ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, ბათუმში შპს „ორბი ბეტონს“ მიწის ნაკვეთი შესაძლოა ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვან. საუბარია პროექტის არეალში მოქცეულ 78 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ღობესა და ჭიშკარზე.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრძანება 2026 წლის 7 აპრილს გამოსცა.

„ორბი ბეტონის“ საკუთრება [წითელი ფერით], რომლის ნაწილს ექსპროპრიაცია შეეხება
მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმის შემოვლითი გზის-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შპს „ორბი ბეტონის“ საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა №16-ში მდებარე, 16 426 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 78 კვ.მ მიწის ნაკვეთზე [მასზე არსებულ ღობესა და ჭიშკარზე]“.

ბათუმის სამრეწველო ზონაში „ორბი ბეტონის“ ტერიტორია, რომლის ნაწილი [78 კვ/მ მიწა და მასზე მდებარე ღობე/ჭიშკარი] ექსპროპრიაციას დაექვემდებარა
პირადად ზაზა ზოიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2014 წელს 40 ათასი ლარი შესწირა. 40 ათასი შესწირა ამავე წელს „ოცნებას“ მალხაზ ბერიძემაც. 2020 წელს კი, ამავე პარტიას მალხაზ ბერიძემ 60 ათასი ლარი გადაურიცხა.
ექსპროპრიაციის ბრძანების მიხედვით:
„საპროექტო გზის მონაკვეთი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. გადის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად და კვეთს მდინარე ჭოროხს 4 673 მეტრი სიგრძის ხიდით. საავტომობილო გზა მთავრდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ოთხზოლიანი კვანძის მოწყობა გზის დასაწყისში [მდ.ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე], ორზოლიანი ხიდის მშენებლობა ჭოროხზე, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა და ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა არსებულ გზასთან შეერთების ზონაში. გზის სავალი ნაწილის სიგრძეა 11 კმ [3.75 მეტრი სიგანის ზოლებით], ორივე მხარეს 1.75 მეტრი სიგანის გვერდულებით“.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი, ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის გამო ექსპროპრიაციას კიდევ რამდენიმე კერძო საკუთრება დაექვემდებარა:
ამ თემაზე: ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია
პროექტი შეეხო ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, რის გამოც ქალაქმა ქონება სახელმწიფოს გადასცა:
ამ თემაზე: ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროცესში იმ მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების უფლებების დასაცავად, რომლებსაც ეს პროექტი შეეხებათ, სპეციალური კონსულტანტის დასაქირავებლად გზების დეპარტამენტს ვაკანსიაც აქვს გამოცხადებული.
ამ თემაზე:
ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის ხალხთან საკომუნიკაციოდ კონსულტანტს დაიქირავებენ
მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






