მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი

20.11.2022 • 1015
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 84 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +330]
  • ტანკი – 2 886 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 817 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 1 868 ერთეული [+1]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 537 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 371 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 538 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 729 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 899 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 604 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 293 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინაში, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის რეგიონების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა:

[yellow_box]700-მე მეტი მოკლული ადამიანის ცხედარია ნაპოვნი უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: