სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ

ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით არსებული ანალოგიური ტიპის კონსტრუქცია – მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ კვლავ დაშვებულია. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის იურისტი (კომპლექსის მესაკუთრე ეს ცენტრია) შოთა დავითაძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები უახლეს დღეებში დაიწყება: „სპორტულ კომპლექსს მცირედი დაზიანებები აქვს. აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან პასუხს ველოდებით სადაზღვევო კომპანიისგან. ჩვენ კომპანიის მიერ მოთხოვნილი …

მოქალაქე: ელექტროსადენები საფრთხეს მიქმნის

მოქალაქე მურმან კილაძე ბათუმში, სახოკიას ქუჩაზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, მის საკუთრებაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო რამდენჯერმე ჩამოვარდა და პრობლემები შექმნა. გარდა ამისა, ამირან კილაძე ამბობს, რომ ელექტროხაზები მის საცხოვრებელთან ძალიან ახლოსაა, რის გამოც მშენებლობას ვერ იწყებს. „საცხოვრებელი რვა წლის წინ შევიძინე,  სახლი ძველია და მინდა ახალი ავაშენო, მაგრამ იმ ადგილთან, …

„არ გადამრგო“ – ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში

აქცია „არ გადამრგო“ დღეს აჭარის მთავრობის სახლის წინ „ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები წარწერით – „ არ გადამრგო“ მთავრობის სახლის წინ ხეებზე ჩამოკიდეს. ამ ფორმით მათ აჭარის მთავრობის ნებართვით მრავალწლოვანი ხეების ე. წ. ბიძინა ივანიშვილის პარკში გადატანა გააპროტესტეს. აქციაზე პარტიის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები იმ კარვების დაშლას გეგმავენ, რომლებიც მდუმარე აქციის …

აუდიტი: ვაკანსიებზე ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე არასრულია

აჭარის დასაქმების სააგენტოს ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმის ჩათვლით]  აქვს ოფისები, სადაც შესაძლებელია მათი მომსახურების მიღება, თუმცა აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ძირითადი და სრული მომსახურების მიღება ინტერნეტით არ არის შესაძლებელი“. აუდიტის ინფორმაციით, სააგენტოს მოქმედ ვებგვერდზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და ვაკანსიები არ ხვდებიან სააგენტოს ბაზაში, რომელსაც სააგენტო ცალკე პროგრამულად [პროგრამა არ არის ინტეგრირებული ვებგვერდთან] აწარმოებს …

ჯაზის დღე – Volcan feat. Rubalcaba თბილისში

„კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი შეიტანა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რომელიც დამტკიცდა. შესაბამისად, 30 აპრილს გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან volcan feat. Rubalcaba“, – აცხადებენ კულტურის განვითარების ფონდში. ფონდი აღნიშნული კონცერტის მომსახურების შეყიდვას გამარტივებული შესყიდვით გეგმავს, რისთვისაც [თანხმობის მიღების მიზნით] შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „როდესაც …

დასაფინანსებელი კინოპროექტები აჭარაში კონკურსით შეირჩევა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთ მხატვრულ და ოთხ დოკუმენტურ ან/და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს შეისყიდის. სამინისტროს განცხადებით,  დაფინანსდება ის კინოპროექტები, რომლებსაც კონკურსში გამარჯვებულად სპეციალური კომისია გამოავლენს. დაფინანსება პროგრამის – აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა – ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 138 840 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის საკონკურსო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაც …

„ბათუმის სასაფლაოების“ უფროსი მერიამ ხელახლა გაათავისუფლა

ბათუმის მერიამ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ისევ გაათავისუფლა, ამჯერად შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 28 იანვარს დაბრუნებული ლაშა ბერძენიშვილი მერიამ სამსახურიდან 2 თებერვალს ისევ გაუშვა. ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო მერიის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერს მოიგო. ის „ბათუმის სასაფლაოს“ დირექტორად აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. „მერიის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლება იყო …

მუშის დაღუპვის გამო „პორტა ბათუმზე“ სამუშაოები დროებით შეჩერდა

„პორტა ბათუმის“ მშენებარე ნაგებობიდან მამაკაცის ჩამოვარდნის გამო, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. 40 წლის მუშა, რომელიც მშენებარე ობიექტის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა, ადგილზევე დაიღუპა. მშენებლობა ბათუმის ცენტრში, ანბანის კოშკის გვერდით მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ობიექტი უცხოელ ინვესტორს ეკუთვნის. როგორც „პორტა ბათუმის“  კადრების განყოფილებაში გვეუბნებიან, ამ …

სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი

საშობაო არდადეგებიდან გიმნაზიაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო ნაწილის გამგე – ნუგზარ ზოსიძე აღარ დახვდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა. მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებზე შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე გავიდა. სასწავლო პროცესი გიმნაზიაში სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა ისინი ეპისკოპოს სპირიდონს არ შეახვედრეს. მშობლების სასულიერო პირებთან კამათის ამსახველი ვიდეომასალიდან …

მობილობა – რომელ ფაკულტეტზეა აჭარაში ყველაზე მაღალი კონკურსი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარე მობილობის შედეგები დღეს, 8 თებერვალს, გახდება ცნობილი. განათლების ხარისხის განვითარების ელექტრონული პორტალის მონაცემებით 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 25 ვაკანტური ადგილი: 22 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის, 1 – დოქტორანტურისა და 2 – ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. მობილობაზე სულ შევიდა 50 განაცხადი: 46 განაცხადი – ბაკალავრიატის, 1- …

მუსლიმები ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ

„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ დღეს რვა თებერვალს, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოს და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიას და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა.  ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა. როგორც „მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პეტიციას მეჩეთის მშენებლობის შესახებ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და სხვა მუსლიმმა …

დავით კვაჭაძის საკითხი უმაღლეს საბჭოში 10 დღეში უნდა გადაწყდეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით კვაჭაძეს უმაღლეს საბჭოში კენჭი ხელახლა უნდა უყარონ. თუ კანდიდატურა ისევ ვერ გავიდა, მაშინ მესამედაც. უსკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უმაღლეს საბჭოში კანდიდატურის წარდგენიდან 14 სამუშაო დღეში უნდა გადაწყდეს. დავით კვაჭაძის შემთხვევაში ეს ვადა 18 თებერვალს იწურება. 4 თებერვლის სხდომაზე დავით კვაჭაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაწყვეტილების მისაღებად 11 ხმა იყო …

“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

ნათია ზოიძე უკვე მეოთხე წელია ბათუმის მერია „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. იაფი სახლი სოციალური სახლის ერთ-ერთი სახეობაა და ყველ ქვეყანაში მას, ეროვნული კანონმდებლის შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განმარტავენ. იაფი ანუ სოციალური სახლის მშენებლობის იდეა თავისთავად კეთილშობილურია – სახლი ექნება მას, ვისაც საბაზრო ღირებულების გადახდა არ შეუძლია ან მას, ვინც …

„ნაციონალები“ ხეებთან მჯდომარე აქციას იწყებენ

დღეს რვა თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბუკნარში, იმ ხეებთან რომლის გადატანასაც ბიძინა ივანიშვილი ახალი პარკისთვის გეგმავს, გრძელვადიან მჯდომარე აქციებს იწყებენ. „დღეს ჩვენ, 30 ადამიანი ვაპროტესტებს ამ ხეების გადატანას ივანიშვილის პარკში. აპირებენ 40 ძირი ხე ტიტას და ორი ცალი ჭაობის კიპაროსის გადატანას. ჩვენ ამ ხეებს ივანიშვილს არ გავატანთ, უკიდურესი ზომები მიღებაც რომ დაგვჭირდეს. აქვე ახლოს არის …

აუდიტი: აჭარის დასაქმების სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს

„აჭარაში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება რეგიონში, იქნება ეს პროფესიული გადამზადების საშუალებით თუ სხვა ღონისძიებების განხორციელებით. აღნიშნული დაფინანსება მიემართება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების სააგენტოში“. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა დასაქმების პროგრამის შედეგების ეფექტიანობის აუდიტი. სააგენტოს პოზიტიური როლის მიუხედავად იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს სააგენტოს …

მონიტორინგის ინსტრუმენტები – შესაძლებლობა ინკლუზიური განათლების შესაფასებლად

ასოციაცია „დეამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „GNNთ ჯგუფთან“ და „სთეფ- ფორვარდთან“ ერთად დაასრულა მუშაობა პროექტზე – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მონიტორინგის ინსტრუმენტი ინკლუზიური განათლების სფეროში. აღნიშნულ ინსტრუმენტს საფუძვლად დაედო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების ევროპული სააგენტოს [EADSNE] მიერ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სისტემისათვის შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების მოდელი, ქართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, …

სავალდებულო დასწრება ლექციაზე – სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი

რამდენიმე თვის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასების სისტემაში ორი კომპონენტი შეიცვალა – სავალდებულო გახდა სალექციო კურსის 50%-ზე დასწრება და უმაღლესი ქულის მოპოვებისთვის ყველა სასემინარო მუშაობაში ჩართვა, როცა ადრე საკმარისი იყო სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ სემინარების მხოლოდ მესამედში. ზოგიერთი სტუდენტი ცვლილებებს არაეფექტურად მიიჩნევს, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით კი, უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში სტუდენტების რაოდენობა …

ვინ არიან პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები რეგიონებში

15 იანვარს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სისტემური ცვლილებები, თუმცა მინისტრის განცხადებიდან ორ კვირაში ირკვევა, რომ ქვეყნის რეგიონებში, ანუ არსებული პოლიციის რეგიონული 10 დეპარტამენტიდან, მხოლოდ სამში – აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში შეიცვალა დირექტორი. ყველაზე ხმაურიანი ცვლილება მაინც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა – ამ დეპარტამენტის ყოფილი …

80-მდე უსახურავო სახლი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ …

პაატა ბურჭულაძემ ბათუმში ფონდის ოფისი გახსნა

ქუთაისის შემდეგ „საქართველოს განვითარების ფონდმა“ რეგიონული წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა. საზეიმო ლენტის გაჭრით ოფისის გახსნის შემდეგ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, ფონდის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო „ინტურისტში“ საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდის აჭარის ფილიალის ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორი გიგა ფარტენაძე იქნება. გიგა ფარტენაძე ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. ის 2012 წელს „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტის, შემდეგ კი …

საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა,  საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განხორციელდება 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გასაწვევთა  რაოდენობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 3183 წვევამდელით, აქედან უშუალოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 1000 წვევამდელს გაიწვევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 720-ით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში – 1020-ით; …

აჭარის ტელევიზია სამ ჯიპში 80 000 ლარს გადაიხდის

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამ, მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს [ჯიპი] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი არ უნდა იყოს ჩინური, რუსული, თურქული ან/და ინდური წარმოების. შესყიდვის ჯამური ღირებულება – მაქსიმუმ 80 ათასი ლარია [კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ავტომობილის გადაფორმებისა და  ავტომობილის ტელევიზიის მიერ მითითებულ სერვისცენტრში შემოწმების ხარჯების ჩათვლით]. მისაწოდებელი ავტომობილები უნდა იყოს …

ქობულეთში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე ჩოლოქში, მამაკაცის გვამი იპოვეს. მამაკაცს, რომელიც დაბა ოჩხამურის მკვიდრი იყო, მეოთხე დღეა ეძებდნენ. „ჩვენი ინფორმაციით სანადიროდ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა. მაშველები ეძებდნენ და დღეს მდინარეში, სამწუხაროდ, აღმოაჩინეს გვამი. მდინარესთან ერთ ადგილზე მილია გადებული, იმ დღეს ცუდი ამინდი იყო და წყალიც ადიდებული, სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და ვეღარ შეძლო თავის გადარჩენა. თუმცა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილს …

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმით გარდაიცვალა

ბათუმში, ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას, ამწეზე მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამწე ელექტროგადამცემ ხაზს გამოედო და მამაკაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. ჩვენივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აწ უკვე გარდაცვლილი, ინტერნეტის ხაზის გაყვანაზე მუშაობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დაირღვა ელექტროგადამცემ ხაზებთან არსებული დაცვის ზონა. გარდაცვლილის ცხედარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიტანა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება …

ციხისძირში ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა

6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, …

შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და …

602 400 ლარი ბათუმის ბულვარის დასაცავად

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საზოგადოებრივი წესრიგის  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მიზნით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება, 602 ათას 400 ლარზე გააფორმა. დოკუმენტების მიხედევით, „დაცვამ“ უნდა უზრუნველყოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობების [შენობები, საწყობები, ხე-მცენარეები და ა.შ.] და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ცეცხლსასროლი [სამსახურეობრივი საშტატო] იარაღის გამოყენებით, ასევე არ დაუშვას ზღვისპირა …

იდეიდან ბიზნესგეგმამდე

ბაზარზე ახალი საჭიროებების მოთხოვნის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით კრეატიული თუ ნაკლებ კრეატიული იდეა ბევრს ებადება. მათგან დღის სინათლეს მხოლოდ მცირე რაოდენობა ჰპოვებს, სამწუხაროდ იდეების დიდი ნაწილი ჩანასახშივე კვდება. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესიდეები არ დაიკარგოს და შესაძლებელი გახდეს მისი განხორციელება, აუცილებელია შემდეგი პროცესის თანმიმდევრულად გავლა: იდეის ფორმირებისათვის აუცილებელია თქვენი ბიზნესიდეებიდან შეირჩეს ისეთი იდეა, რომელიც რეალისტურია და …

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

5 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იონა წითელაძემ აღნიშნა, კომისიის მიზანია მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამივე ხეივნის შენარჩუნებას გულისხმობს. კომისიის …

ბათუმში საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. ინფორმაცია “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს.  

რას ითხოვს სახელმწიფო დამწყები პედაგოგისგან?

კანონში ზოგადი განათლების შესახებ (მუხლი 213) 2015 წლის დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, პედაგოგობის მსურველებმა უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამა. აღნიშნული პროგრამის გავლა სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც დიპლომში არ უწერია რომ სპეციალობით მასწავლებელია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლების გამოცდაზე მასწავლებლობის 700 მაძიებელი დარეგისტრირდა. აჭარის განათლების სამინისტროში, არც რესურსცენტრში და არც სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, …

ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატება

  ბათუმს ახალი -№3 სამარშრუტო ხაზი მოემსახურება, რომელსაც №2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს – ” მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება. კერძოდ, განხორციელდა №2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია,” – ნათქვამია განცხადებაში. განსხვავებით №2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, №3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ადლიის …

რა მიზნით შექმნა ბულვართან დაკავშირებით კომისია არჩილ ხაბაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ბათუმის ბულვართან დაკავშირებით კომისია შექმნა. როგორც ბრძანებიდან [N25] ჩანს, ამ კომისიის საქმიანობა არ უკავშირდება ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას. არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის …

ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე. „მივესალმებით და სწორი გადაწყვეტილებაა აჭარის მთავრობის მხრიდან, სრულად იქნა გათვალისიწინებული საზოგადოების ინტერესი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადმოცემას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის, პროცესი იყო დროული და სწორი, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, …

10 მომხრე – უსკოს თავმჯდომარე არჩეული არ არის

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე ვერ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. …

ბულვარის თემაზე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომის დანიშნვას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა. „მთავარი საკითხი იქნება ბათუმის ბულვარი. აჭარის მთავრობამ გააკეთა რაღაც ბუნდოვანი განცხადება ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს. გადადგნენ ბულვარის დირექტორი და მოადგილეები… ამ დროს განცხადება არ გაუკეთებია ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს. ბულვარის გადმოცემას სჭირდება ცვლილებები აჭარის და ბათუმის …

Exit mobile version