დღეს, 16 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
- დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
- აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
- ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
- 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
- ორსულები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
- ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
- სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, შეძენილია 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. აჭარაში ეს დაწესებულებებია:
- სს ევექსის კლინიკები, ბათუმის პოლიკლინიკა (ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის 20);
- შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი (ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი მე-7 შესახვევი N3);
- სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი“(ბათუმი, პ.მელიქიშვილის 102 ბ);
- შპს ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა (ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2);
- შპს „იუნიქი“ (ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის 62);
- შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ (ბათუმი, კახაბრის 36);
- შპს „ფარმალია“ (ბათუმი, ექვთიმე თაყაიშვილის 105, კომერციული ფართი N2);
- შპს აკ. ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი (ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა);
- შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“ (ბათუმი, ნ.ბარათაშვილის 33);
- შპს „ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ბათუმი, ტბეთის ქ.4);
- შპს ქ.ბათუმის N4 პოლიკლინიკა (ბათუმი, გ.ტაბიძის ქ.2);
- შპს მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა (ბათუმი, თამარ მეფის მესამე შესახვევი N17);
- ევექსის კლინიკები ქედის კლინიკა (დაბა ქედა, რუსთაველის ქ 14);
- ევექსის კლინიკები ჩაქვის პოლიკლინიკა (ჩაქვი, თამარ მეფის ქ.40);
- სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი (ქობულეთი, თბილისის ქ.31);
- სს ვიანი ქობულეთის ჰოსპიტალი (მემედ აბაშიძის 18-ის მიმდებარედ);
- ევექსის კლინიკები შუახევის კლინიკა (დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.32);
- ევექსის კლინიკები ხულოს კლინიკა (დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ 1).