რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 208 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460] ტანკი – 3 804 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 478 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 3 474 ერთეული [+14] MLRS – 575 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

„ეს არის პუტინის ადვოკატობა“ – თეონა აქუბარდია ღარიბაშვილსა და ნატოს მოახლოებულ სამიტზე

რატომ არ სურს სინამდვილეში რუსეთს ნატოს გაფართოება? როგორია მოსკოვის პოლიტიკა მისი მეზობლებისადმი? როგორ ამტკიცებს რუსეთი საკუთარი მაგალითით, რომ კონფლიქტების მოგვარების საშუალება ნეიტრალიტეტი არ არის და რას შეიძლება ელოდოს საქართველო ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტიდან? – „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პასუხობს. თეონა აქუბარდია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში და …

83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე

დღეს 83 წლის ნაზი დიასამიძეზე გიყვებით, ქედის სოფელ მერისიდან, რომელიც 61 წლის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. ნაზისთან საუბარი იმით დავიწყეთ, რამდენად იზიარებს თანამედროვე მასწავლებლის ხედვას, რომ „ბავშვებს დღეს დიდი უფლებები აქვთ და მასწავლებლებს ჩაგრავენ“. „ბავშვებს საკუთარი უფლებები აქვთ და უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. მე რამდენჯერ წამიკითხავს მოსწავლეებისთვის, რომ თქვენ ეს უფლებები გაქვთ და უნდა დაიცვათ-მეთქი. …

ეტლით მოსარგებლეები ახალ ბულვარში, პლაჟზე ვერ გავლენ – მერიის 15,8 მილიონიანი პროექტი

ბათუმის ახალ ბულვარში, დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, მერია ნაპირდამცავ ნაგებობას ისე აშენებს, რომ ეტლით მოსარგებლე შშმ პირები პლაჟზე ვეღარ გავლენ. დღეს არსებული პროექტით აქ [აკვაპარკიდან პირსამდე მონაკვეთში] პლაჟზე ჩასასვლელად მხოლოდ კიბეები მოეწყობა. ამ პროექტისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან 15,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში პანდუსები სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად და რა უნდა გაკეთდეს ამ …

მოსახლეობა ისევ „ორბის“ წინააღმდეგ – აქცია ბათუმში

დღეს, 31 მაისს, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა. აქ მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „ორბის“ წინააღმდეგ გამოვიდა აქციაზე. მოსახლეობის თქმით, „ორბი“ კვლავ პროექტის დარღვევით აგრძელებს მშენებლობას, ითხოვდნენ შეხვედრას კომპანიის წარმომადგენელთან და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობას. ხიმშიაშვილის 15-ში „ორბი“ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რომელიც რამდენიმე კორპუსისგან შედგება. საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, „ორბი“ გამაერთიანებელ …

სარფში 21,6 კილოგრამი ვერცხლის ნაკეთობები მალულად შემოჰქონდათ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, 41 540,67 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ვეცხლის საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ვერცხლის ნაკეთობების საერთო წონა 21,635 კილოგრამი იყო. „საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – აცხადებს …

ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში

ჯანდაცვის სპეციალისტები მსოფლიო მასშტაბით, ბოლო რამდენიმე წელია, მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საგანგაშოდ მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მე-7 კლასელი ლიკა, ბათუმის ერთ-ერთი სკოლიდან ამბობს, რომ მისი თანა და უფროსკლასელები ელექტრონულ სიგარეტს მასიურად მოიხმარენ. ეგრეთ წოდებული „ვეიფის“ კომპაქტურობის, რთულად ამოსაცნობი ფორმისა და კლასიკური თამბაქოსგან განსხვავებული სუნის გამო, მისი გამოყენება მოზარდებისთვის ხალხმრავალ ადგილებშიც მოსახერხებელია. …

ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლეს – მედია

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს – ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, გემის ინჟინერი, 31 წლის მამაკაცი, რიო დე ჟანეიროს სასტუროში იპოვეს მოკლული სამშაბათს, 30 მაისს. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს კრიმინალური წარსული აქვს.

რუსეთმა გზა ააფეთქა უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის საზღვარზე

რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე რუსეთმა გზა ააფეთქა. „სამი დის“ ძეგლთან მომხდარი აფეთქების ვიდეო დღეს, 31 მაისს, რუსულმა პრო-სამხედრო ტელეგრამამ არხებმა გამოაქვეყნეს. რუსი პროსახელისუფლებო ბლოგერები აფეთქების მიზეზად უკრაინის ტანკებისთვის გზის შეზღუდვას ასახელებენ. ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ დაადასტურა. „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ კომენტარში მან დააკონკრეტა, რომ გზა ააფეთქეს 30 მაისს. მისი თქმით, რუსეთმა …

რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას – ბრიტანეთის დაზვერვა

2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას და უმეტესად რეაგირებს უკრაინის ქმედებებზე, საკუთარი სამხედრო მიზნებისკენ სვლის ნაცვლად – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა წერს დღეს, 31 მაისს, ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში. ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ შექმნან სარეზერვო ძალები და განათავსონ ისინი იქ, სადაც, მათი აზრით, უკრაინის კონტრშეტევა …

როგორია პირველადი დახმარება ალკოჰოლით მოწამვლის დროს | ინტერვიუ ექიმთან

სტატისტიკის თანახმად საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების დონე საკმაოდ მაღალია, ქვეყანაში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. STEPS – ის ბოლო კვლევის თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი), მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი კი 18.3 პროცენტია. ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ანუ მოწამვლას, მძიმე ინტოქსიკაციის დროს კი შეიძლება განვითარდეს კომა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 207 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470] ტანკი – 3 802 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 7 472 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 3 460 ერთეული [+15] MLRS – 575 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკების მონტაჟის ფასს ადგენს

„სიყვარული მძიმეა“ – ამ ქანდაკების დადგმის პროცედურა „მძიმე“ აღმოჩნდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისთვის, რომელსაც დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა. მაშინ ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქანდაკების დადგმაზე გრძელდებოდა მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით წავიდოდნენ – კონკურსის თუ ტენდერის, ჯერ მიღებული არ იყო. როგორც ჩანს, …

მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა – ბიუჯეტის შესრულება I კვარტალში

2023 წლის პირველ კვარტალში, დაზუსტებული გეგმის მიხედვით, აჭარის მთავრობა შემოსავლების სახით 100 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავდა, შესრულებამ 19 მილიონით მეტი შეადგინა,  შემოსულობები ისევ გადაჭარბებით შესრულდა, რასაც ვერ ვიტყვით ხარჯვით ნაწილზე. ამ შემთხვევაშიც, როგორც ხშირად, ათვისების პრობლემა გვაქვს. ეს უმეტესწილად იმას ნიშნავს, რომ საქმე შეფერხდა. შეფერხების პროცესი, შედეგის დაგვიანებას ან საერთოდ ვერ შესრულებას, შესაბამისად დიდი ოდენობით …

რა დადგინდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე – 2 წლის შემდეგ

რა გაირკვა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა დღეს, 30 მაისს, დაუსვა ბათუმის მერიას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს და კომპანიას, რომელმაც 9 კორპუსი შუა ქალაქში უკანონოდ ააშენა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი ვერ გვიპასუხეს, რის გამო არ განიხილა ამ დრომდე და თითქმის ორი წლის …

ივლისიდან ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვა იკრძალება, მას მხოლოდ ძეგლებზე გამოიყენებენ

2023 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში იკრძალება იმ ლაქ-საღებავების შემოტანა-რეალიზაცია, რომლებშიც ტყვიის შემცველობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს აჭარბებს. იკრძალება საღებავის შემოტანა, რომელიც ტყვიას შეიცავს – 2023 წლიდან ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი თვით ადრე კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის ისეთი საღებავების მიწოდება, რომლებშიც ტყვიის შემცველობა დაშვებულ ნორმაზე მეტია, …

როგორი ავტომობილი ჩაითვლება კლასიკურად – ახალი კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ბოლო ცვლილებით, „კლასიკური ავტომობილი“ განისაზღვრა. ამ ცვლილების მიხედვით, კლასიკურად ჩაითვლება ავტომობილი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული. კლასიკური ავტომობილების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები კი, საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდება. კანონში შესული ცვლილებით: „კლასიკური ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ …

შემოუერთდი ბრიტანულ საზაფხულო სკოლას – დარჩენილია 5 ადგილი

ბრიტანული საზაფხულო სკოლა იწვევს მსურველებს საინტერესო, შემეცნებითად დატვირთული და სახალისო უქმეების გასატარებლად. ბრიტანული საზაფხულო სკოლის დღეები გაწერილია და მორგებულია ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, კოლაბორაცია, კრეატიულობა, კომუნიკაცია და სხვა. პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ბრიტანელი ან/და ამერიკელი მასწავლებლები კვირის დღეებში მოსწავლეებს ჩაუტარებენ საინტერესო  სემინარებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ლიტერატურა, მეცნიერება, შერლოკ ჰოლმსის …

მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

ფოტოგრაფი ნანუკა ავალიანი „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მესაზღვრე ტურისტებს დამამცირებლად მოექცა და კარვის მიმართულებითაც გაისროლა. „ლაშქრობაზე ვიყავით 27-28 მაისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, აქ რეინჯერებიც არიან და მესაზღვრეებიც. ვფიქრობდი, რომ ყველაზე დაცულად უნდა ვყოფილიყავით. რეალურად კი ისეთი ადამიანებისგან შეიქმნა საფრთხე, ახლაც შოკში ვარ“- გვითხრა მან. „კარვებში ვიყავით, როცა …

სამინისტრო დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ აქვეყნებს – გასულია 2 თვე

განათლების სამინისტროს  ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. გასაუბრება დირექტორობის კანდიდატებთან 20 მარტს დაიწყო  და  თითქმის ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა შედეგები ცნობილი არ არის. სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები 22 იანვარს ჩატარდა. ტესტირებაზე რეგისტრაცია  დირექტორობის  3 205-მა მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. ნახევარზე მეტმა აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მაისის 21 საათიდან 31 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით – უმეტესად უნალექოდ, ხვალ, დღისით კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 207 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +410] ტანკი – 3 802 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 7 469 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 3 445 ერთეული [+10] MLRS – 575 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს ბოტოქსით – ექიმის რჩევები

ქრონიკული შაკიკი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობაა. პათოლოგია ხასიათდება თავის ტკივილის მწვავე, ეპიზოდური, პერიოდული, პულსირებადი პაროქსიზმული შეტევებით, რაც ასოცირებულია ღებინებასთან, ფონო და ფოტოფობიასთან [ხმისა და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა], ძილის ძლიერ მოთხოვნილებასთან. შაკიკი იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და დასახელებულია უუნარობის მეორე წამყვან მიზეზად მსოფლიოში. ტიპური შაკიკის შეტევები გრძელდება 4-72 საათის განმავლობაში. შაკიკის მკურნალობა ძირითადად მოიცავს არაფარმაკოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ …

„მატარებელი როცა ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ დაემარხათ ახლობლები“ – რეპრესიები

ქურთები აჭარაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. მომთაბარე ცხოვრების წესის მიმდევარი ქურთები ზაფხულობით არდაჰანისა და ყარსის მხრიდან საძოვრებზე ერეკებოდნენ პირუტყვს აჭარის მიმართულებით. ისმაილ შამოღლი ახალსოფელში მცხოვრები ქურთია. ის სტალინური რეპრესიების პერიოდში გადასახლებაში, ყირგიზეთში დაიბადა 1953 წელს. მისი ოჯახი 1944 წელს გადაასახლეს. ისმაილ იხსენებს მამის მოყოლილ ამბებს და პირადი გამოცდილებების შესახებაც გვიყვება: „ქურთები ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. ზაფხულობით …

ვინ დააჯილდოვეს ვენაში ფესტივალზე, სადაც „ბათუმელებიც“ იყო წარდგენილი

25-26 მაისს ვენაში გაიმართა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) 2023 წლის მსოფლიო კონგრესი და მედიაინოვაციის ფესტივალი. ღონისძიების ძირითადი თემა იყო – „ახალი საზღვრები: პრესის თავისუფლება და მედია ინოვაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. კონგრესსა და ფესტივალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ესწრებოდნენ რედაქტორები, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და მედიის სფეროში მომუშავე დონორი თუ საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში 30 სესია, …

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებაა დაგეგმილი

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის აშენებას გეგმავს, რისთვისაც პირველ რიგში პროექტს შეისყიდის. პროექტირების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, აეროპორტების გაერთიანება ბაზრის კვლევას ატარებს. უნდა დაპროექტდეს როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. „ყველაფერი დამოკიდებულია პროექტირებაზე, თუმცა ქუთაისის აეროპორტში 2 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება. როცა ახალი აშენდება, არსებული ზოლი შეიძლება სათადარიგოდ გამოვიყენოთ. ეს დეტალები …

საკონსტიტუციო არ განიხილავს სარჩელს C ჰეპატიტის მკურნალობაზე – რას ითხოვდა მოსარჩელე

„კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში სარჩელის შესახებ, რომელიც C ჰეპატიტით მკურნალობას უკავშირდება იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი საქართველოშია, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის. ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის ოქტომბერში მიმართ და მისი დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გადაწყვიტა, რომ …

„ზაფხული იწყება აქ“ – 3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება

შაბათს, 3 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურისტული სეზონის გახსნა 3-4 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ აღინიშნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალი უცვლელი სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. „ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან საღამოს 4 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის …

„რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა“ – დღისით თავდასხმა კიევზე

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია წერს, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინაზე თავდასხმის ტაქტიკა და ახლა უკვე დღისითაც ახორციელებს სარაკეტო შეტევებს. „ღამის თავდასხმიდან სულ რაღაც 6 საათის შემდეგ აგრესორმა ქვეყანამ კვლავ განახორციელა სარაკეტო შეტევა კიევზე. ადრე მტერი იყენებდა ბალისტიკურ იარაღს. თვის დასაწყისიდან ეს უკვე მე-16 თავდასხმა იყო დედაქალაქზე. მტერმა ტაქტიკა შეცვალა – ხანგრძლივი ღამის თავდასხმების შემდეგ, დღისით მშვიდ ქალაქს …

„ევამიანი“ – სასკოლო დასის სპექტაკლი ქალთა ძალადობაზე ბათუმის თეატრის მცირე სცენაზე

ბათუმში, დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, 30 და 31 მაისს, 18:40 საათზე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თეატრალური დასი „სარკე“ საქველმოქმედო სპექტაკლს წარმოადგენს. სპექტაკლი, სახელწოდებით -„ევამიანი“ ასახავს ქალთა ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. „სპექტაკლის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას ეძლევა საშუალება, გაანალიზოს ის სიტუაციები, რომლებშიც ძალადობის მსხვერპლნი ხვდებიან და აღიქვან ის შესაძლებლობები, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს. პროექტი კონცენტრირებულია ქალთა ძალის წარმოჩენაზე, 5 …

ბახმუტში „ვაგნერი“ ერთგვარ ხაფანგშია – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებისა და აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაყვანა და მათი ჩანაცვლება რუსული არმიის ნაწილებით ჭიანურდება. „სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. მოწინააღმდე, „ვაგნერი“ ბახმუტშია, მაგრამ ის რეალურად არის ერთგვარ თაგვის ხაფანგში. ახლა პრიგოჟინი ცდილობს, თავისი შენაერთების გაყვანას და ჯარის ნაწილების განთავსებას. ეს პროცესი იწელება. ის სხვადასხვა განცხადებას აკეთებს. …

ცოტა რამ ქურთულ სიმღერებზე | playlist

პირველად ქურთი ხალხის ბრძოლაზე 2019 წელს გავიგე, ცოტა ხნით ადრე სანამ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქებში ვითარება უკიდურესად გამწვავდებოდა. მაშინ ამ ამბებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია და მას შემდეგ ვცდილობ უფრო მეტის გაგებას ქურთებზე, მათ კულტურასა და ისტორიაზე. თუმცა იმის გამო, რომ მათი ენა არ მესმის, ჩემთვის ამ გზაზე ყველაზე უნივერსალურ წყაროდ თავდაპირველად მუსიკა იქცა. …

ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირე და დიდ ქალაქებში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც შიდა საქალაქო გადაზიდვებს ემსახურებიან, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ დღეს, 29 მაისს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ცვლილება შევა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში შიდა სამგზავრო გადაყვანების მოქცევას სანებართვო სისტემაში. „პროექტის მიხედვით, იქნება კონკრეტული მოთხოვნები ავტოსადგურების მიმართ და ამის მიხედვით 3 ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება, …

31 მაისს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 31 მაისის 02:00 საათიდან ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება. გაზი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე: სარფი, ა. პირველწოდებულის გზატკეცილი, აფსაროსის გზატკეცილი, მატათა მოციქულის, სვიმონ კანანელის, პეტრე იბერის, იოანე ლაზის, კახაბრის, ნუცუბიძის, შარაშიძის, ჩოხელის, ნაჭყებიას, კვინიტაძის, ფრ. ხალვაშის 42-დან 180-მდე. გაზის მიწოდება დაიწყება 31 მაისს 10:00 სთ-დან და სრულად აღდგება 31 მაისის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 207 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430] ტანკი – 3 801 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 467 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 3 435 ერთეული [+10] MLRS – 575 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

რამდენი ძველი ნებართვაა გადანახული და როგორ შეცვლიან ისინი ბათუმს

„სასამართლოში გვიჩივლებს და მოგვიგებს“, – ეს არის და იყო გასულ წლებში მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ ცვლიან ბათუმის მერები ურბანულ პოლიტიკას არამხოლოდ ადრე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, არამედ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტებზეც კი. როგორც თავად გვიხსნიდნენ, მაგალითად, ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებები მეტწილად მისი წინამორბედის – გიორგი ერმაკოვის დაწყებულის გაგრძელება იყო. არჩილ ჩიქოვანი კი …

Exit mobile version