უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 947 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
- ტანკი – 10 711 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 22 320 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 26 965 ერთეული [+70]
- MLRS – 1 372 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 145 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 897 ერთეული [+118]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 46 051 ერთეული [+145]
- სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 661 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 53 821 უპილოტო საფრენი აპარატი
- 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 048 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 553 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 24 152 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 34 615 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„პუტინს 9 მაისამდე წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა“ – ინტერვიუ გენერალთან