“ბათუმის აქციის საქმეზე” სასამართლოში ბრალდებულები შესაძლოა არ მიიყვანონ

“ბათუმის აქციის საქმეზე” 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული, თუმცა როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი გადაიდება. მიზეზი სასჯელაღსრულების სამინისტროა, რომელიც ბრალდებულების სასამართლოში წარმოდგენას ვერ ახერხებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე ადასტურებს, რომ წერილობითი შეტყობინება სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უკვე მიიღო. “მოგვწერეს, რომ არა მხოლოდ ბათუმის აქციის საქმეზე, არამედ, ზოგადად, 8 მაისს დაგეგმილ პროცესებზე …

ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია

ბათუმში, ვარდების სკვერში, გარკვეულ მონაკვეთზე ქვაფენილი ამოყრილია, რაც დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, სკვერში ქვაფენილისა და სკამების დამაგრება 6 მაისისთვის არის დაგეგმილი. „გეგმიური სამუშაოები ყველა სკვერში გვაქვს დაგეგმილი. „ვარდების სკვერშიც“ შაბათს, 6 მაისს, მოხდება სკამების და ფილების დამაგრება,“ – ამბობს ალექსანდრე თევზაძე. ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია.

დღეს თამარის გზატკეცილზე მოძრაობა 16 საათამდე შეიზღუდება

5 მაისს, დილის 09:00-დან 16:00 სთ-მდე, ცალმხრივად გადაიკეტება თამარის გზატკეცილი ბარცხანის ხიდიდან ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრამდე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საგზაო მონიშვნის სამუშაოები ანუ ზებრა გადასასვლელებისა და გზის გამყოფი ზოლების განახლება/გადაღებვაა.

60 გონიოელის საკითხს სასამართლო ხვალ გადაწყვეტს

გონიოში მცხოვრები 60 ოჯახის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ, 4 საათზე განიხილავს. სასამართლო ამ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას შეაფასებს, რომლის მიხედვითაც გონიოელებს მიწის დაკანონებაზე უარი ეთქვათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უნდა მიიღოს. გონიოს მიწების საქმეზე 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი იმედს …

შუახევის გამგეობის ეზოში ეკლესიას აშენებენ

დაბა შუახევში, თვითმმართველი ორგანოს შენობის გვერდით, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა განთავსებული, ეკლესია შენდება, რომელსაც სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონი აშენებს. თამარ მეფის ქუჩის #30-ში, 646 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს, 99 წლით სარგებლობის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში მიწის ნაკვეთი  დროებით სარგებლობაში მიიღო, 22 …

მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

წითელი ნეკერჩხლის, კამელიისა და მაგნოლიის ნერგები ბათუმის ძველ ბულვარში მოსამართლეებმა დარგეს. გამწვანების აქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე და მისი მოადგილე – თეიმურაზ ტუღუში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაოს წარმოებას, რაც ბულვარს ეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ნერგები მოსამართლეებმა ბულვარში უნებართვოდ დარგეს. „ნერგების დარგვა ბულვარში სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა,“ …

ქართველი და უცხოელი მხატვრების ბათუმური გაზაფხული და ზაფხული

2-დან 14 მაისამდე ბათუმის ქუჩებში ოცი მხატვარი ღია ცის ქვეშ ახალ ნამუშევრებს შექმნის. „ბათუმური გაზაფხული“ – ასე ეწოდება საერთაშორისო პლენერის – „მეგობრობის პალიტრა – ბათუმი 2017“ – პირველ ეტაპს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას. პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] პირველი ეტაპი 14 მაისს დასრულდება, 2 ივნისიდან 14 ივნისამდე კი მხატვრები ბათუმურ ზაფხულს დახატავენ …

როდის გაწმენდენ “არდაგანის ტბას” [ფოტო]

ბათუმში, ე.წ. არდაგანის ტბაზე მოზღვავებული რაოდენობის შლამისა და ფეკალური მასების დაგროვების გამო მძიმე სუნი დგას, დაბინძურებულია წყლის ზედაპირი. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტენდერი „არდაგანის ტბის“ გაწმენდისთვის გუშინ, 3 მაისს გამოცხადდა და მასში გამარჯვებული კომპანია 10 მაისს გამოვლინდება: „ჯამში უნდა ამოვიღოთ 6000 კუბური მეტრი  შლამი და ფეკალური მასა და გავიტანოთ ნაგავსაყრელზე. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება არის 190 000 ლარი“ …

5 მაისს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის დასახლებებს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 5 მაისის დილის 07:00 საათიდან, 15:00 საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის დასახლებებს. „შპს „ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია ჩაქვში 1200 მმ-იან მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას განაგრძობს. მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება 5 მაისის დილის 07:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ …

11-12 მარტის აქციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაკითხეს

ბათუმის აქციის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: გია აბულაძე, რეზო ხარაზი, გიორგი კირთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი დაკითხეს. მოწმის სახით თითოეულმა მათგანმა ჩვენება გამოძიებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მისცა. „ცალ-ცალკე დაგვკითხეს და ჩვენების მიცემა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ჩვენ აქამდეც მოვითხოვდით დაკითხვას. პროცედურები დაცული იყო, ჩვენ ადვოკატი არ გვყოლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია აბულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის …

გაუქმდება თუ არა პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის

„პატიმრობა არის რეპრესია ნარკომომხმარებლისთვის და არა პრევენცია,“ – მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ომბუდსმენის სარჩელს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ციხეში ვეღარ ჩასვამენ. სარჩელით გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც 15 დღემდე ადმინსტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რაც ნებისმიერი …

შსს: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

განახლებული პირობები სესხებზე „ფინკა“ ბანკში და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს

ფინკა ბანკში სიახლეა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ფინკა ბანკში გაიზარდა უგირავნო სესხის მოცულობა და ყველა ტიპის სესხზე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. 40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არ არის შეზღუდული – მომხმარებლებს შეუძლიათ  ფინკა ბანკის სესხი გამოიყენონ როგორც ბინის რემონტისა და …

მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის …

ბათუმის ორ სკოლაში აუდიტის სამსახური მოქალაქეების საჩივრებს იკვლევს

ბათუმის ორ  – პირველ და მე-11 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური შევიდა. სამსახურის უფროსის განმარტებით, სკოლებში შესვლის საფუძველი საჩივრები იყო. ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური რამდენიმე საჩივარს იკვლევს. ერთ-ერთი საჩივარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისგან არის. „მოქალაქეების თქმით, სკოლის ირგვლივ არსებული გარევაჭრობა სასწავლო პროცესზე ცუდ გავლენას ახდენს, სკოლის ადმინისტრაცია კი …

ფრინველების დასაფრთხობად აეროდრომებზე კომიტეტები შეიქმნება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი“ დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ წესმა უნდა უზრუნველყოს „სამოქალაქო აეროდრომებზე ფრენის უსაფრთხოება – აეროდრომის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებით“. [checklist] აეროდრომის შემოგარენი – აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან მიმდებარე ტერიტორია 13 …

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ოფისი გახსნა

„დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ უნდა მოვასწროთ საკუთარი სახის დამკვიდრება,“ – მიმართა მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ამ პარტიამ დღეს, 3 მაისს, ბათუმში პარტიული ოფისი გახსნა. შეხვედრაზე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავარი ამოცანებიც გააჟღერა: „პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ შეგვიძლია შევცალოთ ხელისუფლება მშვიდად, რყევების გარეშე და მეორე: ხალხს უნდა …

მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16 წლის მარიამ ნოდია საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში. ეს ტიტული მან თბილისში, 10-11 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მარიამი ხელვაჩაურის #1 სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს მკლავჭიდს უთმობს. მარიამი ამბობს, რომ ეს მისი პირველი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი მიდრეკილება და გარკვეული ფიზიკური მონაცემებიც ბავშვობიდანვე ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეა, რაც მკლავჭიდით აქტიურადაა დაკავებული. მარიამის სპორტული …

ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ევროკავშირის პროექტთან – „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ თანამშრომლობის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის ტრენინგები დაიწყო. სწავლების მიზანია პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ბაზაზე არსებული  სარეაბილიტაციო პროგრამების გაცნობა, რაც გულისხმობს ყველა სარეაბილიტაციო პროგრამის მიზნის, სტრუქტურის, ფორმატის, სამიზნე ჯგუფისა და სავარჯიშოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. სარეაბილიტაციო მოდულების დეტალურად გაცნობის …

მოსწავლე მასწავლებლის როლში

დღეს, 3 მაისს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში იმიტირებული გაკვეთილები ჩატარდა, სადაც მასწავლებლის როლში მოსწავლეები იყვნენ, მასწავლებლები კი მოსწავლეების მერხებზე ისხდნენ. იმიტირებული გაკვეთილის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კარიერული დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა იყო. იმიტორებული გაკვეთილი მე-12 კლასს ორ საგანში – ისტორიასა და ქართულში ჩაუტარდათ. ქართულის გაკვეთილის თემა თავისუფლება იყო, რომელსაც მოსწავლეები ვაჟას პოეზიის მიხედვით განიხილავდნენ. …

ზემო აჭარაში 50 ათასამდე მოქალაქე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს

აჭარაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, 48 262 მოქალაქეს აქვს. „მთის კანონს“ აჭარის მთაში ყველაზე მეტი ბენეფიციარი ხულოს მუნიციპალიტეტში ჰყავს, ამ დროისთვის აქ აღნიშნული სტატუსით 21 257 მოქალაქე  სარგებლობს. პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, მთაში მცხოვრებთა სტატუსი ავტომატურად  ხულოს მუნიციპალიტეტში 20 444 მოქალაქეს მიანიჭეს, ხოლო სტატუსის მისაღებად პირადი განცხადებით მუნიციპალიტეტს 1 976-მა მოქალაქემ მიმართა განცხადებით. აქედან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით …

მიწისძვრა საქართველოში – ეპიცენტრი დაღესტანში იყო

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 3 მაისს, მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – დაღესტანში იყო და იგი აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა, განასაკუთრებით კი, აზეირბაიჯანთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. სეისმურ ცენტრში ვერ გვითხრეს, საქართველოში რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ახალი წიგნები მაკულატურის ნაცვლად – აქცია ბათუმში

4-5 მაისს ბათუმში, „ბიბლუსის“ მაღაზიაში, მემედ აბაშიძის #62-ში, აქცია გაიმართება, რომელიც მაკულატურის ახალ წიგნებში გაცვლას გულისხმობს. ღონისძიება პროექტ  „მაკულიტერატურის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა შეძლებს ჩააბაროს ძველი წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, სანაცვლოდ კი, ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ახალი წიგნები. 1 კილოგრამ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას მიიღებს, ანუ ერთ „ნერგს“. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი …

სასამართლო პროცესი საზღვარგარეთ და საქართველოში დაყადაღებული ქონება

ბიზნესმენი ზაქარია ყიფშიძე კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს ქონება საქართველოს საერთო სასამართლომ დააყადაღოს. „რომ არა ეს ნორმა, თუ ადამიანს აქვს დავა საზღვარგარეთ, მოპასუხეს ექნება საშუალება სადავო ქონება გაასხვისოს,“ – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას პარლამენტის იურისტმა. დღეს კოლეგია ბიზნესმენის სარჩელზე განხილვას დაასრულებს. მოსარჩელე ზაქარია ყიფშიძის ინტერესების დამცველი, გიორგი …

ავტოავარიის შედეგად გონიოში ორი ადამიანი დაიღუპა

3 მაისს, დილით, გონიოში ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მისულ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იქ დაშავებული სხვა არავინ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის …

„ბათუმის წყალი“ 1,1 მილიონ ლარად სამ მანქანა-ცისტერნას შეიძენს

სამი ერთეული სპეციალური დანიშნულების საასენიზაციო (დასუფთავების) მანქანა-ცისტერნის შესყიდვაზე ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხდა. მანქანა-ცისტერნების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 1 მილიონ 154 ათას 320 ლარია. „ბათუმის წყალს“ სატენდერო პირობებში მითითებული აქვს, რომ შესყიდვა ჩანაცვლების წესით განხორციელდება, ანუ მომწოდებლის მიერ შეთავაზებულ თანხას იმ ავტომანქანის ღირებულება გამოაკლდება, რომელსაც „ბათუმის წყალი“ გადასცემს ტენდერში გამარჯვებულს. ეს ავტომანქანაა MERCEDES-BENZ 2426-ია, რომლის …

