„კვების აღდგენა გართულების გარეშე მიმდინარეობს“ – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს – ამბობს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი, ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა …

რუსეთიდან ყველაზე მეტი პირი შარშან შემოვიდა – ბოლო 10 წლის მონაცემები

2024 წელს საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 2014-2024 წლის  შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეს არის რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში. სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს რუსეთის 1 885 238 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვრები. გასულ, 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, …

აჭარაში თოვაა მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობა. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა – საფრთხის დონე საშუალო“ – …

„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ – აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან

მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ზუგდიდელი აქტივისტი ქალები არიან. ისინი გვიყვებიან, როგორ იბრძვიან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მარიამი საპროტესტო აქციებზე „ბალაკლავის“ ტარებისთვის რვაჯერ დააჯარიმეს. „ვცდილობთ გავაშარჟოთ სისტემა და წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს ცირკის მონაწილეები არიან. ჩემი ჩუსტებით და ხალათით მისვლაც სასამართლოში ერთ-ერთი ხერხი იყო სისტემის დასაცინად“- ამბობს მარიამი. „გვინდა ვაჩვენოთ პოლიციურ რეჟიმს, რომ არ ვაღიარებთ მათ კანონებს …

ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

უზენაესმა სასამართლომ „პოლიციელზე თავდასხმად“ არ მიიჩნია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ცხვირში, ხელკეტების დარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა. „ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში… ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია განჩინებაში, სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია. შემთხვევა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ …

„შიმშილობას ვაგრძელებ ბოლომდე“ – თემურ ქათამაძე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის აქციის მედროშემ თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] ახალი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან. ის ამბობს, რომ შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე პროტესტის ნიშნად. „მიმაჩნია, რომ სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – წერს ის წერილში. „ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე, ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ …

თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?

ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], 34-ე დღეა შიმშილობს. იგი მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს მისი კლინიკაში დატოვება და ის საემიგრაციო იზოლატორში დააბრუნეს. ბოლო მონაცემებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობის შედეგად 17 კილო დაიკლო. რის საფუძველზე გადაწყვიტეს ექიმებმა, …

სააპელაციომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო. დასაბუთება ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ. ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მათი შუამდგომლობა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. შუამდგომლობაში ამაღლობელის ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე. მათ შორის იმაზე, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების ოქმი გაყალბებულა. არადა, სწორედ …

ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნაკვეთი „ამბასადორს“ მთავრობამ 1 ლარად გადასცა – ნახეთ პირობები

საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 1 ლარად საკუთრებაში 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2025 წლის 4 თებერვლის განკარგულებით გადასცა. აღნიშნული ნაკვეთი იმ ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად საჯარო რეესტრში ჯერ რეგისტრირებული არ არის. მთლიანობაში „ამბასადორზე“ აღნიშნული პროექტისთვის ზღვაში 1 443 223 კვადრატული …

ბათუმში აქციის 26 მონაწილეს სასამართლოში ზებრაზე გადასვლისთვის იბარებენ

ბათუმში პროევროპული აქციების 26 მონაწილეს გზის გადაკეტვას ედავებიან და სასამართლოში იბარებენ. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. აქციის მონაწილეებს ინტერესებს სასამართლოში სწორედ საია დაიცავს. საიას ცნობით, სასამართლოში დაბარებულ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – …

რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს აქციასთან დაკავშირებით – იურისტების რეკომენდაცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს მოკლე გზამკვლევს, თუ რა უნდა ვიცოდეთ, როცა პოლიცია გვაჯარიმებს შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. „ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შსს-ს ექნება იმის გადაწყვეტის უფლებამოსილება, პირი უნდა იყოს თუ არა მიჩნეული სამართალდამრღვევად, ასევე, …

შაბათს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება – „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ბავშვებისთვის

22 თებერვალს, შაბათს, ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება. მარში 22 თებერვალს, 17:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან [მემედ აბაშიძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში] დაიწყება. როგორც ფეისბუქზე დაანონსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მდუმარე მარში „ოცნების ქალაქში“ დაღუპულ ორ ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად იმართება. „ოცნების ქალაქში“ ანდრიას და ლევანის დაღუპვიდან 4 დღე გავიდა. რატომ არ გამოცხადდა გლოვა ქვეყანაში? რატომ არ …

ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ

როსტევან ზარანდია არტისტი და ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა შინაარსის სტენსილებს ხატავს შენობის კედლებზე. არტისტის თქმით, ეს მისთვის სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ზარანდიას ეკუთვნის მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სტენსილები ზუგდიდში. აქტივისტს დღეს, 17 თებერვალს, სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ედავებიან, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის …

„ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები. მადლობა მზია“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელზე

„მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს, მას ვუთხრა დიდი მადლობა, იმისთვის რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა, ეს შემართება გაიტანა საზღვრებს მიღმა. ძალიან ბევრი ადამიანი მას …

პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?

„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის …

„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებს“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან თსუ-ს

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, 19 წლის სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს, რომელსაც ზვიად ცეცხლაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს სწერს. სწორედ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია ზვიად ცეცხლაძე. „მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებსა და სემინარისტებს. თსუ-ს აუდიტორიებში თქვენ მე მასწავლეთ, რომ სამართალი უნდა იყოს გარდაუვალი, მე კი ვხედავ ქუჩაში მოთარეშე …

„მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – სალომე ზურაბიშვილი

„მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე. დღეს, 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მზია ამაღლობელმა კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას. „ბათუში, ოცნების …

“შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა” – მზია ამაღლობელის წერილი

ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის 38-ე დღეს კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას. „ბათუში, “ოცნების ქალაქში” მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. …

საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელახალ მონიტორინგს და ვახტანგ კალოიანის ჩართვას ითხოვს

„იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. მზია ამაღლობელი 38 დღეა შიმშილობს. იგი კლინიკა „ვივამედშია“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის …

„ოლიგარქიის ასფალტი სკდება, ხალხის გაზაფხული მოდის“ – ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ბანერები გადმოფინეს

18 თებერვალს, საქართველოში სხვადასხვა ხიდებიდან მოქალაქეებმა მასშტაბური საპროტესტო ბანერები გადმოფინეს. ქუთაისში, რუსთავში, თბილისში, თელავში, მცხეთასა და ბალდაში ოცამდე საპროტესტო ბანერი, ერთდროულად, დილის 10 საათზე გადმოიფინა. ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდიდან კი, 15 თებერვალს, ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით, გლოვის ნიშნად, შავი ქსოვილი გადმოიფინა. „ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ …

ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. “პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – მოგვწერა პრესსამსახურმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.          

მინდა, მზია ამაღლობელს ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება და ამიტომ სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. „დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან. მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე …

ირაკლი დგებუაძის მეგობარი ბათუმში ცათამბჯენს აშენებს

შპს „ალპეკა ბათუმი“ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში. კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერიაა, „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი. პროექტის უკვე გამოქვეყნებული რენდერებისა და დასახელებული პარამეტრების მიხედვით, შენობა მასშტაბური იქნება. ბიზნესმენის დედამ, ხათუნა ხოფერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი …

ბათუმში აქციაზე დაკავებულ პირს სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი სიხარულიძეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად პოლიციელის შეურაცხყოფა ედება. გიორგი სიხარულიძე 15 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე პერფორმანსის გამართვის გამო დააკავეს. მან რეზინის ტყვია ისროლა პოლიციის მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთ პოლიციელს მოხვდა. გიორგი სიხარულიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა დიასამიძე იცავს. პაატა დიასამიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის …

„მეგობრებზე პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება რეალური დამნაშავეების ბრალის გაუფასურებაა“ – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს მიმართავს და მოუწოდებს, მზია ამაღლობელს ბოდიში მოუხადოს. „მე კიდევ მივმართავ ირაკლი დგებუაძეს, თუ უნდა კაცად დარჩეს მიუხედავად მომხდარისა, მოუხადოს ბოდიში ქალს, რომელსაც მან დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელი შიმშილობს არა პატიმრობის გამო (მზია თავის სამართალს ადრე თუ გვიან მაინც ნახავს), არამედ იმის გამო, რომ …

ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის საბაგიროსთან, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, პირსი დამტვრეული და სახიფათოა. დამტვრეულ ფილებს შორის ხშირად გადაადგილდებიან სათევზაოდ გამოსული ადამიანები და ბავშვებიც. „ბათუმელებმა“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, თუ აქვს ინფორმაცია პირსზე ინფრასტრუქტურის მოშლასთან დაკავშირებით და თუ არის შესწავლილი, რამდენად სახიფათოა ამ სანაპიროზე გადაადგილება. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ეს მათი მიმართულება არ არის“, ანუ არანაირ ზედამხედველობას არ უწევენ. …

კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

კაცი საქართველოს სამფეროვანი დროშის მანტიით ბათუმის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მედროშეა, რომელსაც აქციის თითქმის ყველა მონაწილე უკვე პირადად იცნობს. „მე ვარ ზურაბ ჭავჭანიძე, სოხუმელი, 58 წლის. ჩემი განუყოფელია სხეულზე ეს დროშა, ეს დროშა სოხუმიდანაა ჩამოტანილი, პირველი ეროვნული მოძრაობის დროინდელი დროშაა“ – ამბობს ის და მანტიად მოცმულ, საქართველოს სამფეროვან დროშას ეხება. „ვნატრობდი, ნეტავ ამ დროშის გამოყენება …

უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

„ჩანს რამე, ღობე არის? ღობე როდის არის იცით? როცა მთავრობის წარმომადგენლები მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს,“ – ეს „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა 2025 წლის 15 თებერვალს, როცა ამ დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები დღეს, 17 თებერვალს დაკრძალეს. რატომ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე, როცა „ოცნების ქალაქის“ …

ბათუმში „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე ქალთა უფლებებზე ისაუბრებს

2025 წლის 20 თებერვალს, ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“ გაიხსნება „თანასწორობის კუთხე“ ინიციატივის – „დაე იკითხოს თავისუფლებამ“ – ფარგლებში.  გახსნის ღონისძიებაზე, „თავისუფალ სივრცეში“, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში, 20 თებერვალს, 15 საათზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე,  ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე ისაუბრებს მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. ღონისძიების მოდერატორი გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და  გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის …

„1937 წელი მაგონდება“ – 95 წლის ლამარა აბჟანდაძე რეჟიმის ტყვეებს მიმართავს

95 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე ფეისბუქზე რეჟიმის ტყვეებს მიმართავს და წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ მიღებული კანონებით დაჭერილი და დასჯილი მოქალაქეების ყურებისას 1937 წლის რეპრესიები აგონდება: „მე, 95 წლის მოხუცი მოგესალმებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ ციხეებში გამოკეტილ მოქალაქეებს. თქვენ – თავისუფალი მოქალაქეები – ამ რეჟიმმა დაგსაჯათ თავისუფალი სიტყვისათვის, მშვიდობიან აქციაზე დგომისათვის ე. ი. უსაფუძვლოდ დაგსაჯეს. …

ბათუმში დაკრძალეს „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ორი ბავშვი

დღეს, 17 თებერვალს, დაკრძალეს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭები, რომლებიც  წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები 15 თებერვალს დაიღუპნენ. თხრილიდან ამოყვანის შემდეგ ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, …

ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს სტიკერის გაკვრის საქმეზე

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ, ციალა ქათამიძემ მოწმის სახით ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა მოითხოვა, რაც შსს-ს წარმომადგენლებმა კატეგორიულად გააპროტესტეს. შსს-ს წარმომადგენლების თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა დაიკითხოს „ვინმე ირაკლი დგებუაძე“, როცა მას ციალა ქათამიძე არ დაუკავებია და ამ საქმის მასალებში საერთოდ არ ჩანს. ციალა ქათამიძე სამოქალაქო …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სტიკერის გაკვრის საქმეზე გადაიდო

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძეს მზია ამაღლობელის საქმე უნდა განეხილა, კონკრეტულად კი, შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრა. მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ. სხდომის გადადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით …

„ოცნება“ ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული – ქარტია

გუშინ, 15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭი, ჩავარდა. ბავშვები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა. შემთხვევის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან დაახლოებული „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ერთი ჯგუფი  დაუპირისპირდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“, „აჭარა თაიმსის“, ტვ პირველის, საქართველოს …

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დირბთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. „უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული …

სააპელაციოს კვლავ მიმართეს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთხელ მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე დაუშვებლად ცნო და არ განიხილა დაცვის მხარის საჩივარი მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გამო. „დღეს წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის …

Exit mobile version