მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქციაზე დაკავებულ პირს სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

17.02.2025
ბათუმში აქციაზე დაკავებულ პირს სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი სიხარულიძეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალად პოლიციელის შეურაცხყოფა ედება.

გიორგი სიხარულიძე 15 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე პერფორმანსის გამართვის გამო დააკავეს. მან რეზინის ტყვია ისროლა პოლიციის მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთ პოლიციელს მოხვდა.

გიორგი სიხარულიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა დიასამიძე იცავს. პაატა დიასამიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ გამართული პერფორმანსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

„გიორგი სიხარულიძემ პროცესზე თქვა, პერფორმანსი გავაკეთე, პოლიციელებისთვის რაიმე სახის შეურაცხყოფა არ მინდოდაო. თავად პოლიციელებიც ადასტურებდნენ – არ მოუყენებია შეურაცხყოფა ჩვენთვისო.

ვთვლი, რომ გიორგი სიხარულიძის მიერ გამართული პერფორმანსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თუმცა ის სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

ადვოკატი გიორგი სიხარულიძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პაატა დიასამიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: