მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2025 წლის 20 მაისს განიხილავს. სააპელაციო სასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეს“ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე მხარეების პოზიციებს სასამართლოს სხდომაზე არ მოუსმენს. სასამართლომ გადაწყვიტა, მხარეებთან უშუალო შეხვედრების გარეშე შეისწავლოს საჩივარი და საქმის მასალები. საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე: სანამ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით …
Category Archives: მთავარი
2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია სამშენებლო ნებართვა 2 მლნ 591 ათასი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2358 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს წინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია. სამაგიეროდ ნებართვები ითვალისწინებს 2 მილიონ 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტების მასშტაბები იზრდება. მასშტაბებთან, ასევე სიმჭიდროვის ზრდასთან დაკავშირებით ტენდენცია …
29 აპრილს სახლებში მისვლა და ჩხრეკა „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთი გამოხატულებაა – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით ეხმიანება ფონდების წარმომადგენელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღებას. საუბარია 29 აპრილს, დილის საათებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღებაში ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, გელა ხელაიას, ლაშა არველაძისა და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილის ფაქტობრივ საცხოვრებელსა ან/და რეგისტრირებულ მისამართებზე. განცხადებაში საია განმარტავს, რომ 2025 წლის 8 თებერვალს ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაიწყო გამოძიება …
ბათუმელი მედროშე 2 დღით შიმშილობს – მას ქვეყნიდან აძევებენ
„მითხრა, რომ დღეს და ხვალ სიმბოლურად ისევ შიმშილობს“, – ამბობს ნინა კაკულია, ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მეგობარი. ნინა კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძე დღევანდელი შიმშილობით ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას აპროტესტებს, ხვალინდელი შიმშილით კი, სოლიდარობას ჭიათურელ მაღაროელებს უცხადებს. გუშინ, 29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი დააკავა: აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, …
Continue reading “ბათუმელი მედროშე 2 დღით შიმშილობს – მას ქვეყნიდან აძევებენ”
რუსული დრონები უკრაინაში ხარკოვსა და დნეპრს თავს დაესხნენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30 აპრილს, გამთენიისას, უკრაინას რუსეთმა ასზე მეტი დრონით შეუტია. მისი თქმით, შეტევის სამიზნე გახდა ხარკოვი, დნეპრი და უკრაინის სხვა ქალაქები. „რუსული დრონები მთელი დილის განმავლობაში აგრძელებენ უკრაინის ცაში ფრენას. და ასე გრძელდება ყოველდღე. ჩვენ გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი ხალხის დასაცავად, რაც რუსულ საჰაერო ტერორს შეუძლებელს გახდის. ზეწოლამ, და …
Continue reading “რუსული დრონები უკრაინაში ხარკოვსა და დნეპრს თავს დაესხნენ”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 951 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 729 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 353 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 27 091 ერთეული [+11] MLRS – 1 374 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აპრილი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილის 21 საათიდან 1 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ბიუჯეტიდან 109 ათას 60 ლარის გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. დამატებით 113 ათას 975 ლარი კი ღონისძიების ორგანიზებაში დაიხარჯება. „ბათუმობის“ ჩატარებას ბათუმის მერია 3-4 მაისს, ბულვარში, საზაფხულო თეატრთან გეგმავს. ბათუმის კულტურის ცენტრი აღნიშნულ თანხას უტენდეროდ, პირდაპირი წესით დახარჯავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „ქალაქ ბათუმის კულტურის ცენტრს 2025 წლის 3 და 4 მაისს გათვალისწინებული აქვს …
Continue reading “„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება”
„ივანიშვილის გათვლაა, რომ უკმაყოფილო ხალხი წავა ამ ქვეყნიდან და მას დარჩება ყმების კასტა“ – ინტერვიუ
„როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმმა ჩეკისტების სულისკვეთება სრულად გადმოიღო. ესენი მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან და მიზანიც იგივეა: რუსული, იმპერიული კონტროლის აღდგენა საქართველოში,“ – დღეს, 29 აპრილს, ხუთი ფონდის წარმომადგენლის და აქტივისტის სახლების გაჩხრეკაზე თავის დაკვირვებას ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე გვიზიარებს. პოლიტიკურად რას იგებს ივანიშვილი დაშინების მცდელობით? – ანალიტიკოსის აზრით, ივანიშვილის რეჟიმი გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გვაბრუნებს: „საქართველო …
აჭარის პოლიცია 52 ტელევიზორს იყიდის, შენობის რემონტში კი 1 მილიონს უტენდეროდ დახარჯავს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის რემონტში 1 051 845 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. დეპარტამენტი 52 ახალ ტელევიზორსაც იყიდის, რაზეც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 30 048 ლარით. აჭარის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული და საშტატო ცვლილების საფუძველზე შეიქმნა 2 ახალი მთავარი სამმართველო და …
„გინახავთ ვინმეს სიამაყით ეთქვას, ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო?“ – გენრი დოლიძე
„ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ და მინდა ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში. გინახავთ სუფრასთან ან პირად საუბრებში, ვინმეს სიამაყით ეთქვას – ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო? ბაბუაჩემი წითელარმიელი იყო და მოუძღოდა რუსეთის არმიას საქართველოს ოკუპაციისთვისო? გინახავთ ვინმეს? მე არ მინახავს ასეთი ადამიანი. შეიძლება ვინმეს სადმე ოდესმე წამოსცდენია, მაგრამ საკადრის პასუხის მიიღებდა, ალბათ. გინახავთ ვინმეს ეთქვას, მამაჩემი მხედრიონელი იყო და …
Continue reading “„გინახავთ ვინმეს სიამაყით ეთქვას, ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო?“ – გენრი დოლიძე”
ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 28 აპრილს მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, მოვიდა მოქალაქე გოჩა მელაძეც, რომლის 12 წლის შვილს ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ეს საქმე სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. გოჩა მელაძის შვილზე 2024 წელს იძალადა მასწავლებელმა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა ერთი გაკვეთილის განმავლობაში 12 წლის ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. …
ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – მერია
ბათუმის მერიის ცნობით, 30 აპრილიდან მაისის ბოლომდე ბათუმში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება იმედაშვილის ქუჩაზე, პუშკინისა და წერეთლის ქუჩებს შორის მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბერიძის ქუჩით. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, იცვლება მარშრუტი: #7, #7 ა, #11, რომლებზეც ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #7 – ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, დემეტრე თავდადებულის, …
Continue reading “ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – მერია”
სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება – PHR ბინების ჩხრეკაზე
„სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და აქტივისტების საქმიანობა“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR. ორგანიზაცია ეხმიანება დღეს, 29 აპრილს, პოლიციის მიერ ფიზიკური პირების სახლების ჩხრეკას, რაც ბავშვის თანდასწრებით განხორციელდა. „2025 წლის 29 აპრილს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაიწყეს უფლებადამცველთა და სამოქალაქო აქტივისტთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ორსული …
თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან გააძევებენ – მას ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციომ უარი უთხრა
ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა. ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 29 აპრილს, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. „თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა“, …
„ჩამომსვეს ავტობუსიდან და გამჩხრიკეს, გამიჩხრიკეს სახლიც“ – ალეკო ცქიტიშვილი
დღეს, 29 აპრილს, დილას, პოლიციამ რამდენიმე პირის სახლი გაჩხრიკა. მათ შორისაა „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი და უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ჯერ ავტობუსიდან ჩამოსვეს და გაჩხრიკეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, შემდეგ კი სახლი გაუჩხრიკეს და წაიღეს ლეპტოპი. „სამსახურში მივდიოდი, ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. ამოიღეს მობილური ტელეფონი და ჩხრეკის დასრულებისას გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის …
Continue reading “„ჩამომსვეს ავტობუსიდან და გამჩხრიკეს, გამიჩხრიკეს სახლიც“ – ალეკო ცქიტიშვილი”
„მეზობელი ვარო“ – 6 თვის ფეხმძიმე ქალთან გასაჩხრეკად პოლიცია დილის 9 საათზე მივიდა
დღეს, 29 აპრილს, 6 თვის ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დილის ცხრის წუთებზე, სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. „ნეტგაზეთთან“ საუბარში მარიამ ბაჯელიძე, რომელიც „სირცხვილიას“ ყოფილი წევრია, ამბობს, რომ დაახლოებით ცხრის წუთებზე კარზე ბრახუნი იყო, ქალის ხმა იყო, რომელმაც უთხრა, რომ იყო მეზობელი, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, მეზობელი …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 950 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 10 728 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 22 352 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 27 080 ერთეული [+42] MLRS – 1 373 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აპრილი”
ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი 100 დღეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 28 აპრილს გაიმართა. პროცესზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაკითხეს, რაც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. დღეს უნდა დაეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსიც, ირაკლი დგებუაძე, თუმცა დაცვის მხარემ დგებუაძის დღეს დაკითხვაზე უარი თქვა. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების …
Continue reading “ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან”
რა თქვა ბესელიამ დგებუაძის გაწითლებულ ლოყაზე – რა ახსოვს და რა დაავიწყდა პოლიციის ყოფილ უფროსს
დღეს, 28 აპრილს, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სასამართლოს ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა. საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების …
ევროპარლამენტარი პეტიციით მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს
„ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ ციხეში მათი საქმიანობის გამო,“ – ევროპარლამენტარი, ავსტრიის მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ევროპარლამენტარმა პეტიცია შექმნა , რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს. „მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტია. დღეს ის ციხეში ზის და 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება – თავისუფალი მედიის, დემოკრატიისა …
Continue reading “ევროპარლამენტარი პეტიციით მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს”
ქალი, რომელსაც პოლიციელმა სილა გააწნა: „დგებუაძის ლოყა ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული?“
„მზია ამაღლობელი ციხეშია სისხლის სამართლის წესით და მას [4-დან 7 წლამდე] პატიმრობა ემუქრება, იმისთვის, რომ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. მე მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა – ირაკლი დგებუაძის ლოყა უფრო ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული, თუ როგორ არის ეს, როგორ ლაგდება, რატომ გვაქვს ამ საკითხზე არაერთგვაროვანი მიდგომა?“ – გვეკითხება თეონა ჭალიძე. ქალი გვიყვება, რომ მას …
„ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებ – ეს თუ დანაშაულია, ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში“
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომაზე, მანამ სანამ მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მზია ამაღლობელმა მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა. „პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა – მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან. თუ გინდათ ჩემი განწყობა იცოდეთ, ეს არის. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა …
მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საიას ცნობით, გასაჩივრებულია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა: თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა”
ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს
„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ოფიციალური სტატისტიკა კი ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი. თუ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 179 552 …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 949 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 10 723 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 338 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 27 038 ერთეული [+31] MLRS – 1 373 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აპრილი”
28 აპრილს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში განახლდება
ხვალ, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღის პირველ საათზე მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია. წინა სასამართლო სხდომებზე აშკარად გამოიკვეთა, რომ პოლიციელები ცრუ …
Continue reading “28 აპრილს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში განახლდება”
“მზიას მიზანი არ ყოფილა პოლიციელის დაზიანება, ეს იყო საკუთარი ღირსების დაცვის აქტი” – სოფო ვერძეული
100 დღეზე მეტია ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას საქმეში აქვს ერთადერთი კადრი, სადაც ჩანს, როგორ აწნის ქალი სილას კაცს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს იყო თავდასხმა, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებას წინასწარ, მოსამართლისგან დამოუკიდებლად გამოაქვს განაჩენი და ამტკიცებს, რომ …
ვინც ბავშვებს ასწავლის, ტრანსპორტს მართავს, ალაგებს ქუჩას, მათ აზრს არავინ ეკითხება – ალექს ჩიღვინაძე
„სხვა სარჩული აქვს ამ ყველაფერს – ეს არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მსგავსი მედიის არსებობა, მათ, ამ ტიპის რეჟიმებს არ აწყობთ და სწორედ ესაა მზიას პატიმრობის მიზეზი. სამაგალითოდ არის დასჯილი“, – ამბობს ალექს ჩიღვინაძე, მწერალი და დრამატურგი. მან მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმეზე თავისი დამოკიდებულება გაგვიზიარა და პროტესტზეც ისაუბრა. ალექს ჩიღვინაძეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე შევხვდით. „დღეს …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 948 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030] ტანკი – 10 719 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 325 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 27 007 ერთეული [+42] MLRS – 1 373 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აპრილი”
რატომ არის გადაკეტილი დელფინარუმიდან ბულვარის პრომენადამდე გადასასვლელი
ბოლო ერთი კვირის მანძილზე „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა არაერთი ფოტო და ვიდეომასალა მოაწოდეს, სადაც ასახულია ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩიდან ბულვარის პრომენადამდე შემოღობილი გადასასვლელი და მის მიმდებარედ გამწვანებული ნაწილი. ბულვარის მხარეს ღობე ველობილიკთან წყდება. მოქალაქეებს აინტერესებთ, რატომ ჩაიკეტა გადასასვლელი და მასთან ერთად ბულვარის მწვანე სივრცე. რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით, #40 ა-ში, კომპანია „ორბი“ ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. …
Continue reading “რატომ არის გადაკეტილი დელფინარუმიდან ბულვარის პრომენადამდე გადასასვლელი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 947 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110] ტანკი – 10 711 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 320 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 26 965 ერთეული [+70] MLRS – 1 372 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აპრილი”
„პუტინს 9 მაისამდე წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა“ – ინტერვიუ გენერალთან
„პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკს ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გააქტიურება რუსეთში ჭურვების საწყობის განადგურებას უკავშირდება. „ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს. უკრაინელებმა 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე …
სასამართლო იწყებს რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების სარჩელის განხილვას – მედიამბუდსმენი
„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, 28 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტის და ოპერატორის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას. სარჩელი უკავშირდება 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავთა მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს. მოსარჩელები ითხოვენ პოლიციის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება. „აღსანიშნავია, რომ …
„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ – ემიგრანტი კანადიდან
„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს“- ამბობს მაია ფურცხვანიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც რვა წელია კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაია „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ განიცადა არჩევნების გაყალბება და როგორ განიცდის იმ ძალადობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობაზე ახორციელებს. „დეკემბრამდე არ შევსულვართ სახლში. ვიდექით, ვაპროტესტებდით არჩევნების …
Continue reading “„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ – ემიგრანტი კანადიდან”