„ოცნების“ პარლამენტი ახალ-ახალი ჯარიმების დაწესებას აგრძელებს. პარლამენტს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვილებისა და ახალი ჯარიმების დაწესების თაობაზე ინიციატივით მთავრობამ მიმართა . ინიციირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება ენიჭება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის დამტკიცების შემდეგ კოდექსში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სახიფათო …
Category Archives: მთავარი
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს
„წვიმიანმა ამინდებმა არ მოგვცა აქამდე ასფალტის დაგების საშუალება, მაისის თვეში მოწესრიგდება ასფალტის საფარი და შემდეგ დაიხაზება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ არ მოეწყო ზებრა გადასასვლელები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, იგივე ხელვაჩაურის გზაზე? ამ გზაზე რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს, დაახლოებით 70 კაცი დაიღუპა – კაცი სახლიდან დღისით გადადიოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს …
„ბათუმობა“ წელს 6-7 ივნისს ჩატარდება
ბათუმის მერიამ წელს სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ გამართვა 6-7 ივნისისთვის გადადო. ბოლო წლებია „ბათუმობას“ აპრილის ბოლოს მართავდნენ. როგორც მერიაში განგვიმარტეს, წელს „ბათუმობა“ საკურორტო სეზონის გახსნას დაამთხვიეს, ამიტომაც ღონისძიებას ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთობლივად ჩაატარებენ. 2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 400 000 ლარია გათვალისწინებული, ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ხარჯებისთვის კი მერიაში 1 მილიონ 330 …
პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი
დღეს, 28 აპრილს, გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). წმინდა სინოდში 39 მღვდელმთავარია, დღეს გამართულ სხდომას კი 38 ესწრებოდა. სხდომაზე არ იყო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). პატრიარქობის …
Continue reading “პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი”
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა
ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს. პროექტის განხორციელების მიზნით შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ. ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარუდგინეს. სააგენტოს უფროსის ბრძანების …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა”
ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ 134 ათას აბონენტს შეუწყდება
კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 აპრილის 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბათუმის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 65 902 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამავე დროს, 29 აპრილის 06:00 საათიდან 30 აპრილის 09:30 საათამდე ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 69476 აბონენტს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 30 აპრილის …
Continue reading “ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ 134 ათას აბონენტს შეუწყდება”
ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს
დღეს, 28 აპრილს, აჭარის „ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე, ასევე აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ზურაბ პატარაძეს უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზურაბ პატარაძე ამ თანამდებობაზე „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. აჭარის მთავრობის შემადგენლობა ზურაბ პატარაძემ უცვლელი დატოვა. აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2026 წლის 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი მუშაობდა, რომელიც …
Continue reading “ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს”
რუსეთში, ტუაფსეში კვლავ ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად
28 აპრილს, ღამით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში კვლავ ხანძარი გაჩნდა. რუსული წყაროების თანახმად, ქარხნის ახლოს მდებარე ქუჩებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ქალაქის მერიამ მათთვის დროებითი განსახლების ცენტრი გახსნა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „კედრი“ [რუსეთში მიჩნეულია უცხოეთის აგენტად] ტელეგრამზე წერს, რომ ქალაქის თავზე კვამლის უზარმაზარი შავი ღრუბელია და დამწვრის სუნი დგას. ასევე, …
Continue reading “რუსეთში, ტუაფსეში კვლავ ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად”
რა მისამართებზე შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში 29 აპრილს
„სოკარის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ, 29 აპრილს, აჭარაში 389 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მაგალითად, ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩაზე 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდება 284 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება. ბათუმში, მცხეთის N12ა-ში, 12 აბონენტი დარჩება ასევე ბუნებრივი აირის გარეშე 10:00 საათიდან 12:00 საათამდე. 29 აპრილის 12:00 საათიდან 14:00 საათამდე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში …
Continue reading “რა მისამართებზე შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში 29 აპრილს”
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლზე იძალადა
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ყოფილ მეუღლეს“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 151-ე პრიმა და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლზე იძალადა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 327 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 892 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 483 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 40 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აპრილი”
Sakartvelo News – პოლონეთის საზმაუმ ახალი ამბების ქართულენოვანი განყოფილება გახსნა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, TVP-მა, ახალი ამბების ქართულენოვანი განყოფილება გახსნა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. „VT Sakartvelo News-ი ახლა პირდაპირ ეთერში გადის – პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური. პროგრამა გთავაზობთ სანდო რეპორტაჟებს, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას“ – წერს სამინისტრო X-ზე. …
ალიევმა რუსეთს ბოდიშიც კი მოახდევინა, ხოლო თბილისმა უსაფრთხოების მოტივით ევროპასთან გაწყვიტა კავშირი – ინტერვიუ
„ჩვენ გვაქვს ორი თვალნათლივი მაგალითი: ერთ შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლების თუ რეჟიმის სახით, რეჟიმი ებღაუჭება ძალაუფლებას და სახელმწიფოს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ხსნის უსაფრთხოების, ხან რაღაც სხვა, აბსურდული მოტივებით. არსებობს მეორე მოდელი, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო -აზერბაიჯანი სუვერენულ, თავმოყვარე პოლიტიკას აწარმოებს, აქვს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, აგერ, რუსეთს ბოდიშიც მოახდევინეს, იძულებული გახადეს, რომ კომპენსაციაზე დათანხმებულიყო ავიაკატასტროფის მსხვერპლთათვის,“ …
„ნებართვები აიღეს პირებმა, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ კონკურსებში“ – აუდიტი სახმელეთო სააგენტოზე
„საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ნებართვები აიღეს ისეთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. შესაბამისად, სააგენტოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალჯერადი ნებართვების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებული იქნებოდა ნებართვის მაძიებლის გამარჯვება“- სახმელეთო სააგენტოს მუშაობაში არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე ამჯერად სახელმწიფო აუდიტი წერს. ანგარიშის მიხედვით სახმელეთო სააგენტოს კვლევა ძირითადად 2022 …
„ღვინის ჩამოსხმა ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევით“ – ბათუმში საწარმო დააჯარიმეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საწარმოო პროცესი შეუჩერა „ჰანის მარანს“. სააგენტოს ცნობით, ბათუმში არაგეგმური ინსპექტირებისას „ჰანის მარანში“, ხახულის ქუჩის მეორე შესახვევში, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას ეწეოდაა კახეთის რეგიონიდან აჭარაში. „ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით“ – იუწყება სააგენტო. …
რას შეჰპირდა დღეს ბათუმის მერი სუვენირებით მოვაჭრეებს
სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეები, რომლებიც 2 თვეზე მეტია რაც ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, 27 აპრილს, ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის თქმით მერი მათ დაჰპირდა, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურა პატარაძეს დაელაპარაკება და ხუთშაბათს, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის ექნება კონკრეტული პასუხი: „ორ დღეში დამტკიცებული იქნება ახალი თავმჯდომარე, დაველაპარაკები და კონკრეტულ …
Continue reading “რას შეჰპირდა დღეს ბათუმის მერი სუვენირებით მოვაჭრეებს”
„აშშ-ს არ აქვს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების სტრატეგია“ – მერცი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, აშშ-ს არ გააჩნია სტრატეგია ირანის წინააღმდეგ ომისთვის, მათ შორის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ის. „ამ ეტაპზე, მე არ მესმის, რა სტრატეგიულ ვარიანტს აირჩევენ ამერიკელები, მით უმეტეს, რომ ირანელები აშკარად ძალიან ოსტატურად ახერხებენ მოლაპარაკებებს – ან, უფრო სწორად, ძალიან ოსტატურად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა 27 აპრილს დასავლეთ გერმანიაში …
Continue reading “„აშშ-ს არ აქვს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების სტრატეგია“ – მერცი”
მოსამართლე ნინო სახელაშვილი „მზიას სიაშია“ დგებუაძესთან ერთად – დამუშავებულია 280 პირის მონაცემები
დღეს, 27 აპრილს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ქართველმა ემიგრანტებმა, „პლატფორმა 2025-მა“ პარლამენტს გადასცეს სასანქციო წინადადებების პაკეტი სახელწოდებით – „მზიას სია“. ამ სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა და მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მოძალადე დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ჟურნალისტის 2 წლით ციხეში გამოკეტვა სამართლიანია. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა …
ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოება დაიწყება
ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რამდენიმე ათასი საშუალო დარტყმის დრონის წარმოება იგეგმება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში წარმოებული ყველა დრონი უკრაინის თავდაცვის ძალებს გადაეცემა. შესაბამის შეთანხმებას კიევში ხელი მოაწერეს ნორვეგიის ელჩმა უკრაინაში, ლარს რაგნარ აალერუდ ჰანსენმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, სერგეი ბოევმა. პროექტს ნორვეგია დააფინანსებს. ნორვეგიაში წარმოებულ პირველ სისტემებს უკრაინა, სავარაუდოდ, …
Continue reading “ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოება დაიწყება”
ივანიშვილის სასტუმროსთან ბათუმის ბულვარში მოვაჭრეებმა კვლავ გამართეს აქცია
„ბათუმის მერიაში გვითხრეს, რა გეგონათ, სულ მაქ იქნებოდითო? მაინც და მაინც ჩვენ, მცირე მოვაჭრეებს თუ გაგვივიდა ვადა, 20 წელია მთავრობაში არიან და მათ ვადა არ გაუვიდათ?“ – ამბობს ქალი, რომელიც სუვენირებით ვაჭრობდა ბათუმში და დღეს, 27 აპრილს უკვე მეორედ ჩავიდა ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფთან“, რომ ამ გზით მიეწვდინა ხმა ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. ბათუმში სუვენირებით …
Continue reading “ივანიშვილის სასტუმროსთან ბათუმის ბულვარში მოვაჭრეებმა კვლავ გამართეს აქცია”
19-ით მეტი ავტომანქანა და არასამუშაო დროს დახარჯული 30 ათასი ლიტრი საწვავი – აუდიტი
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას დადგენილ ნორმაზე 19-ით მეტი ავტომანქანა აქვვს და ამავე დროს, ავტომანქანები განკუთვნილია ისეთ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ეს კანონმდებლობით არ ეკუთვნით. ამის შესახებ დღეს, 27 აპრილს, განაცხადა პარლამენტში, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა. აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს. ავტოპარკში არსებული …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 326 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 892 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 467 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 40 737 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 აპრილი”
ლავროვი აღშფოთებულია ზელენსკის მიერ ევროპის დაცვის შესახებ განცხადების გამო – „კარგად არ დასრულდება“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირებები ევროპის დაცვის შესახებ „არაფერ კარგს არ მოიტანს“, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის. მის კომენტარს რუსული მედია ციტირებს. „ზელენსკი ღიად ამბობს, რომ ჩვენ ყველას დავიცავთო, ჩვენ გვაქვს საამისო ძალა, გამოცდილება და გვყავს ევროპაში ყველაზე დიდი არმია. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგად დასრულდება“, …
მადიარი: ორბანის ოლიგარქებს ათობით მილიარდი არაბთა საამიროებში და სხვა ქვეყნებში გადააქვთ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, „ვიქტორ ორბანის ოლიგარქებს“ თანხები საზღვარგარეთ გადააქვთ. ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ მათ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცენ. „ვიქტორ ორბანის ოლიგარქები ათობით მილიარდებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქვეყნებში რიცხავენ. მე ვიცი, რომ ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ანტალ როგანის გარემოცვის რამდენიმე დიდი ოდენობით თანხის …
ბათუმში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება
27 აპრილს, ბათუმში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის ეზოში. მშობლები ღია ცის ქვეშ …
„ამბასადორი ბათუმში“ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბათუმის ბულვარში, „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტზე მომხდარი აფეთქების გამო, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. „ბათუმელები“ დავუკავშირდით შრომის უსაფრთხოების სამსახურსაც, სადაც ვიკითხეთ, რამ გამოიწვია აფეთქება „ამბასადორი ბათუმში“, რატომ არ იყო შრომის უსაფრთხოება დაცული და რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე. …
Continue reading “„ამბასადორი ბათუმში“ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …
აჭარაში წელს 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება – სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია, პოსტოპერაციული მოვლა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 3 მაისს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. მომსახურების გაწევის …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 325 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 892 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 463 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 40 711 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აპრილი”
„თავისუფლების მოედანი“ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
დღეს, 25 აპრილს, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენლებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას შეხვდებიან. „შემოვივლით მთელ აჭარას, რათა შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქეს და მოვისმინოთ მათი გულისტკივილი და სურვილები, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ვაქციოთ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად. იმისთვის, რომ მთელი ეს მხარე გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური ჭაობიდან და იზოლაციიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ …
Continue reading “„თავისუფლების მოედანი“ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 324 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 892 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 458 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 40 635 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 აპრილი”
უკრაინელებმა რუსი სამხედროები რობოტებით დაატყვევეს, ეს ისტორიაში შევა – ინტერვიუ გენერალთან
„საუბარია 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ აჰყავთ უკვე უკრაინელებს ტყვეები რობოტების გამოყენებით. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას იბრუნებს, თუმცა კონტრშეტევისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის. რუსები კი, უკვე მეხუთედ აცხადებენ, ლუგანსკი აღებაზე. „არ ცხრება კონსტანტინოვკაზე …
ზურაბ პატარაძეს დედამ და სიდედრმა 196 000 დოლარი აჩუქეს – რა ქონებას ფლობს ის დეკლარაციის მიხედვით
53 წლის ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მეორედ წარადგინა „ოცნებამ“. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ წარდგენისას, ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. „განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“, – განაცხადა მან. პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა. 2018 წლიდან დღემდე …
ბათუმი-სარფის ავტობანის გამო „ორბი ბეტონს“ საკუთრებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, ბათუმში შპს „ორბი ბეტონს“ მიწის ნაკვეთი შესაძლოა ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვან. საუბარია პროექტის არეალში მოქცეულ 78 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ღობესა და ჭიშკარზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრძანება 2026 წლის 7 აპრილს გამოსცა. „დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, …
Continue reading “ბათუმი-სარფის ავტობანის გამო „ორბი ბეტონს“ საკუთრებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან წვიმა. მაღალ მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 323 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 892 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 445 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 40 606 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აპრილი”