ყავაში სოიას ფარულად დამატება იკრძალება – საქართველოში ყავის რეგლამენტი ამოქმედდება

საქართველოში ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ბაზარზე განთავსებული პროდუქციისთვის ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულო ხდება, პროცესს კი სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს. ბოლო 5 წელში საქართველოში შემოტანილია ჯამში 360 მილიონი აშშ დოლარის ყავა, ყავის ექსტრაქტები და ესენციები. ტერმინების სიზუსტე და ხარისხი: ახალი რეგლამენტი მკაცრად განსაზღვრავს ყავასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, რათა მომხმარებელი შეცდომაში …

„5 წლის შვილი საკვების გარეშე დამიტოვეს, ანგარიშები დამიყადაღეს“ – სინდისის პატიმრის მეუღლე

სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, თამთა ჩხეიძე 25 ათასი ლარით დააჯარიმეს და ანგარიშები დაუყადაღეს. თამთას 5 წლის შვილი ჰყავს და ოჯახში სხვა შემომტანი მის გარდა არავინაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებს და აპატიმრებს კიდეც ადამიანებს, არც მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას ითვალისწინებს. თამთას გარდა, ამ კვირაში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის ანგარიშებიც …

რა განიხილეს დახურულ კარს მიღმა – ევროკომისრის ვიზიტი საქართველოში

მომდევნო კვირას, 21 აპრილს ევროპის საბჭოში გაიმართება დახურული მოსმენა საქართველოს საკითხზე. დახურულ სხდომას საქართველოზე საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტი – იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტები მართავენ. მოსმენას დაესწრება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი. შეხვედრის თემა საქართველოში 2024/2025 წლების დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებისა და ამ ბრალდებების ეფექტური გამოძიების არარსებობა იქნება. მანამდე, 14-15 აპრილს …

სროლა სკოლაში, თურქეთში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა – რას ამბობს გამოძიება

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 8 მოსწავლე და 1 მასწავლებელი, ხელისუფლებამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო. შემთხვევა 15 აპრილს მოხდა – მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე – დაშავდა. სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავდამსხმელმაც, 14 წლის მოზარდმა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა. დღეს, 16 აპრილს, …

„ყველა მხრიდან მესმოდა მშობლის ტირილის ხმა“ – მთავრობა, რომელიც ბავშვებსაც ემალება

„მშობელი ამბობდა, ვკითხე ჯანდაცვის მინისტრს, შენი შვილი რომ ყოფილიყო, ჩემს ადგილზე რას იზამდი“ და მინისტრმა მიპასუხა „ღმერთმა დაიფაროს ჩემი შვილიო“. მინისტრის შვილია, მოსამსახურის თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის, უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. არავის შვილი არ უნდა იდგეს კანცელარიასთან და არავის შვილი არ უნდა ითხოვდეს გადარჩენას. ძალიან უხერხულია, სიცოცხლისთვის ბრძოლა რომ უწევთ ამ ქვეყანაში ადამიანებს, ბავშვებს …

მოტყუებით დაეუფლნენ 125 ათას ლარს – პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა თაღლითობის საქმეზე

პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს (ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს), ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს სთავაზობდნენ. „თაღლითური ჯგუფის …

14 ადამიანი დაიღუპა კიევში, დნეპრსა და ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოთხშაბათს, დილის 7 საათიდან ხუთშაბათის დილის 7 საათამდე, რუსეთმა კომბინირებული თავდასხმების ორი ტალღა წამოიწყო, 44 რაკეტისა და 659 დრონის გამოყენებით და დარტყმები 24-ზე მეტი საათი გრძელდება. 16 აპრილის დილის ცნობებით, ამ დროისთვის რუსეთის თავდასხმას 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო …

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა. „ბაზისბანკი, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% – ის მფლობელი გახდა,“ – ნათქვამია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ განცხადებაში. ლიბერთი ბანკი ავრცელებს ოფიციალურ რელიზს და ორივე ბანკის დირექტორის კომენტარს და იქვე განმარტავს, რომ ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 315 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 866 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 391 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 40 046 …

თურქეთში 14 წლის მოსწავლე სკოლას დაესხა თავს – დაიღუპა 9 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 15 აპრილს, სამხრეთ პროვინცია ქაჰრამანმარაშში მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. დაღუპულთაგან 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. თურქული მედიის „ჰურიეთის“ ინფორმაციით, კაჰრამანმარაშის გუბერნატორის თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 14 წლის მოსწავლე, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ იარაღი თავდამსხმელის მამას, ყოფილ პოლიციელს, ეკუთვნოდა. 14 …

როგორ აისახა ირანის ომი ტურიზმზე – „ოცნება“ ამბობს, რომ გვაქვს „რეკორდული მაჩვენებელი“

როგორ აისახა ირანის ომის საქართველოში ტურიზმზე? – ბათუმის სასტუმროებსა თუ ტურისტულ სააგენტოებში ამ შეკითხვის პასუხად გვითხრეს, რომ ყველაფერს საქართველოს აეროპორტების დაფაზე გაუქმებული ფრენების ჩამონათვალი აჩვენებს, მათ შორის, ისრაელიდან, საიდანაც შემოსული ტურისტები სოლიდურ ფულს ხარჯავდნენ საქართველოში. „ჯავშნები შემცირებულია“, – გვითხრეს, მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“. ერთ-ერთი ტუროპერატორი, ლაშა ბერეკაშვილი კი გვესაუბრა, ასეთი რთული პერიოდი კორონას პერიოდს მახსენებს, …

რატომ განაახლა ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალში ნედლი ნავთობის გადაზიდვა

ყაზახეთიდან, თენგიზის საბადოდან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვა განახლდა. ნედლი ნავთობის თენგიზის საბადოდან გადასაზიდად ყაზახეთი აქამდე ნოვოროსიისკის პორტს იყენებდა, სადაც ნავთობი კასპიის მილსადენის – CPC [Caspian Pipeline Consortium] საშუალებით ხვდებოდა. მას შემდეგ, რაც უკრაინა არაერთგზის დაესხა თავს დრონებით ნოვოროსიისკის პორტს, ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ძველი, ორჯერ ძვირი, მაგრამ გაცილებით უსაფრთხო გზა გაიხსენა – საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის …

ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ბეტონის საწარმოს აშენებს. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა უშუალოდ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარი უკვე განთავსებულია“, – აღნიშნავდა კომპანია სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა. 2026 წლის …

პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

„დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე“, – უპასუხა მოსამართლეს ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, როცა მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ბრალდებასთან დაკავშირებით. დღეს, 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „პოლიციელის ყაჩაღობის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …

ბათუმის აეროპორტთან კორპუსების ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე 2026 წლის ბოლომდე უნდა შეფასდეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ზეგავლენა „საქაერონავიგაციამ“ 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაფასოს. ეს შეფასება 2026 წლის 31 მაისამდე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა „ოცნების“ მთავრობამ 8 აპრილის დადგენილებით ეს ვადა გადაწია. ახალი დადგენილებით: „ბათუმის აეროდრომზე, სააერნაოსნო მომსახურების გამწევმა საწარმომ [„საქაერონავიგაციამ“], ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, 2026 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე …

„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

მოლდოვისა და უნგრეთის შემდეგ, იქნება თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდება რუსული პოლიტიკა? – უნგრეთში პრორუსი ორბანის დამარცხებამ ეს იმედები ქართულ საზოგადოებაშიც გააჩინა. რა შეიძლება ისწავლოს უნგრეთის მაგალითიდან ქართულმა ოპოზიციამ? – „ბათუმელები“ ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ესაუბრა. ბატონო ზურაბ, უნგრეთის არჩევნებში მადიარის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ …

66 წლის კაცი მეუღლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 313 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 864 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 390 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 40 003 …

მერია კვარიათში მიწას ყიდის – წინასწარ ცნობილი მყიდველი 17-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს

კვარიათის დასახლებაში, მომაღლო, კარგად გამწვანებულ ადგილზე, ბათუმის მერია 691 კვ.მეტრ ფართობს აუქციონზე 181 500 ლარად ყიდის. ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც. თუმცა კონკურენტული გარემოს შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიები კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნის და მას უკვე გაცხადებული გეგმებიც აქვს. ცვლილება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში საკრებულომ 2026 წლის 30 მარტს დაამტკიცა. საწყისი ფასის მიხედვით, …

„უნგრეთი მოქალაქეებმა გაიყვანეს სამშვიდობოზე, ეს უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც“ – ინტერვიუ

რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრეთის მაგალითზე, აკლია თუ არა ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაცია და როგორ შეიძლება მიაღწიოს საქართველომ ახალ არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, ეკა აკობიას ესაუბრა. ქალბატონო ეკა, რა შეიძლება ასწავლოს ქართულ ოპოზიციას უნგრეთის, კონკრეტულად კი პეტერ მადიარის მაგალითმა. ითქვა, რომ მისი წარმატება ხალხთან ახლო ურთიერთობამ განაპირობა. თქვენი აზრით, …

„ოცნებამ“ 2028 წელს მოგცემთ ბინებსო“ – ვის შეხვდება ოზთურქის ბინები ბათუმში და სოციალური სახლები ქობულეთში

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს „ოცნების“ მთავრობამ ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსები ჩამოართვა და განაცხადა, ამ ბინებს უსახლკაროებს გადავცემთო, უსახლკაროები ერთ ვერსიას განიხილავენ: „2028 წელს აპირებენ ბინების გადმოცემას, ასე გვითხრეს მთავრობაში, ჯერ რემონტია საჭირო, ბინების გადაკეთება და ოჯახების შერჩევაო. სინამდვილეში კი, სპეციალურად ამთხვევენ არჩევნებს. ხომ ხვდებით, რატომაც?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა უსახლკარომ. ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, …

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

„არჩევნები აღარაა და გლეხები ისევ აღარ სჭირდება მთავრობას?“ – კითხულობენ ფერმერები, რომლებმაც საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს. ისინი უკვე გააფრთხილეს, წელს სუბსიდიას აღარ დაელოდოთო. მაგალითად, ქობულეთში, გურიასა და სამეგრელოში, სადაც თხილის ბაღებია, მეთხილეები სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ. ასევე აღარ დაფინანსდება ხვნა-თესვის სამუშაო – საყანე ფართობები გლეხებმა თავიანთი ფულით უნდა დაამუშაონ. პროგრამების ნაწილი, რომელიც სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და გლეხების …

პუტინს ჯარის გაგზავნის უფლება ექნება უცხოეთში გასამართლებული რუსების დასაცავად – ახალი კანონი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმაში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის არმიის გამოყენების ნებართვას იძლევა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მათი დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში. კანონპროექტი დუმას 19 მარტს წარედგინა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დებულება შექმნილია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად მათი დაპატიმრების ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში …

პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

რუსეთში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე. „ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს უხერხულობას უქმნის. მაგრამ ახლა ასეთი დროა. როგორც კი ამ ზომების საჭიროება გაქრება, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება და ნორმალიზდება“, – თქვა პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ინტერნეტი …

თურქეთში 19 წლის ბიჭმა სკოლაში ცეცხლი გახსნა – დაშავდა 16 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 14 აპრილს, თურქეთში, შანლიურფას პროვინციაში მდებარე სკოლაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი — 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, ერთი პოლიციელი და ბუფეტის ერთი თანამშრომელი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, სტაბილურია. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, იმავე იარაღით დაასრულა. …

რესტორანსა და კაფეში პლასტმასის ბოთლით წყალს ივლისიდან ვეღარ შეიძენთ

რესტორნებსა და კაფეებში წყალს, ლიმონათს ან ლუდს პლასტმასის ბოთლით პირველი ივლისიდან ვეღარ შეიძენთ. ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს, 14 აპრილს განცხადება გაავრცელა. მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება. 2026 წლის 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე ირაკლი …

ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლეს – საია

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. იმის გამო, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდეს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას. „აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო …

ბათუმში ჰაერი 20-25 გრადუსამდე გათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 863 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 389 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 39 953 ერთეული …

რას შეცვლის ივანიშვილი თავის საგარეო პოლიტიკაში ორბანის მარცხის შემდეგ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრპროპაგანდა, კონტრაგიტაცია…“ – უნგრეთში ავტორიტარიზმის პირობებში ჩატარებულ წარმატებულ არჩევნებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, უნგრეთის არჩევნების მთავარი მიღწევა ისაა, რომ ხალხმა არამხოლოდ უნგრეთში, არამედ ყველგან დაინახა, რომ ავტორიტარიზმის შემოტრიალება დემოკრატიისკენ შესაძლებელია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი მაინც ევროკავშირია: „ძალიან მნიშვნელოვანია, შენ …

ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 …

აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. „აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის …

ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი  პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა: Tisza – მადიარის პარტია: …

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დღეს, 13 აპრილს შეუწყდა. როგორც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში“ განმარტეს, გაზის შეწყვეტა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ავარიულ დაზიანებას უკავშირდება. გაზის მიწოდება ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუწყდათ. სმს შეტყობინებაში, რომელიც „სოკარის“ აბონენტებმა მიიღეს, აღნიშნულია, რომ აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად 14 აპრილიდან, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე, …

როგორ ეხმარებიან ხალხს NGO-ები დევნის პირობებში

ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, სადაც ბოლო 3 წელია საიას ოფისი ფუნქციონირებს, ყოველდღე არაერთი ადამიანი მიდის საბუთებით ხელში იმისათვის, რომ სიას იურისტებისგან მიიღოს არამხოლოდ კვალიფიციური კონსულტაცია, არამედ შესაბამისი დახმარებაც, სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში [საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია]. ზოგს „ბიუროკრატიის ლაბირინთებიდან“ გამოსვლა უნდა, ზოგს განცხადება აქვს დასაწერი უწყებაში წარსადგენად, ზოგი კი დავის დასაწყებად ემზადება. როგორც თავად …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 861 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 386 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 39 915 ერთეული …

Exit mobile version