„ზურაბ მენთეშაშვილი პირველი პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც შეკრების დროს გზის გადაკეტვის კრიმინალიზების გამო მსჯავრი დაედო… მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით მსჯავრდება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ადამიანის უფლებების საბაზისო პრინციპების იმგვარ უგულებელყოფას, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს საქმეში მონაწილე პირების სამომავლო პასუხისმგებლობის საფუძველი,“ – სამართლებრივ შეფასებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დღეს, 30 მაისს აქვეყნებს. 2026 …
Category Archives: მთავარი
რა შანსი აქვს ფაშინიანს რუსეთს თავი დააღწიოს, როცა პუტინი ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს – ინტერვიუ
„პუტინმა აამოქმედა ე.წ. ელექტორალური დესანტი. აპირებენ დაახლოებით 50-დან 100 ათასამდე რუსეთში მცხოვრები სომეხი გააგზავნონ სომხეთში არჩევნებისთვის. რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები არ არიან პოლიტიკურად აქტიურები, ახლა კი, დაუფინანსებენ მგზავრობას, ფრენას და ჩავლენ სომხეთში იმისთვის, რომ ხმა მისცენ. პუტინი ცდილობს, რომ დარაზმოს ეს ადამიანები – ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს…“ – გვიყვება კავკასიოლოგი გიორგი მჭედლიშვილი. მას სომხეთის არჩევნებზე ვესაუბრეთ, …
გიდების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება – ვის მოსთხოვენ სერთიფიკატს
გიდები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში. კანონში „ტურიზმის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რაც პარლამენტმა 28 მაისს მიიღო და პრეზიდენტისგან უკვე ხელმოწერილია. „ტურისტული საქმიანობის სუბიექტები − ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო [ტურაგენტი] − ვალდებული არიან ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში… …
Continue reading “გიდების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება – ვის მოსთხოვენ სერთიფიკატს”
რა ნივთები გაიყიდება აუქციონზე ონლაინ მედიის გადასარჩენად
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – მზექალა შანიძის ხელნაწერი, ნინო რამიშვილის ფინჯანი სუხიშვილების საოჯახო კოლექციიდან, ლანა ღოღობერიძის ნახატი, ბიძინა გუჯაბიძის მიერ პამირის მთებში, იბსინას პიკზე დაკრეფილი ედელვაისები, აკაკი შანიძის ხელმოწერა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომელიც 31 მაისს, საღამოს 18:00 საათზე ქართული ონლაინ მედიის გადასარჩენად გამართულ აუქციონზე გაიყიდება. აუქციონი იქნება ერთგვარი დაგვირგვინება ორდღიანი ფლიმარკეტისა, რომელიც …
Continue reading “რა ნივთები გაიყიდება აუქციონზე ონლაინ მედიის გადასარჩენად”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 362 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 960 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 643 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 42 930 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მაისი”
ბსუ-ს პროფესორი სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში შეიპარა – „ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ“
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს – ი.მ.-ს სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და სხვა ლექტორების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. ამბავი ბსუ-ში 2024 წელს მოხდა: რამდენიმე პროფესორის შეფასების პლატფორმაზე სტუდენტების სახელით დაწერილი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები ერთდროულად გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომენტარები სტუდენტებს კი არ დაუწერიათ, არამედ პროფესორმა ი.მ.-მ დაუწერა კოლეგებს და სტუდენტების სახელი გამოიყენა. ბსუ-ში სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონო …
მერიამ ბათუმში ფესტივალების ადგილი და ფასი განსაზღვრა
ბათუმის მერიამ ქალაქის ტერიტორიებზე, საზოგადოებრივ სივრცეებში ფესტივალების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად კონკრეტული ტერიტორიების გადაცემის ფასი განსაზღვრა, საკრებულომ კი დღეს, 29 მაისს სხდომაზე დაამტკიცა. გარდა ამისა, საკრებულომ მერს თანხმობა მისცა, პირდაპირი წესით, „სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით“ განკარგოს კონკრეტული ადგილები ფესტივალების, მოქმედი გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების დასარეგულირებლად. მერიის განმარტებით, ფასების განსაზღვრა დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ „ფესტივალების …
Continue reading “მერიამ ბათუმში ფესტივალების ადგილი და ფასი განსაზღვრა”
900 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისის მოწყობაში
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საცხოვრებელი კორპუსის I სართულის სივრცეში სამსახურის ოფისის მოსაწყობად 949 ათას 865 ლარით ტენდერი გამოაცხადა. პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს იმ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც თან ახლავს ტენდერს და რომელშიც მუნიციპალურ ინსპექციას 16 ათას 250 ლარი აქვს ცალკე გადახდილი. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება …
Continue reading “900 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისის მოწყობაში”
ბათუმის ცენტრალური პარკი სამართავად ბოტანიკურ ბაღს გადასცეს
ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია მერიამ სამართავად ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ გადასცა. შესაბამისად, პარკში კომერციულ და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ეს ა(ა)იპი მიიღებს. შეათანხმა თუ არა მერიამ გადაწყვეტილება საკრებულოს არ ვიცით, საკითხი საჯარო სხდომაზე არ განუხილავთ. ბათუმის საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, ვაჟა დარჩიამ გვითხრა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს: „პირველად მესმის, ჩვენთან მსგავსი საკითხი არ …
Continue reading “ბათუმის ცენტრალური პარკი სამართავად ბოტანიკურ ბაღს გადასცეს”
„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ“ – მოქალაქე
„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ. 47 წლის ვარ და 47 წელია საქართველოში ვცხოვრობ. ესაა სამართალი? უკვე 8 თვე გავიდა, რაც სომხეთიდან საქართველოში არ მიშვებენ… ქობულეთში მელოდება მოხუცი დედა, ძმა, რომელიც კლინიკაშია და მე უნდა ჩამოვიდე, რომ კლინიკიდან გავიყვანო, 4 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე,“ – ამბობს ერნესტ ავაქიმიანი. ერნესტ ავაქიმიანს საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ შეუწყვიტეს – …
Continue reading “„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ“ – მოქალაქე”
ბსუ-ს პროფესორის საქმეზე ეთიკის კომისია იმსჯელებს – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმის რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნანი გვარიშვილის მხრიდან აქტივისტებთან დაპირისპირების ფაქტზე ბსუ-ს ეთიკის საბჭო იმსჯელებს. „ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას“, – აცხადებენ ბსუ-ს ადმინისტრაციაში. აქტივისტების თქმით, ნანი გვარიშვილმა 28 მაისს, უნივერსიტეტის შესასვლელთან აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ მათგანს ხელითაც შეეხო. დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ, 28 მაისს გავრცელდა. აქტივისტები ბათუმის სახელმწიფო …
Continue reading “ბსუ-ს პროფესორის საქმეზე ეთიკის კომისია იმსჯელებს – შსს-მ გამოძიება დაიწყო”
კრემლი 100 000 სომხის ტრანსპორტირებას გეგმავს რუსეთიდან, სომხეთის არჩევნებზე გავლენის მიზნით – მედია
რუსეთის სამთავრობო წრეებში განიხილეს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 100 000-მდე სომხის ტრანსპორტირების შესაძლებლობა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მათი მობილიზაციის მიზანია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა. ამის შესახებ სომხური მედია ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვის მხრივ ეს ინფორმაცია ეფუძნება ხუთ დასავლელ დაზვერვის ოფიცერთან ინტერვიუებსა და დოკუმენტებს. ხუთი წყაროს ცნობით, რუსი ოფიციალური პირები ბოლო თვეების განმავლობაში …
შშმ ბავშვს საპენსიო ანგარიში დაუყადაღეს „გზის გადაკეტვის“ მოტივით დედის დაჯარიმების გამო
არასრულწლოვანი შშმ გოგონას დედა, ნინო კალანდია ამბობს, რომ შვილის საპენსიო ანგარიში დაუყადაღა. ნინო კალანდიას, „ლიბერთი ბანკში“ დაყადაღებული აქვს მისი პირადი ანგარიშებიც, რადგან გასულ წელს ე.წ „გზის გადაკეტვის“ გამო 5000 ლარით არის დაჯარიმებული. „დღეს დააყადაღეს ჩემი შშმ შვილის საპენსიო ანგარიში, რომელიც ჩემ სახელზეა, რადგან ჩემი შვილი არის არასრულწლოვანი. მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ შშმ ადამიანის …
ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს
ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 29 მაისს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქეა და იგი საბანაოდ დღეს დილით შევიდა ჩანჩქერში. კაცის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ს მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობას სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
ბათუმის მერიამ უსახლკაროების განაცხადების გადამოწმება დაიწყო
ბათუმის მერია უსახლკარო ოჯახების განცხადებების შესწავლას იწყებს. შესაბამისმა კომისიამ, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო სხდომა გამართა. კომისიაში შედიან მერიის სამსახურების უფროსები და საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. ამ კომისიის წევრია მერაბ ბლადაძეც, რომელიც კომისიაში უსახლკაროებს წარმოადგენს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღება ბათუმის მერიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს …
Continue reading “ბათუმის მერიამ უსახლკაროების განაცხადების გადამოწმება დაიწყო”
შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ერთ მილიონამდე ლარს ტენდერის გარეშე ხარჯავს. სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია და ატვირთულია შესყიდვების პორტალზე, თუმცა ხელშეკრულება ამ პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად უცნობია ვის უხდის სამინისტრო ფულს. „გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ“ 987 ათას 715 ლარის ხარჯვის შესათანხმებლად შსს-მ …
Continue reading “შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს”
დააკავეს პირი, რომელმაც 7 ათასი ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა აპარატით
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით 7 000 ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელმაც 7 ათასი ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა აპარატით”
რა დარღვევები გამოვლინდა საწარმოში, სადაც მომზადებული საკვებით 36 ადამიანი მოიწამლა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცნობილია ქუთაისში მდებარე კვების საწარმოდან აღებული საკვების ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ საკვები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტოს ცნობით, უწყებამ 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ შესახებ მიიღო ინფორმაცია და სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდა არაგეგმური კონტროლი შპს „ფუდ გალერი საქართველოში“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს. სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მაისის 21 საათიდან 30 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა – ღამით დროგამოშვებით ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 361 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 958 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 636 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 42 860 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მაისი”
როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი
საკურორტო სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მცირე მეწარმეები, რომლებიც გონიო-კვარიათის პლაჟებზე მუშაობენ, წუხან, რომ „გვიანდება“ და თუ აუქციონები დროულად არ გამოაცხადეს, შესაძლოა შესაბამისი ობიექტების გამართვა-მომზადება ვეღარ მოასწრონ. „ბათუმელები“ მათ ტელეფონით ესაუბრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის პლაჟებზე სარგებლობის უფლებით განსაკარგ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში გაიტანს. მას შემდეგ, რაც საკრებულო შესაბამის განკარგულებას ხვალ, 29 …
Continue reading “როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი”
ასეთი დემონები თუ მოვიდოდნენ არ მეგონა – პენსიონერი ხულოდან, რომელიც 26 მაისის აქციაზე ჩავიდა თბილისში
„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რა აღარ გამოვიარე და ასეთი საშიშროება ჯერ არ მიგრძნია, რასაც დღეს ვგრძნობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა ზოიძე. ის ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის წლებში, ვაჟა ზოიძემ ხულოს ცენტრში ღამის საათებში ლენინის ძეგლი ჩამოაგდო – ამაყობს, ბათუმს დავასწარით ხულომო. დღეს ვაჟა ზოიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია და 26 მაისის დემონსტრაციაზეც ჩავიდა …
რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება
ახალგაზრდა აქტივისტები – თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ამბობენ, რომ ბსუ-ს პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა მათზე იძალადა. აქტივისტები დღეს, 28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“. თაკო სურმანიძის თქმით, ბსუ-თან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ …
Continue reading “რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება”
ელექტროსკუტერები ბულვარის ველობილიკზე ისევ ივლიან – ბათუმის მერია აკრძალვას კვლავ აჩერებს
ბათუმის საკრებულო 29 მაისის სხდომაზე ბულვარში ელექტროსკუტერების საკითხს განიხილავს. წელს ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერების გამქირავებლებს უთხრეს, რომ სკუტერების გადაადგილება ბულვარში საერთოდ აიკრძალა, რასაც ამ ადამიანების პროტესტი მოჰყვა. სკუტერების მფლობელებმა აკრძალვის შემდეგ ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს. ვრცლად: რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს 2019 წელს …
ბათუმის საკრებულო „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების დადგმაზე იმსჯელებს
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერთან „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას დადგამენ. შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზად არის და საკრებულო ხვალ, 29 მაისს, მის დამტკიცებას გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათი საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ჯაბა ჭანტურიას მოუმზადებია. ამ ბარათის მიხედვით, ინიციატივა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ განმარტებით ბარათში მოცემული დასაბუთებას უცვლელად გთავაზობთ: …
Continue reading “ბათუმის საკრებულო „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების დადგმაზე იმსჯელებს”
„ერთი წვიმაა საკმარისი, რომ სახლიც წაიღოს“ – რას აკეთებს მერია, როცა მოქალაქეს სტიქია ემუქრება
თუთა ჯგუშია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფთან ახლოს ცხოვრობს. ამ დასახლებას „მზიურის აგარაკებს“ ეძახიან. 25 მაისს თუთა ჯგუშიას კარ-მიდამოს მესამედი მოვარდნილმა წყალმა წაიღო. როგორც თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ ამბობს, მდინარის კალაპოტი მისი საცხოვრებელი სახლიდან ხუთ მეტრშია უკვე და კიდევ ერთი წყალმოვარდნის შემთხვევაში, მისი სახლი, შესაძლოა, მდინარემ მთლიანად წაიღოს. „აქ არის ლოჭინის შენაკადი, ნორიოს ხევი ჰქვია ამ მდინარეს, …
სექტემბერში ფორმას მხოლოდ 1-ელ კლასელებს ჩააცმევენ – ფორმების ბიუჯეტი 758 840 ლარით გაზარდეს
განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 758 840 ლარით გაზარდა და მთლიანი ბიუჯეტი ახლა 45 მილიონ 658 840 ათასი ლარია. თუმცა ამ გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, სამინისტრო ამბობს, რომ 15 სექტემბრისთვის, ანუ ახალი სასწავლო წლისთვის ფორმებით მხოლოდ პირველკლასელების უზრუნველყოფას შეძლებენ. II-VI კლასების ჩათვლით მოსწავლეებს კი, სასკოლო ფორმებს „ეტაპობრივად მიაწვდიან“. „იქედან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე – …
როგორ გააკონტროლებს ბულვარი შეზლონგების პლაჟზე განლაგებას
ამ სეზონზე ბათუმში ერთი შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10 ლარი, ქოლგის – 5 ლარი იქნება. ბათუმის პლაჟების სარგებლობის უფლებით გასხვისების პირობების მიხედვით, წელს ბათუმში ერთი შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს. გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად. თუმცა საინტერესოა ისიც, …
Continue reading “როგორ გააკონტროლებს ბულვარი შეზლონგების პლაჟზე განლაგებას “
რატომ დატოვა მირდატ ქამადაძემ პარტია “ახალი” – განმარტება
პარტია „ახალის“ წევრი მირდატ ქამადაძე, წერს, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის პოლიტსაბჭოს. ვრცელ სტატუსში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვრცლად მიმოიხილავს გადაწყვეტილების მიზეზს. მირდატ ქამადაძის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ: „დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს“ და მის პოლიტსაბჭოს. ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა …
Continue reading “რატომ დატოვა მირდატ ქამადაძემ პარტია “ახალი” – განმარტება”
გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს
ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50-ზე მეტი ობიექტის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში წელს, 7 თვის განმავლობაში, 4,5 მილიონზე მეტ ლარს გადაიხდის. დასაცავ ობიექტებს შორისაა ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, წყალტუბოს სანატორიუმები და სხვა ქონება. ობიექტების დასაცავად საჭირო თანხას – 4 571 570 ლარს კი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაურიცხავენ. სააგენტო წერს, რომ კანონით „ცეცხლსასროლი …
Continue reading “გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს”
სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა პომიდორი უკან გააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა უვარგისი პომიდორი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ – წერს …
Continue reading “სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა პომიდორი უკან გააბრუნეს”
„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე
„აქეთ ემუქრებოდნენ პოლიციელები, სისხლით დაგიჭერთ, 7-წლიანზე გაუშვით ესენიო,“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი „ბათუმელებთან“. ის გორში, 27 მაისს პოლიციელებისგან ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედაა. 27 მაისს გორში პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. პოლიციელების ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკიდან დღეს, 28 მაისს გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი …
Continue reading “„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე”
რა საგნებს ირჩევენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე ხშირად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის არის ასევე ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: …
Continue reading “რა საგნებს ირჩევენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე ხშირად”
6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე – პროკურატურა
პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პოლიციელი დააკავეს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. უმოკლეს ვადაში …
Continue reading “6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე – პროკურატურა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 360 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 956 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 625 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 42 832 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი”
ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟზე კომერციული საქმიანობებისთვის გამოყოფილი ადგილები აუქციონზე გაიტანა. 800 კვ.მეტრიდან – 1500 კვ.მეტრამდე კომერციული ფართობები პლაჟზე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად უნდა გასხვისდეს. პირობა მხოლოდ შეზლონგების, ქოლგებისა და ნაგვის ურნების განთავსების შესაძლებლობას უშვებს და არ არის განკუთვნილი საკლუბო ან კაფეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ადგილების გასასხვისებლად 22 მაისს გამოაცხადეს და …
Continue reading “ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია”