალაქეებზე
ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას. მაუწყებლის ცნობით, დღეს, 16 აგვისტოს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთი შეზღუდავს რუსეთის სავიზო განაცხადების რაოდენობას დაახლოებით 10 პროცენტამდე. მინისტრის თქმით, ცვლილებები ძალაში სექტემბრის დასაწყისიდან შევა. მან ასევე აღნიშნა, …
Continue reading “ფინეთი 90 პროცენტით შეამცირებს ვიზების გაცემას რუსეთის მოქალაქეებზე”
უკრაინამ „სახანძრო წესების დარღვევა“ უწოდა აფეთქებას ოკუპირებულ ყირიმში
დღეს, 16 აგვისტოს, ბრიფინგზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანმა ოკუპირებულ ყირიმში დღეს დილას მომხდარ აფეთქებებს „სახანძრო უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა“ უწოდა. „ამ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიცია არსებობს – სიგიჟეა, მოწინააღმდეგემ არ იცის როგორ გამოიყენოს ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. მაგრამ ჩვენ, ყველას, რა თქმა უნდა, ეს გვახარებს. არა მარტო სამხედროებს, არამედ მთელ უკრაინას“, – …
Continue reading “უკრაინამ „სახანძრო წესების დარღვევა“ უწოდა აფეთქებას ოკუპირებულ ყირიმში”
ბათუმის პორტში მატარებელი კედელს დაეჯახა, დაზიანდა 4 ავტომანქანა | ფოტო
დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმის პორტში მატარებლის შემადგენლობა პორტის შიდა კედელს დაეჯახა. შედეგად კედელი ჩამოინგრა და პარკინგზე მდგარი ავტომობილები დააზიანა. ადგილზე მყოფი პორტის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია 4 მსუბუქი ავტომობილი, ხოლო პორტის კედლის ერთი მხარე – გამონგრეული. ასევე დაზიანებულია ვაგონი, რომელიც კედელს შეეჯახა.
აჭარის სანაპიროზე მზიანი დღეები შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ძირითადად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში: დღისით: …
Continue reading “აჭარის სანაპიროზე მზიანი დღეები შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
განხეთქილება რუსულ ძალებში, ლუგანსკელი სამხედროები დონეცკში ბრძოლაზე უარს ამბობენ – ISW
აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებში განხეთქილებაზე საუბრობს. ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის სახალხო არმიის წევრები დონეცკის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობენ. ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობიან. კადრში ჩანს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ჯგუფი. მათი მეთაური კითხულობს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი დონეცკის ოლქის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ …