სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში …

„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, …

ბულვარში დეკორატიული ფილების დაგება დაიწყო [ფოტო]

ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის ფარგლებში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში, მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიული ფილები დაიგება. გაკეთდება ბაზალტის ბორდიურები. აღნიშნულ სამუშაოებზე „ბათუმის ბულვარმა“ ელექტრონული ტენდერი 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან [„იმერეთი 98“] კი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 18 იანვარს გააფორმა. სატენდერო საწყისი ფასი 317 202 ლარი იყო, ხელშეკრულება კომპანიასთან 305 202 …

16 თებერვალს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური დისკუსია გაიმართება

„ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი“  – ამ თემაზე პოლიტიკური დისკუსია „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 16 თებერვალს, 17 საათზე გაიმართება. დისკუსიაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან: მურმან დუმბაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და აკაკი ძნელაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რამდენად შეძლეს ბათუმისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. …

„ხან მომხსენებელი ვარ, ხან მსმენელი“ – ბათუმის მერის მრჩეველი შშმ პირთა უფლებებზე

შორენა მამულაძე ბათუმის მერის მრჩეველია შშმ პირთა საკითხებში. ამ პოსტზე ის ერთი წელია მუშაობს. რა რჩევები მისცა და რა გაითვალისწინა გიორგი ერმაკოვმა და მისმა გუნდმა შშმ პირთა უფლებების დასაცავად? შორენა მამულაძე მერის მრჩევლად 2014 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2015 წლის თებერვალში კი საჯარო მოსამსახურეთა კონკურსი ვერ გაიარა, რის გამოც ის მრჩევლის პოსტს სამი თვით ჩამოშორდა. თუმცა, …

რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს

„კარგად ვიქნებით, არ ინერვიულოთ”, – ასეთია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის პასუხი „ბათუმელების” შეკითხვაზე: რას უნდა ველოდოთ, თუ ისევ გათოვდება? ქალაქის მერიასა თუ აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას სტიქიას არქმევენ და ასე ცდილობენ რიგ შეკითხვებს თავი აარიდონ. რაც მთავარია – მაღალჩინოსნების გეგმები, დიდთოვლობის განმეორების შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია. რატომ ვერ გაიწმინდა ქუჩები თოვლისგან დროულად? – ამ კითხვას არაერთი ბათუმელი …

თინათინ ხიდაშელი: „ვარშავიდან მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას და თავდაცვისუნარიანობის მეტად გამყარებას ველოდებით“

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველო სამიტიდან არ ელოდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ,,ველოდები, რომ ვარშავიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო ძლიერი პოზიციებით იქნეს გამყარებული, ვიდრე ეს არის ამ წუთის მდგომარეობით… ჩვენ გვექნება უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებები, ჩვენ გვექნება უფრო მეტი პოლიტიკური, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერაც და ამას ყველანი …

ბათუმში ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

ბათუმში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა. „ბათუმელების” ინფორმაციით, ეს ის მამაკაცია, რომელსაც 10 თებერვლიდან ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ბათუმში მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა

14 თებერვალს, დილით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის მეოთხე სართულიდან 41 წლის მამაკაცი გადმოხტა და დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ურეხში სოციალური სახლი აშენდება

სოციალური სახლის მშენებლობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 563 480 ლარით დააფინანსებს [2016 წელს – 700 000 ლარით და 2017 წელს – 863 480 ლარით]. მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2016 წლის 10 მარტს დაიწყება და 15 მარტს დამთავრდება. სახლი ბათუმში, ურეხის დასახლებაში აშენდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობა უნდა დაიწყოს …

როგორ მოწმდება წამლის ხარისხი

წამლის ხარისხის კონტროლი მკაცრდება – განაცხადა 2016 წლის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. როგორ იცვლება კონტროლის მექანიზმი მაშინ, როცა სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი უცვლელია და პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შესასყიდად 10 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ლაბორატორიულად შესამოწმებლად – 80 ათასი ლარი? საკმარისია თუ არა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არსებული სახელმწიფო მექანიზმები? …

ფეხით მოსიარულის ჩანაწერები

გიორგი კალანდაძე მანქანა არ მყავს და ბათუმში გადაადგილება ძირითადად ფეხით მიწევს. ფეხით სიარული კი მიყვარს, მაგრამ ბათუმში ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ქალაქის ცენტრს გასცდები თუ არა, გგონია, რომ სხვა ქალაქში მოხვდი, სადაც წვიმიან ამინდში ქუჩაში მუხლებამდე წყალი შეიძლება იდგეს და ტალახით სავსე გუბეებზე დაგჭირდეს ხტუნვა, მშრალ ამინდში კი – მტვრიანი ჰაერის სუნთქვა. ქალაქის ცენტრს მიღმა …

“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე

ისინი აღებულ ვადებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. ხშირად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც ყოველი წლის ყოველი კვარტალის ბიუჯეტი ირღვევა. ამის გამო მთავრობა „იძულებულია“ კონკურენციის პრინციპი დაარღვიოს და პოტენციურ შემსრულებლებს `გამარტივებული შესყიდვა~ გაუფორმოს. შედეგად მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ხშირად ახალდაფუძნებული კომპანიები, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მეზობლები ან მათთან დაახლოებული პირები იღებენ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ამაში უხერხული და მითუმეტეს …

„დაკარგული სიყმაწვილე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

14-15 წლის პატარძლები და მათი მოსწავლე მეგობრები, გარემო, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად ტრადიციად მიიჩნევა, არასრულწლოვანი გოგონების ქორწილის დღის ამსახველი ფოტოები და პეიზაჟები – ამ ყველაფრის ნახვა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეგიძლიათ. „დაკარგული სიყმაწვილე“ – ასე ეწოდება ფოტოგრაფ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს, რომლის გამოფენაც დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა. მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, …

ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

„თითქმის ყოველდღე ვხვდებით ჩვენი თაობის ადამიანს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს. ახალგაზრდებს უჭირთ იმის აღქმა და გათავისება, რომ სიბერეს თან ახლავს სევდა და წარსულში დარჩენილი ცხოვრების ნოსტალგია. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენს თანაგრძნობას.“ ნათელა ჩელებაძე, 81 წლის, ქობულეთი „არის შემთხვევა, როცა მოხუცს სურს გულით რაიმე პროდუქტის შეძენა, მაგრამ ვერ იმეტებს თავისთვის, რადგან ოჯახს …

რას ნიშნავს წამყვანი მასწავლებელი

საქართველოში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 184 პედაგოგს აქვს მინიჭებული, მათგან 15-ს _ აჭარაში. რა ვალდებულებებს აკისრებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგს და მაღალსტატუსიანი მასწავლებლების ნაკლებობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია? „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის წამყვანი სტატუსის მქონე ინგლისურის მასწავლებელს ნინო მაისურაძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, როდის მიიღეთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი …

ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო და სამი კარტოფილის დილემა

მარიამ ორიონ მუთიძე, სტუდენტი შარშან, სექტემბერში, დავწერე სასურველი ნივთების ჩამონათვალი. მინდოდა ტელესკოპი, საბეჭდი მანქანა, ვარსკვლავების რუკა და ფოტოაპარატი, რომელიც ღამის ცას გადაიღებდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემს ოთახში შევიდოდი და თვალს მოვავლებდი ამ ნივთებს. რამდენიმე დღის წინ მეგობარი მესტუმრა, ჩემი ფოტოაპარატის ფუნქციებში კარგად გამარკვია და იმ საღამოსვე გადავიღე თბილისის ცაზე ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო. …

ციხისძირში პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა

ციხისძირში, ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაახლოებით 45 წუთის წინ, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები – ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში ორი მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, მთავრობის შენობაში ენმ-ს წევრებს, მათ შორის პეტრე ზამბახიძესა და რობერტ ჩხაიძეს …

NATO-ს გემები ბათუმის ნავსადგურში [ვიდეო]

დღეს, დილით, ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ბათუმს ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) 5 გემი ეწვია. ჯგუფის მეექვსე წევრი ITS GAETA (იტალია) ვიზიტს  მოგვიანებით შეუერთდება. ვიზიტის მიზანია ერთობლივი საქმიანობის გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება.   SNMCMG2 -ის საპორტო ვიზიტის პარალელურად, დღესვე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, …

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასრულა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ – განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი. „დღეიდან აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები იქნება საჯარო. აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს …

პენსია, როგორც ბანკის მოგების წყარო

მოქალაქე ლ. ა. „ლიბერთი ბანკს” სასამართლოში უჩივის. ის ბანკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. პენსიონერმა გასული წლის დასაწყისში აღებული სესხით მაცივარი და მტვერსასრუტი შეიძინა. ჯამში გადასახდელი 732,24 ლარის ნაცვლად, ლ. ა-ს 1015,45-ის გადახდა მოუხდა. მას ბანკმა ზედმეტად 283,21 ლარი გადაახდევინა. მიმდინარე წლის იანვარში მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც შემოსავლის სხვა არავითარი წყარო არ აქვს, „ლიბერთი ბანკმა” …

„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირის საპროტესტო აქციას ვეღარ დაესწრებიან

„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე ყოფნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ ნატა ფერაძემ უთხრა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა. „სამწუხაროდ ციხისძირის აქციაზე ვეღარ ვიქნებით, რადგან თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, „პანორამის“ პროცესი ისევ გრძელდება, ახლაც მიმდინარეობს კანცელარიასთან აქცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივები განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას, რადგან იქ ორი ხის გარდა, 30-ის …

ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე

ბულვარის ადმინისტრაციამ შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებით  მიზეზი კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაა. ბათუმის ბულვარი აღნიშნული სამუშაოების ხელახლა შესყიდვას გამარტივებული წესით აპირებს. ბულვარმა 2016 წელს შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციისთვის ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 208 528 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს “ვლს” და შპს “ტექნოსერვისმა”, ხოლო …

ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  …

რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

11 თებერვალს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ძალადაკარგულად გამოაცხადეს “აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმების, თანხის გამოყოფისა და ხარჯვის ანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” აჭარის მთავრობის 2012 წლის განკარგულება. განკარგულება მოიცავდა ისეთ ნორმებს, როგორიცაა მივლინების დროს დანამატების გაცემა, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების რეგულირება და ა.შ. სხდომაზევე დადგინდა, რომ უწყებამ უნდა იმუშაოს …

თამარ ამაშუკელი ბათუმის ბულვარზე, „რვაფეხასა“ და ვაჟა-ფშაველას #13-ზე

11 თებერვალს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელოვნებთმცოდნე თამარ ამაშუკელმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას ბოლო ხანს, აჭარაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე პრობლემური საკითხების შეფასება სთხოვა, მათ შორის ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებული პროცესების. ბათუმის ბულვარის საკითხი გამოდგება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში …

მთავრობის რეკომენდაციები ბათუმის ბულვარს

დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები მიიღეს. ძირითადი სამი რეკომენდაცია სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ წარადგინა. რეკომენდაციების თანახმად ბულვარის ადმინისტრაცია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეთანხმდნენ მესამე ალეაში სამუშაოების შეჩერებაზე, რათა არ გაიწიოს დამატებითი ხარჯები. ასევე, ბულვარის ადმინისტრაციამ შემუშავებულ პროექტთან მიმართებაში უნდა მოაგვაროს სამართლებრივი საკითხები ანუ …

პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ

დღეს, 11 თებერვალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე იმსჯელებენ – ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ციხისძირიდან გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ამჟამად ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. …

დეპუტატები განათლების კომიტეტიდან

„არ მცალია“, „დაკავებული ვარ“, „ტელეფონი გამორთულია“ – ვინ ქმნის განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, როგორ აფასებენ დეპუტატები განათლების კომიტეტიდან თავიანთ საქმიანობას და რას ფიქრობენ განათლების სფეროს სპეციალისტები იმ დეპუტატების მიერ განხორციელებულ „ძირეულ ცვლილებებზე“, რომლებისთვისაც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ მსჯელობა მნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 15 დეპუტატია. აქედან ექვსი ხელოვნების სფეროდანაა, არის სამხედრო, იურისტი, ჰუმანიტარი, ეკონომისტი …

ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გარანტიებისთვის ბრძოლა უფრო თვალშისაცემი ხდება. თანამდებობის პირები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერასა და ნიშნისმოგებით საუბარს ღიადაც აღარ ერიდებიან. იმაზე კი, რომ მათ შორის ფარული დაპირისპირება არსებობს და ამის გამო რეგიონის ამომრჩევლის ინტერესები ილახება, არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგად ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების დროს და დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი …

ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 4 პირია დაკავებული, …

ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული

ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი …

სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” ქონების დაბრუნების ორმაგი სტანდარტი

„ერთი და იგივეა ჩემი და ქიბარის ამბავი. მეც მაიძულეს, დამეთმო ქონება. აბა, ვის სჯერა, რომ საჩუქარი იყო ეს?“ – ამბობს ასლან ხალვაში, ქიბარ ხალვაშის ბიძაშვილი, რომელიც ასევე ბიზნესმენია. ის იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჩუქა სახელმწიფოს. ორივე საქმეში, ბიძაშვილი ხალვაშები სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დარღვევაზე მიუთითებენ, რაც გულისხმობს „ბათილად ცნობას იმ …

ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის რეკომენდაცია არჩილ ხაბაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, ბულვართან დაკავშირებით  რეკომენდაციები თავმჯდომარეს უკვე წარუდგინა. კომისიის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით 11 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც  მთავრობამ ბულვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს მიწვეულმა წევრებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა. კომისიის ოქმის მიხედვით, ბათუმის ძველ …

„თავისუფალი დემოკრატები“ სახელისუფლებო ძალებს შორის გავლენების გადანაწილებაზე

„აჭარის რეგიონში სახელისუფლებო ძალებს შორის არის სერიოზული გაუგებრობა საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხება“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“  ჯაბა ბერიძე.  დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ამ „გაუგებრობა“ ძირითადად კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის დავას უკავშირდება, რის  შედეგადაც რამდენიმე მაღალი თანამდებობა თვეების განმავლობაში ვაკანტურია. „აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ხელვაჩაურისა და …

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები ფულად სარგებელს „ვითიბი ბანკისგან“ მიიღებენ

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავისუფალ ფულად სახსრებს „ვითიბი ბანკი“ განკარგავს. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ანგარიშზეა. ამ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეუძლიათ თანხა „ვითიბი ბანკის“ დეპოზიტზე განათავსონ, რასაც წლიურად 14 პროცენტი სარეგებელი დაერიცხება. საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეეძლებათ მათთვის სასურველ დროს გაიტანონ თანხა ბანკის ანგარიშიდან. კომერციული ბანკი თავისუფალი საბიუჯეტო თანხისთვის აუქციონის წესით შეირჩა. აჭარის ფინანსთა …

Exit mobile version