მთავარი,სიახლეები

ბულვარში ხეები ჩააბეტონეს და საბავშვო კუთხეს აწყობენ – დაიხარჯება 299 361 ლარი | ფოტო

15.07.2026
ბულვარში ხეები ჩააბეტონეს და საბავშვო კუთხეს აწყობენ – დაიხარჯება 299 361 ლარი | ფოტო

„ძალიან ემოციური ვარ, როცა ბუნებას ანადგურებენ და ბოდიშს გიხდით ამისთვის. არ ვიცი, რატომ სძულს ამ ხალხს მიწა და ბალახი, ყველაფრის ჩაბეტონება რატომ უნდათ“, – გვითხრა მკითხველმა, რომელმაც ბულვარის კონკრეტული ადგილიდან ფოტოები გამოგვიგზავნა.

ჩაბეტონებულ საბავშვო კუთხეს ბათუმის ახალ ბულვარში ბულვარის ადმინისტრაცია აწყობს. პროექტის ფარგლებში გამწვანებული ადგილი ჩააბეტონეს და  კაუჩუკით დაფარვას გეგმავენ. ასევე დაგეგმილია ბეტონის სკამების მოწყობა.

ჩაბეტონებული სკვერი

ჩაბეტონებული სკვერი ბათუმის ბულვარში

ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 2026 წლის მარტში გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულება 374 201 ლარი იყო, ელექტრონული ვაჭრობა კონკურენტულ გარემოში წარიმართა, საბოლოოდ ხელშეკრულება შპს „კომპასი ჯ.კ“ – ს 299 361 ლარით გაუფორმეს.

მიმდინარე სამუშაოები

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საბავშვო კუთხის მოწყობა დაგეგმეს ახალი ბულვარის მწვანე ზოლში. ამ ზოლის პარალელურად ისედაც იყო სასეირნო ბილიკები და საბაღე ხის სკამები.

 

საპროექტო ტერიტორია სამუშაოების დაწყებამდე

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები.

პროექტის რენდერი

ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძეა, რომელიც პოლიციიდან გადმოიყვანეს ამ თანამდებობაზე. ის მზია ამაღლობელის საქმეში ცრუ მოწმედ გამოვიდა სასამართლოში. ვიდეო კადრების თანახმად, არჩილ ანთაძე დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართულებით იფურთხებოდა.

___

ნახეთ ვინ არის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი

 

ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: