„თუ რაღაც არ იცის, მაშინ გვერდით უნდა ჰყავდეს ვინმე, რომელიც ეტყვის – თქვენო უწმინდესობავ, თქვენ განასახიერებთ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესია კი, ტრადიციის მიხედვით, ფეხებში არ უვარდება მთავრობას“, – ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი „ბათუმელებთან“. რატომ ახსენებს ასე ხშირად „ოცნების“ ხელისუფლება ტერმინებს – „სახელმწიფო რელიგია“, „ქრისტიანული სახელმწიფო“, რა მიზანი აქვს ივანიშვილს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით და დაჰყვება თუ …
Category Archives: მთავარი
„მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა“ – რა აჩვენა 26 მაისის აქციამ ოპოზიციას
„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება“, – მიიჩნევენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ არ ელოდა ამდენი ადამიანის რუსთაველზე გამოსვლას „ოცნების“ რეპრესიული ტალღის გაძლიერების შემდეგ. რა აჩვენა 26 მაისის დემონსტრაციამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს და რა გეგმით აპირებს მოქმედებას ამჯერად? – ამ თემაზე ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს. ლევან ცუცქირიძე: „ივანიშვილი დამარცხდება მოქალაქეების გაერთიანებით“ „თავისუფლების მოედნის“ …
„მოქალაქეს დღეს პოლიციის უფრო ეშინია, ვიდრე კრიმინალის” – ლონდა თოლორაია
27 მაისს, გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილი სცემეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია, შესვენებაზე იყო სამსახურიდან გასული და უკან, ბანკში ფეხით ბრუნდებოდა. ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა – კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა კაცზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარმა, ლაშა …
Continue reading “„მოქალაქეს დღეს პოლიციის უფრო ეშინია, ვიდრე კრიმინალის” – ლონდა თოლორაია”
440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა. 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგების ანგარიშის მიხედვით კი, ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა. საქმე ისე მიდის, მერია ამ ბაღის …
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება 16 დღით
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 28 მაისიდან 12 ივნისამდე, ბათუმში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე. მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტს.
15 მილიონი სამ თვეში – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტის მზარდი შემოსავლის წყაროა
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მერიამ, 3 თვეში, 15 მილიონ 342 000 ლარი ამოიღო. მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან – 7 მილიონ 735 4 ათასი ლარი. წამახალისებელი გათამაშებიდან – 179 900 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, კლუბის და სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში 7 მილიონ 426 700 ლარი …
„ეს ომი დაასრულებს რუსეთს, რომელიც უკვე იშლება“ – რუსი მწერალი
ემიგრაციაში მყოფმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა, დიმიტრი ბიკოვმა გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ თქვა, რომ რუსეთს მოელის დაშლა და არა რევოლუცია. „მას ეს არ დაუმსახურებია. მას რევოლუცია არ ექნება. მას ქვეყანა ხელიდან გაუსხლტება, როგორც დამპალი ქსოვილი. ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამას, რადგან ქვეყნის მმართველობა ყველა თვალსაზრისით სრულიად არადამაკმაყოფილებელია“. მან ასევე თქვა, რომ რუსეთში უკრაინასთან ომს მხარდაჭერა არ აქვს: …
Continue reading “„ეს ომი დაასრულებს რუსეთს, რომელიც უკვე იშლება“ – რუსი მწერალი”
„ფაშინიანი ამბობს, რომ ფასების ზრდა არ აშინებს, რადგან სომხეთი გამდიდრდება“ – რუსული პროპაგანდისტული მედია
„სომხეთის ხელისუფლება არ არის შეშფოთებული სასაქონლო ფასების ზრდით, თუ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესდება, რადგან ისინი გამდიდრებას ელიან ქვეყნის „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ გადაქცევით“, – წერს რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „ტასი“. სააგენტოს ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ გარნიში გამართულ საარჩევნო მიტინგზე განაცხადა ამის შესახებ. „მაგალითად, არალოგიკურია სომხეთის მაღალი ფასებით დაშინება, რადგან მაღალი ფასების მუქარას პასუხი აქვს: ჩვენ გაცილებით მეტი …
პოლიციელებმა გორში დაკავებულ პირებზე ჯგუფურად იძალადეს – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გორში დაკავებულ პირებზე პოლიციელების მიერ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე. დღეს, 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავებულ ორ პირზე ჯგუფურად იძალადეს. ინტერნეტსივრცეში ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გამოძიება დაიწყო. „პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით …
ვინ აიღებს 12 თვეში 15 თვის ხელფასს – გამჭვირვალობის კვლევა
„ქართული ოცნების“ მთავრობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებას იღებს, რომლის მიხედვითაც მინისტრების, მერების და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს კანონით შეეძლებათ 12 თვეში ამ თვეების სახელფასო სარგოს გარდა, დამატებით პრემიის სახით, 3,5 თვის ხელფასი მიიღონ. „ქართული ოცნება“ 2017 წლიდან გაუქმებულ კორუფციულ სქემას აბრუნებს“ – წერს ახალ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. პარლამენტი განიხილავს „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივას მინისტრების, მერების …
Continue reading “ვინ აიღებს 12 თვეში 15 თვის ხელფასს – გამჭვირვალობის კვლევა”
ქობულეთის შემოვლითი გზა სატვირთო ავტომანქანებისთვისაც გაიხსნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა დღეს, 27 მაისს აღდგა. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა დათქმულ ვადაზე ადრე აღდგა“ – წერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ამავე დეპარტამენტის იმფორმაციით …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა სატვირთო ავტომანქანებისთვისაც გაიხსნა”
საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა მცირეწლოვნის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც …
Continue reading “საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს”
დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ – რას პასუხობს პატარაძე შეკითხვას მეჩეთზე
დღეს, 27 მაისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში. მუსლიმები ამ დღესასწაულზე ღმერთს მსხვერპლს სწირავენ და ჰალვას ამზადებენ. ტრადიციისამებრ, გადიან წინაპრების საფლავებზეც. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორივე მეჩეთში 6:25 წუთზე შესრულდა. ბათუმის ორთა ჯამეში მისული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. რვა წლის შემდეგ აჭარაში დაბრუნებულ ზურაბ პატარაძეს …
ამ კომპანიების საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო – საგამოძიებო დასანქცირებულ კომპანიებზე
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კომპანიები: შპს ეიაიფორი, შპს არვიქსი და შპს რაპირა გრუპი, არ საქმიანობენ „საქართველოს არეალში“. აღნიშნული კომპანიები დიდმა ბრიტანეთმა იმის გამო დაასანქცირა, რომ რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლაში. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 358 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 955 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 618 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 42 790 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მაისი”
„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ
„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. „ერთადერთი, რაც ახალი …
Continue reading “„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ”
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს არ მისცეს სამთავრობო ღონისძიებაზე შესვლის უფლება
დღეს, 26 მაისს, თბილისში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლის და გადაადგილების უფლება არ მისცეს, არც ბანერით და არც ბანერის გარეშე. „ბანერზე ეწერა – „წამალი ბავშვებს“ – მეტი არაფერი და ბანერი არ შეგვატანინეს 26 მაისის დამოუკიდებლობის აქციაზე“- ამბობენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები. „ვერ შეხვალთ, ღონისძიება მიმდინარეობს“ – უთხრა მშობლებს …
რა ღირს მატარებლით მგზავრობა თბილისსა და ბაქოს შორის – ნახეთ განრიგი და დრო
26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებელმა მიმოსვლა განაახლა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფასები დინამიურია და მხოლოდ ერთი მიმართულებით 135 ლარიდან 370 ლარამდე მერყეობს. „ბილეთის ფასის კონკრეტული ოდენობა ფიქსირდება შეძენის მომენტში. ბილეთები იყიდება სალაროებში, სადაც ემატება საკომისიო 7 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ [tkt.ge-ზე].“ – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რეისები …
Continue reading “რა ღირს მატარებლით მგზავრობა თბილისსა და ბაქოს შორის – ნახეთ განრიგი და დრო”
„პროპაგანდას არ აქვს მორალი“ – ივანიშვილი ფოტოზე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად
„პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ისენი მოყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“. დღეს, 26 მაისს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ბიძინა …
„რუსეთის საგაზაფხულო კამპანია უკრაინაში ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა“ – ინტერვიუ გენერალთან
„უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია,“ – ამბობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, მსგავსი საწარმოების დიდი ნაწილი ურალს აქეთაა 3 ათასი კილომეტრის ფარგლებში, უკრაინას კი უკვე შეუძლია 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას რუსეთში სამიზნეებსო. გენერლის დაკვირვებით, რუსებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ, თუმცა ამ ტემპით რუსეთს შეუძლია კიდევ …
„ჩვენ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა“ – ეთერ თურაძე
ავტორი: ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ______________________________________________________ დაუჭირეთ მხარი „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქ. ხულოში ახალგაზრდა ქალს ჩაგრავდა მთავრობა, რასაც ადგილობრივი საზოგადოება თვალს არიდებდა. ამ ქალის შესახებ ქვეყანას შევატყობინეთ. მისი ცხოვრება შეიცვალა. ბათუმში ობოლ ბავშვებს ვერ ხედავდა სახელმწიფო. ისინი ვაჩვენეთ საზოგადოებას. მათი ცხოვრებაც შეიცვალა. ზუგდიდში შშმ კაცს და დაუძლურებულ ქალს აბუჩად იგდებდა ის, ვისაც მათი დაცვა …
Continue reading “„ჩვენ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა“ – ეთერ თურაძე”
გადაარჩინე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ თვეში 1 ლარიდან – მხარდაჭერის კამპანია
2026 წლის 26 მაისს, ჩვენი გამოცემა, „ბათუმელები“, რომელიც ორ ონლაინ მედიას, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აერთიანებს, 25 წლის გახდა. გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდა. დაარსებიდან 25 წლის შემდეგ ვიწყებთ კამპანიას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად. დღეიდან ჩვენს ვებგვერდებზე ნახავთ მხარდაჭერის ღილაკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ თვეში 1, 5 ან …
Continue reading “გადაარჩინე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ თვეში 1 ლარიდან – მხარდაჭერის კამპანია”
მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის …
Continue reading “მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს”
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – ევროკავშირი წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო …
„დინამო ბათუმის“ მატჩზე დიუშენის მქონე ბავშვების მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნა სცადეს – ფანკლუბი
„დინამო ბათუმის“ ცნობილი ფანკლუბი, Black Sea Pirates-ს, აცხადებს, რომ 25 მაისს გამართულ საიუბილეო მატჩზე, რომელზეც „დინამო ბათუმი“ „რუსთავს“ ხვდებოდა, სცადეს სტადიონზე განთავსებული ბანერის ჩამოხსნა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი. საუბარია ბანერზე წარწერით – „ბავშვებს ვჭირდებით“. „სტადიონზე განთავსებული ბანერები ეძღვნებოდა როგორც საიუბილეო, მეასე მატჩს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე დიუშენის სინდრომის მქონე …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 357 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 954 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 615 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 42 751 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მაისი”
ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს
2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია. ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება. …
Continue reading “ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს”
თურქეთში ჩაის სეზონი დაიწყო – რა ღირს წელს ჩაის კრეფაზე მუშაობა?
„ჩაის კრეფის სეზონი წელს ამინდის გამო დაგვიანდა, ახლა ძლივს დაიწყო, მაისის ბოლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს წელსაც საქართველოდან ელოდება. ჩაის და თხილის საკრეფად სეზონურად ასობით მოქალაქე გადადის საქართველოდან თურქეთში. სეზონური დასაქმება ბევრისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. როგორც ერჰან ქოსიოღლუ ამბობს, წელს ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-15 …
Continue reading “თურქეთში ჩაის სეზონი დაიწყო – რა ღირს წელს ჩაის კრეფაზე მუშაობა?”
მასწავლებლებმა 5 416 ლარი ჩაურიცხეს დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ორ დღეში
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარათონს მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა. როგორც მარათონის მხარდამჭერი ერთ-ერთი მასწავლებელი გურიიდან, ირმა გორდელაძე ამბობს, ბავშვების დასახმარებლად პედაგოგებმა 25 მაისისთვის 5 461 ლარის გადარიცხვა მოახერხეს. დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერი მარათონი ილიაუნის სტუდენტებმა ორი დღის წინ წამოიწყეს და ორ დღეში, ორ მილიონამდე ლარის შეგროვება შეძლეს. თანხის ჩარიცხვები ბავშვების დასახმარებლად ისევ გრძელდება. …
Continue reading “მასწავლებლებმა 5 416 ლარი ჩაურიცხეს დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ორ დღეში”
ქობულეთის შემოვლითი გზა მსუბუქი მანქანებისთვის 26 მაისს გაიხსნება
ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – 28 მაისიდან. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა. 22 მაისს სახიდე გადასასვლელზე, სადაც სადეფორმაციო ნაკერები შეცვალეს, სამონტაჟო სამუშაოები …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა მსუბუქი მანქანებისთვის 26 მაისს გაიხსნება”
რეპრესიული კანონების გამო, „სინერგია“ მოქალაქეებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას ვეღარ გაუწევს
„კლუბი სინერგია“, რომელიც 14-25 წლის ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, მიმდინარე წლის ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს. „სინერგია“ უფასო მომსახურების შეწყვეტას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღო. „სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან „კლუბი სინერგია“ ვეღარ შეძლებს უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი …
TI: ბესიკ ბიწაძემ, თემურ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ „ოცნებას“ მარტში 150 000 ლარი შესწირეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა. შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს. მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა …
„სოციალური დასაქმება იყო ფიქტიური, გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“ – კობახიძე
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 300-ლარიანი სოციალური დასაქმების პროგრამა, რეალურად ფიქტიური დასაქმება იყო და არ ემსახურებოდა უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრას. „დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში, …
Continue reading “„სოციალური დასაქმება იყო ფიქტიური, გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“ – კობახიძე”
რას ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნები – პროტესტი ბათუმში
დღეს, 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნებმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გამართეს. თარჯიმნები თავიანთი ნაშრომის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი საუბრობენ შრომითი უფლებების დარღვევაზე და დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე. თარჯიმნები ამბობენ, რომ კომპანია „ინტელექტ-მარკეტი“, რომელიც შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას აწვდის, მათ რამდენიმე თვეა ხელფასებს არ უხდის. „მარტოხელა დედა ვარ, 7 წლის შვილი შვილი მყავს და ხშირად მიწევდა ბავშვის …
Continue reading “რას ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნები – პროტესტი ბათუმში”
სარფში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ირანის 2 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ირანის ორი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის” გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა. პოლიციამ …
Continue reading “სარფში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ირანის 2 მოქალაქე დააკავეს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 356 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 953 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 608 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 687 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მაისი”