გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
- ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
- ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25 და 26 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
____________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან


