- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 945 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
- ტანკი – 10 694 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 22 312 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 26 823 ერთეული [+49]
- MLRS – 1 369 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 141 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 660 ერთეული [+134]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 45 755 ერთეული [+134]
- სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 661 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 53 430 უპილოტო საფრენი აპარატი
- 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 006 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 546 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 24 045 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 34 490 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






