გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 28 და 29 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.






