ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 881 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 10 261 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 21 311 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 24 108 ერთეული [+21] MLRS – 1 306 ერთეული [+0] …

დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება

6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 3 საათზეა ჩანიშნული. 4 მარტს ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი – მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 2025 წლის საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია …

ხულოში, სოფელ დანისპარაულში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ დანისპარაულში სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში არავინ იყო. „ეს ჩემი ძმის სახლია, ეკომიგრანტი ოჯახია და ბათუმში ცხოვრობენ ნაქირავებში, სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის სახლია და მალე დაიწვა,“ – გვითხრა რესან აბულაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰყირდა. შემთხვევა დღეს, 5 მარტს მოხდა.

84 წლის კაცის 13-წლიანი დავა მთავრობის წინააღმდეგ გონიოს მიწებზე – რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

ბათუმელმა ლადო მჟავანაძემ 13-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ სასამართლო დავა მთავრობას უზენაეს სასამართლოში მოუგო. 84 წლის ლადო მჟავანაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გონიოს დასახლებაში კიდევ 83 ოჯახზე აისახება. საუბარია ბათუმში, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 84 ოჯახს 1986 წელს გადასცეს, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, …

მზია ამაღლობელის საქმე – წინასასამართლო სხდომა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი

4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ასევე, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა …

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველები 4 მარტს ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ  ქართულმა მართლმსაჯულებამ ამაღლობელს დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება, დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, …

თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე თემურ ქათამაძე დღეს, 4 მარტს, თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკურმა  დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ფორმულას“ დაუდასტურა, რომ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და მოთავსებულია თერაპიულ განყოფილებაში. მისი თქმით, ქათამაძის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე …

ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მთაში შესაძლოა მეწყრული პროცესების განვითარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მარტის 21 საათიდან 6 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. სინოპტიკოსების ცნობით, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში კი – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 880 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250] ტანკი – 10 256 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 21 304 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 24 087 ერთეული [+23] MLRS – 1 306 ერთეული [+0] …

„გამოძიებას უნდა, რომ ქექოს მზიას პირადი და პროფესიული ცხოვრება“ – მაია მწარიაშვილი

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ვიქტორ მეტრეველს მიმართა და სთხოვა, ამაღლობელის საქმეს დაურთოს მისი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია. კერძოდ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამაღლობელის საქმეში წარდგენილია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი. ვლადიმერ ჩიტაია 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს სწერს, რომ მის …

„არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს“ – მზია ამაღლობელი

„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას,“ – თქვა დღეს, 4 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა თავს დამნაშავედ. დარბაზში ბრალდებულის ხმა ცუდად ისმოდა. ამის გამო მზია …

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2025 წლის 5 მარტს დაიწყება და 2 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია: ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან …

მზია ამაღლობელი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო. განჩინებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა: “პუტინის სასამართლო”, “მონებო”, “სირცხვილია, სირცხვილი” – სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები. განხილვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. 4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მეტრეველმა ამაღლობელისთვის აღკვეთოს ღონისძიების გადასინჯვის შესახებ იმსჯელა. პროკურორებმა – შოთა ჩხაიძემ და თორნიკე გოგეშვილმა მისი პატიმრობაში …

მზია ამაღლობელის პროცესს საფრანგეთის ელჩი და ევროპის ქვეყნების საელჩოებიდან დიპლომატები ესწრებიან

დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ესწრებიან. სასამართლო სხდომას ესწრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი. ასევე, სასამართლო სხდომას ესწრება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოადგილე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები. დღეს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, …

„ოცნების“ მინისტრად დანიშნულმა ელისო ბოლქვაძემ პირველი მადლობა ივანიშვილს გადაუხადა

აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ აჭარაში ახალი კულტურის სამინისტრო შექმნა და მინისტრად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ბოლქვაძე დანიშნა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი სამინისტროს შექმნის მიზეზად აჭარაში კულტურის დიდი პოტენციალი დაასახელა. ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 85 დეპუტატთაგან, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. ერთი მხრივ, ელისო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 879 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340] ტანკი – 10 255 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 21 298 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 24 064 ერთეული [+45] MLRS – 1 306 ერთეული [+0] …

ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის მეჩეთი დაიწვა. ხანძარი მეჩეთში დღეს, 3 მარტს, საღამოს გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის ცნობით, „შენობის აგების თარიღი XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისია. თავდაპირველად მეჩეთი სოფელ პაქსაძეებში მდებარეობდა, შემდეგ დაუშლიათ და სამ სოფელზე – პაქსაძეები, ბეღლეთი და …

ლიეტუვამ დაასანქცირა პირები, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – საგარეო

დღეს, 3 მარტს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხოთ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმეში ფიგურირებენ. „შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე, …

უკრაინაში ომის გაგრძელებაში პესკოვი ადანაშაულებს “ომის პარტიას” – ამ ტერმინს იყენებს „ოცნებაც“

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ „კიევის რეჟიმსა და ზელენსკის მშვიდობა არ უნდათ“ და „მათ ომის გაგრძელება სურთ“. პესკოვის თქმით, 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარმა სკანდალმა აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნება ვითარების დარეგულირება უკრაინაში. „ამ სიტუაციაში აშკარად არ იქნება საკმარისი ვაშინგტონის ძალისხმევა …

„დახვრიტეს“ – უზენაესი სასამართლოს 5 თავმჯდომარე საბჭოთა ოკუპაციიდან 1937-მდე

1921 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, უზენაესი სასამართლოს ზედიზედ 5 თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან სტალინური რეპრესიების ჩათვლით პერიოდში საქართველოში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების კარიერა, ძირითადად, დახვრეტით სრულდებოდა. ამ 5 მოსამართლის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც იძებნება: დავით ხელთუფლიშვილი – 1921 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა საქართველომ …

ესტონეთმა დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები, პროკურორები და ირაკლი დგებუაძე

ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და პარლამენტის წევრები, ესტონეთში შესვლა აუკრძალა. საუბარია სავიზო სანქციებზე. ესტონეთის მიერ დასაქცირებულნი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“  დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. ასევე, დასანქცირებულნი არიან: …

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – 4 მარტს ბათუმის სასამართლოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი …

„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – ვინ არის მზია ამაღლობელი

2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, ბათუმში, პოლიციის შენობის წინ, აქციაზე, ლურჯქურთუკიანი ქალი დააკავეს. ვიდეოკადრი, რომელიც მის დაკავებას უძღოდა წინ, მთელმა ქვეყანამ ნახა – ქალი სილას აწნის სამართალდამცავებით გარშემორტყმულ ბათუმის პოლიციის უფროსს. ის მიჰყავთ და ისმის პოლიციის უფროსის უშვერი გინება და მუქარა: „სისხლით დავიჭერ, სისხლით!“ მერე პოლიციის ეზოს რკინის ჭიშკარი მძიმედ იხურება და ლურჯქურთუკიანი ქალი …

ხელოვნური პლაჟისთვის ახალ ბულვართან 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა საჭირო

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ ზღვის ხელოვნური კვებისთვის მიმდინარე წელს 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშია შესატანი. ამ რაოდენობის ხრეშის შეტანა ზღვაში – ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად და ქალაქის სანაპირო ზოლის დასაცავად – ყოველწლიურადაა აუცილებელი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად. შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი თანხა დაიხარჯება წელს ზღვის ხელოვნური კვებისთვის. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 878 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350] ტანკი – 10 252 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 21 290 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 24 019 ერთეული [+60] MLRS – 1 306 ერთეული [+0] …

„გვჭირდება საკვები, მედიკამენტები, წყალი“ – აჭარაში მცხოვრებ 40-მდე შშმ პირს დახმარება ესაჭიროება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება ესაჭიროებათ. ცენტრის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო ადამიანები, განსაკუთრებით კი შშმ პირები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“  ოპერატიულად დაუკავშირდა  ორგანიზაციის 300-მდე მომხმარებელს აჭარის რეგიონში და გამოავლინა მათი  გადაუდებელი საჭიროებები“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით …

„რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის“- ბათუმელი მედროშის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) 45 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე, რომელიც გუშინ იმყოფებოდა თემურ ქათამაძის მოსანახულებლად, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. „რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის და ეს თვითონაც დამიდასტურა. ძალიან მძიმედ არის ჩემი აზრით“-გვეუბნება აკაკი გვიანიძე. …

გონიოს ხიდის შემაერთებელი ნაწილი გადახსნილია – რას ამბობენ გზების დეპარტამენტში

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდი, გარკვეულ მონაკვეთში გადახსნილია. ხიდი ფოლადისა და რკინა-ბეტონისგან შედგება. ერთ მონაკვეთზე სწორედ ბეტონებს შორის არსებულ ფოლადის გადაბმებში ხიდი გადახსნილია. ფოლადის გადაბმებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. იმ ნაწილში, სადაც ფოლადის კბილანები დაშორებულია ერთმანეთს, ადვილად შესამჩნევია ხიდის ქვემოთა ნაწილიც. ხიდზე ავტომანქანები გადაადგილდებიან, ანუ მოძრაობა არ არის შეფერხებული, თუმცა ის, რომ …

აშშ-ის მიერ დახმარების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება რეგიონში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] უახლეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინაში მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის შანსს, მოიგოს ომი, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება და ახალი ტერიტორიების მიტაცება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ ისეთ ამერიკულ სისტემებს, როგორიცაა Patriot-ი, HIMARS-ი და ATACMS-ი, რათა დაიცვან ქვეყანა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან, გაანადგურონ მტრის …

ევროკავშირი განიხილავს უკრაინის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს – მაკრონი

6 მარტს, საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის ახალი, ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარების პაკეტს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა La Tribune-თან ინტერვიუში, 1 მარტს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და საუბარია ასობით მილიარდი ევროს დაფინანსებაზე. მაკრონმა განაცხადა, რომ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას, თუმცა დასძინა, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მარტის 21 საათიდან 3 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი წვიმაა მოსალოდნელი. მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 876 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110] ტანკი – 10 241 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 21 274 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 23 959 ერთეული [+51] MLRS – 1 306 ერთეული [+2] …

„რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება“ – ინტერვიუ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა. დღეს, პირველ მარტს „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს …

ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 875 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 233 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 21 249 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 23 908 ერთეული [+61] MLRS – 1 304 ერთეული [+1] …

რა იცით პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ? – სურსათის უვნებლობის გამოწვევები და გადაჭრის გზები

მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას რამდენად ხშირად კითხულობთ მის ეტიკეტს? არაეტიკეტირებული ან არაქარხნული პროდუქციის შეძენისას რა განაპირობებს სანდოობას?  შეგიძლიათ თუ არა ამოიცნოთ გაფუჭებული პროდუქტი და თუ ამოიცნობთ, იცით თუ არა ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს? ეს ყველაფერი სურსათის ხარისხის და უვნებლობის საკითხებია და კვლევები მიუთითებს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას სურსათის ხარისხისა და უვნებლობის …

Exit mobile version