95 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე ფეისბუქზე რეჟიმის ტყვეებს მიმართავს და წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ მიღებული კანონებით დაჭერილი და დასჯილი მოქალაქეების ყურებისას 1937 წლის რეპრესიები აგონდება:
„მე, 95 წლის მოხუცი მოგესალმებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ ციხეებში გამოკეტილ მოქალაქეებს.
თქვენ – თავისუფალი მოქალაქეები – ამ რეჟიმმა დაგსაჯათ თავისუფალი სიტყვისათვის, მშვიდობიან აქციაზე დგომისათვის ე. ი. უსაფუძვლოდ დაგსაჯეს. სწორედ ამიტომ თქვენ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, საღად მოაზროვნეებისათვის, გმირები ხართ.
მე მომსწრე ვარ 1937 წლის რეპრესიების. მართალია, მაშინ 7 წლის ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ატირებული მეზობლები, ნათესავები, რომლებსაც ოჯახის წევრი ზოგჯერ კი მთელი ოჯახი დააპატიმრეს.
ვინც გადარჩა, მათ დღესაც არ იციან სადაა დაპატიმრებულების საფლავები. დიახ, ეს 1937 წელი მაგონდება, როცა ” ქართული ოცნების ” მიერ განხორციელებულ მათ მიერვე უკანონოდ მიღებულ “კანონების” საფუძველზე დასჯილ მოქალაქეებს ვუყურებ” – ლამარა აბჟანდაძე.