გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 30 – 35 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – …
Category Archives: მთავარი
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აგვისტოს მონაცემები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 46 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250] ტანკი – 1 942 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 257 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 1050 ერთეული [+5] MLRS – 274 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აგვისტოს მონაცემები”
როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება
რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის მშენებლობის დასრულების ვადა ისევ უცნობია. მეტიც, ზოგიერთ მონაკვეთზე არც მშენებლობის დაწყების თარიღია ცნობილი და არც ის, თუ რა ეღირება პროექტი. „ოცნების“ ხელისუფლების დაპირებით კი, არათუ აღნიშნული მონაკვეთი, არამედ მთლიანად სარფიდან-წითელ ხიდამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ აქამდე დასახელებული არცერთი თარიღი, გზის ამა თუ …
Continue reading “როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება”
28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ
„აზოვში“ ექვსწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, 28 წლის ალექსანდრ გრიანიკმა პოლკი დატოვა და გადაწყვიტა, სამოქალაქო ცხოვრებით ეცხოვრა. ერთ თვეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი ბრძოლა უკრაინის დასაცავად 24 თებერვალს კიევის ოლქში დაიწყო და 8 მაისს „აზოვსტალში“ დასრულდა. ცხედარი დღემდე არ უპოვიათ. მშობლები, და და მეგობრები გლოვობენ, თუმცა იციან, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო – …
Continue reading “28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ”
მთავრობა სანატორიუმ „იმერეთს“ წყალტუბოში აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 3 მილიონი ლარია
ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, სანატორიუმ „იმერეთის“ შენობებს და მასზე დაქვემდებარებულ ოთხ ჰექტარს [41 150 კვ.მ] პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 124 500 ლარია, ბიჯი – 10 000 ლარი. ეს შენობა 1961 წელს არის აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობის ფართობი 132 493 კვ. მეტრია. …
6 თვეში რუსებმა 145 000 დასმენის წერილი დაწერეს, ძირითადად ანტიუკრაინული
როსკომნადზორმა, რომელიც რუსეთში კომუნიკაციებსა და კავშირგაბმულობას აკონტროლებს, მოქალაქეების მიმართვიანობის მონაცემები დაითვალა და გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველი ნახევარში, მთლიანობაში შესულია 144 835 განაცხადი – მეოთხედით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ Censor.NET იუწყება BBC-ზე დაყრდნობით. მიმართვიანობის პიკი იყო 2022 წლის მარტში – საჩივრების რაოდენობა გასულ მარტთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. „როსკომნადზორს მოქალაქეები ყველაზე ხშირად …
Continue reading “6 თვეში რუსებმა 145 000 დასმენის წერილი დაწერეს, ძირითადად ანტიუკრაინული”
The Guardian-ის პროგნოზი მომავალი 6 თვისთვის – რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ, ბრიტანული The Guardian-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების რედაქტორი, დენ საბაღი მკითხველს მომავალი ექვსი თვის პროგნოზს სთავაზობს – 5 სცენარს, რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში. 1. ომი შეიძლება სულ მცირე კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს, თუმცა უკვე ჩიხშია და მისი ინტენსივობაც შემცირებულია ომი ექვსი თვეა მიმდინარეობს, თუმცა არც უკრაინა და არც რუსეთი, …
Continue reading “The Guardian-ის პროგნოზი მომავალი 6 თვისთვის – რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში”
რიჟვაძის განკარგულებით სეზონი გაგრძელდა – 73 000 ლარი პრაიმ შოუს კონცერტისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 24 აგვისტოს გამოსცა განკარგულება, რომლითაც აჭარის განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მერიას დაავალა უზრუნველყონ ტურისტული სეზონის გასახანგრძლივებლად საჭირო კულტურული და სპორტული ღონისძიებები. დოკუმენტში მითითებული არ არის, ტურისტული სეზონის რა ვადით გახანგრძლივებას ითვალისწინებს ახალი განკარგულება. ამ განკარგულების გამოცემიდან ერთ დღეში, 25 აგვისტოს, აჭარის განათლების სამინისტროს „პრაიმ …
Continue reading “რიჟვაძის განკარგულებით სეზონი გაგრძელდა – 73 000 ლარი პრაიმ შოუს კონცერტისთვის”
სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს
საკურორტო სეზონზე მუნიციპალური ავტობუსების გადატვირთვაზე მგზავრები ისევ ჩივიან. მათი თქმით, ავტობუსები განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის მერიამ 8 ელექტრო და 40 ISUZU-ს ტიპის ახალი ავტობუსი შეისყიდა, თუმცა ავტობუსების რაოდენობა მოთხოვნას ვერ პასუხობს. მერიის ინფორმაციით დაგეგმილია 60 ერთეული ახალი ავტობუსის შეძენა, თუმცა როდის აპირებს მერია …
რუსეთი ცდილობს, უკრაინის ყურადღება დონეცკის ბრძოლებზე გადაიტანოს – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღეში, რუსეთმა დონეცკის ოლქში შეტევა გააძლიერა. ინტენსიური ბრძოლები მიდის ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, სივერსკისა და ბახმუტის მიდამოებში. უწყების ცნობით, პრო-რუსი სეპარატისტების ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს სოფელ პისკიში, დონეცკის აეროპორტთან, თუმცა დაზვერვის შეფასებით, საერთო ჯამში, რუსეთმა მხოლოდ მცირედით წაიწია წინ. „სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი განახლებული შეტევებით დონეცკის მიმართულებაზე დამატებითი უკრაინული …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 46 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250] ტანკი – 1 939 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 254 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 1045 ერთეული [+5] MLRS – 274 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 აგვისტო”
უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში
23 თებერვალს სერგი ბურკოვსკის მეთაურობით დამხმარე საინჟინრო ბაზის ჯარისკაცებმა საბრძოლო ბრძანება მიიღეს. მათ ჩერნობილისკენ წასვლა და სამი საგზაო ხიდის აფეთქება დაევალათ. როგორც ბურკოვსკი ჰყვება, დაზვერვის დროს აღმოჩნდა, რომ იქ მეოთხე ხიდიც იყო, ძველის პარალელურად აშენებული. საღამოს სამხედრო დანაყოფმა ასაფეთქებელი ნივთიერებები მიიღო. ჯარისკაცები ჩასაფრდნენ… სერგი ბურკოვსკისა და მისი დანაყოფის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო …
Continue reading “უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში”
„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი
„ომის დანაშაულია სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. რუსეთი რომ დაისაჯოს როგორც სამხედრო დამნაშავე, ამისათვის რუსეთის ხელისუფლება უნდა დააკავონ. ეს რომ მოხდეს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. რა ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე, რატომ შეანელა …
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა 9 ადამიანი
დღეს, 26 აგვისტოს, ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, კინტრიშის გადასახვევთან. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, მედიკოსებმა ადგილიდან ავარიის შედეგად 9 დაშავებული პირი გადაიყვანეს კლინიკებში. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. „ბათუმელები“ დეტალებს შს სამინისტროში აზუსტებს.
რისთვის ემზადება პუტინი და რატომ გაზარდა არმიის რაოდენობა – The New York Times
The New York Times-ის ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, 137 ათასი სამხედროთი გაზარდოს არმიის პირადი შემადგენლობა, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გახანგრძლივებული ომისთვის ემზადება. გამოცემა მიუთითებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, პუტინმა ასეთი ბრძანება პირველად გამოსცა. ამასთან, პროპაგანდისტები და რუსეთის ოფიციალური პირები პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისგან თავს იკავებენ. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, „პუტინმა ბრძანება ზუსტად იმ …
Continue reading “რისთვის ემზადება პუტინი და რატომ გაზარდა არმიის რაოდენობა – The New York Times”
პატრონი ჰყავს? გათხოვილია? – როგორ ესხმიან თავს საჯარო მოხელეები და „ოცნების აქტივი“ ქალს
სამოქალაქო აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს – ამ პროცესის ამსახველ ვიდეოკადრებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით, ფეისბუქის გვერდზე საჯარო მოხელეები და „ოცნების“ აქტივი ავრცელებს. გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ კი ვიდეოს ავრცელებს წარწერით: „ჩვენი ბათუმელი პაციენტი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამავე წარწერით კადრებს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკუთარ გვერდზე აზიარებს. როცა სისტემა ერთი მოქალაქის …
ვაგროვებთ და ვაბარებთ ნეგოს – რეპორტაჟი ხულოს მთებიდან
დილის რვა საათია. ხულოში, ლოდიძირის იალაღზე, ცენტრალური გზიდან ავტომანქანების ხმაური ისმის, გზის ქვედა მხარეს კი, ჯერ ისევ ნისლიან ფერდობზე, თავსაფრიანი ქალი ნეგოს ღეროებს აშრიალებს. შუშანა გზასთან შედარებით ახლოს, თემური კი მოშორებით დგას. ისინი ცოლ-ქმარი არიან და აქ ყვითელგვირგვინიან ბალახოვან მცენარეს, ნეგოს აგროვებენ. ქალი თავდახრილი, მდუმარედ აწყვეტს ნეგოს თავებს და თეთრ ვედროში ყრის. თუ კარგად გაავსებს …
Continue reading “ვაგროვებთ და ვაბარებთ ნეგოს – რეპორტაჟი ხულოს მთებიდან”
საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“ ხელმძღვანელები შეცვალეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებს – „სარფს“ და „ბათუმის აეროპორტს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფს“ ზურაბ ინასარიძე, ხოლო „ბათუმის აეროპორტს“ შოთა წულაძე უხელმძღვანელებს. ზურაბ ინასარიძე დღემდე გამშვებ პუნქტ „კარწახის“ ხელმძღვანელი იყო. მისი სარფში გადმოყვანის შემდეგ კი, „კარწახს“ დიმიტრი ამისულაშვილი უხელმძღვანელებს. „რაც შეეხება შოთა წულაძეს, ის ბოლოს უწყების ერთ-ერთი განყოფილების უფროსი …
Continue reading “საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“ ხელმძღვანელები შეცვალეს”
რუსები შესაძლოა ზაპოროჟიეს აეს-ზე ავარიისთვის ემზადებიან, 10 ქიმიური ლაბორატორია შეიტანეს – ფედოროვი
მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიისთვის ემზადებიან და ქიმიური ლაბორატორიებიც ასეთი შემთხვევისთვის სჭირდებათ. მისი თქმით, ლაბორატორიები ქალაქის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია განთავსებული. „ჩვენი აზრით, ეს ლაბორატორიები სჭირდებათ იმ შემთხვევისთვის, თუ რადიაციული ნივთიერებების გამოფრქვევა მოხდება ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან, რომ საკუთარი გენერლები და ოფიცრები გადაარჩინონ,“ – ამბობს ფედოროვი. 25 აგვისტოს, სროლებისა და ხანძრის …
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 1 მილიონამდე მოქალაქე შევიდა ევროკავშირში
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ევროკავშირის სახმელეთო საზღვარი რუსეთის თითქმის ერთმა მილიონმა მოქალაქემ გადაკვეთა. ინფორმაციას ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი“ აქვეყნებს. როგორც „ფრონტექსი“ წერს, რუსეთის ამ მოქალაქეთა უმრავლესობა ევროკავშირში ფინეთისა და ესტონეთის გავლით შევიდა, მათი ძირითადი ნაწილი ფლობს ევროკავშირის ბინადრობის ნებართვას, ვიზას ან ორმაგ მოქალაქეობას და, როგორც ჩანს, ცდილობდნენ აკრძალული საჰაერო მიმოსვლის ალტერნატივის პოვნას. „რუსეთის …
Continue reading “უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 1 მილიონამდე მოქალაქე შევიდა ევროკავშირში”
საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ ჩვენ მოსკოვს მივცემთ დრონებს – ბაირაქტარი
