რუსეთი მაისში 300 დრონით დაესხა თავს უკრაინას – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 5 ივნისს, ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ 2023 წლის მაისში რუსეთი უკრაინას 300-ზე მეტი ირანული „შაჰედით“ დაესხა თავს. დაზვერვის ცნობით, ამ იარაღის სისტემის ყველაზე ინტენსიური გამოყენებაა დღემდე. დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი ასეთი ინტენსიური თავდასხმების სერიით ცდილობს უკრაინამ გახარჯოს ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი. ამავე დროს, ბრიტანული დაზვერვა ნაკლებად სავარაუდოდ …

მიმტანის ცემის ფაქტზე ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავეს

ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, პოლიციამ ძალადობის მუხლით დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება გუშინ, 4 ივნისს, დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. 3 ივნისს ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ გუშინ მოაწოდა. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ რესტორნის თანამშრომელმა მოაწოდა, ჩანს, თუ როგორ კრავს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 210 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +410] ტანკი – 3 848 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 7 523 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 3 567 ერთეული [+12] MLRS – 584 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმში არასწორი პარკირებისთვის რამდენი დააჯარიმეს უცნობია – საფასურს კი, ისევ ვერ იხდიან

უცნობია რამდენი მძღოლი დააჯარიმეს არასწორი პარკირებისთვის ბათუმში 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში. მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ ჯარიმების სტატისტიკის დათვლა პროგრამულად ვერ ხერხდება, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვეა სერვერია დაზიანებული. შესაბამისად, აღარ ქვეყნდება დაჯარიმებულთა სტატისტიკაც. აღნიშნული სერვერის დაზიანების გამო, ბათუმში პარკირებისთვის დაწესებული საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ინსპექციაში აცხადებენ, რომ მათ, ვინც პარკირების საფასურის გადახდას ვერ ახერხებს, …

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირი – გზის ჩაკეტვის მორიგი ვადაც ამოიწურა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში მთლიანად გადაკეტილია, ჯერ 22 მაისს უნდა გახსნილიყო, შემდეგ 5 ივნისი დაასახელეს, თუმცა გამზირზე მოძრაობა სრულად ივნისის შუა რიცხვებამდე თუ ვერა, შესაძლოა ივლისამდე არ განახლდეს. მეტიც, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბოლო ცვლილებით, 31 მაისს უნდა დასრულებულიყო. ამ …

რატომ აკერებენ ასფალტს ახალდაგებულ გზაზე, რაშიც 8,8 მილიონია გადახდილი

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე იმ მონაკვეთში, რომლის შეკეთებაც 2022 წლის ბოლოს დასრულდა, ასფალტს აკერებენ. სამუშაოები ამჟამად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს – სოფელ ერგედან [ე.წ. მახოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან], სოფელ დოლოგნამდე მონაკვეთში. დაახლოებით 13 კილომეტრი გზის შესაკეთებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებულ შპს „სამკუთხედისთვის“ ჯამში 8,8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ამაში შედის ის მონაკვეთიც, რომელსაც ახლა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივნისის 21 საათიდან 5 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 209 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470] ტანკი – 3 837 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 7 512 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 3 555 ერთეული [+22] MLRS – 583 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმში ენმ-ს წევრი მირდატ ქამადაძე დააკავეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ენმ-წევრი მირდატ ქამადაძე დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ წევრია. „შენი ხმის ინტონაცია არ მოგვწონსო – უთხრეს მირდატს და ამის გამო დააკავეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე. დღეს, მირტად ქამადაძის და ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდე პოლიციამ კიდევ ოთხი ახალგაზრდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა. დაკავების …

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და თაზო მახარაძე. აქედან გიორგი დუმბაძე და ლუკა ნაცვლიშვილი არასრულწლოვანები არიან. როგორც  ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლიციამ ახალგაზრდებს წაართვა პლაკატები, რომელზეც ეწერა „ირაყლი“, შემდეგ კი დააკავა. ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი დუმბაძის მამას, ნოდარ დუმბაძესაც, რომელიც ამბობს, რომ ამ …

„თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი [VIDEO]

„მე აქ თამბაქო თუ ვერ მოვიყვანე, თოხი უნდა დავდო, თოხსაც მართმევენ, ასე გამოდის,“ – ახალდარგული თამბაქოს ნერგების მწკრივებს შორის დადის როლანდ მიქელაძე და ისე გვიყვება, რატომ მოუწიათ აჭარის მთაში ტრადიციად ქცეულ მეთამბაქოეობაზე უარის თქმა. ნენიას თუთუნს დღემდე აქვს სახელი, თუმცა შუახევის სოფელ ნენიაში თამბაქოს ხსენება გლეხებში უკვე გაღიზიანებას იწვევს. „აღარ დამირგავს ორი წელია“, – გვპასუხობენ …

როგორ უნდა მოექცეს ხალხი კრემლის ენით მოლაპარაკე ხელისუფლებას? – ინტერვიუ

რაც დრო გადის, ხელისუფლების რიტორიკა დამაზიანებელი ხდება როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპელი ლიდერები უკვე ღიად აღნიშნავენ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისე ლაპარაკობს, როგორც პუტინი და ის კრემლის პროპაგანდისტად იქცა. რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას ამ პროცესის შესაჩერებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ყოფილ მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ბატონო დავით, …

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს 3 ივნისს, ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის სლოგანი – „ზაფხული იწყება აქ“, წელსაც უცვლელია. ღონისძიებები ძირითადად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 16:00 საათიდან დაიწყო ქართველი შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებაზე დაუკრავენ DJ-ები და ბენდები. წელს, სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 330 ათას 364 ლარი დაიხარჯება. გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე 162 ათასი ლარია გათვალისწინებული. ღონისძიებისთვის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 209 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560] ტანკი – 3 829 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 7 502 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 3 533 ერთეული [+32] MLRS – 582 ერთეული [+7] საზენიტო საბრძოლო …

აპირებენ უკრაინას 50 ცალი F-16 გადასცენ, ეს 3 ესკადრილია და დიდი ძალაა – ინტერვიუ

„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პრიგოჟინის უკან პუტინის ჩრდილია. სხვაგვარად ამდენს არ გააბედვინებდნენ მას. არ არის გამორიცხული, პრიგოჟინის ამ ავყიობით წყალს უყენებენ შოიგუს და გერასიმოვს,“ – ეჭვი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ის „ვაგნერის“ დაპირისპირებას აკვირდება ჯერ შოიგუსთან, შემდეგ კი კადიროვთან. ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ შემოდგომის წვიმების დაწყებამდე უკრაინამ წარმატებული კონტრშეტევა უნდა შეძლოს რომელიმე …

ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე – გზა ბათუმიდან ხულოსკენ

რამდენიმე დღის წინ, ჩემი ამერიკელი მეგობარი ხულოში იყო. გულუბრყვილოდ მივწერე, მისი შთაბეჭდილებები მაინტერესებდა. ნეტა, რას ველოდი, რას მოვისმენდი – რომ ხულოს ბუნებამ აღაფრთოვანა?  საშინელი გზისგან დაქანცულიყო. ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი. მოკლედ მომიჭრა, გზაზე ჯაყჯაყისგან ვითიშებიო და დამემშვიდობა. მთელი ცხოვრება, ვიდრე სრულწლოვანი არ გავხდი, სოფლიდან და იალაღიდან ფეხი არსად გამიდგამს. ვუყურებდი, როგორ წვალობდნენ ჩემი მშობლები, მეზობლები, მთელი …

შაბათ საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

3 ივნისის საღამოს 10 საათიდან 4 ივნისის დილის 8 საათამდე, ბათუმში წყალმომარება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: კობალაძის ქუჩა ინასარიძის ქუჩა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ხახუტაიშვილის ქუჩა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ანგისის ქუჩა და ჩიხები გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა ნიჟარაძის ქუჩა კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოებია. დღეს, 2 ივნისს, ბათუმს შემოერთებულ …

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობელი: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა ხელს რუსეთს უწყობს

„მე არ მინდა რუსეთი. არც რუსი მინდა. თვითონაც იტყოდა ხოლმე – „დედიო, მფრინავ ჩიტს გავასწრებ, რუსის ტყვია როგორ დამეწევა და რას მიზამსო“. მაგრამ რუსის ტყვიას შეეწირა,“ – ასე იწყებს საკუთარ შვილზე საუბარს აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე. თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში მოკლეს. მისი დაღუპვა ოჯახმა რამდენიმე …

გოდრების 83 წლის ოსტატი სოფელ დანდალოდან

ქედაში გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დამდეგს თუ მოხვდებით, ათასნაირ სურნელით გაბრუებულს, ვარდებით მოქარგული ეზოებიდან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. ერთ-ერთ ასეთი ეზოდან შეგვიძღვა საკუთარ სახლსა და სახელოსნოში 83 წლის გივი მგელაძე, რომელიც ცოლთან ერთად ცხოვრობს, კალათებს ქსოვს და ბოსტანსაც უვლის. „დავიბადე 1941 წლის 10 იანვარს. დავამთავრე დანდალოს 8-წლიანი და შემდეგ გოგეშვილების საშუალო სკოლა, წარჩინებულად, მხოლოდ ერთი 4-იანი …

ვის არ გადაახდევინებს პირგასამტეხლოს აჭარის მთავრობა – ახალი წესი

აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების წესში ცვლილება შეიტანა. ეს წესი დამატებითი ვადების მიცემის პირობებსაც განსაზღვრავს. მთავრობა ამ წესის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, როცა ინვესტორი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ვადებს არღვევს, საინვესტიციო თანხას ვერ იხდის, არღვევს ინვესტიციის განხორციელების წინასწარ დადგენილ გრაფიკს და ითხოვს ვადის გაგრძელებას, ან პირგასამტეხლოს ჩამოწერას. დარღვევის შემთხვევაში მთავრობა კონტრაქტორს პირგასამტეხლოს …

თხილის სუბსიდიის თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა – თანხას 85 ათასი ფერმერი მიიღებს

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ შესული ახალი ცვლილებით, სუბსიდირებისთვის საჭირო თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული პროგრამა 21 470 000 ლარის ნაცვლად, ჯამში 23 980 000 ლარით დაფინანსდება. სოფლის განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაფინანსების გაზრდა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც თხილის ფართობები და შესაბამისად პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა დაზუსტდა. „მეთხილე ფერმერები [0,2-დან 3 ჰექტრის ჩათვლით თხილის …

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი აჭარის მთავრობას უზენაეს სასამართლოში უჩივის.  ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლა. მანამდე ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე კრიტიკული პოზიცია გააჟღერა  ბულვარის გასწვრივ პლაჟზე 4500 კვ/მ ფართობის კონკრეტული სასტუმროსთვის მრავალწლიანი იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით. ორი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევასა და დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. საქმეში …

ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, საავტომობილო გზაზე, ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე [2 ივნისის მდგომარეობით], ავტოტრანსპორტი გზის ერთ სავალ ზოლში მოძრაობს. შესაბამისად, გადაადგილება ჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი არ არის. თვითმხილველის თქმით, „მეწყერი, როგორც ასეთი, არ ყოფილა და არც დიდი მასა ჩამოწოლილა გზაზე, თუმცა ფერდის ჩამოშლით გზის სავალი ნაწილი დავიწროვდა და მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს ადგილი ადრე …

„კმარა ღრიალი. თქვი დრო, ადგილი და შევხვდეთ“ – კადიროველები პრიგოჟინის წინააღმდეგ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, კადიროვის გარემოცვის უახლოესმა წევრმა, ადამ დელიმხანოვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს მოუწოდა შეწყვიტოს „ყვირილი და ყბედობა“ და „დაასახელოს დრო და ადგილი“ შესახვედრად. დელიმხანოვმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ტელეგრამზე პირველ ივნისს. იგი ვიდეოში ამბობს, რომ ამ მიმართვით პრიგოჟინს ეხმაურება. იგი შენობით მიმართავს „ვაგნერის“ მფლობელს და მას „ბლოგერს“ უწოდებს. „ვნახე ევგენი პრიგოჟინის მიმართვა, რომელშიც …

სად რა ღონისძიება გაიმართება ხვალ ბათუმში – ზაფხულის სეზონი ფესტივალით იხსნება

ხვალ, შაბათს, 3 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურისტული სეზონის გახსნა 3-4 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ აღინიშნება. ფესტივალი უცვლელი სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ხვალ, 3 ივნისს, ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება: აქტივობები 12:00, 15:00, 16:00 საათზე – დრამ შოუ 12:00 – 18:00 საათზე – საბავშვო აქტივობები 12:00-20:00 საათზე …

რუსეთი მწვავე დილემის წინაშეა – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

დღეს, 2 ივნისს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ანგარიშში წერს, რომ პირველ ივნისს, დილიდან, პარტიზანული ჯგუფები ბოლო ათი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ბელგოროდის ოლქს რუსეთში. დაზვერვა წერს, რომ რუსეთის სამხედრო და შინაგან საქმეთა ძალებმა, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად და წარმატებულად შეძლეს ამ თავდასხმის შეკავება, ვიდრე წინა ჯერზე. „თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, რუსეთმა …

ხელვაჩაურში 35-წლამდე კაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 2 ივნისს, მოხდა. გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი. კაცის მკვლელობაში სავარაუდოდ ძმაა ბრალდებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10– 15 გრადუსი სითბო ზღვის …

წამყვანისა და მენტორის სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე რეგისტრაცია გადაიდო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის იანვრამდე გადავადდა. მინისტრის განცხადებით, რომელსაც განათლების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს, „ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც სამინისტროს საშუალებას მისცემს, სწორად გააანალიზოს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 208 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540] ტანკი – 3 819 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 7 490 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 3 501 ერთეული [+27] MLRS – 575 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video

თითქმის ყოველ დღე 25 გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბება წალკის ცენტრალურ მოედანზე. დღეს მათზე გიყვებით, გოგონების საფეხბურთო კლუბ „ეძანზე“. კლუბი 2021 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, თუმცა მისი ჩამოყალიბების იდეა კლუბის დამფუძნებლებსა და ამავდროულად მწვრთნელებს, გივი ფუტკარაძესა და ალექსანდრე შავაძეს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ. გივი და ალექსანდრე სპორტსკოლაში მუშაობდნენ ერთად, როცა წალკის შიდა ტურნირი ჩაატარეს ფეხბურთში. ტურნირზე გოგონებიც …

ავარიული სახლების სიაში ახალი მისამართები გაჩნდა – როგორ გრძელდება პროგრამა

ავარიული სახლების ჩამონათვალში ახალი მისამართები გაჩნდა, 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მერიამ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი სახლების მისამართები გამოაქვეყნა, ჩამონათვალში 139 სახლი იყო. ახლა ეს ნუსხა 173 შენობას მოიცავს. ავარიული შენობების ნუსხაშია ბათუმში, მელიქიშვილის #8-ში მდებარე #4 საჯარო ბაღიც. #4-ე საჯარო ბაღის შენობის მდგრადობის ექსპერტიზა 2023 წლის აპრილში, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს დაკვეთით ჩაატარეს. დასკვნის …

რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი – რას ამბობს ფერმერი

ქედის ცნობილი „ვარდისფერი პომიდორი“ ნელ-ნელა ქრება. ძველი, გემოვნური თვისებებით გამორჩეული პომიდვრის ჯიში, ახალმა, ჰიბრიდულმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს. რატომ ქრება ვარდისფერი პომიდორი ქედაში, ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ სოფელ ჯალაბაშვილებში ერთ-ერთ ფერმერს, ევგენი ცინცაძეს ესაუბრა. ევგენი ცინცაძის ოჯახში ვარდისფერი პომიდორი რამდენიმე თაობას მოჰყავდა. თუმცა დღეს, მის ბაღჩაში ვარდისფერი პომიდორი ერთ პატარა ნაკვეთზეა დარგული, სულ რამდენიმე ცალი და ისიც მხოლოდ …

ბათუმში 27 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ივნისის 21 საათიდან 2 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10– 15 გრადუსი სითბო ზღვის …

სად რა ღონისძიება გაიმართება დღეს, პირველ ივნისს, ბავშვებისთვის ბათუმში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში დაგეგმილია ღონისძიებები ბავშვებისთვის, ცენტრალურ პარკში და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „მთელი დღის განმავლობაში ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები, ჯამბაზები და მეკობრეები, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და თამაშები; ტერიტორია მოირთვება სადღესასწაულოდ, განლაგდება მულტფილმების გმირების სტენდები და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 208 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460] ტანკი – 3 804 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 478 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 3 474 ერთეული [+14] MLRS – 575 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

Exit mobile version