ქედაში 1 ლარად გადაცემულ მიწაზე საპატრიარქო ტაძრის მშენებლობას იწყებს

დაბა ქედაში, შერვაშიძის ქუჩაზე, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, სანგრების გასაწმენდად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათი თქმით, ტერიტორიას ეკლესიის ასაშენებლად ასუფთავებენ. აქ მცხოვრებთა ინფორმაციით კი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონი რეზიდენციის მოწყობას გეგმავს. მეორე ვერსიით, აქ საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობას აპირებს. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია 5206 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების …

ომბუდსმენმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განაცხადზე, რაც შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციით, მითითებულ უწყებებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების …

„ბათუმის წყალი“: მახინჯაურსა და სოფელ განთიადში 18 საათამდე აღდგება წყლის მიწოდება

დღეს, 2 მაისს, წყალმომარაგება შეწყვეტილია მახინჯაურსა და სოფელ განთიადში. როგორც „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, წყლის შეწყვეტის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია და წყლის მიწოდება დღეს, 18:00 საათამდე აღდგება. სარემონტო სამუშაოების გამო წყლის მიწოდება შეწყვეტილი იყო დაბა ჩაქვსა და სოფელ ჩაისუბანშიც, რის გამოც საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეაჩერეს. ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის თქმით, ბაღები ხვალ დილიდან განაახლებენ მუშაობას. …

ავტობანი – 114 მილიონი აშშ დოლარის სესხი ბათუმის შემოვლითი გზისთვის

საქართველოს მთავრობამ „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან [AIIB] მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები მოიწონა. სესხის პირობები მთავრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარუდგინა.  AIIB-დან მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: [checklist] სესხის მოცულობა – 114 მილიონი აშშ დოლარი; სესხის ვალუტა – აშშ დოლარი; სესხის ხანგრძლივობა – 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი …

150 კვ.მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილი – რას შეცვლის მერიის ინიციატივა ბათუმში

მანქანის გასაჩერებელი ადგილი ბათუმში აქტუალური პრობლემა და მეზობლებს შორის დავის საგანია მას შემდეგ, რაც მრავალბინიანი სახლები ეზოს და პარკინგის ადგილის გარეშე აშენდა. ასეთ სახლებში მცხოვრებლები პარკინგისთვის, ძირითადად, ქუჩას იყენებენ, ტროტუარი კი უმეტესწილად კაფეებსა და მაღაზიებს აქვთ დაკავებული. განაშენიანების ასეთი სტანდარტები რომ მომავალში პრობლემას შექმნიდა, ამაზე მოქალაქეები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი მაშინ არც მერიას …

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

6 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა იგეგმება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 15 სახეობის ბამბუკი, ასევე, „გამოიფინება შპს ,,La Bambu”-ს მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, მათი შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გურმანებს ბაღის თანამშრომლები გაუმასპინძლდებიან ბამბუკისაგან დამზადებული კერძებითა და ტკბილეულით“. საზოგადოებრივი კოლეჯი  „ახალი ტალღა“ კი გამოფენაზე ბამბუკისგან დამზადებულ სხვადასხვა დესერტსა და კოქტეილს წარმოადგენს. …

რამდენ ადამიანს მოუსმინეს ფარულად ბათუმში

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის უფლების მოსაპოვებლად 2017 წლის პირველ სამ თვეში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა შუამდგომლობით 136-ჯერ მიმართეს. აქედან 132 შემთხვევა დაკმაყოფილდა. სტატისტიკურ მონაცემებს პროექტის „ღია მმართველობა საქართველოს“ ფარგლებში უზენაესი სასამართლო ავრცელებს. უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არც ერთ შემთხვევაში არ უთქვამს უარი ფარულ სატელეფონო მოსმენაზე. ბათუმში საგამოძიებო ორგანოებს 5 ადამიანისთვის მოუსმენიათ …

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შიდა ფრენები უნდა უზრუნველყოს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანა უნდა უზრუნველყოს. შესაბამისი ავიარეისების ორგანიზებისთვის, რაც, მთავრობის აზრით, ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობაც იქნება, აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით, შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით უნდა განხორციელდეს: საფრენი აპარატის ტიპი: მომსახურების გაწევა …

შსს: იანვარ-აპრილში საქართველოში 736 265 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის  736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე …

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში …

Exit mobile version