„ბიბისი“ სტამბოლში ძმებ ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარებს შეხვდა, ცნობილი დრონების კომპანიის მფლობელებს, რომელთა მიერ წარმოებულ „ბაირაქტარს“ უკრაინა წარმატებით იყენებს ომში. მიჰყიდით თუ არა რუსეთს ბაირაქტარის დრონებს, დიდი თანხის შეთავაზების შემთხვევაში? – ჰკითხა „ბიბისიმ“ ჰალუკ ბაირაქტარს, Baykar Defence-ის გენერალურ დირექტორს. „ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი. ჩვენი მეგობრობა …
Continue reading “საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ ჩვენ მოსკოვს მივცემთ დრონებს – ბაირაქტარი”
პირველ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი იქნება – სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში პირველ სექტემბრამდე ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. „26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ …
Continue reading “პირველ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი იქნება – სააგენტო”
რუსეთმა 2 მილიონი გვამის ჩანთა უნდა შეიძინოს – უკრაინის თავდაცვის პასუხი პუტინს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, 2 მილიონამდე გაზარდოს ჯარისკაცების რაოდენობა რუსეთის არმიაში. „რუსეთი გეგმავს შეიარაღებული ძალების პერსონალის 2 მილიონამდე გაზრდას. თავისი პრეზიდენტის განკარგულების შესასრულებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მილიონი გვამის ჩანთა უნდა შეიძინოს,“ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე. 25 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის …
Continue reading “რუსეთმა 2 მილიონი გვამის ჩანთა უნდა შეიძინოს – უკრაინის თავდაცვის პასუხი პუტინს”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 30 – 35 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
უკრაინის არმიამ ჟურნალისტების დახმარებით „პუშილინის“ ბრიგადა იპოვა და გაანადგურა
უკრაინის არმიამ გაანადგურა ბრიგადა, რომელსაც დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი მფარველობდა, სამხედრო ბაზის კოორდინატები კი უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bihus.info-მ დაჯგუფების ადგილმდებარეობის შესახებ რუსი ბლოგერის, პაველ კუკუშკინის ვიდეოდან შეიტყო და კოორდინატები უკრაინის არმიას გადასცა. როგორც Bihus.info იუწყება, პუშილინის ბრიგადის „პიატნაშკას“ ბაზა სულ სხვა მასალაზე მუშაობისას აღმოაჩინეს. თავიდან ჟურნალისტები დაინტერესდნენ 3 ადამიანის …
Continue reading “უკრაინის არმიამ ჟურნალისტების დახმარებით „პუშილინის“ ბრიგადა იპოვა და გაანადგურა”
პუტინმა და შოიგუმ 6 გენერალი გაათავისუფლეს უკრაინაში წარუმატებლობის გამო – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის 24 აგვისტოს განცხადებას აფასებს. სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი განზრახ ანელებს „სპეცოპერაციის“ ტემპს, რათა სამოქალაქო მსხვერპლი შეამციროს. „ეს განზრახული დეზინფორმაციაა. რუსეთის შეტევები შენელდა რუსეთის არმიის ცუდი მოქმედებისა და უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობის გამო. უკრაინაში მყოფმა რუსეთის ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს დაგეგმილი ოპერაციული ვადები. დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა სულ მცირე ექვსი …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აგვისტოს მონაცემები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 46 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 1 936 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 4 251 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 1040 ერთეული [+3] MLRS – 272 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აგვისტოს მონაცემები”
როდის და როგორ დაიბრუნებს უკრაინა ყირიმს? – რუსი და უკრაინელი ექსპერტების ორი მოსაზრება
უკრაინაში დასრულდა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტი, რომელიც ომის გამო ონლაინ იმართებოდა. მასში 60 ქვეყანა მონაწილეობდა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კი, რუსეთისგან თავდასხმის საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდა და პირადად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის. „წარმოუდგენელია, მაგრამ ოკუპაციამ ყირიმი დეპრესიულ და დამოკიდებულ რეგიონად აქცია. მაღალი კედლების, მავთულხლართებისა და უკანონობის რეგიონად. 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ყირიმიდან ჩვენი ქალაქებისკენ 750 რაკეტა გამოუშვეს. …
შეუძლებელია ქრთამის გარეშე დასაქმდე სკოლაშიც კი – რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს
„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ვართ დროებითი სტუმრები“, „სისტემა და პრაქტიკა შესაცვლელია – ეთნიკური უმცირესობების საფრთხედაა აღქმული ყველა მუნიციპალიტეტში“, „ჩვენ გვაქვს იმ სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რის გამოც ცხოვრების მინიმალური სტანდარტიც კი არ გვაქვს,“ – ეს ამონარიდია ბათუმში გამართული დისკუსიიდან, რომლის ერთ-ერთი სპიკერი აიჰან ჰასანლი იყო. აიჰანი ეთნიკური აზერბაიჯანელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. „ბათუმელები“ აიჰან ჰასანლის ბათუმში, სოლიდარობის …
„რუსეთო, თქვენ გჭირდებათ იესო, მაგრამ HIMARS-ი საკმარისი იქნება“ – ამერიკელი კონგრესმენი
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინაში ალყაში მოქცეული რუსი ჯარისკაცისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს სარკასტული კომენტარით აზიარებს. კონგრესმენის თქმით, ეს არის „დამარცხების პირას მყოფი“ წყვილის საუბარი, რომელიც მტრული ტონით გამოირჩევა და არ წარმოადგენს გამონაკლისს – კიდევ სამი მსგავსი შინაარსის საუბარი აქვს მხოლოდ მას მოსმენილი. „დამარცხების პირას ყოფნისას ყველა რუსი წყვილი ასე უყვირის ერთმანეთს? დაახლოებით, …
ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია. კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ …
Continue reading “ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება”
საქართველოს მოქალაქემ თურქეთში 2 პირი მოკლა და საზღვარზე თავი მოიკლა
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ორი ქართველი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა. „თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, – უთხრა „ბათუმელებს“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს. …
Continue reading “საქართველოს მოქალაქემ თურქეთში 2 პირი მოკლა და საზღვარზე თავი მოიკლა”
ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად გაითიშა უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან
თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გამოეთიშა უკრაინის ერთიან ენერგოსისტემას. „ენერგოატომი“, სახელმწიფო კომპანია, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს მართავს, იუწყება, რომ საერთო ელექტროსისტემიდან გამოირთო სადგურზე დარჩენილი ორი ბლოკიც. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, 25 აგვისტოს, 12 საათსა და 12 წუთზე, ატომური ელექტროსადგურის რაიონში სამხედრო მოქმედებების შედეგად, გამოირთო საჰაერო ხაზი ВЛ-750 „დნეპროპეტროვსკაია“. რამაც, თავის მხრივ, ქსელიდან მე-5 და მე-6 ენერგობლოკების …
Continue reading “ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად გაითიშა უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან”
ბათუმში ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
23 აგვისტოს ბათუმში ერთი პირი დააკავეს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით. ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულს უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბათუმში მე-16 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს – თანხა 1,4 მლნ-ით გაზარდეს
ბათუმში მე-16 საჯარო სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა 1 419 013 ლარით გაიზარდა და 17 388 170 ლარია. აჭარის განათლების სამინისტრომ ამ თანხით ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელიც 15 969 157 ლარით იყო გამოცხადებული, არ შედგა – მონაწილეობა არავინ მიიღო. ამ ტენდერში წინადადებების მიღება ივლისის ბოლოს დასრულდა. ახალ ტენდერში კი, წინადადებების …
ბათუმში აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს – გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო
ბათუმში სახლის აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს. შემთხვევა 24 აგვისტოს, დილით მოხდა კობალაძის ქუჩაზე. „ბათუმელები“ ესაუბრა მოქალაქე გიგა სოფრომაძეს, რომელიც აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი გახდა და ადგილზე ფოტო და ვიდეოც გადაიღო. მან გვითხრა, რომ ძაღლის სავარაუდოდ მესამე სართულის აივნიდან გადმოგდებას წინ ხმამაღალი საუბარი უძღოდა. „იყო უხეში და ხმამაღალი საუბარი, რომ ავიხედე მაღლა, სილუეტი დავინახე, რაღაცამ გაიელვა ჰაერში და …
Continue reading “ბათუმში აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს – გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო”