„დაუღალავი მედროშე“ – ასე მოიხსენიებენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები 54 წლის თემურ ქათამაძეს, რომელიც უკვე ერთი თვეა ბათუმში ყველა აქციაზე დგას დროშით ხელში. ბათუმში პროტესტი და აქციები უკვე ყველასთვის წარმოუდგენელია მედროშის გარეშე. კაცი საქართველოს დროშით ყოველ საღამოს მიდის აჭარის მთავრობის სახლთან, რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებზე, არჩევს ნათელ ადგილს და მთელი ძალითა და მონდომებით აფრიალებს საქართველოს …
Category Archives: მთავარი
პენსია 35 ლარით იზრდება, რიგითი პარლამენტარის ხელფასი კი 7 ათასი ლარით
საქართველოში 2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გაეზარდათ. პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი 6 740 ლარიდან 14 600 ლარამდე გაეზრდება; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6 400 ლარიდან 13 432 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6 340 ლარიდან 13 140 ლარამდე ეზრდება ხელფასი. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს ხელფასი 5 540 ლარიდან …
Continue reading “პენსია 35 ლარით იზრდება, რიგითი პარლამენტარის ხელფასი კი 7 ათასი ლარით”
„გვინდა სამართალი“ – ათი ათასობით მოქალაქე სერბეთში ახალ წელს საპროტესტო აქციაზე გამოვიდა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში 31 დეკემბრის ღამეს ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე პოლიტიკური ცვლილებებისა და სამართლიანობის მოთხოვნით. სერბეთში ნოემბრიდან მოყოლებული მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები. პროტესტი მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა პირველ ნოემბერს. ტრაგედიის მიზეზად მიიჩნევა კორუფცია და სახიფათო სამშენებლო პოლიტიკა, …
პირველ იანვარს რუსეთი კიევს დრონებით დაესხა თავს – არის მსხვერპლი
1 იანვარს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს. დრონების ნამსხვრევები კიევის ორ რაიონში ჩამოვარდა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. პირველადი ცნობებით, დაშავდა 7 ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 1 იანვრის ღამეს და დილით, რუსეთის …
Continue reading “პირველ იანვარს რუსეთი კიევს დრონებით დაესხა თავს – არის მსხვერპლი”
დღეიდან ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი იანვრის 21 საათიდან 2 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “დღეიდან ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 1 იანვარი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 790 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250] ტანკი – 9 672 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 20 043 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 21 532 ერთეული [+4] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 1 იანვარი”
31 დეკემბრის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები სუფრას შლიან
2024 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სუფრის გაშლა დაიწყეს. რუსთაველზე მაგიდებს საქართველოს დროშის ფერების, თეთრი და წითელი გადასაფარებლები გადააფარეს და აქციის მონაწილეებმა საკვების დალაგება დაიწყეს. ესაა ტკბილეული, ციტრუსი, ხილი, კანფეტები, სხვადასხვა საკვები… ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია ბევრი ფორმით გამართულა, სუფრა იშლება, …
Continue reading “31 დეკემბრის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები სუფრას შლიან”
გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, ახალი არჩევნების შესაძლებლობაზე საქართველოში
„საქართველოს საზოგადოების ნაწილის მიერ წამოყენებული ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული ხელისუფლების მიერ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი დიალოგის გზით,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 31 დეკემბერს გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის [„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები] საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. „ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებული ვართ …
Continue reading “გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, ახალი არჩევნების შესაძლებლობაზე საქართველოში “
“დავდიოდი აქციებზე, სახლში რა გამაჩერებდა?!” – პარლამენტიდან კიდევ ერთი დასაქმებული გაუშვეს
საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, „ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ ერთ-ერთი შემქმნელი და გიდი, სოფო თოდუა სამსახურიდან გაათავისუფლეს. სოფო თოდუამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფეისბუქზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. „არ ხარ შენ, სოფიო, პარლამენტში მუშაობის ღირსი, რამეთუ უარ-ჰყავ ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარე ატროშანიო. ასე გასრულდა ჩემი ათწლიანი „მოღვაწეობა“ საქართველოს პარლამენტში. ოთხწელიწადნახევარი ვიმუშავე ქართული ოცნების აპარატში. შემდეგ, მათივე რეკომენდაციით, ჩავები ერთ ძალიან …
„მკითხეს, კიდევ ვივლიდი თუ არა აქციებზე“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პოლიტიკურია. „დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე. ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი – …
საპროტესტო აქციებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
პროევროპულ აქციებზე პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საქმეებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ მიმართა. „2024 წლის ბოლოს მასშტაბური აქციების გადაღებისას კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სპეცრაზმელები აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აკავებდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. „მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს დაცვის ქვეშ მყოფი პირების სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით,“ – …
Continue reading “საპროტესტო აქციებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს”
ბათუმში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმოძრავებს
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება და პირველი იანვრის 01:00 საათამდე იმოძრავებენ. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი „დაგეგმილ ახალი წლის ღონისძიებების“ გამო გახანგრძლივდა. ბათუმის მერია დღეს, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე გალაკონცერტის გამართვას გეგმავს ევროპის მოედანზე. ევროპის მოედნის მიმდებარედ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კი 23:00 საათიდან დაიწყება პროევროპული საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციები …
Continue reading “ბათუმში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმოძრავებს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ახალი წლის პირველ დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის 21 საათიდან 1 იანვრის 21 საათამდე აჭარაში ღამით და დილით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,მაღალ მთაში – თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში ახალი წლის პირველ დღეებში”
„მადლობა ივანიშვილს“ – აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა დაამტკიცა
დღეს 31 დეკემბერს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის არალეგიტიმური მთავრობა დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე, დღეს მხოლოდ ერთი საკითხი იყო გამოტანილი, – აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ისევ თორნიკე რიჟვაძე დაამტკიცა. თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში მადლობები უხადა ჯერ არალეგიტიმურ პრეზიდენტს, შემდეგ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს და „ქართულ ოცნებას“. რიჟვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, …
Continue reading “„მადლობა ივანიშვილს“ – აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა დაამტკიცა”
„ახალი წლის საპროტესტო ღამე ბათუმში“ – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ახალი წლის ღამეს ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება. „31 დეკემბერს, 23:00 საათზე, ვიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან! ერთად შევხვდეთ დიდი ცვლილებების წელს“ – ნათქვამია საპროტესტო აქციის ანონსში. 33 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან და აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლას. საქართველოში პროევროპული აქციები 28 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ …
Continue reading “„ახალი წლის საპროტესტო ღამე ბათუმში“ – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან”
სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს – საჯარო რეესტრის თანამშრომელი
საჯარო რეესტრის თანამშრომელი ელზა გელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. „რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის მიზეზადაც ჩემი როგორც კადრის საჭიროების არ არსებობა დასახელდა. რა თქმა უნდა, ამისი არავის სჯერა, როგორც ჩანს ამოქმედდა „კანონი შემცირებებთან“ დაკავშირებით. …
Continue reading “სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს – საჯარო რეესტრის თანამშრომელი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 789 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610] ტანკი – 9 668 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 20 030 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 21 528 ერთეული [+34] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 დეკემბერი”
„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა… შუშის სასახლეში გამოკეტილ ქვეყნად გვაქციეს“ – ინტერვიუ
„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა. ეს არის, რომ ამ თვითგანადგურებასთან ერთად იძირება თვითონ და ძირავს მთელ ქვეყანასაც,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მასთან საუბარი „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებით დავიწყეთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს. გიორგი მაისურაძის ეს ამბავი აღარ გაჰკვირვებია. „ივანიშვილია მხოლოდ იქ, დანარჩენი არიან მხოლოდ ნიღბები ადამიანების… სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია. ეს …
რუსი პროპაგანდისტის შეფასებით ყაველაშვილი გონიერი პრეზიდენტია
„საქართველოში ფიცი დადო კიდევ ერთმა გონიერმა პრეზიდენტმა“ – წერს პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი საკუთარ ტელეგრამ არხზე მიხეილ ყაველაშვილის შესახებ. „რაც უფრო მეტი გონიერი პრეზიდენტი იქნება, მით უკეთესი“, – წერს ის. დუგინმა დღეს რუსულ პროპაგანდისტულ ეთერში „ქართული ოცნება“ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოლიტიკური ლიდერების – ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს მსგავს კონსერვატიულ ძალებად მოიხსენია: „სინამდვილეში ყველა კონსერვატიულ …
Continue reading “რუსი პროპაგანდისტის შეფასებით ყაველაშვილი გონიერი პრეზიდენტია”
ბათუმის აქციების 12 მონაწილე, მათ შორის სტუდენტები სასამართლოში დაიბარეს
ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილე 12 ადამიანი სასამართლოში დაიბარეს. მათ შორისაა სტუდენტი ლარა ქარცივაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია, პარტია „ახალის“ წევრი ლევან გორგილაძე და „თავისუფლების მოედანის“ წევრი აზა გაბუნია. წინასწარი ინფორმაციით სასამართლოში დაბარებული არიან პროტესტის მონაწილე შემდეგი პირები: 1. გოგიტა სოლომონიძე 2. დარიკო ჩიტაძე 3. ელგუჯა ბაგრატიონი 4. ირმა კომახიძე 5. ირაკლი ჯორბენაძე 6. ნიკოლოზ …
Continue reading “ბათუმის აქციების 12 მონაწილე, მათ შორის სტუდენტები სასამართლოში დაიბარეს”
აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია
აპელაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტისთვის პირობითი ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე. ახლა ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, …
Continue reading “აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია”
საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი – გახარია
„დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „დროებაში“ სტუმრობისას ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, ახლა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, თუ რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნება დღეს რეაქტიულ პოზიციაშია. ისინი დღეს წესრიგს ვერ ქმნიან. რეაგირებენ იმაზე, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც იქნება …
„ოცნებამ“ საარჩევნო კანონი შეცვალა და პარტიულ ინტერესებს, რეგიონულ ელიტებს მოარგო – საია
„დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო ნაკლებად სამართლიანი გახდება. „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მოირგო, რათა ხელოვნური უპირატესობა მოიპოვოს,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში შესულ ცვლილებებს. რა იცვლება არსებითად? იზრდება მაჟორიტარული კომპონენტი. მაგალითად, ამჟამად თბილისი 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 – მაჟორიტარი და …
„მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“ – ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ
„პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის, ცოტა ძალიან მიუღებელი,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის მიერ რეპრესიული კანონების ხელმოწერას. პრეზიდენტის პირველ კომენტარს ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ტვ პირველი ავრცელებს. ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე გუშინ, 29 დეკემბერს დატოვა. როგორ შეხვდით ხალხის გამოხმაურებებს, გუშინ ვხედავდით, რომ ტაშით გაცილებდნენ? – ჰკითხა …
ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სტადიონთან, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს, რისთვისაც ტენდერი 3,8 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ახალ შენობაში ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება გადმოვა, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული. საპროექტო ტერიტორია გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კუთხეში მდებარეობს და მისი ფართობი 925 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შსს-ზე სარგებლობის უფლებითაა …
როცა აუდიტორიებში ყოფნაზე მნიშვნელოვანი საქმე ქუჩაში კეთდება – სტუდენტების პროტესტი
როდის დგება დრო, როცა სტუდენტები აუდიტორიაში ყოფნასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვან საქმედ ქუჩაში, აქციებზე გასვლას მიიჩნევენ და რა წინააღმდეგობები ხვდებათ მათ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ბათუმელ სტუდენტებს, აქტივისტებს: ლარა ქარცივაძესა და ლინდა ცინცაძეს.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 787 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 010] ტანკი – 9 663 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 20 003 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 21 494 ერთეული [+44] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 დეკემბერი”
ალიევი რუსეთისგან ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციას ითხოვს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა და ოფიციალურ ბოდიშს, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კომპენსაციას მოითხოვს. აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ალიევმა ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიიდან „ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის“ შედეგად მიღებულმა დაზიანებამ გამოიწვია. მან თქვა, რომ ის გამორიცხავს მიზანმიმართულ ტერორისტულ …
„დაკავების პროცესს თან ერთვის თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა“ – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებს დღეს, 29 დეკემბერს, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მოქალაქეების დაკავებას მშვიდობიან აქციაზე. რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. დაკავების დროს მოქალაქეებმა დაზიანებები მიიღეს. „29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც. დაკავების პროცესს თან ერთვის ისეთი ქმედებები, როგორიცაა …
Continue reading “„დაკავების პროცესს თან ერთვის თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა“ – საია”
დღეს ბათუმში აქციას ლაზები შეუერთდებიან – „ევროპისკენ გზა სარფიდან მიდის“
დღეს, 29 დეკემბერს, საპროტესტო აქციას ბათუმში ლაზები უერთდებიან. „შემოგვიერთდით ზღვის შვილების აქციაზე! სარფი ევროპის კარიბჭეა! სარფიშენ გზა ევროპაშა წულუნ! ევროპისენ გზა სარფიდან მიდის! ლაზური ენა ცოცხალია, ლაზების ხმას ვერ გააჩუმებთ!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საპროტესტო აქციის 32-ე დღეს მოქალაქეები ბათუმში ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. რა ხდება? 28 ნოემბრიდან, მას …
Continue reading “დღეს ბათუმში აქციას ლაზები შეუერთდებიან – „ევროპისკენ გზა სარფიდან მიდის“”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის 21 საათიდან 30 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 785 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730] ტანკი – 9 656 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 981 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 21 450 ერთეული [+42] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 დეკემბერი”
„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია
მიხეილ ყაველაშვილმა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ე.წ. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთხელაც არ ახსენა საქართველოს მთავარი პარტნიორი – ევროკავშირი და ევროინტეგრაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირობაა და პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისაღწევად „ყველა ზომა მიიღოს“. ყაველაშვილმა სიტყვით მიმართვით დროს დიდი დრო დაუთმო ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ოჯახის ღირებულებებს, მაგრამ არა …
Continue reading “„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია”
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეს ტოვებს და ოპოზიციაში გადადის. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება დღეს, 29 იანვარს გააკეთა ორბელიანების სასახლის ეზოში. დღეს საქართველოში არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იმართება. სალომე ზურაბიშვილმა ამ ინაუგურაციას პაროდია და არალეგიტიმური პროცესი უწოდა. „იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, …
Continue reading “სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს”
ერთობის ჯაჭვი ბათუმში – ფოტორეპორტაჟი
დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“. ამ ფორმით, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირია. მოქალაქეები ბათუმის ბულვარში 15:00 საათზე შეიკრიბნენ და ჯაჭვი შეკრეს, რომელიც „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან იწყებოდა. „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. საზოგადოების დიდი ნაწილი …
დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების …
Continue reading “დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა”