მთავარი,სიახლეები

„მეგობრებზე პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება რეალური დამნაშავეების ბრალის გაუფასურებაა“ – ლომჯარია

17.02.2025
„მეგობრებზე პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება რეალური დამნაშავეების ბრალის გაუფასურებაა“ – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს მიმართავს და მოუწოდებს, მზია ამაღლობელს ბოდიში მოუხადოს.

„მე კიდევ მივმართავ ირაკლი დგებუაძეს, თუ უნდა კაცად დარჩეს მიუხედავად მომხდარისა, მოუხადოს ბოდიში ქალს, რომელსაც მან დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა.

მზია ამაღლობელი შიმშილობს არა პატიმრობის გამო (მზია თავის სამართალს ადრე თუ გვიან მაინც ნახავს), არამედ იმის გამო, რომ მას, როგორც ქალს დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსება შეულახეს და დაამცირეს (ყველა გარემოებაზე მისი კოლეგები და ადვოკატები მზიას სურვილით არ საუბრობენ),“ – წერს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებასაც  ეხმაურება.

„რაც შეეხება მზიას ოჯახის წევრებს და მეგობრებს, მათ ყველაზე მეტად უნდათ, რომ მზიამ იცოცხლოს და ყველაზე მეტად ცდილობენ გადააფიქრებინონ შიმშილობა და მათზე პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება რეალური დამნაშავეების ბრალის გაუფასურებაა,“ – წერს ნინო ლომჯარია.

დღეს, 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართა.

“მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: