არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძე დაასახელა

დღეს, 29 იანვარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა წარუდგინა. დავით კვაჭაძეს „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. დავით კვაჭაძე 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მასაც „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის …

H1N1-ის 16 შემთხვევა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 29 იანვრის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს დღეს 363-მა პაციენტმა მიმართა. გრიპი და გრიპისმაგვარი სხვა მწვავე ვირუსული ინფექციებით სტაციონარში მოთავსებულია 90 პაციენტი. აქედან 18 პაციენტი სტაციონარში დღეს განთავსდა. რეანიმაციაში კი ხუთი პაციენტი იმყოფება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სულ 57 ნიმუში,  16 შემთხვევაში დადასტურდა A H1, დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში (1 რენიამციაში), 1 გარდაიცვალა, 13 გამოჯანმრთელდა. დადასტურებული …

ძველ ბათუმში სახლის აივნის სახურავი ჩამოინგრა

რამდენიმე წუთის წინ ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და ახმედ მელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აივნის სახურავი ჩამოინგრა. სახურავის ჩამონგრევა თოვლის სიმძიმემ გამოიწვია. სახლი მოქალაქე გულნარა დავითაძეს ეკუთვნის. მან უკვე მიმართა მერიის ადმინისტრაციულ ორგანოს დასახმარებლად. მისი თქმით, რადგან სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, ის აივნის სახურავის აღდგენას დამოუკიდებლად ვერ …

ქედის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა [ფოტო]

29 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლიდან მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო 4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. არ ფუნქციონირებს ცხრა საბავშვო ბაღი. ამ დროისთვის დაბაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრს, ხოლო სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს. რაც შეეხება სატრანსპორტო მიმოსვლას, თემების ადმინისტრაციულ ცენტრებამდე გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ხოლო შიდა სასოფლო გზებზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მხოლოდ …

50 ათასი ლარი ეკონომია ტენდერებიდან ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში, ტენდერებიდან ეკონომიამ 50 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 იანვრის სხდომაზე, ცვლილება შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის განმარტებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების შიდა პროექტის მომზადებას მოხმარდება. ბიუჯეტში შეტანილ პირველ ცვლილებას მხარი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვაჟა ბოლქვაძემ არ დაუჭირა. ქედის ბიუჯეტს ასევე დაემატა …

20 და 50 ლარის ნომინალების ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში თებერვლიდან ჩაეშვება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიმდინარე წლის 27 იანვრის დადგენილებით, 2016 წლის პირველი თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად.  მიმოქცევის დანიშნულების ახალი მოდიფიკაციის 20 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი და სხვა მახასიათებლები ბანკნოტის ზომა:  …

სლავა 2015-ის იურისტი: თუ ძეგლი იყო, სააგენტოს სასამართლოს მეშვეობით უნდა შეეჩერებინა დემონტაჟი

შპს “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისათვის – ამის შესახებ “ბათუმელებთან” კომპანიის იურისტმა, ნიაზ ხაბაზმა ისაუბრა. “არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო, ფასადის კედელი თავისით ჩამოინგრა. თუ ძეგლი იყო, დემონტაჟი უნდა შეეჩერებინა სააგენტოს სასამართლოს გზით”, – ეს კომპანიის არგუმენტებია. …

აჭარაში H1N1-ით მამაკაცი გარდაიცვალა

35 წლის მამაკაცი ბათუმში, “მედინაში” 12 იანვარს მიიყვანეს. იგი დღეს დილით გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვრის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 57-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 45 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [Ncdc] ცნობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა. „ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა ნიაზ ხაბაზმა უთხრა, რომ „სლავა 2015″ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. მისი თქმით, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შპს “სლავა” ამ ადგილას …

ბათუმში სამარშრუტო ხაზის მფლობელები მგზავრობის გაძვირებას უარყოფენ

28 იანვარს, დიდთოვლობის მესამე დღეს, ბათუმში სამარშრუტო ტაქსის ზოგიერთმა მძღოლმა მგზავრობის საფასური გააძვირა და მგზავრებისგან 40 თეთრის ნაცვლას 50 თეთრი მოითხოვა. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ფასს კომპანიები, რომლებიც სამარშუტო ტაქსების ხაზებზე ოპერირებენ, თავად ადგენენ, თუმცა, ჩვეულებრივ, მერიასთან შეთანხმებით. “ამჯერად მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა,” – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ ქავჟარაძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა. მისივე …

მინისტრის დავალებით ბათუმის ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ

დიდთოვლობის მესამე დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიას მოყინული ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტრო ეხმარება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, 60 ვადიან სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი …

გზის გაწმენდა [ვიდეო] – ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 28 იანვარს, ბათუმში ყველა სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები. ერთადერთი გამონაკლისია N7 მარშრუტი. აღნიშნულ ხაზზე ავტობუსების მოძრაობა აღდგება მთისძირის ქუჩაზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულებისთანავე. ავტობუსების რაოდენობა ხაზებზე შეზღუდულია. ქალაქში გზები მოყინულია და ნაწილობრივაა გაწმენდილი. ტრანსპორტი ძნელად გადაადგილდება.  ზოგიერთ ქუჩას თოვლისა და ყინულის საფარისგან შესაბამისი ტექნიკით წმენდენ. დღეს და ხვალ ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს …

საკითხი, რომელზეც მოზარდები დუმილს არჩევენ

მოამზადა: სალომე გურგენიძე „ძალადობა მოზარდებში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბულინგს“ – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გაიმართა. კახა გურგენიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზედაც ზოგიერთი მოზარდი დუმილს ამჯობინებს. ეს არის ბულინგი. გსმენიათ ბულინგის შესახებ?! ბულინგი  გულისხმობს …

27 იანვარს ღამით ბათუმში გამოიდარებს და ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 28 და 29 იანვარს ბათუმში და მთლიანად აჭარაში გამოიდარებს, ხოლო 30-31 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10-დან +15 გრადუსამდე გაიზრდება. ბათუმში ამ წუთებში თოვს, თუმცა ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით თოვა საღამომდე შეწყდება: „27 იანვრის საღამოს და შემდგომ 2-3 დღის განმავლობასი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა …

აჭარის მთავრობა დახმარებისთვის თავდაცვის სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმში დიდთოვლობის შედეგად ბევრი ხე დაზიანდა. ხშირად შეხვდებით მოგლეჯილ თუ გადატეხილ ხეებსაც, როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე ბათუმის ბულვარში. განსაკუთრებული ზიანი მაინც ბათუმის ბულვარს მიადგა – აქ მცენარეების უმრავლესობა დაზიანებულია. მართალია, სამოქალაქო ჯგუფები თუ მერიის სამსახურები ცდილობდნენ ხეების თოვლისგან გათავისუფლებას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ „ბათუმის გამწვანების, ლადნშაფტური დაგეგმარების და სანდასუფთავების სამსახურების თანამშრომლები …

მოქალაქეები ქუჩებში ტექნიკური მარილის შეტანას ითხოვენ

ბათუმის ქუჩებში ავტომანქანებით მოძრაობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილი დღეს დილიდან დაყარეს „ცენტრალურ ქუჩებზე – გორგილაძეზე, ჭავჭავაძეზე, მელიქიშვილზე, გოგებაშვილსა და ტბელ აბუსერისძეზე, ასევე სხვა ცენტრალური ქუჩების კვეთაში [დიდი გამატარიანობის ქუჩებზე]“და ხიდებზე . თუმცა ტექნიკური მარილი, მაგალითად, მელიქიშვილის ქუჩაზე „ბათუმელებმა“ მხოლოდ 6 მაისის პარკის შესასვლელთან შენიშნა. ამ ქუჩის სხვა მონაკვეთებში, განსაკუთრებით ჭაობის დასახლების …

