უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 890 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
- ტანკი – 10 307 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 21 432 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 24 409 ერთეული [+19]
- MLRS – 1 314 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 983 ერთეული [+71]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 40 355 ერთეული [+81]
- სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 657 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 46 508 უპილოტო საფრენი აპარატი
- 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 144 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 22 521 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 745 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
კრემლის ცნობით, პუტინი კურსკის ჯგუფის საკონტროლო პუნქტს ეწვია
„დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები“ – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში






