25 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა დასახლებულ პუნქტებში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაღუპულთა შორისაა 15 წლის მოზარდი გოგო.
ასევე, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა კიევში. მაშველებმა დაასრულეს მუშაობა 24 აპრილს, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულ მრავალბინიან სახლთან – ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 12 ადამიანი, დაშავდა – 87.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, კიევზე თავდასხმა ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.