რა სჭირდება მოხალისეობის ხელშეწყობას – ფორუმი ბათუმში

19 მაისს ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ და მათთვის სასურველი პროგრამის პოვნას შეეცადნენ. 16 ორგანიზაციას ფორუმზე საკუთარი სტენდი ჰქონდა, სადაც მისულ ახალგაზრდებს მოხალისეობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდნენ. ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ფორმალური და მოხალისეობრივი პროგრამების განვითარება, სახელმწიფო დონეზე მოხალისეობის აღიარება და აღრიცხვა, სახელმწიფოს მხრიდან …

პუტინი ფრონტის ხაზის საჯარისო დანაყოფებსაც კი ვერ აკონტროლებს – მამულაშვილი

„რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო გამათავისუფლებელი მოძრაობა და ეს აუცილებლად გაფართოვდება,“ – ასე აღიქვამს ბელგოროდში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მას დღეს, 24 მაისს, ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ამჯერად ფრონტზე: რა ფაქტორი შეიძლება გახდეს საბრძოლო მოქმედებების დაწყება რუსეთის ტერიტორიაზე და რა შემთხვევაში მოახერხებს უკრაინა კონტრშეტევის დაწყებას? „მასშტაბური შეტევა მიდის ბელგოროდის ოლქზე…“ – გვიყვება …

ბათუმში დანგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 2021 წლის 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ბათუმში რამდენიმე მისამართზე ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე მერიამ ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2023 წლის 16 თებერვალს გააფორმა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ანაგი“ ახალ, 8-სართულიან კორპუსს 26 მაისის ქუჩაზეც ააშენებს. საცხოვრებელი სახლის …

იუსუფელის კაშხალში წყლის დონემ 145 მეტრს მიაღწია

თურქეთის უდიდეს კაშხალში, „იუსუფელში“, წყლის დონემ 145,30 მეტრს მიაღწია. ახლა კაშხალში 610 მილიონი კუბური მეტრი წყალია. მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის შევსების პროცესი გასული წლის 22 ნოემბერს დაიწყო. თურქეთის წყლის რესურსების სამსახურის ცნობით, ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყება, როცა წყალსაცავში წყლის დონე 166,50 მეტრს მიაღწევს. თურქეთში, ქალაქ ართვინიდან 70 კმ-ში მდებარე ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობს. კაშხლის …

სამსახურიდან დაითხოვეს მასწავლებელი ქობულეთში, რომელსაც ბავშვთან კონფლიქტი ჰქონდა

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება გუშინ, 23 მაისს, შეუწყვიტეს. „თვითონაც შემოიტანა განცხადება გათავისუფლების შესახებ და დაკმაყოფილდა განცხადება. დისციპლინური კომისიაც მუშაობდა და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეკმაყოფილებინა თამუნა მჟავანაძის სურვილი და გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს დირექტორი. მისი თქმით, სკოლაში მომხდარი კონფლიქტის გამო …

რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 24 მაისის ანგარიშში წერს, რომ ბახმუტი და მარინკა რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრში. უკრაინის გენშტაბის განცხადებამდე გამოქვეყნდა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 23 მაისის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, უკრაინის გენერალურ შტაბს ყოველდღიურ მიმოხილვაში ომის შესახებ არ უხსენებია ბახმუტში მიმდინარე ბრძოლები. ანალიტიკოსები ამას „ვაგნერელთა“ შესაძლო წინსვლით ხსნიან …

ვინც რუსეთს ზედაპირულად მაინც იცნობს, არ მგონია დაიჯეროს, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დანიშვნის პარალელურად, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამომავლო დეოკუპაციის შესახებ. ურთიერთობების „დათბობის“ შემდეგ თითქოს არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა აფხაზეთი დაგვიბრუნოს. რამდენად შეიძლება ეს მოსაზრება სეროზულად განვიხილოთ? – ჩვენს კითხვებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე პასუხობს. ბატონო დიმიტრი,  პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ გააჩინა ახალი მოსაზრება, რომ შეიძლება აფხაზეთი …

