შშმ პირთათვის საჭირო სერვისების გამოფენა ბათუმში

დღეს, 28 მაისს, ბათუმში „მხარდამჭერი მომსახურებების ინტერაქციული გამოფენა“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის სერვისი, რომელიც აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად ხორციელდება. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ „მაკ ჯორჯია“ და „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“. ელენე ბერაძემ, ღონისძიების ორგანიზატორმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება, თუ რა სერვისები არსებობს ქვეყანაში შშმ პირებისთვის. „ჩვენი ორგანიზაცია …

ავარია ხელვაჩაურის შემოვლით გზაზე – არიან დაშავებულები

ხელვაჩაურში, ჭოროხის შემოვლით გზაზე, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომოვილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. თვითმხილველთა თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკებში გადაიყვანა. შსს-ს თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა. ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები – პატრული და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ავარიის გამო დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა ჭოროხის შემოვლით გზაზე. ჭოროხის შემოვლითი გზით სარგებლობა მოქალაქეებმა …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მაისის 21 საათიდან 29 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 206 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 3 797 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 456 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 3 425 ერთეული [+11] MLRS – 574 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

„მგონია, რომ თავხედი მოსწავლე არ არსებობს“ – მასწავლებელი სკოლაში კონფლიქტებზე

„ჩვენ ვინ დაგვიცავს თავხედი მოსწავლისგან?!“, „ყველა უფლება ჩამოგვართვეს“, „მოსწავლის დასჯის ყველანაირი რესურსი შეუზღუდეს მასწავლებელს“ – ასეთი ფრაზებით გამოეხმაურნენ პედაგოგები სოციალურ ქსელში სტატიას, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებლისა და მოსწავლის კონფლიქტს ეხებოდა. რატომ ითხოვენ მასწავლებლები მოსწავლის დასჯის უფლებას და არიან თუ არა ისინი რეალურად დაუცველი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის ათეულში მყოფ …

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს, 15 წლამდე ბავშვს დაეჯახა

დღეს, 27 მაისს, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ავტოავარია მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა 15 წლამდე ბავშვს დაეჯახა. ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაგვიდასტურეს. აქ გვითხრეს, რომ მოზარდი ტრავმული დაზიანებებით გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გადაყვანისას ბავშვი კონტაქტური იყო.  

„სკოლაში ჩემი როლი დავინახე“ – ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართულის მასწავლებელი ალგეთიდან

31 წლის აიშან გიზბასოვაზა მარნეულის სოფელ ალგეთის სკოლაში ქართულ ენის ასწავლის. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა და მისი თქმით, ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა. ბაკალავრიატზე სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს, რომ მშობლიურ სოფელში, როგორც დამხმარე მასწავლებელი ისე დაბრუნებული. აიშანი შეთავაზებას 2 წლით დასთანხმდა, რადგან პროგრამა მისი სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებდა მაგისტრატურაზე და გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონდა. …

რუსეთს ბახმუტში „ვაგნერის“ გარეშე შესაძლოა გაუჭირდეს – ანალიტიკოსები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 27 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ძალებმა, სავარაუდოდ, ბახმუტის გარშემო მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან გასვლა დაიწყეს. 25 მაისს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ძალების გაყვანა დაიწყო და პოზიციების გადაცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის 1 ივნისამდე გაგრძელდება. ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის …

„ყველაფრის დაბრუნების დროა“ – ზალუჟნი პატრიოტულ ვიდეორგოლს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა ვიდეო უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც ითხოვენ „გადამწყვეტი შეტევის დალოცვას“. „მოვიდა საკუთარის უკან დაბრუნების დრო“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა აღნიშნული ვიდეორგოლი ზალუჟნიმ ტელეგრამზე. ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია, რომ ავტორები შთაგონებული იყვნენ უკრაინელი ნაციონალისტის ლოცვით, რომელიც ოსიპ მაშჩაკმა 1920-იან წლებში დაწერა, მაგრამ ტექსტი განსხვავებულია. „დაე, ჩემი ხელი მტკიცე იყოს, მტრების მოსაკლავად! დაე, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 206 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480] ტანკი – 3 794 ერთეული ჯავშანტექნიკა – 7 449 ერთეული საარტილერიო სისტემა – 3 414 ერთეული MLRS – 574 ერთეული საზენიტო საბრძოლო სისტემა – 329 ერთეული …

რას ამბობდა პატრიარქი კირიონი 105 წლის წინ, როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – ინტერვიუ

„გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!“ – 105 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, პატრიარქ კირიონ მეორის ფრაზა ახსენდება თეოლოგ შოთა კინწურაშვილს, როცა მას საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვესაუბრეთ. რატომ ხდება ეს დღეს: ეკლესია ეროვნული იდენტობის დამცველად წარმოაჩენს თავს, ამ დროს კი, ცდილობს დაგვაახლოოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხესთან – რუსეთთან? თეოლოგი პირველ რესპუბლიკას იხსენებს …

ნაღმის ნამსხვრევი გულთან მომხვდა: ბუდანოვმა მძიმედ დაჭრაზე პირველად ისაუბრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა პირველად ისაუბრა დონბასში მიყენებულ მძიმე ჭრილობაზე. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონბასში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ „ცხოვრება შეიძლება“. როგორც კირილ ბუდანოვმა NV-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მან სამი ჭრილობა მიიღო დონბასში სპეცოპერაციის დროს. ერთ-ერთი მძიმე იყო – ნაღმის ნამსხვრევი გულთან ახლოს მოხვდა. „მისი სხეულიდან ამოღება არ შეიძლება, საშიშია. ასევე დაზიანებული …

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას, ისინიც აჩერებენ მანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე. ამ თემაზე: მუნიციპალურის თანამშრომლებმა მანქანა ტროტუარზე ჩააყენეს და სალონის შესამოწმებლად შევიდნენ ერთი მხრივ მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც …

ქობულეთში 20 წლის კაცი მოკლეს და ტყის პირას დამარხეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. როგორც პოლიცია ამბობს, მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა.  მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად …

კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას სპორტდარბაზში ყოფნის გამო არ ესწრება – „ფორმულა“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას არ ესწრება, იგი სპორტდარბაზში ვარჯიშობს – ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ მოკლე ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს. „ბატონო ირაკლი, მთავრობის ღონისძიებას რატომ არ ესწრებით? არ გსურთ დასწრება?“ – ისმის ვიდეოჩანაწერში ჟურნალისტის შეკითხვა, რასაც კობახიძე ხელის აქნევით პასუხობს. გუშინ, 25 მაისს, ირაკლი კობახიძემ …

ბოდიშს ვუხდი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს – სალომე ზურაბიშვილი

დღეს, 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ქართველი გმირების – გიგა ოთხოზორიასა და გიორგი ანწუხელიძის ოჯახებს ბოდიში მოუხადა. „ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა“ – …

„გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ იტაცებს?“ – პრეზიდენტი

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთის ფაქტორსა და ხელისუფლების საგარეო კურსს. „ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე, გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? …

შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება მოქალაქეების ღირსებაზე არ ფიქრობს – ზურაბიშვილი

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია იმართება თბილისში. ახალწვეულთა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული ოჯახის წევრების შემოსვლის გამო. „გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 205 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460] ტანკი – 3 796 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 7 435 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 3 384 ერთეული [+25] MLRS – 570 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ხანძარი ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში

25 მაისს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში, თვითმხილველების თქმით, მე-16 სართულზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამჟამად [12:00 სთ] ხანძრის კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა სართულები დაკვამლიანებულია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილზე ამბობენ, ბინა უცხოელ სტუდენტებს აქვთ ნაქირავები, რომლებიც სახლში არ იმყოფებოდნენ. კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის [12:23 …

„ოცნებამ“ გადაწყვიტა ყველა ხიდის ჩანგრევა – არმაზ ახვლედიანი ევროკავშირის დროშებზე

წელს, თბილისსა და ბათუმში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მორთული საჯარო სივრცეებიდან გაქრა ევროკავშირის დროშა, რომელიც ყოველთვის, მათ შორის 26 მაისს, ქართული სახელმწიფო დროშის გვერდით იყო აღმართული, ქართული სახელმწიფოს ევროპული მისწრაფებების ნიშნად. რისი მანიშნებელია ევროკავშირის დროშების მიჩქმალვა, მაშინ როცა წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხს ელოდება ევროკავშირისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. …

იუსუფელთან მდებარე ჭელის ქართული ეკლესია წყლით დაფარვამდე | ფოტო

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, პატარა ქალაქი იუსუფელი და ირგვლივ მდებარე სოფლები, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქრება – დასახლება წყლით იფარება. მიზეზი თურქეთის უდიდეს კაშხალი, „იუსუფელია“. წყლის ქვეშ ექცევა აქ მდებარე ძეგლების ნაწილიც, ისტორიული ქართული სოფლები და ორი ქართული, მცირე დარბაზული ეკლესია. წყლით იფარება ჭელის ეკლესია, რომელშიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძველი მოხატულობის კვალი. ეს ფოტოები …

რა შეცვალა ოპოზიციამ თურქეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ – ინტერვიუ

„სირიელი ლტოლვილები“ – თურქოლოგ ქამრან ოსმანლის დაკვირვებით თურქეთის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი ქილიჩდაროღლუ ამ თემაზე საუბრით ცდილობს გამარჯვებას, ერდოღანის სტრატეგია კი უცვლელია. კვირას, 28 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 49.52%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს — 44.88%-მა. რა გზავნილები გააქტიურდა თურქეთში არჩევნების მეორე ტურში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე …

მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მდინარე მაჭახელას რკინის ხიდსა და სოფელ რიყეთის საგზაოს სახლს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2023 წლის 24 მაისიდან ამოქმედდა. ბრძანების მიხედვით: მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი – მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაჭახლისპირი; სახეობა: საინჟინრო; თარიღი: XIX საუკუნის დასაწყისი სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი – მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტი, სოფელი …

26 მაისს ბათუმში „ლელო“ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობას გეგმავს

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარტია „ლელო“ მსვლელობას გეგმავს. პარტიის განცხადებით, მსვლელობა 15:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყება და მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით გაგრძელდება ევროპის მოედნისკენ. „შევიკრიბოთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში, კოლონადებთან და მოვაწყოთ მსვლელობა ევროპის მოედნისკენ – ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი! საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ …

პრიგოჟინი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „ვაგნერი“ ტოვებს ბახმუტს

რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამზე წერს. „ბახმუტიდან გაგვყავს შენაერთები… 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა მხარეს, ზურგში გადაინაცვლებს. სამხედროებს გადავცემთ პოზიციებს: საბრძოლო მასალას, პოზიციებს – ყველაფერს, მათ შორის, მშრალ რაციონს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ თუ რუს სამხედროებს გაუჭირდებათ, მაშინ „ვაგნერი“ აქ დატოვებს …

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი

აჭარაში აგროსერვისცენტრები ამჯერად ისევ ცალ-ცალკე, ოღონდ ფასდაკლებით იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 691 ათასი ლარითაა შემცირებული. ქონების გასხვისებაზე პირობებიანი აუქციონი რამდენჯერმე გამოაცხადეს, თუმცა ქონება არც ერთ ლოტად გაიყიდა და არც ცალ-ცალკე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი აუქციონები ამჯერად ფასდაკლებით და ფაქტობრივად იმავე პირობებით გამოაცხადა. პირობების სანახავად გადადით ამ ბმულზე. ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 …

როგორ აღნიშნავს ბათუმი 26 მაისს – ევროკავშირის დროშა არც აქ გამოფინეს

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, თუმცა ბათუმში ეროვნული სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად იგრძნობა. სახელმწიფო დროშები, როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, მხოლოდ რამდენიმე წრიულზეა განთავსებული, ასევე მემედ აბაშიძის, რუსთაველის და ბაქოს ქუჩების განათებებზე იგეგმება დღეს პატარა დროშების დამაგრება,  დიდი დროშების გამოფენა გათვალისწინებული არ არის. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ბათუმში 26 მაისს, ნაშუადღევს, 14:00 საათზე დაიწყება ადგილობრივი მეწარმეების …

უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო რამდენიმე დღის წინ. „კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ეს ინტენსიური ომია 1500 კილომეტრზე საზღვრის გასწვრივ, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ …

ახალი ხიდი ჭოროხზე და 7,6 კმ სიგრძის გვირაბი სარფამდე – ავტობანის პროექტი

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ახალი გზის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის აშენება ჭოროხზე, ასევე, გვირაბის მშენებლობა, რომლის სავარაუდო სიგრძე  7,6 კილომეტრი იქნება. მდინარე ჭოროხიდან [„გონიოს ხიდიდან“] თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე [სარფის გამშვებ პუნქტამდე] პირდაპირი მანძილი დაახლოებით 9,2 კილომეტრია. გამოდის, რომ ახალი გზა – მდინარე ჭოროხიდან სარფის გამსვლელ პუნქტამდე მონაკვეთში ძირითადად გვირაბში გაივლის. „დასრულდა E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის …

ხელვაჩაურში დღეს წყლის მიწოდება შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 25 მაისს, 00:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 205 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500] ტანკი – 3 795 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 432 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 3 359 ერთეული [+20] MLRS – 570 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

აჭარის სამინისტრო ახალშენში 4 ოჯახის გამოსახლების პირობით ქვის მოპოვების ლიცენზიას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, დამატებითი პირობებით, აუქციონზე ყიდის. აუქციონში გამარჯვებულს უფლება ექნება შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით 219 564 კუბური მეტრი ფლეთილი ქვა [„ტუფობრექჩია“] მოიპოვოს 5 წლის განმავლობაში. თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელს დამატებითი პირობების შესრულებაც მოუწევს. კონკრეტულად: ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან წიაღისეულის …

რატომ არის 26 მაისს სახელმწიფო დროშების გამოფენა მნიშვნელოვანი

26 მაისი საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ამ დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა საუბრობს იმაზე, თუ რა გზა, რა გამოწვევები გადალახა საქართველომ, როგორც ქვეყანამ იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო რუსული, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან და საბოლოოდ მოეპოვებინა ის თავისუფლება, რომელიც მას არსებობის მანძილზე გააჩნდა. სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტებია დროშა, გერბი და ჰიმნი, რომელიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში …

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [VIDEO]

„როდის დაიწყო და მე-19 საუკუნეში“, „ერთ არჩევნებზე დაიწყო და მეორეზე დასრულდება“, „საცობიი? – უუუფ რა ვიცი“, „ახალ მანქანას მიყიდით?“ – ასეთი რეაქცია აქვთ მძღოლებს, ხელვაჩაურის გზის რეაბილიტაციის პროცესზე კითხვების მოსმენისას. ხელვაჩაურის გზაზე მძღოლებთან გასაუბრების შემდეგ მიხვდებით, რომ აქ გზის რეაბილიტაციის პროცესს უკვე სარკასტულ-იუმორისტულ ჟანრში განიხილავენ. „გაბრაზების“ ეტაპს უკვე ჩაუვლია: „ლაპარაკით რა იქნება ვითომ“. იმავეს ვერ …

რა სჭირდება მოხალისეობის ხელშეწყობას – ფორუმი ბათუმში

19 მაისს ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ და მათთვის სასურველი პროგრამის პოვნას შეეცადნენ. 16 ორგანიზაციას ფორუმზე საკუთარი სტენდი ჰქონდა, სადაც მისულ ახალგაზრდებს მოხალისეობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდნენ. ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ფორმალური და მოხალისეობრივი პროგრამების განვითარება, სახელმწიფო დონეზე მოხალისეობის აღიარება და აღრიცხვა, სახელმწიფოს მხრიდან …

Exit mobile version