დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“. ამ ფორმით, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირია. მოქალაქეები ბათუმის ბულვარში 15:00 საათზე შეიკრიბნენ და ჯაჭვი შეკრეს, რომელიც „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან იწყებოდა. „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. საზოგადოების დიდი ნაწილი …
Category Archives: მთავარი
დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების …
Continue reading “დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 784 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690] ტანკი – 9 651 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 19 970 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 21 408 ერთეული [+29] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 დეკემბერი”
ლომის ბოკვერს მკურნალობა სჭირდება – ზოოპარკის განცხადება ბექაურის მიერ ჩაბარებულ ბოკვერზე
თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს ლომის ბოკვერთან დაკავშირებით, რომელიც სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა ჩააბარა ზოოპარკში მას შემდეგ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც სპორტსმენი თავისი მანქანით სეირნობდა ლომის ბოკვერთან ერთად. თბილისის ზოოპარკი წერს: „ლომის ბოკვრის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? 26 დეკემბერს, დილით ლაშა …
მსახიობებს გაფიცვის მოწოდების გამო საყვედური გამოუცხადეს – ბათუმის დრამატული თეატრი
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. ალექსანდრე ქანთარიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ახლა თეატრის დირექტორია, საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადა. ქანთარიას ბრძანებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მსახიობები ავრცელებენ აღწერით „ბათუმის თეატრში 1937 წელია“, წერია, რომ გაფიცვისკენ მოწოდება „ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად“ გაკეთდა. …
„რეალურად ეს არის ჯილდო“ – კობახიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე
„რეალურად ეს არის ჯილდო, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- განაცხადა დღეს, 27 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. „ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით, ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, …
Continue reading “„რეალურად ეს არის ჯილდო“ – კობახიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე”
ვასანქცირებთ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის – ენტონი ბლინკენი
აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას „ქართული ოცნების” დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას …
ამ ჟანრით თუ გაგრძელდება პროტესტი და სანქციები, რეჟიმი წავა ჩამოშლისკენ – ინტერვიუ
„ასე თუ გაგრძელდება ეს სიტუაცია ახლანდელი ჟანრით, საპროტესტო დინამიკა თუ დარჩა ასე მზარდი და ივანიშვილის რეჟიმმა თუ არაფერი გააკეთა, თუ გაგრძელდა ასევე სანქციების რეჟიმი და ეს მოიმატებს, ამ პირობებში ყველაფერი წავა რეჟიმის ჩამოშლისკენ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ანალიტიკოსის აზრით, სანქციები და წინააღმდეგობის უწყვეტობა ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმს უკან დახევას აიძულებს. ის არ გამორიცხავს მოვლენების …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 დეკემბრის 21 საათიდან 28 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა – დღისით ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ორივე შვილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლიდან კერძო, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა. ინფორმაცია თავდაპირველად „აჭარა-თაიმსმა“ გაავრცელა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაცია „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა. სკოლის ინფორმაციით, რიჟვაძემ შვილები კერძო სკოლაში ახლახან გადაიყვანა. ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის წლიური საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის 8 000 ლარია. თორნიკე რიჟვაძის მეუღლე პროფესიით ინგლისური ენის მასწავლებელია და …
Continue reading “რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა”
პოლიციის სერვისცენტრები 13 იანვრამდე ისვენებს – საპატრულო
საპატრულო პოლიციის განცხადებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე ქოლცენტრი, პირველი იანვრიდან 13 იანვრამდე პერიოდში არ იმუშავებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 …
Continue reading “პოლიციის სერვისცენტრები 13 იანვრამდე ისვენებს – საპატრულო”
უქმე დღეებში საბაჟო და გეზ-ი ჩვეულებრივად იმუშავებს – შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები [გეზ], საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. „2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეებში, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა …
Continue reading “უქმე დღეებში საბაჟო და გეზ-ი ჩვეულებრივად იმუშავებს – შემოსავლების სამსახური”
7 მილიონი ლარი საარჩევნო რეკლამისთვის – „ალმას“ სარგებელი 3 თვეში
გარე სარეკლამო სივრცის ათვისებაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველივე წელს შპს „ალმამ“ ბათუმში სარეკლამო ბილბორდების გაქირავებიდან 675 523 ლარი ამოიღო – ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, 3 თვეში პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. სხვა კომერციულ რეკლამასა და მის შემოსავალზე ინფორმაცია საჯარო არ არის. „ბათუმელებმა“ პოლიტიკური პარტიების მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილ დეკლარაციებში მოცემული ციფრები შეაჯამა. ამ ციფრების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით …
Continue reading “7 მილიონი ლარი საარჩევნო რეკლამისთვის – „ალმას“ სარგებელი 3 თვეში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 782 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 650] ტანკი – 9 644 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 19 951 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 21 379 ერთეული [+22] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 დეკემბერი”
შეძლებს „ოცნება“ კანონში რეპრესიული ცვლილებებით პროტესტის გაჩერებას?
„ბათუმელებთან“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ისტორიკოსი ლაშა ბაჟუნაიშვილი საუბრობენ, კონკრეტულად რა შეცვალა „ოცნებამ“ კანონმდებლობაში და რა საფრთხეს უქმნის ეს ცვლილებები კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.
„თუ მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, გული დაგწყდებათ“ – მეგი კობალაძე
„აუცილებლად უნდა ჩადგეთ ცოცხალ ჯაჭვში. ამას თუ არ გააკეთებთ და მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ, ჩვენ როგორ მოვაწყობთ ცოცხალ ჯაჭვს, მერე აუცილებლად დაგწყდებათ გული, რომ თქვენ არ გახდით ამ ერთიანობის ნაწილი“, – ამბობს მსახიობი მეგი კობალაძე. მას „ცოცხალი ჯაჭვის“ მნიშვნელობაზე ვკითხეთ, რომლის მოწყობაც შაბათს, 28 დეკემბერს, დღის 3 საათზე ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. „ცოცხალი ჯაჭვი“ ბათუმში „ალი და …
„შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა“ – შეთავაზება „ოცნების“ მთავრობას
„ექსპოჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რესან ქიქავა „ოცნების“ მთავრობას სთავაზობს,შეიჩეროს ხელფასებისა და პრემიების გაცემა. ამის შესახებ რესან ქიქავამ ფეისბუქზე დაწერა. „ხელისუფლებასთან” მაქვს ასეთი შეთავაზება. მოდით, სანამ „ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს“, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება. არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, ორდენებით, ინაუგურაციებით და …
28 დეკემბრიდან გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, …
Continue reading “28 დეკემბრიდან გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 780 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540] ტანკი – 9 630 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 19 933 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 21 357 ერთეული [+24] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 დეკემბერი”
ახალსოფელში ხანძარია – სახანძროს ცნობით, იწვის ეკალ-ბარდი
დღეს, 25 დეკემბერს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ახალსოფელში. სახანძრო სამსახურის ცნობით, იწვის ეკალ-ბარდი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. „ბათუმელებს“ სახანძროში უთხრეს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც [22:36 სთ] მიმდინარეობს და ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა, ოფიცრების დიდ ნაწილს ესმის საფრთხე“ – ინტერვიუ
„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია,“ – მიიჩნევს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, გიორგი შაიშმელაშვილი. ის კარგად იცნობს ქართველ ოფიცრებს და ვარაუდობს, რომ ჯარის „ერთგულებაში“ ივანიშვილი დარწმუნებული არ არის. გიორგი შაიშმელაშვილის აზრით, ჯარისთვის „წითელი ხაზი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება, თუ ჯარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლას მოსთხოვენ. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, …
რუსეთისდროშიანი მისალოცის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლებისთვის რუსული დროშის გამოსახულებიანი მისალოცის ელექტრონულად გაგზავნის გამო აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და კიდევ ერთმა თანამშრომელმა სამსახური დატოვეს. აკადემიის პრესსამსახურის ცნობით, მათ პირადი გადაწყვეტილებით, განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით. „ინფორმაცია დასვენების დღეებთან დაკავშირებით, მილოცვასთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე აკადემიის თანამშრომლებს გაუგზავნა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა, რომელსაც …
Continue reading “რუსეთისდროშიანი მისალოცის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს”
საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრმლებს რუსეთისდროშიანი მისალოცი გაუგზავნა – რექტორის განმარტება
საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით საახალწლო მისალოცი გაუგზავნა, რომელზეც რუსული დროშაა გამოსახული. საახალწლო წერილი აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სახელით მიუვიდათ. მისალოცზე დართულ გამოსახულებაზე ასევე ჩანს რუსეთის მეზღვაურთა პროფკავშირის [seafarers union of russia] ლოგოც. ფაქტს ადასტურებს საზღვაო აკადემიის რექტორი, მურთაზ დევაძე. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შეცდომა მოუვიდა თანამშრომელს, რომელმაც მისალოცი გააგზავნა. „ერთ-ერთმა მენეჯერმა …
წყლის სისტემის დაფინანსების შეჩერება თითოეულ ბათუმელზე აისახება – ოპოზიციის ბრიფინგი
ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსების შეჩერებას ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. მათ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს: „დუმილი ახლა დანაშაულია“. საქმე ისაა, რომ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ინფორმაციით, ბერლინმა საქართველოს მთავრობას 237 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა. გერმანიის დაფინანსებით ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მერიას უნდა მოეწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემა, …
ნანა მალაშხია: „ეს იქნება ერთობის ჯაჭვი, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“
შაბათს, 28 დეკემბერს, მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით „ერთობის ჯაჭვის“ მოწყობას აპირებენ. „ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, გაფართოვდეს ეს წინააღმდეგობა. ადამიანებმა, რომლებიც დღეს ტელევიზორებიდან აკვირდებიან ამ პროცესს და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, მათაც უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ …
Continue reading “ნანა მალაშხია: „ეს იქნება ერთობის ჯაჭვი, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“”
აუცილებლად უნდა იჩივლონ ბავშვებმა – რას ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი „ოცნების“ რეპრესიულ კანონზე
„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი – 173-ე მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს. კერძოდ, ბავშვის სიტყვისა და გამოხატვის, ასევე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლებას. ადამიანის უფლებათა ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ „თუ ბავშვები გრძნობენ, რომ მათ უნდათ აქციაზე გასვლა, მაგრამ კანონმდებლობაში შესული ეს ნორმა ხელს უშლით, მიმართონ სასამართლოს, …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 779 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600] ტანკი – 9 628 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 19 923 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 21 333 ერთეული [+10] MLRS – 1 256 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 დეკემბერი”
13 იანვრამდე „ოცნებამ“ უქმე დღეები გამოაცხადა
„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ პირველიდან 13 იანვრამდე უქმე დღეები გამოაცხადა. კერძოდ, 24 დეკემბრით დათარიღებული დადგენილების თანახმად, უქმე დღეებად გამოცხადდა 2025 წლის 3, 6, 8 და 10 იანვარი. აქამდე დასვენების დღეები იყო პირველი, 2 და 7 იანვარი. შესაბამისად, 13 იანვრამდე ადმინისტრაციულ ორგანოებში უქმე დღეები ცხადდება. ამ პერიოდში შედის შაბათ-კვირაც [4-5 და 11-12 იანვარი]. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის …
Continue reading “13 იანვრამდე „ოცნებამ“ უქმე დღეები გამოაცხადა”
როგორ სცემა ღვინისა და შოკოლადის მწარმოებელ ძმებს პოლიციამ
ერეკლე ლოლაძე მათ შორისაა, ვისაც აქციაზე სპეცრაზმისგან მიყენებული დაზიანებების შემდეგ ოპერაცია დასჭირდა. მას ორივე ყბის ძვლის ორმხრივი მოტეხილობა ჰქონდა, დაზიანებული ჰქონდა ცხვირიც. აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ერეკლეს ძმა, გიორგი ლოლაძეც, მასაც სცემეს და შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ერეკლე კი ჯერ სამმართველოში გადაიყვანეს და იქ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ერეკლე მცირე ბიზნესის – „ლოლაძეების საოჯახო …
Continue reading “როგორ სცემა ღვინისა და შოკოლადის მწარმოებელ ძმებს პოლიციამ”
რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი
ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ქვაფენილს აყრიან და ასფალტის საფარს დააგებენ, ქალაქის ბიუჯეტიდან კი, ჯამში 22,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მთლიანობაში შეეხება ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთიდან [საბაგიროს სადგურიდან] ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთს. სამუშაოები ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე …
შავი ზღვის სანაპიროზე ათობით დელფინი გამოირიყა მაზუთის ჩაღვრის შემდეგ
შავ ზღვაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, კრასნოდარის მხარეში გარემოსდამცველებმა 15 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით 19 მკვდარი დელფინის გამორიყვის ფაქტი დააფიქსირეს, რაც, სავარაუდოდ, შავ ზღვაში 2 რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვის შემდეგ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის შედეგია. BBC-ი რუსი გარემოსდამცველების ჯგუფის, Delfacenter-ის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დელფინების მასობრივი გამორიყვაა. სამეცნიერო-ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ წერს, რომ გამორიყული დელფინების ნაწილს სხეულზე აღენიშნებათ …
Continue reading “შავი ზღვის სანაპიროზე ათობით დელფინი გამოირიყა მაზუთის ჩაღვრის შემდეგ”
„თქვენი ხელები სისხლიანია“ „კორუფცია კლავს“ – რა ხდება სერბეთში
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს. პროტესტი მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა პირველ ნოემბერს. ბელგრადში, სლავიის მოედანზე, სტუდენტებმა და ფერმერებმა ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი ორგანიზებული აქცია გამართეს და 15-წუთიანი დუმილის შემდეგ სასტვენებით გაბმული სტვენა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ სერბეთის …
Continue reading “„თქვენი ხელები სისხლიანია“ „კორუფცია კლავს“ – რა ხდება სერბეთში”
25 დეკემბერს ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და მხოლოდ საბავშვო კონცერტებს გეგმავენ
25 დეკემბერს მერია ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და საბავშვო კონცერტს გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს 20:00 საათზე, საბავშვო კონცერტის შემდეგ აანთებენ. საბავშვო კონცერტი დაიწყება 15:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. წარმოდგენას გამართავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. 18:00 საათიდან 22:00 საათამდე კი გაიმართება კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ისევე როგორც ნაძვის ხე, საკონცერტო სცენაც ევროპის …
Continue reading “25 დეკემბერს ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და მხოლოდ საბავშვო კონცერტებს გეგმავენ”
თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] ცნობით, საზოგადოებას შეეზღუდა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა. ბოლო ორი კვირაა „ბათუმელები“ ვერ ახერხებს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებას ვებგვერდზე. მსგავსი შეზღუდვის პირობებში მედია ვერ შეძლებს გაავრცელოს ინფორმაცია თანამდებობის პირების ოფიციალური, დეკლარირებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი …
Continue reading “თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI”
„კულტურა ხალხისთვის“ – დღეს ბათუმში გაიმართება მარში სამართლიანობისთვის
დღეს, 24 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში გაიმართება მარში -„კულტურა ხალხისთვის – მარში სამართლიანობისთვის“. ანონსის თანახმად, მარში დაიწყება ბათუმის იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდიდან, 17 საათზე. ასევე, დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია, ტრადიციულად, გაიმართება ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რა ხდება? საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი …
Continue reading “„კულტურა ხალხისთვის“ – დღეს ბათუმში გაიმართება მარში სამართლიანობისთვის”
26 დეკემბერს თბილისში გაიმართება ბათუმელების მარში
26 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19 საათზე, თბილისში გაიმართება ბათუმელების პროევროპული მარში. ანონსის თანახმად, ბათუმელების მარშისთვის მოქალაქეები თბილისში, ბუკიას ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ გამართავენ მსვლელობას. „გიწვევთ მარშზე, სადაც ბათუმელები ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე ნებას – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ბათუმი ოდითგანვე იყო მულტიკულტურული ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ჩვენი ქალაქის ისტორია …
Continue reading “26 დეკემბერს თბილისში გაიმართება ბათუმელების მარში”