ბრიტანეთის ელჩი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, დეოლიგარქიზაციასა და გვარამიაზე – ინტერვიუ

„…ბრიტანეთშიც რუსეთის უამრავი მოქალაქე შემოდიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და რუსეთი შენი მეზობელია, ეს სულ სხვა მასშტაბია და საქმეც სხვაგვარადაა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში,“ –  გვიპასუხა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, როცა მას ვკითხეთ: რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ოკუპირებული საქართველოსთვის რუსეთის ამდენი მოქალაქის შემოსვლა? „ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპის მაგალითზე, რომ რუსეთი ყოველთვის …

შოიგუმ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიუგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა. მინისტრმა ამის შესახებ გენერალ სერგეი სუროვიკინი მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა. „თანახმა ვარ. დაიწყეთ ჯარების გამოყვანა“, – თქვა შოიგუმ. როგორც BBC წერს, გენერალმა სუროვიკინმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ხელმძღვანელობს, თავისი მოხსენება რუსეთის ძალების წარმატებაზე ლაპარაკით დაიწყო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვითარება …

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოში

ხვალ, 10 ნოემბერს, ბათუმში 11-დან საღამოს 6 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება ლერმონტოვის, ჭავჭავაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 10 ნოემბერს შუქი გაითიშება ხელვაჩაურის სოფლებშიც: ერგეში, ჯოჭოში, ნიკიტაურში, ასევე: შარაბიძეებსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლების ნაწილში. შუქი გაითიშება ქობულეთშიც, 11-დან 18 საათამდე შემდეგ სოფლებში: ჩაქვისთავში, …

სოფელ გორგაძეებში ხის მეჩეთი დაიწვა

დღეს, 9 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, ხის მეჩეთი დაიწვა. ხალის ადმინისტრაციულ თემში მერის წარმომადგენელმა ნოდარ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხანძარი დილით, დაახლოებით 8:15 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის მეჩეთი იყო და ადვილად მოეკიდა ცეცხლი. მოქმედი მეჩეთი იყო, თუმცა იმ დროს არავინ იმყოფებოდა შენობაში“ – გვითხრა ნოდარ კახიძემ. მეჩეთს ჰქონდა თუ …

პოლიციელებს ბათუმში ბინები 2 წლის წინ უნდა მიეღოთ, შსს-ს მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია

ბათუმში პოლიციელებისთვის მშენებარე ბინების დასრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 4 468 315 ლარია. ბათუმში, ადლიის ქ. N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ. მიუხედავად ამისა, კორპუსების მშენებლობაზე შსს-მ  ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია ამუშავა, თუმცა ხელშეკრულება ორივესთან შეწყვიტა …

ინსულტის შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ამ დიაგნოზით 6 000-მდე პაციენტი მიმართავს წლის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის …

უკრაინა იმ 6 ქვეყანას ასახელებს, რომლებიც შესაძლოა რუსეთს ეხმარებოდნენ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი, იმ 6 ქვეყანას ასახელებს, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში სხვადასხვა გზით ეხმარებიან ან შესაძლებელია, დაეხმარონ. უკრაინული მედიის ცნობით, სკიბიცკიმ ამის შესახებ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში ილაპარაკა. მისი თქმით, ცნობილია, რომ მოსკოვმა დახმარებისთვის ირანის გარდა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასაც მიმართა, ყაზახეთი და უზბეკეთი კი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. „მათ …

ნორვეგიაში „რუსი ჯაშუში“ ვეშაპისთვის თავშესაფარს მოაწყობენ

ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტის სანაპირო წყლებში დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება ვეშაპისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში გაწვრთნეს ჯაშუშობისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს. ინიციატივა ბრიტანელ ბიზნესმეს ადამ თორპს ეკუთვნის, რომელმაც საქველმოქმედო ორგანიზაცია OneWhale დააარსა ვეშაპზე საზრუნავად, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს ნორვეგიის სანაპირო წყლებში. იგეგმებოდა ვეშაპის ველურ ბუნებაში გაშვება, მაგრამ ცხოველი ისე იყო მიჩვეული ადამიანებს, რომ ეშინოდა, ვერ …

დააკავეს ჯგუფი, რომელიც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურების მოკვლას გეგმავდა

უკრაინის კონტრდაზვერვამ გააუვნებლა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურთა ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც უშიშროების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ФСБ -ს ჯგუფის წევრების დასაკავებლად ოპერაცია ერთდროულად კიევისა და სუმის ოლქებში მიმდინარეობდა. უშიშროების ცნობით, ჯგუფის წევრები ზვერავდნენ უკრაინის ძალების გადაადგილებას დედაქალაქში და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, აგროვებდნენ სპეციალური ძალების მეთაურთა პერსონალურ ინფორმაციას და ცნობებს მათი გადაადგილების მარშრუტების …

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა, მონაცემები რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა – ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ცნობილია, რომ ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს მათ ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ. ანგარიშის მიხედვით, ეს …

რომელ საათამდე გაითიშა გაზი ქობულეთში, ცალკეულ მისამართებზე

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბრის 11:00 საათიდან ქობულეთში, ჭავჭავაძის ქუჩა N2-დან 38-მდე და აღმაშენებლის N88-დან 112ა-მდე, აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება აღნიშნულ მისამართებზე მიწოდება 16 საათიდან ეტაპობრივად განახლდება. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

როგორ დავიბრუნოთ ძილი – ნევროლოგის რჩევები

ინსომნია ძილის საერთო დარღვევაა, რომლის დროსაც შეიძლება გაძნელდეს დაძინება, ძილის შენარჩუნება ან გაგეღვიძოთ ძალიან ადრე და ძილი ვეღარ შეიბრუნოთ. ხანგრძლივად უძილობამ შეიძლება დააქვეითოს არა მხოლოდ ადამიანის განწყობა, არამედ ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხიც. რამდენსაათიანი ძილია ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისი, ეს ინდივიდუალურია, თუმცა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ მოზრდილთა უმეტესობას ღამით 7-9-საათიანი ძილი სჭირდება. …

ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის

ახალ საშობაო ნაძვის ხეს წელს ქედაშიც დადგამენ. ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი 141 ათას 600 ლარით გამოაცხადა. ხელოვნური ნაძვის ხე კონუსის ფორმის და, მთლიანობაში, 17 მეტრი სიმაღლის იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით: „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობაო ნაძვის ხის მიწოდება მონტაჟით; საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 77 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780] ტანკი – 2 801 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 5 666 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 1 802 ერთეული [+11] MLRS – 393 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ყირიმის ხიდს 2023 წლის სექტემბრამდე ვერ აღადგენენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყირიმის ხიდზე სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ხიდის სრულად აღდგენას 2023 წლის სექტემბრამდე მოახერხებს. უწყება აღნიშნავს, რომ 8 ნოემბერს ახალი, 64-მეტრიანი მალის გადასატანად და დასამონტაჟებლად რუსებს ხიდის საავტომობილო ნაწილის დაკეტვა მოუწიათ, გზის დაზიანებული მონაკვეთების შესაცვლელად კი სამი დამატებითი მალი იქნება საჭირო. ამავე დროს, ირკვევა, რომ ხიდის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები …

ქობულეთში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხის მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „მოქალაქეს ქობულეთში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“ – წერს ზედამხედველობის სამსახური. მათივე ინფორმაციით, მასალები, …

„სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“, – გვეუბნება სამშენებლო მოედნის მეთვალყურე, რომელიც ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე მოდენის სტილის შენობის რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტს მეთვალყურეობს. ის თავად მშენებელი არ არის. ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ორი მხარეა დარჩენილი. მის გვერდით მდებარე ისტორიული სახლისგან კი ფასადის მხოლოდ ერთი მხარე – ერთი კედელი. კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების …

ირანი ცდილობს, რუსეთთან სიახლოვე საერთაშორისო აუდიტორიას დაანახოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ ირანი განგებ ცდილობს რუსეთთან თავისი ურთიერთობების დემონსტრირებას. ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თეირანში ვიზიტის შესახებ ისე, რომ ეს ინფორმაცია რუსულ მხარეს არ დაუდასტურებია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. ინფორმაცია სააგენტომ „ტვიტერზე“ ინგლისურენოვანი შეტყობინებით …

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. „მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – …

რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლი 1985 წელს აშენდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ამ სოფელში ჭადრაკს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობდნენ. როგორ გადაწყდა სოფელში ჭადრაკის სახლის აშენება, ვინ შეაყვარა ჭადრაკის თამაში დიდაჭარლებს და რა მდგომარეობაშია დიდაჭარის ჭადრაკის სახლი ახლა – ამ და სხვა ამბებს 82 წლის დიდაჭარელი, როსტომ წულუკიძე გვიყვება. ის თავადაც მონაწილეობდა ჭადრაკის სახლის მშენებლობაში. …

ორწლიანი წყვეტის შემდეგ ყარსის უნივერსიტეტმა ქართულის მიმართულებაზე 17 სტუდენტი მიიღო

ორწლიანი წყვეტის შემდეგ, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის 17 ახალი სტუდენტი მიიღეს. აღნიშნულ მიმართულებას უნივერსიტეტში მაია მესხიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა. მისი თქმით, წელს მიღებული  სტუდენტების ასაკობრივი ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლების, მათი მთავარი მოტივაცია ქართული ენის სწავლების დროს სამომავლო ბიზნესურთიერთობებია ჩვენს ქვეყანასთან. „ქართული ენისა და ლიტერატურის …

როგორ სწავლობენ ქართულს უკრაინელი ბავშვები ბათუმში

შაბათობით, დილის 11 საათიდან, 26 მაისისა და ახვლედიანის ქუჩების გადაკვეთასთან თუ ჩაივლით ბათუმში, ძველი ბელეტაჟის ღია ფანჯრებიდან ბავშვების გაბმულ, მხიარულ სიმღერას გაიგონებთ – ქართულ ანბანს, სიტყვებს, ფერებს, თვლას, წელიწადის დროებს და ბევრ სხვა რამეს უკრაინელი ბავშვები თამაშითა და სიმღერით სწავლობენ. ქართული ენის გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირაში ორჯერ ტარდება. ბავშვებმა სამ თვეში ელემენტარული სასაუბრო სიტყვები …

ბონის დასახლებაში მიკროავტობუსი ამოტრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა იყო ბონის დასახლებაში, რაფიელ ერისთავისა და დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მიკროავტობუსი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავარია ბონის კულტურის სახლთან მისვლამდე, ცენტრალურ გზაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსი არ იყო სამგზავრო და ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბენზეში“ 465 ათას ლარად მოწყობილი განათება არ მუშაობს – მერია 192 ათასს აღდგენაში იხდის

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ გარე განათება, რომელიც 2021 წელს თამარის დასახლებაში დაამონტაჟეს, უკვე მწყობრიდანაა გამოსული. განათების კონსტრუქციების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე ბიუჯეტიდან მთლიანობაში 465 270 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. 2022 წელს კი, მერიამ სანათების რეაბილიტაციაზე ისევ ტენდერი გამოაცხადა. „თამარის დასახლებაში, რესტორან „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ დაამონტაჟეს 86 დეკორატიული სანათი, რაშიც 364 812 ლარია …

რა იწვევს კუნთების ტკივილს – ექიმის რჩევები

კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია, დროდადრო ყველას აწუხებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტკივილი თავისით გაივლის მოკლე დროში, ზოგჯერ კი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კუნთების ტკივილი, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება და შემაწუხებელი ხდება, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე მიანიშნებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმისთვის დროული მიმართვა. ქალბატონო მადონა, რა არის კუნთების ტკივილის ყველაზე ხშირი …

ბრალდებულმა ბათუმში 5 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 …

ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში მოთოვს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 7 – …

რუსებმა ფრონტის ხაზზე „დრაკონის კბილები“ დააყენეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო რუსეთმა თავდაცვის სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო. ამ მიზნით ორ ქარხანაში აწარმოებენ პირამიდის ფორმის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციას, რომელიც „დრაკონის კბილების“ სახელითაა ცნობილი. „დრაკონის კბილებს“ უწოდებენ პირამიდის ფორმის რკინაბეტონის ფორტიფიკაციას,  რომლის დანიშნულებაც ტანკებისაა და ქვეითი ჯარის გადაადგილებისთვის ხელშეშლაა. ამგვარი თავდაცვითი სიმაგრეები პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა თავის 8 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 77 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710] ტანკი – 2 786 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 5 654 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 1 791 ერთეული [+9] MLRS – 391 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

პუტინი უკრაინაში პრიგოჟინისა და კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში „ვაგნერის“ ფინანსისტის ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული. როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, ომის მომხრე „სილოვიკების“ ბანაკი თავის გავლენას აძლიერებს, არა ომში გამარჯვების მიზნით, არამედ, ძირითადად, პირადი ბიზნესინტერესების დასაკმაყოფილებლად, როგორც რუსეთში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ ევგენი პრიგოჟინის 6 ნოემბრის განცხადება, რომ …

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა. ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა. შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, …

570-დან 29 გადავრჩით – რას ჰყვებიან განადგურებას გადარჩენილი რუსი მობილიზებულები

ალექსეი აგაფონოვი მობილიზებული სამხედროა ვორონეჟიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში უკრაინელთა შეტევას გადაურჩა. აგაფონოვი გამოცემა Вёрстка-ს უყვება, როგორ მიატოვა მეთაურობამ რეზერვისტები ფრონტის წინა ხაზზე. მისი შეფასებით, მაკეევკასთან მობილიზებულთა ბატალიონის 500-ზე მეტი წევრი დაიღუპა. როგორც აგაფონოვი იხსენებს, მობილიზებულებს ბატალიონის მეთაური ჰპირდებოდა, რომ მათ ჩაიყვანდნენ სვატოვოში, სადაც ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში „ტერიტორიული თავდაცვის ძალებს“ შეუერთდებოდნენ. …

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 6 სცენარი – Insider

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი – ეს თემა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მეცხრე თვეს კიდევ უფრო აქტუალურია. ექსპერტები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ და შესაძლო სცენარებს განიხილავენ. გამოცემა Insider-ი აქვეყნებს 6 ვარიანტს  – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში. ვარიანტი პირველი – ცეცხლის შეწყვეტა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი, სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები ჩიხში აღმოჩნდება, …

„ნახეთ, აქ ვინ არის“ – უკრაინაში დასავლური თავდაცვის ახალი სისტემები ჩაიტანეს

უკრაინაში ჩაიტანეს NASAMS-ისა და Aspide-ს საზენიტო სარაკეტო სისტემები – ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი წერს. „ნახეთ, აქ ვინ არის! ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის“ – წერს რეზნიკოვი და მადლობას უხდის ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს მიწოდებული კომპლექსებისთვის. NASAMS – ეს არის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია …

რუსეთს 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დასაბომბად უკვე თავისი თანამედროვე რაკეტების 80% გამოიყენა – ასეთ ინფორმაციას აწვდის უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი გამოცემა The Economist-ს. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა. სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა კრემლის გეგმა, ირანისგან ბალისტიკური რაკეტები Fateh-110 და Zolfaghar შეისყიდოს და ყირიმში გადაიტანოს. „ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შეთანხმება …

ბსუ-ში კანცლერის არჩევნები 1 კანდიდატით ჩატარდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები ჩატარდა, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი, მერაბ დიასამიძე იყო წარმოდგენილი. მერაბ დიასამიძე ამავე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. მერაბ დიასამიძე 16 ხმით აირჩიეს კანცლერად. უფლებამოსილების ვადა 4 წელია. აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის 28 ივნისიდან ნიკა ჩხარტიშვილი იკავებდა. როგორც ბსუ-ში განაცხადეს, ჩხარტიშვილმა თანამდებობა თავისი …

Exit mobile version