უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 289 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
- ტანკი – 4 979 ერთეული [+14]
- ჯავშანტექნიკა – 9 405 ერთეული [+20]
- საარტილერიო სისტემა – 6 936 ერთეული [+26]
- MLRS – 814 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 547 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 318 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 317 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 291 ერთეული [+11]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 533 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 293 ერთეული [+22]
- სპეცტექნიკა – 982 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 491 თვითმფრინავი
- 251 ვერტმფრენი
- 7 953 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 706 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 802 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 14 372 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რა ხდება ავდიივკასთან? – ISW წერს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას






