„ძალიან ემოციური ვარ, როცა ბუნებას ანადგურებენ და ბოდიშს გიხდით ამისთვის. არ ვიცი, რატომ სძულს ამ ხალხს მიწა და ბალახი, ყველაფრის ჩაბეტონება რატომ უნდათ“, – გვითხრა მკითხველმა, რომელმაც ბულვარის კონკრეტული ადგილიდან ფოტოები გამოგვიგზავნა. ჩაბეტონებულ საბავშვო კუთხეს ბათუმის ახალ ბულვარში ბულვარის ადმინისტრაცია აწყობს. პროექტის ფარგლებში გამწვანებული ადგილი ჩააბეტონეს და კაუჩუკით დაფარვას გეგმავენ. ასევე დაგეგმილია ბეტონის სკამების მოწყობა. …
Category Archives: მთავარი
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ავტომანქანა დაეჯახა, ის კლინიკაშია გადაყვანილი
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კლინიკაშია გადაყვანილი. მას ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაცია ამის თაობაზე თავადა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ფეისბუქზე. „სკუტერზე მანქანა დამეჯახა. მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ. ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს. კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად რა მოხდა, არაფერი მახსოვს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. შემთხვევის შესახებ ისაუბრა ზურას ძმამ, გია ჯაფარიძემაც. „მანქანა …
Continue reading “ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ავტომანქანა დაეჯახა, ის კლინიკაშია გადაყვანილი”
300-ნაჭრიანი ტორტი, ლურჯი ხალიჩა – რაში დაიხარჯება 56 350 ლარი
300-ნაჭრიანი ტორტი და ტორტის გაჭრის ცერემონია, ლურჯი ხალიჩა, ლედ-ეკრანი, ფოიერვერკები, დეკორაციები და სხვა მომსახურება უნდა გასწიოს ტენდერში გამარჯვებულმა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] კურსდამთავრებულ სტუდენტთა გაცილების ღონისძიების ორგანიზება დაევალება. მომსახურების შესყიდვაზე ბსუ-მ ტენდერი 56 ათას 350 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. „მომსახურების გაწევა უნდა …
Continue reading “300-ნაჭრიანი ტორტი, ლურჯი ხალიჩა – რაში დაიხარჯება 56 350 ლარი”
„ოცნების“ ყოფილ დეპუტატს 5 მილიონის ქურდობას ედავებიან და 10 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს
ბრალდებული ლევან გამრეკელი, რომელსაც პროკურატურა 5 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობას ედავებოდა, 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი კიდევ ორ პირთან ერთად 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. სამივე ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაში იყო. სასამართლომ ბრალდებულები 10-10 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2026 წლის 14 ივლისს …
უკრაინის დრონებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს დაარტყეს – ბროვდი
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების მეთაურის, რობერტ ბროვდის განცხადებით, 15 ივლისს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემებმა შავ ზღვაში, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს დაარტყეს. მისივე თქმით, 20 გემიდან 17 ნავთობტანკერი, ორი გაზის ტანკერი და ერთი ბუქსირი იყო. უკრაინული მედია ბროვდის განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემებმა …
„ოცნებაში“ ხიფათი დაინახეს… იმდენად სამარცხვინო იყო ეს პროცესი“ – რა შეიცვალა გადაღების აკრძალვით?
„თუ გახსოვთ, როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება?“ – სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პირველ რიგში, იმაზე გვიყვება, რომ „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო სხდომებზე გადაღების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, როცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სილის გაწვნის შედეგად დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი – ირაკლი დგებუაძე სასამართლოში დაკითხეს. „დიახ, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს …
15 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 423 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 141 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 24 938 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 45 953 …
Continue reading “15 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში”
რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთში წაიყვანა – „ეს შეიძლება იყოს სიცრუე“
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 9 ივლისს ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ რუსულ პროექტში – „მეხსიერების მატარებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა „ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, რუსეთის და ბელარუსის 13 ქალაქი მოიარეს“. მათივე ინფორმაციით, ეს მარშრუტი „დიდი სამამულო ომის ისტორიას ეძღვნება“. რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ „რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის …
ბათუმში მდებარე კორპუსში გაზის ბალონი აალდა – დაშავდა ორი ადამიანი
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ თხევადი გაზის ბალონი აალდა. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე გამოცემა „აჭარა თაიმსს“, რომელმაც ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, უთხრეს, რომ კორპუსი ჩაუბარებელია და იქ ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.
ლანჩხუთი-ხაჯალიას ავტობანი უახლოეს პერიოდში გაიხსნება – გზების დეპარტამენტი
„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება“ – წერს დღეს, 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთზე, რომლის ერთი ნაწილი [ლანჩხუთი-ლესა] 2025 წლის ბოლოს გაიხსნა და რომელიც დროებით 9 ივლისამდე იყო ჩაკეტილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს [ლესა-ხაჯალიას], გზის ამ მონაკვეთთან …
Continue reading “ლანჩხუთი-ხაჯალიას ავტობანი უახლოეს პერიოდში გაიხსნება – გზების დეპარტამენტი”
ბოლო სამ წელში 300-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად საქართველოში
2026 წელს, საქართველოში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ავტოავარიაში 92 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 33 ადამიანი ავტომანქანაში არ ყოფილა, ისინი ქვეითები იყვნენ, თუმცა ავტოავარიის მსხვერპლები გახდნენ. ეს შს სამინისტროს ოფიციალური, მხოლოდ 3 თვის სტატისტიკაა. გასული წლების მონაცემებიც ცხადად აჩვენებს, თუ რა მაღალია საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად ქვეითთა დაღუპვის მაჩვენებელი. მაგალითად, გასულ, 2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 469 …
Continue reading “ბოლო სამ წელში 300-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად საქართველოში”
ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე
ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით. „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – …
Continue reading “ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე “
უკრაინის დრონების სამიზნე „გაზპრომის“ ქარხანა გახდა ბაშკირეთში
14 ივლისს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს – ბაშკირეთში მდებარე „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს. ტელეგრამ არხებზე, რომელიც, ძირითადად, მსგავს შეტევებზე ინფორმაციის პირველწყაროა, წერენ, რომ დარტყმის ქვეშ მოჰყვა ნავთობის პირველადი გადამუშავების AVT-6 დანადგარი და მე-20 საამქრო, რომელიც მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენს აწარმოებს. სპეციალისტების თქმით, აქამდე ეს ქარხანა …
Continue reading “უკრაინის დრონების სამიზნე „გაზპრომის“ ქარხანა გახდა ბაშკირეთში”
დაკავებული და პასუხისგებაში მიცეულია 28 პირი, ქრთამის აღების და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 28 პირი, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. „საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების …
სარფში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს – შსს
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. „დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 421 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 131 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 932 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 45 911 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ივლისი”
შსს 7,6 მილიონად და საიდუმლო წესით მანქანებს ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლო წესით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აგრძელებს. სამინისტრომ ასეთ შესყიდვაზე წელს 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 7,6 მილიონი ლარია. შსს-ს განცხადებებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეისყიდის, თუმცა მათი დანიშნულება, ტიპი, მარკა, რაოდენობა და სხვა მახასიათებლები სრულად გასაიდუმლოებულია. შსს ასეთ განცხადებებს სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე აქვეყნებს, თუმცა, …
Continue reading “შსს 7,6 მილიონად და საიდუმლო წესით მანქანებს ყიდულობს”
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ 2 855 000 ლარის ქონება იყიდა სახელმწიფოსგან
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, შოთა ფუტკარძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა. საუბარია ბათუმის პორტთან ახლოს, თევზის ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობაზე. აუქციონის პირობის მიხედვით, ამ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს. მიწის ნაკვეთის ფართობი 848 კვადრატული მეტრია, ხოლო ორი ორსართულიანი შენობის ჯამური ფართობი – …
„ექიმები საზღვრების გარეშე“: რუსეთი განზრახ ესხმის თავს საავადმყოფოებს უკრაინაში
ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებს განზრახ ბომბავს. დღეს, 13 ივლისს, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო პერსონალზე თავდასხმები „მიზნობრივი სტრატეგიის“ ნაწილია. „ეს დარტყმები სისტემატური, ძალიან ხშირი და ძალიან ზუსტია, რომ შემთხვევითი იყოს“, – განაცხადა რობინ მელდრუმმა, „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ კოორდინატორმა უკრაინაში. ორგანიზაციის ანგარიშის – …
Continue reading “„ექიმები საზღვრების გარეშე“: რუსეთი განზრახ ესხმის თავს საავადმყოფოებს უკრაინაში”
„სახანძრო და სასწრაფოც ვეღარ შემოვა“ – ბათუმში მოქალაქეები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ბათუმში, 26 მაისის #70-ში, მოქალაქეები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ – ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 13 ივლისს. აღნიშნულ მისამართზე კორპუსის აშენებას კომპანია „გეო 2020“ გეგმავს. ადგილზეა პოლიციაც, რომელსაც მოქალაქეების თქმით, სამშენებლო კომპანიამ გამოიძახა. მოქალაქეების თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა მერიისგან უკვე მიღებული აქვს. ახალი, 26-სართულიანი კორპუსი ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენდეს. „ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი …
ზოგან მოსალოდნელია სეტყვა – 14-16 ივლისს საქართველოში გაავდრდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში: ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე …
Continue reading “ზოგან მოსალოდნელია სეტყვა – 14-16 ივლისს საქართველოში გაავდრდება”
დრონები მოსკოვში, ხანძარი სტავროპოლის ქარხანაში და შეტევა ოდესაზე – ომის ქრონიკა დღეს
13 ივლისს, გამთენიიდან, რუსული და უკრიანული მედიები დრონების თავდასხმებზე წერენ როგორ რუსეთში, ისე – უკრაინაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთში 342 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ რუსეთის 123 დრონის გაუვნებელყოფა შეძლეს. ოფიციალური ცნობების თანახმად, მოსკოვის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა დრონების თავდასხმის შედეგად და 5 დაიჭრა. მოსკოვის დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა ფრენები შეზღუდეს. …
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო აქვეყნებს. უწყება აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს და სინჯები საანალიზოდ სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ …
Continue reading “შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – სააგენტო”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 420 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 125 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 931 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 45 865 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ივლისი”
„ირანი გადავიდა გლობალურ შანტაჟზე, სანამ გასდის და ვიდრე ტრამპი გაჭედილია“ – ინტერვიუ ირანისტთან
„ამერიკელები ამბობენ, ჩვენ იმიტომ განვაახლეთ საომარი მოქმედებები, რომ ირანმა კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაბომბეს ჰორმუზის გასასვლელის მიდამოებშიო. ირანელებმა კი, თავის მხრივ თქვეს, რომ კვიპროსული გემი დადიოდა გაურკვეველი მარშრუტით და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა მისი მოძრაობაო, მოვთხოვეთ კონტაქტი და კონტაქტზე არ გამოვიდნენ, ჰოდა, იძულებული გავხდითო, რომ საომარი ცეცხლი გაგვეხსნაო,“ – გვიყვება ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ირანში …
ბულვარში ჯიხური 81 ათას ლარად გასხვისდა, პლაჟები კი აუქციონზე ისევ გაიტანეს – ამჯერად ფასდაკლებით
ადგილების გადანაწილება ბათუმის ბულვარში ჯერ არ დასრულებულა. გარდა იმისა, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ფასდაკლებით გამოიტანა ადგილები, რომლებიც ვერ გასხვისეს, ზოგიერთ კომერციულ ობიექტზე 3 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებებიც გააფორმა. მაგალითად, 3 წლის ვადით გაუსხვისებია ჯიხური ძველი ბულვარის ტერიტორიაზე გამაგრილებელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ. საწყისი ფასი 12 000 ლარი იყო, ელექტრონულ ვაჭრობაზე ფასი 81 840 …
1,7 მილიონი ლარი ხულოში მერიის და სხვა ადმინისტრაციული შენობების ფასადებისთვის
ხულოში მერიის და დაბის ცენტრში მდებარე სხვა ადმინისტრაციული შენობების ფასადებისთვის 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში „დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სკვერების მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა 1 770 873 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები ეტაპობრივად 2026 და 2027 წელში უნდა ჩატარდეს, თუმცა ტენდერში გამარჯვებული …
Continue reading “1,7 მილიონი ლარი ხულოში მერიის და სხვა ადმინისტრაციული შენობების ფასადებისთვის”