რა იცვლება ავტომობილის ინსპექტირების წესში ივნისიდან – ახალი დადგენილება

ტექნიკური ინსპექტირების შესახებ რეგლამენტში ახალი ცვლილებები შევიდა, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირების წესსა და ვადებს აზუსტებს, წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე. ცვლილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 22 მაისს დაამტკიცა და ის 3 ივნისიდან ამოქმედდება. ახალი ცვლილებით, რეგლამენტის 23-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 204 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 3 792 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 424 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 3 339 ერთეული [+21] MLRS – 570 ერთეული [+5] საზენიტო საბრძოლო …

რამდენიმე ნიშანი, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს

„შეიძლება ახლა რუსეთის პასპორტები არ აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მალე მიიღონ“, – ამას საქართველოს მთავრობის პირველ პირებზე ამბობს ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ მას ვკითხეთ, ხედავდა თუ არა რაიმე ნიშნებს, რაც მიუთითებდა, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს. „თუკი ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, საშინაო პოლიტიკაშიც და საგარეოშიც, ის …

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაზე იხარჯება თანხა, რაც 4 ადამიანის მკურნალობას ჰყოფნის – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%]. ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი …

დედა ევროპაშიც დედაა – რას გვიყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ევროპულ ოჯახებზე

მუსიკოსი და ჟურნალისტი მარიკა ლაფაური-ბურკიდა 30-ზე მეტი წელია გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს. ოჯახიც წლების წინ გერმანიაში შექმნა. მარიკა ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საქართველოშიც ცდილობს ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას. რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში აქტიურად ცდილობს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით გარკვეული შიშები შექმნას და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპა რაიმე საფრთხეს უქმნიდეს ქართულ იდენტობას, მაგალითად, …

უთქმელი ამბები, რომლებიც ქალებს გუდავს

ვიცი, რომ 40 წლისაა. ვიცი, რომ 15 წლის გაათხოვეს, 25 წლის კაცს გაურიგეს. ვიცი, რომ ორი შვილი ჰყავს. ისიც ვიცი, რომ ქმარს გაშორდა, მაგრამ არასდროს მიკითხავს როდის ან რატომ. სიტყვას მოვაყოლე, რომ ჩემი საბაკალავრო ნაშრომი სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხება და ერთგან იმასაც ვიკვლევ, შეიცვალა თუ არა სოფელში ქალების ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი აზრიც ვუთხარი …

საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდი კლიმატური პირობები“ დაასახელეს. ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდებოდა, თუმცა 23 მაისის მდგომარეობით, ამ სოფლებში საველე სამუშაოები, ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა, …

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსი აღარ მიენიჭებათ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო იმ კომისიის საქმიანობას აჩერებს, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის …

„არა რუსულ ფრენებს, არა კლანურ სასამართლოს“ – ახალგაზრდები ბათუმში აქციას გამართავენ

დღეს, 23 მაისს, საღამოს 6 საათზე ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ახალგაზრდები მსვლელობას გამართავენ. „მსვლელობის მთავარი მიზანია, რუსებით სავსე ბულვარში ქართული სულის დემონსტრირება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს უთავმოყვარეო პოზიციის გაკრიტიკება (ეროვნული თავმოყვარეობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით) და კლანური სასამართლოს არსებობის გაპროტესტება” – ვკითხულობთ ახალგაზრდული ორგანიზაციის, “დაფიონის” ფეისბუქგვერდზე, სწორედ ეს ორგანიზაციაა მსვლელობის ორგანიზატორი. მსვლელობის მონაწილეები ბულვარის გავლით ევროპის მოედანზე …

ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული ყვირილი – რა მოხდა ქობულეთის მე-2 სკოლაში

„სკოლა წყვეტს სწავლის პროცესს პროტესტის მიზნით“, – ეს განცხადება დღეს, 23 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე დაწერეს. იმავე გვერდზე მასწავლებლები და მშობლები კომენტარებში წერდნენ, რომ არ უჭერდნენ მხარს სკოლიდან მასწავლებლის წასვლას. ვიღაც კი მოსწავლეს უცხადებდა სოლიდარობას. „ბათუმელები“ ვითარებაში გარკვევის მიზნით სკოლის დირექტორს, ნანი ცივაძეს დაუკავშირდა, თუმცა მას ამ დროისთვის მობილური …

ასტანასა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები იწყება – სამინისტრო

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი შეასრულებს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი ბიბერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა, რომელმაც SCAT-ის წარმომადგენელს აჭარაში „ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და …

ბათუმში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, 14 სთ-დან 21 სთ-მდე პერიოდში, აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე. სინოპტიკოსების ცნობით, 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; …

რა შეიცვალა ბათუმში პარკირების დარღვევის დაჯარიმების წესში 

მუნიციპალური ინსპექცია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საჯარიმო ქვითარს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონულად გამოწერს და სპეციალურ ვებგვერდზე ატვირთავს. როგორც საკრებულოს სხდომაზე ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ლაშა მამულაძემ განმარტა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკა უკვე შეისყიდეს. ვებგვერდზე დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას ასევე, ფოტო/ვიდეომასალის ნახვას თავად დაჯარიმებულიც შეძლებს. სხვა დაინტერესებულ პირს ამის შესაძლებლობა არ ექნება. „საჯარიმო ქვითრის [ოქმის] …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 204 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480] ტანკი – 3 789 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 419 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 3 318 ერთეული [+40] MLRS – 565 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ვაჟამ თქვა: „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, კობახიძე კი სწორედ ამას აკეთებს – მასწავლებელი

მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული შვილი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შემოუშვა, საქართველოს მოქალაქეებმა კი ამ ფაქტის გამო საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ოჯახს ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილი ჩაუშალეს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ევროკავშირის მიერ დასანქცირებული რუსების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტა, ბნელები უწოდა და ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილის …

როცა პოლიციელი ქუჩაში მოზარდს აჩერებს და ფოტოს უღებს – ინტერვიუ

„ის, რომ არასრულწლოვანი ღამით გადაადგილდება, ეს არ არის საფუძველი, რომ მისი ვინაობის დადგენა მოინდომოს პოლიციელმა,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე. იურისტს ვკითხეთ: როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანი, როცა ქუჩაში პოლიციელი აჩერებს და ფოტოს უღებს. იურისტი ამბობს, რომ თუ პოლიციელი უსაფუძვლოდ გვაჩერებს ქუჩაში და პირადობის მოწმობის წარდგენის მიუხედავად, ფოტოს მაინც გვიღებს, ამ დროს შეიძლება, მოზარდმაც გადაუღოს პოლიციელს …

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია რუსულნომრიან მანქანებს არასწორი დგომისა და პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აჯარიმებს. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარკირების დარღვევისთვის დაჯარიმების წესში ცვლილების განხილვისას იმსჯელეს. ეს ინფორმაცია არც ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა მამულაძემ უარყო. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ნებისმიერი …

ფრიდონ ხალვაშის გამზირი 5 ივნისამდე არ გაიხსნება – რა მიზეზს ასახელებს დეპარტამენტი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც 22 მაისს უნდა გახსნილიყო, კვლავ გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების დასრულება „უამინდობის გამო ვერ მოესწრო“ და მოძრაობა 5 ივნისამდე არ აღდგება. „ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან …

უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის ბელგოროდის ოლქის მოვლენებთან – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის რუსეთში, ბელგოროდის ოლქში 22 მაისს განვითარებულ მოვლენებთან. „ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა მარწუხებში მოქცეულ ტოტალიტარულ ქვეყანაში ყოველთვის გარდაუვალად ხდება პარტიზანული მოძრაობა იარაღით ხელში. უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთში, ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, ამავე დროს ამ მოვლენებთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. …

ბათუმის პორტში კატარღაზე ხანძარი გაჩნდა

დღეს, 22 მაისს, ბათუმის პორტში, ზღვაში მყოფ კატარღაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც თვითმხილველებმა უთხრეს „ბათუმელებს“, კატარღაზე მყოფი ადამიანები ხანძრის გაჩენის შემდეგ ზღვაში გადახტნენ. კატარღაზე 2 ტურისტი, ინდოეთის მოქალაქეები და მესაჭე იყვნენ. ისინი უსაფრთხოდ გამოვიდნენ ნაპირზე. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და სამაშველო კატარღა, რომელიც ხანძარს აქრობს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ახალი უფროსი დანიშნეს – ვინ არის ალექსი ახვლედიანი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს. ალექსი ახვლედიანი ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, „ალექსი ახვლედიანს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მისი შრომითი გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია – სხვადასხვა წლებში …

ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეების სოლიდარობის მატჩი გაიმართება

ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციისა [„ფიდე“] და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში  უკრაინელი და ქართველი ცნობილი მოჭადრაკეების შეხვედრა გაიმართება. „ფიდეს“ ცნობით, 5-11 ივნისს სასტუმრო „ლეგენდაში“, ბათუმში სოლიდარობის მატჩს გამართავენ მარია და ანა მუზიჩუკები [უკრაინა] და ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე [საქართველო]. დები ანა და მარია მუზიჩუკები  ლვოვის ოლქში მდებარე სოფლიდან არიან. სწორედ იქ დაიწყო საჭადრაკო კარიერა უფროსმა …

რას ამბობს სააგენტო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვებზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ „ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“ – აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვები დაიწყო, დღეს გავრცელდა სომხურ მედიაში. „რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში …

უკრაინელი პილოტების F-16-ისთვის მომზადება დაწყებულია – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების, F-16-ების მიწოდება მალე დაიწყება – წერს უკრაინული მედია. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ უკრაინას ეს იარაღი [F-16] მივაწოდოთ“, – ციტირებს უკრაინული მედია ბორელის. F-16 თანამედროვე …

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში, რიგით 32-ე ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი თიბისი ჯგუფი (TBC Group PLC) იყო. ფორუმი, სახელწოდებით “Investing in Resilience”, 16 მაისს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ფინანსური და კორპორატიული სექტორის აღმასრულებლებმა, მეწარმეებმა, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ მთელი მსოფლიოდან. …

„მინდა გავხსნა ხილის საწარმო“ – შშმ ქალების გეგმები და გამოწვევები  

44 წლის ზეინაბ თურმანიძემ ქედაში, სოფელ მერისში, სილამაზის სალონი გახსნა. ზეინაბი შილაკის სპეციალისტია. თავის სალონში სტილისტიც დაასაქმა. ახლა უნდა, რომ საქმიანობა გააფართოოს, ამისთვის კი ფინანსები სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გაიარა მან სპეციალური ტრენინგკურსი, სადაც პროექტის წერა ისწავლა. „ამ ტრენინგებმა მომცა იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ დავინახო ჩემი შესაძლებლობები. ჩემი სურვილი და ოცნება ავისრულო და კიდევ …

რუსეთი ქმნის ახალ ჯგუფს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის – ბრიტანული დაზვერვა

„რუსეთი, დიდი ალბათობით, ქმნის ახალ „ელიტარულ“ საავიაციო თავდასხმის ჯგუფს, სახელწოდებით „შტორმი“, უკრაინის თავზე ოპერირების მიზნით. ქვედანაყოფი, სავარაუდოდ, შედგენილი იქნება Су-24-ების, Су-34-ისა და თავდასხმითი შვეულმფრენების ესკადრილიისგან“ – დაწერა დღეს, 22 მაისს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში. უწყება წერს, რომ მსგავსი შემადგენლობის ჯგუფს სავარაუდოდ ექნება მთავარი როლი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმისას. რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების …

როგორ გამოიყურება ზვავის მიერ დანგრეული უბანი ბახმაროში | ფოტორეპორტაჟი

ბახმაროში, მიმდინარე წლის ზამთარში, ზვავმა პიონერის ქუჩაზე 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. ნახეთ რა მდგომარეობაა დღეს სტიქიის ადგილზე ფოტოები 2023 წლის 21 მაისს არის გადაღებული სტიქიის შედეგად რამდენჯერმე ჩაიხერგა ბახმაროში მისასვლელი გზაც. ამ დროისთვის კურორტზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია. კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს. ნაგებობის …

Exit mobile version