EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე, რუსეთთან ფრენებზე, გლობალური ომის პარტიაზე – ინტერვიუ

„ეს არის როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს,“ – გვითხრა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ის ეკონომიკურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, როცა რუსეთის იზოლაციაზეა საუბარი და იმაზეც, რომ საქართველო ევროკავშირისთვის „უახლოესი პარტნიორია“. „ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს, მაგრამ ველით, რომ არ იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით,“ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 212 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730] ტანკი – 3 891 ერთეული [+18] ჯავშანტექნიკა – 7 576 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 3 668 ერთეული [+28] MLRS – 595 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა. „მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. …

2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას. შესაბამისი ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებაში …

EU-ს ელჩი რუსეთთან ფრენებზე: ველით, რომ საქართველო არ იმოძრავებს საპირისპიროდ

„ეს არის როგორც ორმხრივად ალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს, რადგანაც შედეგები მოქმედებს ჩვენს წევრ 27-ივე ქვეყანაზე. ეს არის ისეთი შედეგები, რომლებიც ავნებს ეკონომიკას, ტურიზმს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ: არ არის სხვა გამოსავალი, არ არის სხვა არჩევანი და დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი და წარმოუდგენელი ომი დასრულდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ …

რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ

საქართველო 5 თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ 12 პუნქტით განსაზღვრულ შეუსრულებელ საკითხებს. „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებსა და საფრთხეზე, თუკი ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო. საქართველოში …

რატომ არის საზიანო მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელები

არაჯანსაღი კვება ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნისა და სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, მოზარდების არაჯანსაღი დიეტის ერთ-ერთი გავრცელებული პროდუქტი ენერგეტიკული სასმელებია. ამ სახის პროდუქტებს  შეფუთვაზეც აქვს გაფრთხილება, რომ ის „არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის“. ამავდროულად, კანონში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ამ პროდუქტების მოზარდებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. ევროპის …

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი? – ვკითხეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის. „მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ. შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, როცა ის ამბობს, რომ შანსი არის 50/50-ზე. ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ …

უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ – მალიარი

დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით 200-დან 1100 მეტრამდე დაწინაურდნენ – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა hromadske წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალიარზე დაყრდნობით. მალიარი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, ოკუპანტები კი ცდილობენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის რეგულარული არმია აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, „ვაგნერი“ კი ფრონტის ზურში …

შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება – სამინისტრო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 8 ივნისს, დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე – registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია წარდგენის ვადა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იქნება. „დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, …

რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება დღეს ქობულეთში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 7 ივნისს, 16:00 საათიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის #1 კორპუსს და აღმაშენებლის ქუჩის #127 გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 7 ივნისს 18:00 სთ-დან და სრულად აღდგება 7 ივნისის დღის ბოლომდე. ასევე დღეს, 7 ივნისის 14:00 საათიდან ქობულეთში გაზმომარაგება შეუწყდება რუსთაველის ქუჩის 121 ნომერს. გაზის მიწოდება დაიწყება 7 ივნისს, 16:00 სთ-დან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 212 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880] ტანკი – 3 873 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 7 560 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 3 640 ერთეული [+37] MLRS – 594 ერთეული [+4] საზენიტო საბრძოლო …

„რეტროს“ მფლობელი გირაოთი გაათავისუფლეს – „ხმამაღალი ტონისთვის ბოდიშს ვითხოვ”

„ხელით შევეცადე გამეყვანა გარეთ… შემდეგ დამესია რამდენიმე სხვა პიროვნება, პატიებას ვითხოვ…”,- მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ბრალდებულმა თეიმურაზ ვარშანიძემ. იგი დღეს, 6 ივნისს, სასამართლომ 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. თეიმურაზ ვარშანიძე რესტორან „რეტროს“ მესაკუთრეა. მას გამოძიება მიმტანზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მუქარას ედავება. თეიმურაზ ვარშანიძე 5 ივნისს დააკავეს. თეიმურაზ ვარშანიძე მაშინვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, როგორც კი …

კონკურსი აჭარაში პარტნიორი საჯარო სკოლების შესარჩევად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული  პროექტის „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში  დამატებით 10 პარტნიორი საჯარო სკოლის შესარჩევად. სკოლები შეირჩევა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.  თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 საჯარო სკოლა. შერჩეული სკოლის  ბაზაზე შეიქმნება  ან/და  გაძლიერდება  მოქმედი  სამოქალაქო კლუბი, …

ევაკუაციის პარალელურად რუსეთი ხერსონს ბომბავს – უკრაინის შს სამინისტრო

6 ივნისს, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს. სანამ ხერსონის ოლქის დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რუსული საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. „სანამ გადარჩენას ვცდილობთ, რუსები ხერსონის დაბომბვას აგრძელებენ… გამოცხადებულია ევაკუაცია, ხალხის გაყვანა …

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ. კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე …

შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაწყებულია ინფორმირებული პირების გამოკითხვა. გუშინ, 5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები. უფლებადამცველების თქმით, საუბარია შვიდიდან 16 …

შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება

დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც …

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გზშ-ს მოამზადებს, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით მიმართა. სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რაც „ამბასადორისთვის“ სავალდებულო იქნება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას. სკოპინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს. სააგენტოში წარდგენილია ასევე სკოპინგის ანგარიში, რომლის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 …

ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი

2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს. დერეფანში ჩამწკრივებული, კომპანიის ლოგოებთან ისხდნენ წარმომადგენლები და სამსახურის მაძიებელ, მონდომებულ სტუდენტებს ელოდნენ. სტუდენტები რეგისტრაციას გავდიოდით, სანამ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მივაშურებდით. სულ ბოლოს ვიკითხე და დამიზუსტეს, რომ 350-ზე მეტი სტუდენტი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 211 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 3 860 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 7 543 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 3 603 ერთეული [+36] MLRS – 590 ერთეული [+6] საზენიტო საბრძოლო …

ვინ არის და რა ბიზნესი აქვს „რეტროს“ მფლობელს, რომელიც მიმტანის ცემის გამო დააკავეს

„დაძაბულობა, კამათი, ყვირილი, შეურაცხყოფა ადრეც ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი რუსეთის მოქალაქე მენეჯერი და მზარეულები აიყვანეს, დაძაბულობამ იმატა. ამბობდა განვითარება გვინდა, ამიტომ მოვიყვანე ეს ხალხიო“, – გვიყვებიან რესტორან „რეტროს“ უკვე ყოფილი თანამშრომლები. მათივე ინფორმაციით, მიმტანის ცემის ფაქტის შემდეგ სამსახური ყველამ დატოვა მფლობელის ნათესავების გარდა.  რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება …

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

დღეს, 5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“  და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. „ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის …

„რეტროს“ 3 ობიექტი დახურეს, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რეტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყებამ დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში: „უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რეტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, …

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია წარმატებას აღწევს და სიმაღლეებს იკავებს – მალიარი

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია ფრონტის გასწვრივ მოძრაობს და წარმატებას აღწევს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებაზე დაყრდნობით. „ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია შეიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევასაც, ამიტომ, ზოგიერთ მიმართულებაზე გადავდივართ შეტევაზე. მათ შორის საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. …

როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო

„აივანზე შემასახლეს, რომელიც სულ 3 კვადრატული მეტრია,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები პენსიონერი ქალი. ნანა ბ. სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ იხდის სასამართლო ბაჟს – 3 ათასს ლარს, რის გარეშეც მის სარჩელს არ განიხილავენ. „ბათუმელები“ ორ კონკრეტულ საქმეს გაეცნო, სადაც უკვე პენსიონერი დედები საკუთარი შვილების წინააღმდეგ დავობენ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში დავის საგანი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც …

„ეს ჰგავს საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს“ – მეცნიერების მხარდაჭერა ილიაუნის რექტორს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას მეცნიერები ეხმაურებიან და რექტორს სოლიდარობას უცხადებენ. „რამდენიმე დღეა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ სხვადასხვა მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას, რომელსაც უნივერსიტეტმა არაერთხელ გასცა პასუხი. მიუხედავად ამისა, ბრალდებები გადაიზარდა უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეზე პირად თავდასხმაში. პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა რეპრესიების …

Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველომ 2023 წლის 30 წლამდელთა სია წარადგინა. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ. ახალგაზრდებს შორის თიბისი კაპიტალის ვიცე პრეზიდენტი ეთერ ხინჩაგიშვილია, რომელმაც გამარჯვება ფინანსების კატეგორიაში მოიპოვა. Forbes Georgia-მ ახალგაზრდების გაძლიერებისთვის სფეროს პროფესიონალები და ლიდერები გააერთიანა – სწორედ ჟიურის …

პოლიციის უფროსმა პირადი შურისძიებით დამაკავა – წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებულთა სასამართლო 

„პოლიციამ დაარღვია კანონი, ეს საქმე უნდა განიხილოთ კონტექსტში, რატომ გამაჩერეს მეც თითქმის 48 საათი?“ – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. ის 3 ივნისს ბათუმში, ევროპის მოედანზე დააკავეს – მირდატ ქამადაძეს და აქციის სხვა მონაწილეებს ფურცლები ეჭირათ ხელში წარწერით – „ირაყლი“. შაბათის აქციაზე დაკავებულები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და  თაზო მახარაძემ შსს-მ თითქმის …

უკრაინას რუსეთში აგენტების ქსელი აქვს და მათ დრონებს აწვდის – CNN

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინამ შექმნა აგენტებისა და მხარდამჭერების ქსელი რუსეთში, რომლის წევრებიც ახორციელებენ დივერსიებს, კიევმა კი დაიწყო მათთვის დრონების მიწოდება თავდასხმებისთვის – ამის შესახებ CNN-ი აქვეყნებს ინფორმაციას აშშ-ს დაზვერვის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთში პროუკრაინელმა აგენტებმა განახორციელეს კრემლზე დრონის თავდასხმა მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში და უპილოტო საფრენი აპარატები …

932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. „შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი …

უკრაინელები დაწინაურდნენ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში – ISW

4 ივნისს უკრაინულმა ძალებმა ლოკალური სახმელეთო შეტევებისას მიაღწიეს შეზღუდულ ტაქტიკურ წარმატებას დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში – წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ივნისს გავრცელებულ გეოლოკაციის კადრებში ჩანს უკრაინული მექანიზებული ძალები, რომლებიც მიიწევენ რივნოპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. რუსი სამხედრო ბლოგერები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს პრიუტნოეს (ველიკა …

პროფესიული სასწავლებლების პირველი სტუდენტური ფესტივალი ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაატარა. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, მონაწილეობდნენ ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეეძლოთ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებმა სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში ფესტივალზე წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია მათი პროგრამებისა …

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც. უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი, რუსეთის მოქალაქის მენეჯერობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი გახდა. „აჭარული ხაჭაპურით“ ცნობილი რესტორანი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილია. „რეტროს“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სამსახური მხოლოდ რესტორნის მფლობელის ნათესავებს არ დაუტოვებიათ. თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, რომელმაც მიმტანზე იძალადა, დღეს, 5 ივნისს, დილით დააკავეს. …

Exit mobile version