ბათუმში გაზი 39 ქუჩაზე ითიშება 5 დღით – მერიამ ხიდზე სამუშაოები ზღვის სეზონს დაამთხვია
ხვალ, 13 ივლისს, გაზი 5 დღით გაითიშება ბათუმში, ზუსტად 39 ქუჩაზე და კიდევ 3 სოფელში, რომელიც ბათუმის საზღვრებშია. მიზეზი გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო. ხიდის ასაშენებლად გაზსადენის მილების გადატანა გახდა საჭირო. ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტში მილების გადატანას გაზაფხულის დასრულების შემდეგ – ზაფხულის შუა სეზონზე იწყება. ბათუმის …
არჩევანი ღმერთსა და კრემლს შორის – ესტონეთი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს
„ესტონეთი მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს ღმერთსა და კრემლს შორის არჩევანის გასაკეთებლად“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. სტატია ეხმიანება ესტონეთის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ესტონეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ შეიძლება ჰქონდეთ ადმინისტრაციული ან სხვა, დაქვემდებარებული კავშირები საზღვარგარეთ მდებარე რელიგიურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ამართლებენ ან მხარს უჭერენ ომს, აგრესიას ან ტერორიზმს და საფრთხეს …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის 21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 …
ბათუმში 2 ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმში, 13 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით ზაქარია ფალიაშვილის და კლარა ცეტკინის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა უკავშირება „ქვაფენილიანი საფარის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს“. ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 6 432 351 ლარით. ხელშეკრულება კი, ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა 5 649 994 ლარზე. …
Continue reading “ბათუმში 2 ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 419 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 120 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 928 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 45 807 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ივლისი”
გაუპატიურება, ყაჩაღობა, არასრულწლოვნების დაჭრა – კვირის კრიმინალური ქრონიკა
დღეს, 11 ივლისს, 21 წლის აზერბაიჯანელი ქალის – ფატიმა კარიმოვას მკვლელობაში ბრალდებულ ნათესავი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 30 წლის ემინ ელიევმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ გაგუდა 21 წლის ფატიმა კარიმოვა, რომლის ბიძაშვილიცაა. „ბათუმელებმა“ გადახედა კვირის განმავლობაში გავრცელებულ სიახლეებს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულს ასახავს. ჩვენ კვირის განმავლობაში ასევე ვაგროვებდით მონაცემებს …
Continue reading “გაუპატიურება, ყაჩაღობა, არასრულწლოვნების დაჭრა – კვირის კრიმინალური ქრონიკა”
მაღალი კონკურენცია საპირფარეშობისთვის ბულვარში
ელექტრონულ აუქციონებზე დაფიქსირებული კონკურენციით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საპირფარეშო ბულვარში ერთ-ერთი სერიოზული შემოსავლის წყარო უნდა იყოს. ბულვარის ადმინისტრაციამ 17.28 კვ.მეტრი საზოგადოებრივ საპირფარეშო ანბანის კოშკთან 309-ე ბიჯით გაასხვისა სამი წლით. ბიჯი 234 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობაში ორი კონკურენტი მონაწილეობდა და ფასი 7800 ლარიდან 80 000 ლარამდე გაიზარდა. აუქციონის პირობის მიხედვით, საპირფარეშოს სარგებლობის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 …
Continue reading “მაღალი კონკურენცია საპირფარეშობისთვის ბულვარში”
ევროსაბჭოს კომისარი მესამე მხარედ ჩაერთო ე.წ. FARA-ს შესახებ სტრასბურგის საქმეში
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 11 ივლისს ავრცელებს. კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის განხილვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ევროსაბჭოს კომისარს 2026 წლის 3 ივლისს მიუმართავს. სტრასბურგის სასამართლომ კომისრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. „კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა …
Continue reading “ევროსაბჭოს კომისარი მესამე მხარედ ჩაერთო ე.წ. FARA-ს შესახებ სტრასბურგის საქმეში”
მკვლელობაში ბრალდებული ბათუმის აეროპორტში დააკავეს
თბილისში 27 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 11 ივლისს შსს ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. „ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა,“ …
Continue reading “მკვლელობაში ბრალდებული ბათუმის აეროპორტში დააკავეს”