როგორ იმუშავა 2015 წელს აჭარის მთავრობამ

2015 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ 2015 წელს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა პრობლემებს მოაგვარებდა. 2015 წლის მიწურულს არასამთავრობოები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობას ამ პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია.  გარდა ამისა, მათ ჩამონათვალში შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, ნეპოტიზმი, სახელფასო და საპრემიო პოლიტიკა მოხვდა. მალხაზ ჭკადუა – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული …

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ჯერ არ წარუდგენია. კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 29 იანვარს იწურება. არჩილ ხაბაძემ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათ შორის ერთი მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდანაა“, საჯარო სამსახურში …

აჭარის განათლების სამინისტრო: სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება შაბათი დღეების ხარჯზე

მეორე დღეა აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია დიდთოვლობის გამო. აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, გაცდენილი საათები ანაზღაურდება მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 27 იანვარს დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის 27 საჯარო და 18 კერძო სკოლაში. ასევე, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხელვაჩაურის 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაში, ქობულეთის 46 საჯარო …

27 იანვარი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღე

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშებისა და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში 2013 წელს გაიხსნა. ის განთავსებულია ვარშავის ყოფილი გეტოს ადგილზე. ვარშავის …

მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

ბთუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის ზედაპირის მოყინვა 26 იანვარს, საღამოს დაიწყო, როგორც კი თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ბათუმში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. მოყინულია ქალაქის ქუჩებიც. ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ გუშინდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა – მოძრაობა ჭირს. ადამიანები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ზოგიერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.  

ამინდის პროგნოზი: ბათუმში გამთენიისას ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა

27 იანვარს, გამთენიისას, ბათუმში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის თქმით, ტემპერატურა შესაძლოა დილის ხუთ საათზე -6 -7 გრადუსამდე დავიდეს,  აჭარის მაღალმთიანეთში კი  -15 გრადუსამდე. რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, ამჟამად ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსია. ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო. „სუბტროპიკულ …

ბათუმის ბულვარში ხეების დასაფერთხად მოხალისეებს ელოდებიან

საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარში ხეების დასაფერთხად დახმარება სჭირდება: „ვესაუბრე ბულვარის ადმინისტრაციას. ისინი ინტენსიურად მუშაობენ, რომ ხეები დროულად დაფერთხონ, მაგრამ რადგან თოვა გრძელდება, საჭიროა მეტი მობილიზება. ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ბამბუკები და ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეულიათ მიმართოს. ასევე იყო თხოვნა, ბავშვებს ნუ წამოიყვანენ ბულვარში, რადგან არის …

ბათუმის თოვლიანი დღის ფოტოქრონიკა

26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ქალაქის ცენტრალური ქუჩები თანდათან იწმინდება, თუმცა ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს. თოვლმა ბათუმში ხეების ნაწილი დააზიანა. ქალაქში ბევრ ადგილას შეხვდებით ხეებთან ჭოკით მდგარ ადამიანებს, რომლებიც ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის …

აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გზებს წმენდენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს.  რეგიონის …

ბათუმში სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობს

ბათუმის სასწარაფო დახმარების სადგურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან ქალაქის მასშტაბით ვერ ახერხებენ ყველა გამოძახებაზე გასვლას დიდთოვლობის გამო. სამსახური ფაქტობრივად ანალოგიურ რეჟიმშია ამ დროისთვისაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ნანდაცვის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივი ავტომანქანები დროებით ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა. „სასწრაფოს“ დროებით გადაეცა ასევე ოთხი ავტომანქანა [მათ შორის ორი „ნივა“] ჯანდაცვის სამინისტროსგან. მთავრობის ავტომანქანების ჩათვლით, …

აჭარის სამაშველო სამსახურში 150 ზარი შევიდა

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის  მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, 25 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით 150 გამოძახება  ჰქონდათ.  სამაშველო სამსახურმა დახმარებას გაუწია სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც დიდთოვლობის გამო ქალაქში გადაადგილება უჭირთ, ასევე დაეხმარა მოქალაქეებს. „ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და  საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას ვუწევთ სასწრაფოს დახმარების სამსახურს, რომელსაც არ ჰყავს მაღალი გამავლობის მანქანები და ვერ …

აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ბათუმში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დიდთოვლობის გამო სწავლა ასევე შეწყდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქედის 29 სკოლიდან მხოლოდ 10 მუშაობს, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხულოსა და შუახევის არც ერთ სკოლაში.

დიდთოვლობა ბათუმში – ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია [ფოტო]

დიდთოვლობის გამო ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ნაწილობრივ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ცუდი მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში, სადაც მერია გზის გაწმენდაც დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რისთვისაც კერძო კომპანიებისგან შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას აპირებს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. უამინდობის გამო, დღეიდან, 26 იანვრიდან, ორი დღის განმავლობაში …

1918-1919 წლებში ესპანური გრიპით (H1N1) 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2015-2016 წლებში აჭარაში გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადებების გავრცელების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს იმ წესების დაცვაზე, რაც აუცილებელია გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: გრიპის პანდემიები XIV საუკუნიდან არის აღწერილი; 10-50 წლიანი ინტერვალებით მეორდება; პანდემიის დროს შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის 25-30% დაავადდეს; შესწავლილი (მე-20 და 21-ე საუკუნის) პანდემიები …

ბათუმის მერია: სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიის სამსახურები, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი. მერიის ინფორმაციით ამ დროისათვის, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ცხელი ხაზი – 27 26 09; 24 …

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

ბათუმის ძველ ბულვარში ბილიკის გაუქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თან ახლდა ბათუმის მერის 2015 წლის 29 ივლისის [N25/14704] წერილი, რომლითაც ქალაქის მერია თანახმა იყო ბულვარში სამუშაოების დაწყებაზე. სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით იყო თუ არა გათვალისწინებული ძველ ბულვარში სამი პარალელური ალეიდან [სავალი ბილიკიდან] შუა ალეის გაუქმება და მის …

გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, აჭარის სამედიცინო დაწესებულბებში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი. 63 პაციენტი მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის. სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, წლის მე–3 კვირის მდგომარეობით რეგიონში აღირიცხა გრიპისმაგვარი დაავადების 1548 ამბულატორიული და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის სტაციონარული 209 შემთხვევა. სამინისტროს ინფორმაციით, გაიცემა რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო და …

ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

დღეს 25 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრები გერმანიის ქალაქ როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს  შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სატრანსპორტო დაგეგმვის, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივ დოკუმენტზე – „ბათუმი …

წერილი ბათუმის ციხიდან

პატიმარი კ. მ. ბათუმის მე-3 საპყრობილიდან ამბობს, რომ 14 იანვრიდან შიმშილობს.  საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მან რკინის მეტალი 8 იანვარს გადაყლაპა, რითაც ციხეში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა. პატიმარის თქმით, ამის გამო საპყრობილის რეჟიმის უფროსმა დავით შატაკიშვილმა იგი  განმარტოებით საკანში 10 იანვარს გადაიყვანა, სადაც გაუსაძლისი პირობებია. „ხელბორკილებით მაქვს ხორცები ამოგლეჯილი, რაც დააფიქსირა მორიგე ექიმმა. მივედი იმ ზომამდე, …

უხვი ნალექის გამო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქალაქის სკოლებში მოსწავლეების ნაკლებობაა. მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში: „ქედაში 4 საჯარო სკოლაში, ქობულეთის მაღალმთიანი სოფლების 10 სკოლაში და ხელვაჩაურის 6 სკოლაში  შეჩერდა სასწავლო პროცესი უხვი ნალექის გამო,“- განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, არც ერთ  საჯარო სკოლაში გათბობის პრობლემა …

Exit mobile version